„სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) მოვალეობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ" სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 21 იანვრის N30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) მოვალეობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ" სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 21 იანვრის N30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3
დოკუმენტის მიმღები სამტრედიის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 05/02/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/02/2024
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.120.016473
3
05/02/2024
ვებგვერდი, 06/02/2024
190020020.35.120.016473
„სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) მოვალეობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ" სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 21 იანვრის N30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სამტრედიის მუნიციპალიტეტი
 

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №3

2024 წლის 5 თებერვალი

ქ. სამტრედია

 

„სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) მოვალეობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ“, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 21 იანვრის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  და 24-ე მუხლის შესაბამისად, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) მოვალეობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ“ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 21 იანვრის №30 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი, 24/01/2022, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.120.016390) შეტანილ იქნეს ცვლილება:

1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ“.

2. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1

დამტკიცდეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი და ზღვრული ოდენობა.“.

3. დადგენილების დანართის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი“

4. დადგენილების დანართი №1 -ის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ზღვრული ოდენობა

საკრებულოს წევრის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ზღვრული ოდენობა განისაზღვროს 818,55 (რვაას თვრამეტი ლარი და 55 თეთრი)  ლარით.“.

5. დადგენილების დანართის მე-2 მუხლის სათაური და მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2. საკრებულოს წევრის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების  განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯის ანაზღაურება

1. პირველი მუხლით გათვალისწინებული ანაზღაურება მიეცემა საკრებულოს წევრს (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯებისთვის:“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.

 


სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენუგზარ ჯამბურია