მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებისათვის ზოგიერთ საარჩევნო ოლქში ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის ელექტრონული საშუალებებით განხორციელების წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებისათვის ზოგიერთ საარჩევნო ოლქში ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის ელექტრონული საშუალებებით განხორციელების წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 58/2021
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 03/09/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/09/2021
სარეგისტრაციო კოდი 010210010.15.008.016586
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
58/2021
03/09/2021
ვებგვერდი, 06/09/2021
010210010.15.008.016586
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებისათვის ზოგიერთ საარჩევნო ოლქში ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის ელექტრონული საშუალებებით განხორციელების წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (06/09/2021 - 07/09/2021)

 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №58/2021

2021 წლის 3 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებისათვის ზოგიერთ საარჩევნო ოლქში ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის ელექტრონული საშუალებებით განხორციელების წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და 2032 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1

1. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებისათვის (შემდგომში „მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის არჩევნები“) ელექტრონული საშუალებებით ზოგიერთი საარჩევნო პროცედურა განხორციელდეს №4 კრწანისის საარჩევნო ოლქში შემავალ ყველა საარჩევნო უბანში, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით  გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. გამონაკლის შემთხვევაში, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით განისაზღვრება №4 კრწანისის საარჩევნო ოლქში შემავალი იმ საარჩევნო უბნის/უბნების ჩამონათვალი, სადაც ამ წესის შესაბამისად არ გაიმართება არჩევნები.

მუხლი 2
ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული ელექტრონული საშუალებებით განსახორციელებელი ზოგიერთი საარჩევნო პროცედურა და ამ პროცედურების გამოყენების წესი და პირობები განისაზღვროს დანართის შესაბამისად.
მუხლი 3
საარჩევნო ბიულეტენის ფორმას, ტექსტსა და შევსების წესს, საარჩევნო ყუთებისა და სპეციალური ჩარჩო-კონვერტების სახეებს, ასევე ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ საარჩევნო ოლქში ელექტრონული საშუალებებით არჩევნების ჩატარებისათვის საჭირო სხვა დოკუმენტაციის ფორმას და სახეს განკარგულებით ადგენს ცესკო.
მუხლი 4
ამ დადგენილების აღსრულების მიზნით კომპანია „სმარტმატიკთან“ (Smartmatic International Holding B.V) გაფორმდეს საპილოტე პროექტის განხორციელების შესახებ შეთანხმება (ხელშეკრულება), ხმის ელექტრონული მთვლელი აპარატების („PCOS“ საარჩევნო უბნის ოპტიკური სკანერი) (შემდგომში „აპარატი“), ამ აპარატების შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფისა და ტექნიკური მხარდაჭერის უსასყიდლო მიწოდების შესახებ.
მუხლი 5
კომპანია „სმარტმატიკსა“ (Smartmatic International Holding B.V) და ცესკოს შორის საპილოტე პროექტის განხორციელების შესახებ გაფორმებული შეთანხმების (ხელშეკრულების) საფუძველზე გადმოცემული, ამ დადგენილებით განსაზღვრული აპარატების კენჭისყრის დღეს შეუფერხებელი და ტექნიკურად გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით, კომპანია „სმარტმატიკის“ (Smartmatic International Holding B.V) წარმომადგენლებისთვის ცესკოს წარმომადგენლის სტატუსის მინიჭება და უფლებამოსილებების განსაზღვრა ხორციელდება ცესკოს განკარგულებით.
მუხლი 6
სსიპ – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი უზრუნველყოფს ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ საარჩევნო ოლქში შემავალი საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთათვის სახელმძღვანელო ინსტრუქციის მომზადებასა და ტრენინგის ჩატარებას.
მუხლი 7
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64 ) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 8
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეგიორგი კალანდარიშვილი
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი



დანართი

 

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოთა 2021 წლის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის ელექტრონული საშუალებებით განხორციელების წესი და პირობები

მუხლი 1
№4 კრწანისის საარჩევნო ოლქში ელექტრონული საშუალებებით კენჭისყრის ჩატარების, ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების წესი განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ (შემდგომში „საარჩევნო კოდექსი“), თუ ამ დანართით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
მუხლი 2

1. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კენჭისყრის დაწყებამდე, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირთა თანდასწრებით, ამოწმებს ძირითად და გადასატან საარჩევნო ყუთებს და მას შემდეგ, რაც დადასტურდება, რომ საარჩევნო ყუთები ცარიელია, ინდივიდუალური ნომრის მქონე ლუქებით დალუქავს მათ. ძირითადი საარჩევნო ყუთი ილუქება იმგვარად, რომ ლუქის დაზიანების გარეშე შეუძლებელი იყოს საარჩევნო ყუთში საარჩევნო ბიულეტენის ხელით მოთავსება ან/და ამოღება და საარჩევნო ყუთზე დამონტაჟებული ხმის დათვლის სპეციალური აპარატის (შემდგომში – აპარატი) მოხსნა.

2. საარჩევნო ყუთების დალუქვის შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე აპარატიდან ამობეჭდავს დასტურს („ნულოვან ამონაწერს“) იმისა, რომ იმ დროისთვის არცერთ ამომრჩეველს არ მიუცია ხმა აპარატის საშუალებით და ამონაბეჭდს გადასცემს კომისიის მდივანს შესანახად.

3. კომისიის მდივანს ლუქების ნომრები და დალუქვის ზუსტი დრო შეაქვს კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის მე-4 გვერდზე.

4. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და მდივანი კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის მე-4 გვერდზე ხელმოწერით ადასტურებენ ცარიელი ყუთების დალუქვასა და ამონაწერში მოცემულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ იმ მომენტისათვის აპარატის საშუალებით არცერთ ამომრჩეველს არ მიუცია ხმა.

5. საარჩევნო უბნებში შეიძლება გამოყენებულ იქნეს ერთზე მეტი ძირითადი საარჩევნო ყუთი.

6. საარჩევნო ყუთისა და აპარატის ზედამხედველობას ახორციელებს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ან, აუცილებლობის შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის ან თავმჯდომარის მოადგილის დავალებით, კომისიის სხვა წევრი.

მუხლი 3
1. ძირითადი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემისთვის სპეციალური კონვერტის ნაცვლად გამოიყენება ორი სახის სპეციალური ჩარჩო კონვერტი:

ა) ერთი სახის სპეციალური ჩარჩო-კონვერტი, რომელსაც გამოიყენებს ამომრჩეველთა ერთიან სიაში რეგისტრირებული ამომრჩეველი;

ბ) ერთი სახის სპეციალური ჩარჩო-კონვერტი, რომელსაც გამოიყენებს ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეყვანილი ამომრჩეველი.

2. ამომრჩეველზე საარჩევნო ბიულეტენთან ერთად სპეციალური ჩარჩო-კონვერტის გაცემას ახორციელებს ამომრჩეველთა რეგისტრატორი.

3. სპეციალური ჩარჩო-კონვერტების დანიშნულებისამებრ გამოყენებაზე ზედამხედველობას განახორციელებს წილისყრით გამოვლენილი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი.

მუხლი 4
1. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოების 2021 წლის არჩევნების ელექტრონული საშუალებით ჩატარებისთვის მზადდება მხოლოდ ერთი სახის საარჩევნო ბიულეტენი.

2. საარჩევნო ბიულეტენი დაყოფილია სამ სვეტად და საარჩევნო ბიულეტენის:

ა) პირველ სვეტში შეიტანება: პარტიების სახელწოდებები დადგენილი რიგითობის შესაბამისად და საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული სხვა მონაცემები;

ბ) მეორე სვეტში შეიტანება: არჩევნებში მონაწილე მერობის კანდიდატების რიგითი ნომერი, სახელი, გვარი და საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული სხვა მონაცემები;

გ) მესამე სვეტში შეიტანება: მაჟორიტარულ ოლქში ასარჩევად წარდგენილი  კანდიდატების რიგითი ნომერი, სახელი, გვარი და საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული სხვა მონაცემები.

3. საარჩევნო ბიულეტენის წინა გვერდზე აღნიშნული უნდა იყოს ამომრჩეველთა რეგისტრატორის მიერ სპეციალური ბეჭდით დამოწმების ადგილი.

4. საარჩევნო ბიულეტენს, დაცვისა და შესაბამის აპარატზე გამოყენების მიზნით, აქვს სპეციალური შტრიხკოდი და ინდივიდუალური QR კოდი.

5. საარჩევნო ბიულეტენები იფუთება 50-50 ცალად თავფურცლის გარეშე. შესაბამისი რაოდენობის ბიულეტენები გადაეცემა ამომრჩეველთა რეგისტრატორებს, რაზეც დგება შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტი.

6. საარჩევნო ბიულეტენთან ერთად ამომრჩეველს გადაეცემა შესაბამისი სახის ჩარჩო-კონვერტი.

7. საარჩევნო ბიულეტენის გაცემისას ამომრჩეველთა რეგისტრატორი ამომრჩეველს განუმარტავს სპეციალური ჩარჩო-კონვერტის გამოყენებისა და საარჩევნო ბიულეტენის შევსების წესს და გააფერადებინებს მას ამავე საარჩევნო ბიულეტენზე სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე არსებულ საცდელ ოვალს (ოვალებს).

8. აღნიშნული პროცედურის გავლის შემდეგ ამომრჩეველი შედის ფარული კენჭისყრის კაბინაში, სპეციალური მარკერის გამოყენებით აკეთებს არჩევანს და საარჩევნო ბიულეტენს ათავსებს სპეციალურ ჩარჩო-კონვერტში.

9. ცესკოს მიერ განკარგულებით დამტკიცებული ბიულეტენის შევსების წესი უნდა გამოიკრას კენჭისყრის შენობაში თვალსაჩინო ადგილზე.

მუხლი 5

1. საარჩევნო ბიულეტენის განთავსება ძირითად საარჩევნო ყუთში ხორციელდება საარჩევნო ყუთზე დამონტაჟებული აპარატის მეშვეობით, რომელიც იმავდროულად ახორციელებს შედეგების დათვლას.

2. ამომრჩეველი სპეციალური ჩარჩო-კონვერტის საშუალებით ათავსებს საარჩევნო ბიულეტენს აპარატში. იმ შემთხვევაში, თუ ამომრჩეველი ვერ ახერხებს სპეციალური ჩარჩო-კონვერტის საშუალებით აპარატში ბიულეტენის მოთავსებას, მას შეიძლება დაეხმაროს საარჩევნო ყუთისა და აპარატის ზედამხედველი კომისიის წევრი.

3. მას შემდეგ, რაც საარჩევნო ბიულეტენი აპარატის საშუალებით აღმოჩნდება საარჩევნო ყუთში, ამომრჩეველი დებს სპეციალურ ჩარჩო-კონვერტს საამისოდ განკუთვნილ მაგიდაზე და ტოვებს საარჩევნო უბანს.

4. თუ აპარატი უკან დააბრუნებს საარჩევნო ბიულეტენს, იგი ჩაითვლება გაფუჭებულ ბიულეტენად, ცალკე შეინახება და კენჭისყრის დასრულების შემდეგ დაემატება გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობას.

მუხლი 6

1. ტექნიკური ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში:

ა) საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე იღებს გადაწყვეტილებას კენჭისყრის პროცესის დროებით შეჩერების შესახებ, რის თაობაზეც ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას;

ბ) მისი აღმოფხვრისთანავე კენჭისყრა გრძელდება აპარატის საშუალებით, ამავე დადგენილებით განსაზღვრული წესით.

2. იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელი გახდა აპარატით/აპარატებით კენჭისყრის გაგრძელება:

ა) აპარატის გამოყენების გარეშე კენჭისყრის გაგრძელების თაობაზე დგება აქტი და კეთდება შესაბამისი ჩანაწერი კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის 32-ე გვერდზე;

ბ) აპარატის გამოყენების გარეშე კენჭისყრის გაგრძელების მიზნით, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირების თანდასწრებით, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე აპარატს ხსნის ძირითად საარჩევნო ყუთს, რომელსაც აქვს საარჩევნო ბიულეტენის მოსათავსებლად სპეციალური ჭრილი, რის შემდგომაც ამომრჩეველს შესაძლებლობა აქვს საარჩევნო ბიულეტენი მოათავსოს პირდაპირ საარჩევნო ყუთში.

მუხლი 7

აპარატის გამოყენების გარეშე გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ჩატარებული კენჭისყრის დასრულების შემდეგ, თუ გადასატანი საარჩევნო ყუთის ლუქის მთლიანობის დარღვევა არ გამოვლინდა, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ამ დანართის მე-8 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი პროცედურების დაცვით, ათავსებს საარჩევნო ბიულეტენებს ძირითად საარჩევნო ყუთში იმგვარად, რომ შეუძლებელი გახდეს ამომჩევლის მიერ გაკეთებული არჩევანის დანახვა. აღნიშნული პროცედურების დასრულების შემდგომ, საარჩევნო კოდექსით დადგენილი წესით, ხორციელდება ხმის დათვლის პროცედურები.

მუხლი 8

1. საუბნო საარჩევნო კომისია, იმ შემთხვევაში, თუ ლუქის მთლიანობის დარღვევა არ გამოვლინდა, თავდაპირველად ხსნის გადასატან საარჩევნო ყუთს, რის შემდეგაც:

ა) საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე აპარატის საშუალებით ძირითად საარჩევნო ყუთში ათავსებს საარჩევნო ბიულეტენს იმგვარად, რომ არ ჩანდეს ვის მისცა ხმა ამომრჩეველმა;

ბ) თუ გადასატან საარჩევნო ყუთში სხვა საარჩევნო უბნისათვის განკუთვნილი ან დაუდგენელი ნიმუშის ბიულეტენი აღმოჩნდა, ცალკე დაიდება და ძირითად ყუთში აღმოჩენილ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესაბამის რაოდენობებს დაემატება.

2. გადასატან საარჩევნო ყუთში არსებული საარჩევნო ბიულეტენების ძირითად საარჩევნო ყუთში მოთავსების პროცედურის დასრულების შემდეგ, აპარატის მიერ დათვლილი წინასწარი მონაცემების საფუძველზე, საუბნო კომისიის თავმჯდომარე აპარატიდან ამობეჭდავს წინასწარი შედეგების შესახებ ამონაწერს (შემდგომში „ამონაწერს“). აღნიშნული მონაცემების შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიეწოდება ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას, ხოლო ამონაწერი შეინახება კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ამონაწერი გამოიკვრება კენჭისყრის შენობაში სადემონსტრაციო ოქმთან ერთად.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პროცედურის დასრულების შემდეგ გრძელდება საარჩევნო კანონმდებლობით გათვალისწინებული ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის პროცედურები.

მუხლი 9

1. კენჭისყრის პროცედურის დასრულების შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საარჩევნო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით წილისყრით შეარჩევს არანაკლებ 5 მთვლელს.

2. საუბნო საარჩევნო კომისია საარჩევნო ბიულეტენებს ითვლის შემდეგი წესის დაცვით:

ა) მთვლელები:

ა.ა) პირველად ითვლიან პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე ჩატარებული არჩევნების შედეგებს;

ა.ბ) მეორედ ითვლიან მერის არჩევნების შედეგებს;

ა.გ) მესამედ ითვლიან მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე ჩატარებული არჩევნების შედეგებს.

ბ) ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თითოეული სახის არჩევნების შედეგების დათვლის შემდეგ დაუყოვნებლივ დგება აქტი, რომელშიც შეიტანება თითოეული საარჩევნო სუბიექტისათვის მიცემული ხმებისა და ბათილი ხმების რაოდენობა. აქტს ხელს აწერენ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და მთვლელები;

გ) პირველი მთვლელი იღებს საარჩევნო ბიულეტენს, აცხადებს, ვისთვისაა მიცემული ხმა და საარჩევნო ბიულეტენებს გადასცემს მთვლელებს რიგითობის მიხედვით, თითოეული საარჩევნო სუბიექტისათვის მიცემული ხმების შესაბამისად.

3. საარჩევნო უბნის კენჭისყრის შედეგები დასტურდება მხოლოდ საარჩევნო კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად შედგენილი საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმით და მას და საარჩევნო კოდექსით დადგენილი წესით დამოწმებულ მის ფოტოასლს გააჩნიათ თანაბარი იურიდიული ძალა.

4. ნამდვილია დადგენილი ნიმუშის მხოლოდ ის საარჩევნო ბიულეტენი (ხმა), რომლის შესაბამის სვეტში გაფერადებულია/მონიშნულია მხოლოდ ერთი სუბიექტის წინ არსებული შესაბამისი ოვალი, მათ შორის, მიუხედავად საარჩევნო ბიულეტენში ნებისმიერი სხვა სახის აღნიშვნისა/წარწერისა, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

5. დადგენილი ნიმუშის საარჩევნო ბიულეტენი (ხმა) შესაბამისი სახის არჩევნებისთვის მიიჩნევა ბათილად, თუ:

ა) შესაბამის სვეტში გაფერადებულია ან/და მონიშნულია ერთზე მეტი სუბიექტის წინ არსებული შესაბამისი ოვალი;

ბ) შესაბამის სვეტში არ არის გაფერადებული/მონიშნული არცერთი სუბიექტის წინ არსებული შესაბამისი ოვალი, მათ შორის, მიუხედავად საარჩევნო ბიულეტენში ნებისმიერი სხვა სახის აღნიშვნისა/წარწერისა, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

6. მთვლელების მიერ საარჩევნო ბიულეტენების დათვლისას ნამდვილი/ბათილი ბიულეტენების დადგენა ხდება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ განსაზღვრული წესით.

მუხლი 10
ხმების დათვლის შემდეგ ყველა საარჩევნო ბიულეტენი იფუთება და ილუქება ერთად.