„მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებისათვის ზოგიერთ საარჩევნო ოლქში ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის ელექტრონული საშუალებებით განხორციელების წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის 3 სექტემბრის №58/2021 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 61/2021
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 07/09/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/09/2021
სარეგისტრაციო კოდი 010210010.15.008.016589
61/2021
07/09/2021
ვებგვერდი, 08/09/2021
010210010.15.008.016589
„მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებისათვის ზოგიერთ საარჩევნო ოლქში ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის ელექტრონული საშუალებებით განხორციელების წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის 3 სექტემბრის №58/2021 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
„მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებისათვის ზოგიერთ საარჩევნო ოლქში ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის ელექტრონული საშუალებებით განხორციელების წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის 3 სექტემბრის №58/2021 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
 
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №61/2021

2021 წლის 7 სექტემბერი

ქ. თბილისი

„მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებისათვის ზოგიერთ საარჩევნო ოლქში ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის ელექტრონული საშუალებებით განხორციელების წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის 3 სექტემბრის №58/2021 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 77-ე მუხლის  მე-5 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
„მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებისათვის ზოგიერთ საარჩევნო ოლქში ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის ელექტრონული საშუალებებით განხორციელების წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის 3 სექტემბრის №58/2021 დადგენილებასა და დადგენილებით დამტკიცებულ დანართში (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, 06/09/2021, 010210010.15.008.016586) შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები:

1. დადგენილების მე-6 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 მუხლი:

„მუხლი 61. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია უფლებამოსილია საპილოტე პროექტის მიზნებიდან გამომდინარე განახორციელოს აღნიშნული საპილოტე პროექტის აუდიტი.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-4 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. საარჩევნო ბიულეტენის გაცემისას ამომრჩეველთა რეგისტრატორი ამომრჩეველს განუმარტავს სპეციალური ჩარჩო-კონვერტის გამოყენებისა და საარჩევნო ბიულეტენის შევსების წესს და გააფერადებინებს მას ამავე საარჩევნო ბიულეტენზე სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე არსებულ საცდელ წრეს (წრეებს).“.

3. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-9 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ნამდვილია დადგენილი ნიმუშის მხოლოდ ის საარჩევნო ბიულეტენი (ხმა), რომლის შესაბამის სვეტში გაფერადებულია/მონიშნულია მხოლოდ ერთი სუბიექტის წინ არსებული შესაბამისი წრე.

5. დადგენილი ნიმუშის საარჩევნო ბიულეტენი (ხმა) შესაბამისი სახის არჩევნებისთვის მიიჩნევა ბათილად, თუ:

ა) შესაბამის სვეტში გაფერადებულია ან/და მონიშნულია ერთზე მეტი სუბიექტის წინ არსებული შესაბამისი წრე;

ბ) შესაბამის სვეტში არ არის გაფერადებული/მონიშნული არცერთი სუბიექტის წინ არსებული შესაბამისი წრე;

გ) საარჩევნო ბიულეტენი დამოწმებული არ არის ამომრჩეველთა რეგისტრატორის სპეციალური ბეჭდით.“.

მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. 
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 

კომისიის თავმჯდომარეგიორგი კალანდარიშვილი
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი