„მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებისათვის ზოგიერთ საარჩევნო ოლქში ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის ელექტრონული საშუალებებით განხორციელების წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის 3 სექტემბრის №58/2021 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 73/2021
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 16/10/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/10/2021
სარეგისტრაციო კოდი 010210010.15.008.016601
73/2021
16/10/2021
ვებგვერდი, 18/10/2021
010210010.15.008.016601
„მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებისათვის ზოგიერთ საარჩევნო ოლქში ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის ელექტრონული საშუალებებით განხორციელების წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის 3 სექტემბრის №58/2021 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
„მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებისათვის ზოგიერთ საარჩევნო ოლქში ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის ელექტრონული საშუალებებით განხორციელების წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის 3 სექტემბრის №58/2021 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
 
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №73/2021

2021 წლის 16 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებისათვის ზოგიერთ საარჩევნო ოლქში ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის ელექტრონული საშუალებებით განხორციელების წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის 3 სექტემბრის №58/2021 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 77-ე მუხლის  მე-5 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
„მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებისათვის ზოგიერთ საარჩევნო ოლქში ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის ელექტრონული საშუალებებით განხორციელების წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის 3 სექტემბრის №58/2021 დადგენილებაში (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, 06/09/2021, 010210010.15.008.016586) შევიდეს ცვლილება და დადგენილების 61 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 62 მუხლი.

„მუხლი 62

ქალაქ თბილისის მერის 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურისთვის, განისაზღვროს ამ დადგენილების დანართით განსაზღვრული ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის გამოყენების განსხვავებული წესი:

ა) საარჩევნო ყუთების მეშვეობით ხმის მიცემისთვის სპეციალური კონვერტის ნაცვლად გამოიყენება ერთი სახის სპეციალური ჩარჩო კონვერტი;

ბ) საარჩევნო ბიულეტენის წინა გვერდი უნდა იყოს ერთ სვეტიანი და მასზე აღნიშნული უნდა იყოს ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატის რიგითი ნომერი, გვარი, სახელი, წარმდგენი საარჩევნო სუბიექტის სახელწოდება;

გ) საარჩევნო ბიულეტენის დასამოწმებლად არ გამოიყენება ამომრჩეველთა რეგისტრატორის სპეციალური ბეჭედი;

დ) ამ დადგენილების დანართის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტითა და მე-9 მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი წესი არ ვრცელდება არჩევნების მეორე ტურზე.

მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეგიორგი კალანდარიშვილი
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი