დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ჭიათურის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 27 |
დოკუმენტის მიმღები | ჭიათურის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 18/12/2020 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/12/2020 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2021 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.129.016367 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (23/12/2020 - 22/01/2021)
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ.ა“ ქვეპუნქტისა და 91-ე მუხლის, „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ 78-ე მუხლი მე-2 ნაწილის შესაბამისად ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს დამტკიცდეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტი თანდართული რედაქციით:
|
თავი I
ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ძირითადი მაჩვენებლები
|
მუხლი 1.
ბიუჯეტის ბალანსი
|
ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
ათას ლარში
|
მუხლი 2.
ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება |
ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
ათას ლარში
|
მუხლი 3.
ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს 20100.200 ათასი ლარით: |
ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს 20100.200 ათასი ლარით:
ათას ლარში
|
მუხლი 4.
ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები |
ბიუჯეტის გადასახადები განისაზღვროს 12595.2000 ათასი ლარით:
ათას ლარში
|
მუხლი 5.
ბიუჯეტის გრანტები
|
ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს 230.000 ათასი ლარით:
ათას ლარში
|
მუხლი 6.
ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს 7275.000 ათასი ლარით:
ათას ლარში
|
მუხლი 7.
ბიუჯეტის ხარჯები ეკონომიკური კლასიფიკაციით |
ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს 16331.100 ათასი ლარით:
ათას ლარში
|
მუხლი 8.
ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს 3692.500 ათასი ლარით, მათ შორის, არაფინანსური აქტივების ზრდა – 3725.500 ათასი ლარით, ხოლო არაფინანსური აქტივების კლება – 33.000 ათასი ლარით:
ათას ლარში
ათას ლარში
|
მუხლი 9.
ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
განისაზღვროს ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში შემდეგი რეადაქციით:
ათას ლარში
|
მუხლი 10.
ბიუჯეტის საოპერაციო და მთლიანი სალდო |
ბიუჯეტის მთლიანი სალდო განისაზღვროს 76.600 ათასი ლარით, ხოლო საოპერაციო სალდო 3769.100 ათასი ლარით:
ათას ლარში
|
მუხლი 11.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება |
ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს 0,0 ათასი ლარით:
ათას ლარში
ფინანსური აქტივების კლება 0,0 ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 12.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება
|
ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება განისაზღვროს 76.600 ათასი ლარი ოდენობით. აღნიშნული წარმოადგენს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 2017 წელს მიღებული სესხის ძირითადი თანხის დაფარვას.
მუნიციპალიტეტის პრიორიტეტებია: მმართველობა და საერთო დანიშნულების ხარჯები; ინფრასტრუქტურის განვითარება; დასუფთავება და გარემოს დაცვა; განათლება; კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი; ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა; ათასი ლარი
|
თავი II
ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტბი, პროგრამები, ქვეპროგრამები |
მუხლი 13.
ინფრასტრუქტურის განვითარება 02 00 |
მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარება და გაუმჯობესება პირდაპირ კავშირშია მუნიციპალიტეტეის მოსახლეობის კეთილდღეობასთან. ინფრასტრუქტურის მოწესრიგება (როგორიცაა გზების, გარე ფასადების რეაბილიტაცია და სხვა) ხელს უწყობს მუნიციპალიტეტში ინვესტიციების მოზიდვას რაც წინა პირობაა ტურიზმის, მრეწველობის, სოფლის მეურნეობისა და სახვ დარგების განვითარებას.
საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაციის პროგრამა 02 01
ახალი გზების მშენებლობა და კაპიტალური რეაბილიტაცია 02 01 02
|
მუხლი 14.
დასუფთავება და გარემოს დაცვა 03 00 |
მუნიციპალიტეტის ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნებისა და გაუმჯობესების პროგრამა თანხვედრაშია ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების 2021-2024 წლის დოკუმენტში მოცემულ სტრატეგიასთან. ჩვენი მიზანია ყველა გადაწყვეტილების, მათ შორის, ეკონომიკურად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება ხდებოდეს ეკონომიკური მიზანშეწონილობასთან ერთად, ეკოლოგიური ეფექტიანობის გათვალისწინებით. ამ მიზნის მისაღწევად საჭიროა ყურადღება მიექცეს ისეთი პროგრამების განხორციელებას როგორიცაა მწვანე ნარგავების დარგვა და მოვლაპატრონობა, გარემოს დასუფთავება, სუფთა ტრანსპორტი, ნარჩენების სეპარირებულად შეგროვებას, უნარჩენო წარმოების ხელშეწყობა დასხვა.
აღნიშნული მიმართულებით მუნიციპალიტეტში პოლიტიკას წარმართავს ინფრასტრუქტურის სამსახური, ხოლო ასრულების კუთხით ჩართულია ააიპ „დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სერვის ცენტრი“
|
მუხლი 15.
განათლება 04 00 |
სკოლამდელი აღზრდის განვითარების პროგრამა 04 00
მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, ინვენტარით უზრუნველყოფა.
|
მუხლი 16.
კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი 05 00 |
სპორტის, ახალგაზრობისა და კულტურის მიმართულების მხარდაჭერა უზრუნველყოფს ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას, ერთმანეთთან აკავშირებს სხვადასხვა დარგს და მნიშვნელოვან როლს თამაშობს მათ განვითარებაში, ხელს უწყობს ტურიზმს, მეწარმეობას, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, დანაშაულის პრევენციას, კულტურული დიპლომატიის განვითარებას, ქმედითი ნაბიჯები გადაიდგმება იმისათვის, რომ კულტურა და სპორტი უფრო მეტად ინტეგრირდეს მოსახლეობაში.
მუნიციპალიტეტის მიზანია გაიზარდოს ახალგაზრდების ჩართულობა საზოგადოებრივ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში, განავითაროს ახალგაზრდების მხრიდან ეკონომიკის სხვადასხვა დარგებში თვითრეალიზების შესაძლებლობები, რაც ხელს შეუწყობს მათ პროფესიულ განვითარებასა და კონკურენტუნარიანობის ზრდას, საკუთარი პოტენციალის სრულფასოვნად რეალიზებისა და დასაქმების შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ღონისძიებების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება, ასევე ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის წახალისების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების ჩატარება. ამ მიმართულებით მუნიციპალიტეტში პროგრამები ხორციელდება როგორც კულტურის სამსახურის მიერ ასევე კულტურის სფეროში შექმნილი ა(ა)იპ-ების მიერ.
05 01 სპორტის განვითარების ხელშეწყობა აღნიშნული პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სპორტული დაწესებულებებისა და სპორტული ღონისძიებების დაფინანსება რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას.
კულტურის სფეროს განვითარება 05 02
|
მუხლი 17 |
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა 06 00მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათების უზრუნველყოფას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში განაგრძობს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელებას, რაც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებისაგან.
საზოგადიებრივი ჯანდაცვის მომსახურება 06 01
სოციალური პროგრამები 06 02 პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებების უზრუნველყოფას. მზრუნველობამოკლებულთათვის უფასო კვებითა და ფართით უზრუნველყოფას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას, სხვა სოციალური პროგრამებს, რომლებიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
|
თავი III
ჭიათურის ბიუჯეტის ასიგნებები |
მუხლი 18.
ბიუჯეტის ასიგნებები |
ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
|
თავი IV
მარეგულირებელი ნორმები |
მუხლი 19.
ასიგნებების დაფინანსება |
ჭიათურის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის ასიგნებების გაცემა გაგრძელდეს სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფინანსების მართვის საინფორმაციო (ელექტრონული) სისტემის მეშვეობით. |
მუხლი 20.
ასიგნებების გადანაწილება |
ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილება და ცვლილებები პროგრამულ კლასიფიკაციაში განხორციელდეს დამტკიცებული წლიური ასიგნებების ფარგლებში საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის დაჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის თანახმად. |
მუხლი 21.
კანომდებლობით განსაზღვრული ფულადი ჯილდო, დანამატი და სხვა გასაცემლების ანაზღაურება |
2021 წლის განმავლობაში ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მოსამსახურეებზე საქართველოს კანომდებლობით განსაზღვრული ფულადი ჯილდო, დანამატი და სხვა ანაზღაურება გაიცეს მათთვის შესაბამისი ბიუჯეტებით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში. |
მუხლი 22.
სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებებზე ზედამხედველობა |
ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელება, ამ პროგრამებისა და ქვეპროგრამების ფარგლებში გაფორმებულ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლი (ინსპექტირება), დაევალოთ მერიის სამსახურებს კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
მუხლი 23.
პროგრამებისა და ქვეპროგრამების განმახორციელებელი ორგანიზაციები |
პროგრამებისა და ქვეპროგრამების განმახორციელებელი ორგანიზაციების ნუსხა დამტკიცდეს მუნიციპალიტეტის მერის მიერ და მასვე მიენიჭოს ცვლილებების შეტანის უფლებამოსილება. |
მუხლი 24.
დავალიანებების ანაზღაურება |
მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამული კოდი 01 02 02-დან დაფინანსდება წინა წლების დავალიანებები, სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხები, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იძულებით ჩამოჭრილი თანხები და მუნიციპალიტეტის მიერ აღიარებული ვალდებულებები.
წინა წლებში წარმოქმნილი ფაქტობრივი დავალიანებების დასაფარავად ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფმა საბიუჯეტო ორგანიზაციებმა და დაწესებულებებმა შესაძლებელია გამოიყენონ 2021 წელს მათთვის გამოყოფილი ასიგნებები იმ პირობით, რომ არ დაიშვება ახალი დავალიანების დაგროვება, რისთვისაც მთელი პასუხისმგებლობა ეკისრებათ აღნიშნულ ორგანიზაციებს. |
მუხლი 25.
მიზნობრივი ტრანსფერი დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებისათვის |
1. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერი 230,0 ათასი ლარი მიიმართოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დელეგირებული უფებამოსილების განსახორციელებლად.
ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 100,0 ლარი; ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 120,0 ლარი; გ) „ომის ვეტერანთა დაკრზალვის ხარჯი’’ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 5,0 ლარი; დ) „დევნილთა სოციალური დაცვა“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 5,0 ლარი. 2. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება. |
მუხლი 26.
სარეზერვო ფონდი |
2021 წლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის მოცულობა განისაზღვროს 100,0 ათასი ლარის ოდენობით, სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
|
მუხლი 27.
ბიუჯეტის ამოქმედება |
2021 წლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის მოცულობა განისაზღვროს 100,0 ათასი ლარის ოდენობით, სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები