ახალციხის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

ახალციხის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 26
დოკუმენტის მიმღები ახალციხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 14/12/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/12/2020
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2021
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2022
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.138.016422
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
26
14/12/2020
ვებგვერდი, 15/12/2020
190040000.35.138.016422
ახალციხის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
ახალციხის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (15/12/2020 - 30/12/2020)

 

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №26

2020 წლის 14 დეკემბერი

ქ.ახალციხე

 

ახალციხის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:


მუხლი 1
დამტკიცდეს „ახალციხის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი’’ დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ახალციხის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ’’ ახალციხის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს 2019 წლის 26 დეკემბრის №22 დადგენილება.

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან.


ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგელა ნოზაძე



 

ახალციხის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი


ეს წესი განსაზღვრავს ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეებისათვის და ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დროებითი რეგისტრაციის მქონე იძულებით გადაადგილებული პირებისათვის-დევნილებისათვის, ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის პირობებს, მოსარგებლეთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოსადგენი დოკუმენტაციის სახეებსა და გასაცემი სოციალური დახმარების სახეობასა და ოდენობას.


მუხლი 1. მოსახლეობის სამედიცინო-სადიაგნოსტიკო გამოკვლევების დაფინანსება
1. ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის სამედიცინო-სადიაგნოსტიკო გამოკვლევების (მათ შორის ექიმის კონსულტაცია) დაფინანსება განისაზღვროს შემდეგ კატეგორიებზე:

ა) მოქალაქეს, რომელიც დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი ოჯახის მოქმედი სარეიტინგო ქულის რაოდენობა შეადგენს 0-დან 75 000-ის ჩათვლით, დაუფინანსდება/აუნაზღაურდება სამედიცინო-სადიაგნოსტიკო გამოკვლევები, მოთხოვნილი გადასახდელი/გადახდილი თანხის 100%-მდე, წლის განმავლობაში არაუმეტეს 800 (რვაასი) ლარისა.

ბ) მოქალაქეს, რომელიც დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი ოჯახის მოქმედი სარეიტინგო ქულის რაოდენობა შეადგენს 75 001-დან 150 000-ის ჩათვლით, დაუფინანსდება/აუნაზღაურდება სამედიცინო-სადიაგნოსტიკო გამოკვლევები, მოთხოვნილი გადასახდელი/ გადახდილი თანხის 70%-მდე, წლის განმავლობაში არაუმეტეს 600 (ექვსასი) ლარისა.

გ) მოქალაქეს, რომელიც დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი ოჯახის მოქმედი სარეიტინგო ქულის რაოდენობა შეადგენს 150 001 - დან 200 000-ის ჩათვლით, ერთჯერადად დაუფინანსდება/აუნაზღაურდება სამედიცინო-სადიაგნოსტიკო გამოკვლევები, მოთხოვნილი გადასახდელი/გადახდილი თანხის 60%-მდე, არაუმეტეს 400 (ოთხასი) ლარისა.

დ) მოქალაქეს, რომელზეც არ ვრცელდება ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „ა”, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები და მის მიერ გადასახდელი თანხა აღემატება 200 (ორასი) ლარს, ერთჯერადად დაუფინანსდება სამედიცინო-სადიაგნოსტიკო გამოკვლევები, მოთხოვნილი გადასახდელი თანხის 50%-მდე, არაუმეტეს 300 (სამასი) ლარისა.

2. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) იმ შემთხვევაში, თუ სამედიცინო მომსახურების ღირებულება გადასახდელია:

ა.ა) წერილობითი განცხადება (განმცხადებელი: მოსარგებლე ან ნებისმიერი დაინტერესებული პირი);

ა.ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

ა.გ) მოსარგებლის პირადობის მოწმობის ასლი (არასრულწლოვანის შემთხვევაში: პირადობის მოწმობის და/ან დაბადების მოწმობის ასლი და რეგისტრაციის ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი);

ა.დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა);

ა.ე) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი;

ა.ვ) საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის ან სხვა სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული მიმართვა/საგარანტიო წერილი (არსებობის შემთხვევაში);

ა.ზ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (არსებობის შემთხვევაში);

ბ) იმ შემთხვევაში, თუ სამედიცინო მომსახურების ღირებულება გადახდილია:

ბ.ა) განცხადება (განმცხადებელი: მოსარგებლე ან ნებისმიერი დაინტერესებული პირი);

ბ.ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

ბ.გ) მოსარგებლის (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი (არასრულწლოვანის შემთხვევაში: პირადობის მოწმობის და/ან დაბადების მოწმობის ასლი და რეგისტრაციის ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი);

ბ.დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა);

ბ.ე) მომსახურების ღირებულების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ბ.ვ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;

ბ.ზ) მოსარგებლის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის საბანკო ანგარიშის ნომერი.

3. ანაზღაურება განხორციელდება სამედიცინო დაწესებულების საბანო ანგარიშზე, შესრულებული სამუშაოს შესახებ საბოლოო დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე, ან წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე (თუ სამედიცინო მომსახურების ღირებულების გადახდა განხორციელდა მოქალაქის მიერ).


მუხლი 2. მოსახლეობის გეგმური და ურგენტული ქირურგიული მომსახურებების დაფინანსება
1. ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის გეგმიური და ურგენტული ქირურგიული მომსახურებების დაფინანსება განისაზღვროს შემდეგ კატეგორიებზე:

ა) მოქალაქეს, რომელიც დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი ოჯახის მოქმედი სარეიტინგო ქულის რაოდენობა შეადგენს 0-დან 75 000-ის ჩათვლით, დაუფინანსდება ქირურგიული მომსახურება მოთხოვნილი გადასახდელი თანხის 100%-მდე, წლის განმავლობაში არაუმეტეს 2500 (ორიათასხუთასი) ლარისა.

ბ) მოქალაქეს, რომელიც დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი ოჯახის მოქმედი სარეიტინგო ქულის რაოდენობა შეადგენს 75 001-დან 150000-ის ჩათვლით, ერთჯერადად დაუფინანსდება ქირურგიული მომსახურება მოთხოვნილი გადასახდელი თანხის 70%-მდე, არაუმეტეს 1200 (ერთიათასორასი) ლარისა.

გ) მოქალაქეს, რომელიც დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი ოჯახის მოქმედი სარეიტინგო ქულის რაოდენობა შეადგენს 150 001-დან 200 000-ის ჩათვლით, ერთჯერადად დაუფინანსდება ქირურგიული მომსახურება მოთხოვნილი გადასახდელი თანხის 60%-მდე, არაუმეტეს 1100 (ერთიათასასი) ლარისა.

დ) მოქალაქეს, რომელზეც არ ვრცელდება ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „ა”, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები და მის მიერ გადასახდელი თანხა აღემატება 200 (ორასი) ლარს, ერთჯერადად დაუფინანსდება ქირურგიული მომსახურება მოთხოვნილი გადასახდელი თანხის 50%-მდე, არაუმეტეს 1000 (ერთიათასი) ლარისა.

2. მოქალაქეს, რომელმაც, მიმდინარე წელს, ისარგებლა ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტებით და გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, ესაჭიროება დამატებითი ქირურგიული ჩარევა, დაუფინანსდება აღნიშნული მომსახურება შემდეგი ოდენობით:

ა)  ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოსარგებლეს-მოთხოვნილი გადასახდელი თანხის 100%-მდე, არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა;

ბ) ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოსარგებლეს-მოთხოვნილი გადასახდელი თანხის 100%-მდე, არაუმეტეს 300 (სამასი) ლარისა;

3. ამ მუხლით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების დაფინანსებისას, აყვანილი ექიმის მომსახურების საფასური, დაფინანსებას არ ექვემდებარება.

4. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) წერილობითი განცხადება (განმცხადებელი: მოსარგებლე ან ნებისმიერი დაინტერესებული პირი);

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) მოსარგებლის პირადობის მოწმობის ასლი (არასრულწლოვანის შემთხვევაში: პირადობის მოწმობის და/ან დაბადების მოწმობის ასლი და რეგისტრაციის ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი);

დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა);

ე) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ;

ვ) საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის ან სხვა სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული მიმართვა/საგარანტიოწერილი (არსებობის შემთხვევაში);

ზ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (არსებობის შემთხვევაში);

5. ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე, შესრულებული სამუშაოს შესახებ საბოლოო დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე.


მუხლი 3. ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბენეფიციარების მკურნალობის დაფინანსება
1. ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ, ონკოლოგიური დაავადების მქონე მოსახლეობას, დაუფინანსდება, ამ დაავადებისთვის გათვალისწინებული სტაციონარული/ამბულატორიული მკურნალობა, ამ მკურნალობის თანმხლები კვლევები და მედიკამენტები, მოთხოვნილი გადასახდელი თანხის 100%-ით, წლის განმავლობაში არაუმეტეს 2000 (ორიათასი) ლარისა.

2. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) წერილობითი განცხადება (განმცხადებელი: მოსარგებლე ან ნებისმიერი დაინტერესებული პირი);

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) მოსარგებლის პირადობის მოწმობის ასლი (არასრულწლოვანის შემთხვევაში: პირადობის მოწმობის და/ან დაბადების მოწმობის ასლი და რეგისტრაციის ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი);

დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა);

ე)  ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ;

ვ) საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის ან სხვა სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული მიმართვა/საგარანტიო წერილი (არსებობის შემთხვევაში);

3. ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამისი დაწესებულების საბანკო ანგარიშზე, შესრულებული სამუშაოს შესახებ საბოლოო დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე.


მუხლი 4. მოსახლეობის სამედიცინო მკურნალობის დაფინანსება
1. ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის სამედიცინო დაწესებულებაში ჩასატარებელი/ჩატარებული მკურნალობის დაფინანსება (გარდა ონკოლოგიური დაავადების მქონე მოსახლეობის, ამავე დაავადებისთვის გათვალისწინებული სტაციონარული/ ამბულატორიული და მედიკამენტოზური მკურნალობისა) განისაზღვროს შემდეგ კატეგორიებზე:

ა) მოქალაქეს, რომელიც დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი ოჯახის მოქმედი სარეიტინგო ქულის რაოდენობა შეადგენს 0-დან 75 000-ის ჩათვლით, დაუფინანსდება/აუნაზღაურდება სამედიცინო მომსახურება მოთხოვნილი გადასახდელი/გადახდილი თანხის 100%-მდე, წლის განმავლობაში არაუმეტეს 1500 (ერთიათასხუთასი) ლარისა.

ბ) მოქალაქეს, რომელიც დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი ოჯახის მოქმედი სარეიტინგო ქულის რაოდენობა შეადგენს 75 001-დან 150 000-ის ჩათვლით, ერთჯერადად დაუფინანსდება/აუნაზღაურდება სამედიცინო მომსახურება მოთხოვნილი გადასახდელი/გადახდილი თანხის 70%-მდე, არაუმეტეს 1200 (ერთიათასორასი) ლარისა.

გ) მოქალაქეს, რომელიც დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი ოჯახის მოქმედი სარეიტინგო ქულის რაოდენობა შეადგენს 150 001-დან 200 000-ის ჩათვლით, ერთჯერადად დაუფინანსდება სამედიცინო მომსახურება მოთხოვნილი გადასახდელი თანხის 60%-მდე, არაუმეტეს 1000 (ერთიათასი) ლარისა.

2. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) იმ შემთხვევაში, თუ სამედიცინო მომსახურების ღირებულება გადასახდელია:

ა.ა) წერილობითი განცხადება (განმცხადებელი: მოსარგებლე ან ნებისმიერი დაინტერესებული პირი);

ა.ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

ა.გ) მოსარგებლის პირადობის მოწმობის ასლი (არასრულწლოვანის შემთხვევაში: პირადობის მოწმობის და/ან დაბადების მოწმობის ასლი და რეგისტრაციის ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი);

ა.დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა);

ა.ე) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ;

ა.ვ) საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის ან სხვა სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული მიმართვა/საგარანტიო წერილი (არსებობის შემთხვევაში);

ა.ზ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;

ბ) იმ შემთხვევაში, თუ სამედიცინო მომსახურების ღირებულება გადახდილია:

ბ.ა) განცხადება (განმცხადებელი: მოსარგებლე ან ნებისმიერი დაინტერესებული პირი);

ბ.ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

ბ.გ) მოსარგებლის (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი (არასრულწლოვნის შემთხვევაში: პირადობის მოწმობის და/ან დაბადების მოწმობის ასლი და რეგისტრაციის ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი);

ბ.დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა);

ბ.ე) მომსახურების ღირებულების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ბ.ვ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;

ბ.ზ) მოსარგებლის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის საბანკო ანგარიშის ნომერი.

3. ანაზღაურება განხორციელდება სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე, შესრულებული სამუშაოს შესახებ საბოლოო დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე, ან წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე (თუ სამედიცინო მომსახურების ღირებულების გადახდა განხორციელდა მოქალაქის მიერ).


მუხლი 5. მედიკამენტოზური მკურნალობის დაფინანსება
1. ამ მუხლით გათვალისწინებული დაფინანსების მიღება შუძლიათ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ:

ა) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატულ შშმ პირებს;

ბ) სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე მებრძოლ მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატულ შშმ პირებს;

გ) მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ვეტერანებს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირებს დაუფინანსდებათ მედიკამენტოზური მკურნალობა 100%-მდე, წლის განმავლობაში, არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

3. მედიკამენტოზური მკურნალობის დაფინანსების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) წერილობითი განცხადება (განმცხადებელი: მოსარგებლე ან ნებისმიერი დაინტერესებული პირი);

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) მოსარგებლის პირადობის მოწმობის ასლი;

დ) ვეტერანის მოწმობის ასლი;

ე) შშმ პირად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ვ)  ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ;

ზ) საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის ან სხვა სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული მიმართვა დაფინანსების თაობაზე (არსებობის შემთხვევაში).

4. ანგარიშსწორება განხორციელდეს ფარმაცევტული დაწესებულების საბანკო ანგარიშზე, ამავე დაწესებულების მიერ მოსარგებლისთვის მიწოდებული მედიკამენტების რაოდენობისა და ღირებულების ამსახველი დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე.


მუხლი 6. ქრონიკული დაავადებების მქონე პირთა მედიკამენტოზური მკურნალობის დაფინანსება
1. ამ მუხლით გათვალისწინებული დაფინანსების მიღება შუძლიათ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ, ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს, შემდეგი ოდენობით:

ა) ქრონიკული დაავადების (ეპილეფსია, ფსიქიური დარღვევები, ცერებრალური დამბლა, გლაუკომა) მქონე პირს, რომელიც დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი ოჯახის მოქმედი სარეიტინგო ქულის რაოდენობა შეადგენს 0-დან 250 000-ის ჩათვლით, დაუფინანსდება ამ მუხლით გათვალისწინებული მედიკამენტოზური მკურნალობა, მოთხოვნილი გადასახდელი თანხის 100%-მდე, წლის განმავლობაში არაუმეტეს 250 (ორას ორმოცდაათი) ლარისა.

ბ) ქრონიკული დაავადების (თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლა, გულის არითმია) მქონე პირს, რომელიც დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი ოჯახის მოქმედი სარეიტინგო ქულის რაოდენობა შეადგენს 0-დან 150 000-ის ჩათვლით, დაუფინანსდება ამ მუხლით გათვალისწინებული მედიკამენტოზური მკურნალობა მოთხოვნილი გადასახდელი თანხის 100%-მდე, წლის განმავლობაში არაუმეტეს 200 (ორასი) ლარისა.

2. მედიკამენტოზური მკურნალობის დაფინანსების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) წერილობითი განცხადება (განმცხადებელი: მოსარგებლე; ნებისმიერი დაინტერესებული პირი);

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) მოსარგებლის პირადობის მოწმობის ასლი; (არასრულწლოვანის შემთხვევაში: პირადობის მოწმობის და/ან დაბადების მოწმობის ასლი და რეგისტრაციის ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი);

დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა)

ე)  ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ;

ვ)ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;

ზ) საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის ან სხვა სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული მიმართვა დაფინანსების თაობაზე (არსებობის შემთხვევაში).

3. ანგარიშსწორება განხორციელდბა ფარმაცევტული დაწესებულების საბანკო ანგარიშზე, ამავე დაწესებულების მიერ მოსარგებლისთვის მიწოდებული მედიკამენტების რაოდენობისა და ღირებულების ამსახველი დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე.


მუხლი 7. სამედიცინო მომსახურებები, რომლებიც არ ფინანსდება ამ წესის ფარგლებში
ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, წინამდებარე წესის ფარგლებში არ ფინანსდება შემდეგი სახის სამედიცინო მომსახურებები:

ა) სამედიცინო ჩვენებისა და ექიმის დანიშნულების გარეშე მკურნალობა, თვითმკურნალობა;

ბ) სანატორიულ-კურორტული მკურნალობა;

გ) ესთეტიკური ქირურგია, კოსმეტიკური მკურნალობა;

დ) საზღვარგარეთ ჩასატარებელი/ჩატარებული სამედიცინო მომსახურება;

ე) ფიზიოთერაპია (სამკურნალოდ, პროფილაქტიკის და რეაბილიტაციის მიზნით).


მუხლი 8. სოციალური დახმარება ახალშობილთა ოჯახებისთვის
1. 2020 წელს დაბადებული, ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ყოველი ახალშობილისთვის, გაიცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება, თუ ახალშობილის ერთ -ერთი მშობელი მაინც რეგისტრირებულია ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;

2. ამ მუხლით გათვალისწინებული ფულადი დახმარება გაიცემა შემდეგი ოდენობით:

ა ) პირველი ახალშობილისთვის – 150 ლარი;

ბ ) მეორე ახალშობილისთვის – 200 ლარი;

გ ) მესამე ახალშობილისთვის – 250 ლარი;

დ ) მეოთხე და ყოველი შემდგომი ახალშობილისთვის – 300 ლარი.

3. ტყუპების დაბადების შემთხვევაში ამ მუხლით გათვალისწინებული ფულადი დახმარება ოჯახზე გაიცემა ერთჯერადად შემდეგი ოდენობით:

ა ) თუ ტყუპები პირველი და მეორე შვილები არიან – 400 ლარი;

ბ ) თუ ტყუპები მეორე და მესამე შვილები არიან – 500 ლარი;

გ ) თუ ტყუპები მესამე და მეოთხე , ან მომდევნო შვილები არიან – 600 ლარი;

დ ) სამი და მეტი ტყუპის შეძენის შემთხვევაში – 700 ლარი.

4. თუ ოჯახს დახმარების მიღების უფლება წარმოეშობა ამ მუხლით გათვალისწინებული ერთზე მეტი საფუძვლით , დახმარება მიეცემა მხოლოდ ერთი საფუძვლით – მაქსიმალური თანხის უპირატესობის პრინციპით.

5. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა ) ერთ -ერთი მშობლის წერილობითი განცხადება;

ბ ) მშობლების პირადობის მოწმობების ასლები;

გ ) ახალშობილის დაბადების მოწმობის ასლი;

დ ) ახალშობილის რეგისტრაციის ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე ) ყველა ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი (მეორე, მესამე, მეოთხე და ყოველი შემდგომი ახალშობილის დაბადების შემთხვევაში);

ვ ) ერთ -ერთი მშობლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;

6. ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.

7. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შემთხვევაში მხედველობაში მიიღება მხოლოდ ოჯახის არასრულწლოვანი (18 წლამდე ასაკის) შვილები.

8. ერთჯერადი ფულადი დახმარების მიღება შეუძლიათ იმ მშობლებსაც , რომელთაც შვილები შეეძინათ 2020 წლის ნოემბრის ან დეკემბრის თვეში, მაგრამ არ მოუმართავთ აღნიშნული ფულადი სოციალური დახმარების მისაღებად . აღნიშნულ შემთხვევაში ფულადი დახმარების ოდენობა განსაზღვრება ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 26 დეკემბრის №22 დადგენილებით დამტკიცებული „ახალციხის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის “ მე-8 მუხლით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

9. თუ ახალშობილის ერთ-ერთი მშობელი რეგისტრირებულია სხვა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ამ მუხლით გათვალისწინებული ფულადი დახმარება გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ ოჯახს არ უსარგებლია ამავე ტიპის დახმარებით სხვა მუნიციპალიტეტიდან.


მუხლი 9. 0-დან 1 წლამდე ასაკის ბავშვთა ხელოვნური კვების  დაფინანსება
1. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარების მიღება შუძლიათ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ 0-დან 1 წლამდე ბავშვებს, რომელთა ერთ-ერთი მშობელი მაინც არის რეგისტრირებული ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ამასთან  სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მათი ოჯახის მოქმედი სარეიტინგო ქულა შეადგენს 0-დან 65 000-ს და ახალშობილი საჭიროებს ხელოვნური კვების პროდუქტებით უზრუნველყოფას. აღნიშნული მომსახურების ხანგრძლივობა შეადგენს წელიწადში არაუმეტეს 3 თვეს, რომლის ფარგლებშიც თითოეულ ბავშვზე გაიცემა ყოველთვიური დაფინანსება  80 (ოთხმოცი) ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დახმარებას ვერ მიიღებენ ოჯახები, რომლებიც უკვე სარგებლობენ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტებით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში გაცემული კვების ვაუჩერით.

3.წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) ერთ-ერთი მშობლის წერილობითი განცხადება;

ბ) მშობლების პირადობის მოწმობების ასლები;

გ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;

დ) ბავშვის რეგისტრაციის ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) სამცხე-ჯავახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის მიერ გაცემული მომართვა (სოციალური მუშაკის მიერ შევსებული მომართვის ფორმა);

ვ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;

ზ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა) ჩანაწერი -  ხელოვნური კვების საჭიროებით;

თ) ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტების  ღირებულების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, ფარმაცევტული დაწესებულებიდან.

ი) ერთ-ერთი მშობლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

4. ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, წარმოდგენილ საბანკო ანგარიშის რეკვიზიტებზე.


მუხლი 10. მრავალშვილიანი ოჯახების ერთჯერადი სოციალური დახმარება
1. მრავალშვილიანი ოჯახების ერთჯერადი სოციალური დახმარებით ისარგებლებენ  0-დან 200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე,  მრავალშვილიანი ოჯახები (ამ მუხლის მიზნებისათვის მრავალშვილიან ოჯახს განეკუთვნება 0-დან 18 წლამდე 4 და მეტი არასრულწლოვანი შვილი და გერი) რომელთა ერთ-ერთი მშობელი  და  ყველა არასრულწლოვანი შვილი/გერი  რეგისტრირებულია  ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. აღნიშნული სოციალური დახმარების ოდენობა განისაზღვრება მრავალშვილიანი ოჯახისათვის რომელსაც ჰყავს ოთხი შვილი – 400 ლარი, ხოლო ყოველ მომდევნო შვილის შემთხვევაში აღნიშნული დახმარება გაიზრდება 100 ლარით

2. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) ერთ-ერთი მშობლის წერილობითი განცხადება;

ბ) მშობლების პირადობის მოწმობების ასლები;

გ) ყველა ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი და რეგისტრაციის ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი;;

დ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;

ვ) ერთ-ერთი მშობლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

4. ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.

5. ამ მუხლით გათვალისწინებული ფულადი დახმარება გაიცემა, საანგარიშო წლის არაუადრეს აგვისტოს თვისა.


მუხლი 11. ა(ა)იპ – სამუსიკო და სამხატვრო სკოლების მოსწავლეთა სწავლის დაფინანსება
1. ახალციხის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ „სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებში“ (ა(ა)იპ – სამხატვრო და სამუსიკო სკოლები) – სწავლის ღირებულების 100%-ით  დაფინანსდებიან ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული შემდეგი კატეგორიის მოსწავლეები:

ა)ახალციხის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ  საქართველოს   ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა შვილები;

ბ)ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სხვა ტერიტორიული ბრძოლების მონაწილეთა შვილები;

გ) იძულებით გადაადგილებულ პირთა შვილები;

დ) ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ შშმ პირთა შვილები;

ე) შშმ ბავშვები;

ვ) ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მრავალშვილიან მშობელთა (მშობლის) შვილები (4 და მეტი 18 წლამდე ასაკის შვილი);

ზ) დედით ან/და მამით ობოლი ბავშვები;

თ)ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ, ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულთა შვილები;

ი) სოციალურად დაუცველ ოჯახთა შვილები, რომლებიც დარეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახის მოქმედი სარეიტინგო ქულა შეადგენს 0-დან 75 000-ის ჩათვლით.

კ) ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მარტოხელა დედის სტატუსის მქონე  შვილები.

2. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) წერილობითი განცხადება (განმცხადებელი: ერთ-ერთი მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი);

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) მოსწავლის დაბადების მოწმობის ასლი;

დ) მოსწავლის რეგისტრაციის ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) მშობლების პირადობის მოწმობების ასლები (დედით ან/და მამით ობოლი ბავშვების შემთხვევაში – ცოცხალი მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის პირადობის მოწმობის ასლი);

ვ) ვეტერანის მოწმობის ასლი (საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა და სხვა ტერიტორიული ბრძოლების მონაწილეთა შვილებისთვის);

ზ)იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობის ასლი (იძულებით გადაადგილებულ პირთა შვილებისთვის);

თ) შშმ პირად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (შშმ ბავშვის ან შშმ მშობლის შემთხვევაში);

ი) ყველა ბავშვის დაბადების მოწმობების ასლები (მრავალშვილიან ოჯახთა შვილებისთვის);

კ)გარდაცვალების მოწმობის ასლი (დედით ან მამით ობოლი ბავშვებისთვის);

ლ) ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულის დამადასტურებელი დოკუმენტი;

მ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (სოციალურად დაუცველ ოჯახთა შვილებისთვის).

ნ)  მარტოხელა დედის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი.

3 .ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციის პირობა არ ვრცელდება იძულებით გადაადგილებულ – დევნილ მოსწავლეებზე.


მუხლი 12. იძულებით გადაადგილებულ პირთა, სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდგომ გარდაცვლილ მეომართა სარიტუალო მომსახურება