„ახალციხის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ’’ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 14 დეკემბრის N26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ახალციხის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ’’ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 14 დეკემბრის N26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4
დოკუმენტის მიმღები ახალციხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/02/2021
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/03/2021
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2022
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.138.016427
4
26/02/2021
ვებგვერდი, 01/03/2021
190040000.35.138.016427
„ახალციხის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ’’ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 14 დეკემბრის N26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ახალციხის მუნიციპალიტეტი
 

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №4

2021 წლის 26 თებერვალი

ქ. ახალციხე

„ახალციხის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ’’ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 14 დეკემბრის N26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:


მუხლი 1
შევიდეს ცვლილება,  „ახალციხის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ’’ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 14 დეკემბრის №26 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 15/12/2020 სარეგისტრაციო კოდი: 190040000.35.138.016422)  და  დადგენილებით  დამტკიცებული  დანართის:

1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2. მოსახლეობის გეგმური და ურგენტული ქირურგიული მომსახურებების დაფინანსება

1. ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის გეგმიური და ურგენტული ქირურგიული მომსახურებების დაფინანსება/ანაზღაურება, როდესაც მოქალაქის მიერ გადასახდელი თანხა 4000 ლარამდეა, განისაზღვროს შემდეგი პირობებით:

ა) მოქალაქეს, რომელიც დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი ოჯახის მოქმედი სარეიტინგო ქულის რაოდენობა შეადგენს 0-დან 75 000-ის ჩათვლით, დაუფინანსდება/აუნაზღაურდება ქირურგიული მომსახურება მოთხოვნილი გადასახდელი თანხის 100%-მდე, წლის განმავლობაში არაუმეტეს 2500 (ორიათასხუთასი) ლარისა.

ბ) მოქალაქეს, რომელიც დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი ოჯახის მოქმედი სარეიტინგო ქულის რაოდენობა შეადგენს 75 001-დან 150000-ის ჩათვლით, ერთჯერადად დაუფინანსდება/აუნაზღაურდება ქირურგიული მომსახურება მოთხოვნილი გადასახდელი თანხის 70%-მდე, არაუმეტეს 1200 (ერთიათასორასი) ლარისა.

გ) მოქალაქეს, რომელიც დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი ოჯახის მოქმედი სარეიტინგო ქულის რაოდენობა შეადგენს 150 001-დან 200 000-ის ჩათვლით, ერთჯერადად დაუფინანსდება/აუნაზღაურდება ქირურგიული მომსახურება მოთხოვნილი გადასახდელი თანხის 60%-მდე, არაუმეტეს 1100 (ერთიათასასი) ლარისა.

დ) მოქალაქეს, რომელზეც არ ვრცელდება ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები და მის მიერ გადასახდელი თანხა აღემატება 200 (ორასი) ლარს, ერთჯერადად დაუფინანსდება/აუნაზღაურდება ქირურგიული მომსახურება მოთხოვნილი გადასახდელი თანხის 50%-მდე, არაუმეტეს 1000 (ერთიათასი) ლარისა.

2. ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის გეგმიური და ურგენტული სამედიცინო მომსახურებების დაფინანსება, როდესაც მოქალაქის მიერ გადასახდელი თანხა 4000 ლარი და მეტია, განისაზღვროს შემდეგი პირობებით:

ა) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ პირებს რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 75 000-ს, ერთჯერადად დაუფინანსდებათ სამედიცინო მომსახურება 100%-მდე:

ა.ა.) 4000-დან 6000 ლარის ჩათვლით გადასახდელი თანხის შემთხვევაში, არაუმეტეს 3000 ლარისა;

ა.ბ.) 6001-დან 8000 ლარის ჩათვლით გადასახდელი თანხის შემთხვევაში, არაუმეტეს 3500 ლარისა;

ა.გ.) 8000 ლარზე მეტი გადასახდელი თანხის შემთხვევაში, არაუმეტეს 4000 ლარისა;

ბ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 75 001-დან 150 000-ს ფარგლებშია, ერთჯერადად დაუფინანსდებათ სამედიცინო მომსახურება 70%-მდე:

ბ.ა.) 4000-დან 6000 ლარის ჩათვლით გადასახდელი თანხის შემთხვევაში, არაუმეტეს 1700 ლარისა;

ბ.ბ.) 6001-დან 8000 ლარის ჩათვლით გადასახდელი თანხის შემთხვევაში, არაუმეტეს 2200 ლარისა;

ბ.გ.) 8000 ლარზე მეტი გადასახდელი თანხის შემთხვევაში, არაუმეტეს 2700 ლარისა;

გ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 150 001-დან 200 000-ს ფარგლებშია, ერთჯერადად დაუფინანსდებათ სამედიცინო მომსახურება 60%-მდე:

გ.ა.) 4000-დან 6000 ლარის ჩათვლით გადასახდელი თანხის შემთხვევაში, არაუმეტეს 1600 ლარისა;

გ.ბ.) 6001-დან 8000 ლარის ჩათვლით გადასახდელი თანხის შემთხვევაში, არაუმეტეს 2100 ლარისა;

გ.გ.) 8000 ლარზე მეტი გადასახდელი თანხის შემთხვევაში, არაუმეტეს 2600 ლარისა;

დ) ის პირები, რომლებიც არ არიან დარეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, ერთჯერადად დაუფინანსდებათ სამედიცინო მომსახურება 50%-მდე:

დ.ა.) 4000-დან 6000 ლარის ჩათვლით გადასახდელი თანხის შემთხვევაში, არაუმეტეს 1500 ლარისა;

დ.ბ.) 6001-დან 8000 ლარის ჩათვლით გადასახდელი თანხის შემთხვევაში, არაუმეტეს 2000 ლარისა;

დ.გ.) 8000 ლარზე მეტი გადასახდელი თანხის შემთხვევაში, არაუმეტეს 2500 ლარისა;

3. მოქალაქეს, რომელმაც, მიმდინარე წელს, ისარგებლა ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტებით და გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, ესაჭიროება დამატებითი ქირურგიული ჩარევა, დაუფინანსდება/აუნაზღაურდება აღნიშნული მომსახურება შემდეგი ოდენობით:

ა) ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოსარგებლეს-მოთხოვნილი გადასახდელი/გადახდილი თანხის 100%-მდე, არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა;

ბ) ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოსარგებლეს-მოთხოვნილი გადასახდელი/გადახდილი თანხის 100%-მდე, არაუმეტეს 300 (სამასი) ლარისა;

4. ამ მუხლის, 1-ლი პუნქტით სარგებლობის შემთხვევაში სამედიცინო მომსახურების გადახდილი საფასურის ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ სასწრაფო/გადაუდებელი ან სასწრაფო-დაყოვნებული ტიპის სამედიცინო მომსახურება.

5. ამ მუხლით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების დაფინანსებისას, აყვანილი ექიმის მომსახურების საფასური, დაფინანსებას არ ექვემდებარება.

6. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) წერილობითი განცხადება (განმცხადებელი: მოსარგებლე ან ნებისმიერი დაინტერესებული პირი);

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) მოსარგებლის პირადობის მოწმობის ასლი (არასრულწლოვანის შემთხვევაში: პირადობის მოწმობის და/ან დაბადების მოწმობის ასლი და რეგისტრაციის ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი);

დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა);

ე) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ;

ვ) საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის ან სხვა სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული მიმართვა/საგარანტიო წერილი (არსებობის შემთხვევაში);

ზ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (არსებობის შემთხვევაში);

თ) გადახდილი სამედიცინო მომსახურების ანაზღაურების შემთხვევაში, წარმოსადგენ დოკუმენტებს დაემატოს: მომსახურების ღირებულების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და მოსარგებლის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის საბანკო ანგარიშის ნომერი.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დოკუმენტები, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოდგენილ უნდა იქნას მომსახურების მიღებიდან არაუმეტეს ორი თვის ვადაში, მაგრამ, არაუგვიანეს 2021 წლის 31 დეკემბრისა.

8. ანაზღაურება განხორციელდება სამედიცინო დაწესებულების საბანო ანგარიშზე, შესრულებული სამუშაოს შესახებ საბოლოო დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე, ან წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე (თუ სამედიცინო მომსახურების ღირებულების გადახდა განხორციელდა მოქალაქის მიერ).“

;

2. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. სოციალური დახმარება ახალშობილთა ოჯახებისთვის

1. 2021 წელს დაბადებული, ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ყოველი ახალშობილისთვის, გაიცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება, თუ ახალშობილის ერთ -ერთი მშობელი მაინც რეგისტრირებულია ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;

2.ამ მუხლით გათვალისწინებული ფულადი დახმარება გაიცემა შემდეგი ოდენობით:

ა) პირველი ახალშობილისთვის – 200 ლარი;

ბ) მეორე ახალშობილისთვის – 250 ლარი;

გ) მესამე ახალშობილისთვის – 300 ლარი;

დ) მეოთხე ახალშობილისთვის – 350 ლარი;

ე) მეხუთე და ყოველი შემდგომი ახალშობილისთვის, წინა ახალშობილისთვის დახმარებით გათვალისწინებულ თანხის ოდენობას დაემატოს 100 ლარი.           3. ტყუპების დაბადების შემთხვევაში ამ მუხლით გათვალისწინებული ფულადი დახმარება ოჯახზე გაიცემა ერთჯერადად შემდეგი ოდენობით :

ა) თუ ტყუპები პირველი და მეორე შვილები არიან – 600 ლარი;

ბ) თუ ტყუპები მეორე და მესამე შვილები არიან – 700 ლარი;

გ) თუ ტყუპები მესამე და მეოთხე , ან მომდევნო შვილები არიან – 800 ლარი;

დ) სამი და მეტი ტყუპის შეძენის შემთხვევაში – 1500 ლარი;

4. თუ ოჯახს დახმარების მიღების უფლება წარმოეშობა ამ მუხლით გათვალისწინებული ერთზე მეტი საფუძვლით, დახმარება მიეცემა მხოლოდ ერთი საფუძვლით – მაქსიმალური თანხის უპირატესობის პრინციპით.

5. წარმოსადგენი დოკუმენტაცია :

ა ) ერთ -ერთი მშობლის წერილობითი განცხადება;

ბ ) მშობლების პირადობის მოწმობების ასლები;

გ ) ახალშობილის დაბადების მოწმობის ასლი;

დ ) ახალშობილის რეგისტრაციის ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) ყველა ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი (მეორე, მესამე, მეოთხე და ყოველი შემდგომი ახალშობილის დაბადების შემთხვევაში);

ვ ) ერთ-ერთი მშობლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;

6. ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.

7. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შემთხვევაში მხედველობაში მიიღება მხოლოდ ოჯახის არასრულწლოვანი (18 წლამდე ასაკის) შვილები.

8. ერთჯერადი ფულადი დახმარების მიღება შეუძლიათ იმ მშობლებსაც, რომელთაც შვილები შეეძინათ 2020 წლის ნოემბრის ან დეკემბრის თვეში, მაგრამ არ მოუმართავთ აღნიშნული ფულადი სოციალური დახმარების მისაღებად.

9. თუ ახალშობილის ერთ-ერთი მშობელი რეგისტრირებულია სხვა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ამ მუხლით გათვალისწინებული ფულადი დახმარება გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ ოჯახს არ უსარგებლია ამავე ტიპის დახმარებით სხვა მუნიციპალიტეტიდან.“

;

3. მე-10 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:   

„1. მრავალშვილიანი ოჯახების ერთჯერადი სოციალური დახმარებით ისარგებლებენ  0-დან 200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე,  მრავალშვილიანი ოჯახები (ამ მუხლის მიზნებისათვის მრავალშვილიან ოჯახს განეკუთვნება 0-დან 18 წლამდე 4 და მეტი არასრულწლოვანი შვილი და გერი) რომელთა ერთ-ერთი მშობელი  და  ყველა არასრულწლოვანი შვილი/გერი  რეგისტრირებულია  ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. აღნიშნული სოციალური დახმარების ოდენობა განისაზღვრება მრავალშვილიანი ოჯახისათვის, რომელსაც ჰყავს ოთხი შვილი – 500 ლარით, ხოლო ყოველი მომდევნო შვილის შემთხვევაში აღნიშნული დახმარება გაიზრდება 100-100 ლარით.“

;

4. მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 19. შშმ პირთა სოციალური დახმარება

1. ამ მუხლით გათვალისწინებულ სოციალურ დახმარებას მიიღებენ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული შემდეგი კატეგორიის შშმ პირები:

ა) მკვეთრად გამოხატული შშმ პირები;

ბ) მხედველობით მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ პირები;

 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შშმ პირები დახმარებას მიიღებენ ყოველთვიურად 35-35 (ოცდათხუთმეტი) ლარის ოდენობით ;

 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შშმ პირები დახმარებას მიიღებენ ყოველ კვარტალურად 65-65 (სამოცდახუთი) ლარის ოდენობით ;

 4. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) მოქალაქის განცხადება ან ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში რეგისტრირებულ შშმ პირთა შესახებ;

ბ) შშმ პირის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) შშმ პირად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ - ფორმა №IV-100/ა (საჭიროების შემთხვევაში);

ე) შშმ პირის საბანკო ანგარიშის ნომერი.

 5. ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.

 6. 2021 წელს, წინამდებარე მუხლით სარგებლობისთვის, განცხადებით მომართვას არ საჭიროებენ – ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 26 დეკემბერის №22 დადგენილების, „ახალციხის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის“ მე-19 მუხლის, 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით მოსარგებლე პირები.“

5. მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 20. შშმ ბავშვთა სოციალური დახმარება  

1.ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული შშმ ბავშვები (მათ შორის მინდობით აღზრდაში მყოფი შშმ ბავშვები) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მიიღებენ სოციალურ დახმარებას 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით.

 2. ამ მუხლით გათვალისწინებულ სოციალურ დახმარებას ბენეფიციარები ერთჯერადად მიიღებენ 1 ივნისს – ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით 300 (სამასი) ლარის ოდენობით, ხოლო არაუადრეს 1 სექტემბრისა ერთჯერადად მიიღებენ 100 (ასი) ლარს - სულ წლის განმავლობაში არაუმეტეს 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით.

 3.წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) წერილობითი განცხადება (განმცხადებელი: შშმ ბავშვის მშობელი ან სხვა კანონიერი წარმომადგენელი);

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (საჭიროების შემთხვევაში);

დ) შშმ ბავშვის პირადობის მოწმობის ან/და დაბადების მოწმობის ასლი და რეგისტრაციის ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) შშმ ბავშვის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ვ) შშმ ბავშვის, მისი მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

 4. ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.“

6. 21-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეს, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  მდებარე ფართზე, მიმდინარე წელს, ასევე გასული წლის დეკემბრის თვეში მომხდარი ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალის გათვალისწინებით, მიეცემათ ერთჯერადი ფულადი დახმარება შემდეგი ოდენობით:

ა) საცხოვრებელი ფართის დაზიანების შემთხვევაში – არაუმეტეს 3000 (სამი ათასი) ლარისა;

ბ) არასაცხოვრებელი ფართის დაზიანების შემთხვევაში – არაუმეტეს 1000 (ერთი ათასი) ლარისა.“

;

7. 23-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ა'' ქვეპუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) არაუმეტეს 5 დღის მანძილზე უფასო სასადილოში გამოუცხადებლობის შემთხვევაში; “

;

8. 27-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 27. ობოლ ბავშვთა სოციალური დახმარება:

1. ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული 18 წლამდე ასაკის დედ-მამით ობოლი ბავშვები, დედით ან მამით ობოლი ბავშვები, რომელთა მშობელი არის მკვეთრად/მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ პირი  ან ბავშვს აქვს შშმ პირის სტატუსი, ასევე დედით ან მამით ობოლი ბავშვები რომელთა ერთ-ერთი მშობელი არის გარდაცვლილი ომის ვეტერანი და ბავშვს აქვს მარჩენალდაკარგულის სტატუსი, მიიღებენ ყოველთვიურ სოციალურ დახმარებას 120 (ას ოცი) ლარის ოდენობით;

2. ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული 18 წლამდე ასაკის დედით ან მამით ობოლი ბავშვები, რომელთა ერთ-ერთი მშობელი არის გარდაცვლილი და ბავშვს/მშობელს აქვს მარჩენალდაკარგულის სტატუსი, საანგარიშო წლის არაუადრეს 1 სექტემბრისა, მიიღებენ ერთჯერად სოციალურ დახმარებას 100 (ასი) ლარის ოდენობით;

3. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) მშობლის/მეურვის/მზრუნველის წერილობითი განცხადება;

ბ) მშობლის/მეურვის/მზრუნველის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) მეურვეობის/მზრუნველობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) ბავშვის დაბადების მოწმობის ან/და პირადობის მოწმობის ასლი;

ე) მარჩენალდაკარგულის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;  

ვ)  ბავშვის რეგისტრაციის ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ზ) მშობლების/მშობლის გარდაცვალების მოწმობების/მოწმობის  ასლები;

თ) შშმ სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი მშობლის/ბავშვის (საჭიროების შემთხვევაში);

ი) მშობლის/მეურვის/მზრუნველის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

4. ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგელა ნოზაძე