დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ახალციხის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ’’ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 14 დეკემბრის N26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 27 |
| დოკუმენტის მიმღები | ახალციხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/12/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/12/2020 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2021 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190040000.35.138.016423 |
|
„ახალციხის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ’’ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 14 დეკემბრის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადგენს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება, „ახალციხის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ’’ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 14 დეკემბრის N26 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 15/12/2020 სარეგისტრაციო კოდი: 190040000.35.138.016422) და დადგენილებით დამტკიცებული დანართის:
1. მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. 2021 წელს დაბადებული, ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ყოველი ახალშობილისთვის, გაიცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება, თუ ახალშობილის ერთ-ერთი მშობელი მაინც რეგისტრირებულია ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე .’’; 2. მე-8 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. ერთჯერადი ფულადი დახმარების მიღება შეუძლიათ იმ მშობლებსაც, რომელთაც შვილები შეეძინათ 2020 წლის ნოემბრის ან დეკემბრის თვეში, მაგრამ არ მოუმართავთ აღნიშნული ფულადი სოციალური დახმარების მისაღებად .’’; 3. 29-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,4. ამ წესის მე-8 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ახალშობილთა ოჯახების დაფინანსება განხორციელდეს ახალციხის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტიდან.’’. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები