„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შემოტანისა და აღრიცხვის ინსტრუქციის“ დამტკიცების შესახებ“

  • Word
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შემოტანისა და აღრიცხვის ინსტრუქციის“ დამტკიცების შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 151
დოკუმენტის მიმღები საბაჟო დეპარტამენტი
მიღების თარიღი 09/08/1999
დოკუმენტის ტიპი საბაჟო სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 40(47), 13/08/1999
სარეგისტრაციო კოდი 360.013.003.735
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
151
09/08/1999
სსმ, 40(47), 13/08/1999
360.013.003.735
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შემოტანისა და აღრიცხვის ინსტრუქციის“ დამტკიცების შესახებ“
საბაჟო დეპარტამენტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

პირველადი სახე (13/08/1999 - 19/06/2000)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 360.013.003.735

საქართველოს საბაჟო სახელმწიფო დეპარტამენტის

 თავმჯდომარის ბრძანება №151

1999 წლის 9 აგვისტო

 ქ. თბილისი

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შემოტანისა და აღრიცხვის ინსტრუქციის“ დამტკიცების შესახებ

„ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების დაბეგვრისა და აღრიცხვის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 12 ივლისის №434 ბრძანებულების შესრულების მიზნით, ვბრძანებ:

დამტკიცდეს:

1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შემოტანისა და აღრიცხვის ინსტრუქცია – დანართი 1.

2. ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების სპეციალური სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის წინასწარი კონტროლის გავლისა და წინასწარი საგადასახადო კონტროლის გავლის დასამოწმებელი ბეჭდების ნიმუშები – დანართი 2.

3. ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების სპეციალური სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის დამცავი ჰოლოგრამული მარკების ნიმუშები – დანართი 3.

4. წარედგინოს „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შემოტანისა და აღრიცხვის ინსტრუქცია“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მისი კანონმდებლობასთან შესაბამისობის შესახებ სამართლებრივი დასკვნის მისაღებად.

5. ამ ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს დ. მეგრელიძეს.

თ. მაღლაკელიძე

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს  საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2000 წლის 19 ივნისის ბრძანება №105-სსმIII,№56,20.06.2000წ.,მუხ.526

                                  დანართი 1

საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შემოტანისა და აღრიცხვის ინსტრუქცია

I. საერთო დებულება

1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების (შემდგომში „დისტილატი“) შემოტანისა და აღრიცხვის ინსტრუქცია (შემდგომში – ინსტრუქცია), პრეზიდენტის 1999 წლის 12 ივლისის N 434 ბრძანებულების თანახმად განსაზღვრავს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შემოტანისა და აღრიცხვის წესს.

2. აკრძალულია საქართველოს საბაჟო სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაცემული სპეციალური სატვირთო – საბაჟო დეკლარაციის (შემდგომში – სსსდ, დანართი №1) გარეშე საქონლის მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გადამოკვეთა;

3. სსსდ - წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის და საგანგებო დაცვის ნიშნის მქონე დოკუმენტს. სსსდ-ს გაცემა და აღრიცხვა ხდება ცენტრალიზებული წესით, საქართველოს საბაჟო სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ, პრეზიდენტის 1999 წლის 12 ივლისის №434 ბრძანებულების და წინამდებარე ინსტრუქციის თანახმად;

4. სსსდ-ს შევსება ხდება ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების სპეციალური სატვირთო – საბაჟო დეკლარაციის შევსების წესის (დანართი №2) შესაბამისად.

II. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოქცევის (იმპორტის)

საბაჟო რეჟიმით ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შემოტანა

5. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დისტილატების შემოტანა უნდა განხორციელდეს მხოლოდ შემდეგი აქციზური ხაზების სქემის მიხედვით:

ა) ჩრდილოეთის (რუსეთის) მხრიდან საბაჟოების “გორი” და ყაზბეგის” გავლით;

საქართველოს  საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2000 წლის 19 ივნისის ბრძანება №105-სსმIII,№56,20.06.2000წ.,მუხ.526

ბ) დასავლეთის (ზღვის) მხრიდან – „აჭარის საბაჟო დეპარტამენტის“ და საბაჟო „ფოთის“გავლით;

გ) სამხრეთის (თურქეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის) მხრიდან – საბაჟოების „ვალე“, „სადახლო“, „გარდაბანი“ და „წითელი ხიდის“ გავლით;

6. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დისტილიატების თავისუფალი მიმოქცევის (იმპორტის) საბაჟო რეჟიმით შემომტანმა პირმა, საქართველოს საბაჟო კოდექსის 107-ე მუხლის შესაბამისად, ამის შესახებ წინასწარ უნდა განაცხადოს საქართველოს საბაჟო სახელმწიფო დეპარტამენტში და მიიღოს სსსდ, რომელიც წარმოადგენს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დისტილატების თავისუფალი მიმოქცევის (იმპორტის საბაჟო) რეჟიმით შემოტანის ნებართვას;

სსსდ-ს მისაღებად დისტილატების თავისუფალი მიმოქცევის (იმპორტის) საბაჟო რეჟიმით შემომტანმა ან მისმა უფლებამოსილმა პირმა საბაჟო სახელმწიფო დეპარტამენტში უნდა წარმოადგინოს:

ა) გამყიდველთან მისი ურთიერთობის განმსაზღვრელი დოკუმენტი (ხელშეკრულება, კონოსამენტი, ინვოისი), რომელშიც განსაზღვრული იქნება დისტილატის ფასი, მიწოდების პირობები, მიწოდების ადგილამდე ტრანსპორტირების ღირებულება, სხვა ხარჯები რომლებიც გავლენას ახდენენ ღირებულების ფორმირებაზე, საავტომობილო ბენზინისათვის მწარმოებლის მიერ გაცემული ხარისხის პასპორტი, რომელშიც განსაზღვრული იქნება ეთილირებულობის ხარისხი;

ბ) 1999 წლის 23 აგვისტოდან სახელმწიფოს მიერ უფლებამოსილი პირის გაცემული საქონლის გადაზიდვამდე ჩატარებული ინსპექტირების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს დისტილატის ხარისხს, ღირებულებას, რაოდენობას და სასაქონლო ნომენკლატურას (თუ საქონლის „FOB“ ღირებულება აღემატება 5000 ა.შ.შ. დოლარს).

7. სსსდ ივსება ოთხ ეგზემპლარად. პირველი რჩება საბაჟო სახელმწიფო დეპარტამენტში, ხოლო სამი ეძლევა იმპორტიორს ან მის უფლებამოსილ პირს, რომელთაგან მეორე და მეოთხე განკუთვნილია შემომშვები საბაჟო ორგანოსათვის, მესამე რჩება იმპორტიორთან ან მის უფლებამოსილ პირთან;

8. სსსდ-ს მოქმედების ვადაა 30 კალენდარული დღე გაცემის დღიდან;

9. სსსდ ითვლება ძალადაკარგულად იმ შემთხვევაში, თუ:

ა) სსსდ-ს გაცემის შემდეგ შეიცვალა დისტილატის რაოდენობა, ხარისხი, ფასი და მიწოდების სხვა პირობები;

ბ) სსსდ-ს გაცემის შემდეგ შეიცვალა დისტილატის სახეობა;

გ) სსსდ-ს გაცემის შემდეგ შეიცვალა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის ადგილი;

დ) სსსდ-ს გაცემის შემდეგ შეიცვალა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის საბაჟო რეჟიმი;

ე) დაიკარგა ან განადგურდა იმპორტიორის ან მისი უფლებამოსილი პირის ხელთ არსებული სსსდ-ს ერთ-ერთი ეგზემპლარი;

ვ) დამთავრდა სსსდ-ს მოქმედების ვადა;

10. პუნქტ 9-ში (გარდა„ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულისა) აღნიშნულ შემთხვევებში იმპორტიორმა ან მისმა უფლებამოსილმა პირმა საბაჟო სახელმწიფო დეპარტამენტში უნდა წარადგინოს ძალადაკარგული სსსდ-ს მე-2, მე-3 და მე-4 ეგზემპლარი გასაუქმებლად და მიიღოს საქონლის შემოტანის ახალი პირობების მიხედვით შედგენილი სსსდ, რაც წარმოადგენს დისტილატის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის უფლებას;

11. სასაზღვრო საბაჟო ორგანო, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზე დისტილატი გადმოკვეთს საზღვარს, ახორციელებს დისტილატის საბაჟო გაფორმებას, სსსდ-ს წარმოდგენის, მისი მონაცემების საბაჟო გაფორმებისათვის სავალდებულო საბუთების მონაცემებთან შედარების და იმპორტიორის მიერ იმპორტთან დაკავშირებული ყველა გადასახადის (მათ შორის ეკოლოგიის გადასახადის) გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემდეგ;

12. იმ შემთხვევაში, თუ სსსდ-ს მონაცემები არ ემთხვევა საბაჟო გაფორმებისათვის სავალდებულო საბუთების მონაცემებს, სსსდ ითვლება ძალადაკარგულად და ამ ინსტრუქციის მე-10 პუნქტის მოთხოვნათა შესრულებამდე დისტილატის საბაჟო გაფორმება დაუშვებელია;

13. საბაჟო გაფორმების დასრულების შემდეგ შეივსება სსსდ-ს მე-4 პირის 28 „ა“ გრაფა, დამოწმედება პასუხიმგებელი პირის პირადნომრიანი ბეჭდით და იგზავნება საბაჟო სახელმწიფო დეპარტამენტის აქციზური საქონლის მონიტორინგის სამმართველოში. ამის შემდეგ ინფორმაცია დისტილატის საბაჟო გაფორმების შესახებ ოპერატიულად მიეწოდება საგადასახადო სახელმწიფო დეპარტამენტს.

III. საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტისაგან განსხვავებული საბაჟო რეჟიმებით ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შემოტანა

14. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე იმპორტისაგან განსხვავებული, საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლით გათვალისწინებული საბაჟო რეჟიმებით დისტილატების შემოტანის შესახებ დისტილატის მფლობელმა ან მფლობელის უფლებამოსილმა პირმა წინასწარ უნდა განაცხადოს საქართველოს საბაჟო სახელმწიფო დეპარტამენტში და უნდა წარმოადგინოს მისი რაოდენობის, ღირებულების, საქართველოს საზღვრამდე ტრანსპორტირების ფასის და საქართველოს საზღვრამდე ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული სხვა ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტები.

წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე საქართველოს საბაჟო სახელმწიფო დეპარტამენტი ახდენს იმპორტის საბაჟო რეჟიმის ეკვივალენტური ფულადი თანხის გაანგარიშებას და სსსდ-ს გაცემას. დისტილატის მფლობელის (მფლობელის უფლებამოსილი პირის) მიერ გაანგარიშებული თანხის ოდენობის ფულადი დეპოზიტის, და/ან სახელმწიფოსათვის მისაღები საბანკო გარანტიის, და/ან ფინანსური რისკის დაზღვევის პოლისის და სსსდ-ს წარდგენა საქართველოს საბაჟო ტერიტრიაზე დისტილატის შემომშვები საბაჟო ორგანოსათვის, წარმოადგენს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დისტილატის შემოტანის ნებართვას;

15. სსსდ ივსება ოთხ ეგზემპლიარად. პირველი რჩება საბაჟო სახელმწიფო დეპარტამენტში, ხოლო სამი ეძლევა იმპორტირს ან მის უფლებამოსილ პირს, რომელთაგან მეორე ეგზემპლარი განკუთვანილია შემომშვები საბაჟო ორგანოსათვის, მესამე რჩება იმპორტიორთან ან მის უფლებამოსილ პირთან, ხოლო მეოთხე განკუთვნილია გამშვები საბაჟო ორგანოსათვის.

რეჟიმის დასრულების შემდეგ გამშვები საბაჟოს მიერ შეივსება სსსდ-ს მე-4 პირის 28 „ა" გრაფა, დამოწმდება პასუხისმგებელი პირის პირადნომრიანი ბეჭდით და იგზავნება საბაჟო სახელმწიფო დეპარტამენტის აქციზური საქონლის მონიტორინგის სამმართაელოში. ამის შემდეგ ინფორმაცია დისტილატის საბაჟო გაფორმების შესახებ ოპერატიულად მიეწოდება საგადასახადო სახელმწიფო დეპარტამენტს;

16. საბაჟო რეჟიმის დასრულების შემდეგ უქმდება საბანკო გარანტია ან ფინანსური რისკის დაზღვევის პოლისი, ან ბრუნდება ფულადი დეპოზიტი არსებული წესის მოთხოვნათა შესაბამისად;

17. რეექსპორტის საბაჟო რეჟიმის შემთხვევაში, თუ დაირღვა საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული რეჟიმის დასრულების ვადები, დისტილატი ექვემდებარება იმპორტის საბაჟო რეჟიმით გაფორმებას და წარმოდგენილი ფინანსური გარანტიის თანხა მიმართულ იქნება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ; საბანკო გარანტიისა და სადაზღვევო პოლისის შემთხვევაში თანხა უაქცეპტოდ ჩამოიწერება ემიტენტი ბანკისა ან სადაზღვევო კომპანიის ანგარიშიდან და ასევე მიმართული იქნება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

IV. ანგარიშსწორების მექანიზმი

18. თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) რეჟიმის შემთხვევაში გადახდის მომენტად ითვლება გამფორმებელი საბაჟო ორგანოს სალაროში ნაღდი ფულის შეტანა და/ან გამფორმებელი საბაჟო ორგანოს მიერ მითითებულ სპეციალურ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა.

19. იმ შემთხვევაში, თუ საქონლის საბაჟო გაფორმების დასრულების შემდეგ საბაჟო სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნით დაფიქსირდება წინასწარ გადახდილი თანხის ზედმეტობა, იმპორტის საბაჟო რეჟიმის შემთხვევაში მისი დაბრუნება მოხდება საქართველოს საბაჟო კოდექსის 75-ე მუხლის შესაბამისად და/ან გათვალისწინებული იქნება შემდგომში ანალოგიური გადახდებისას.

20. იმპორტისაგან განსხვავებული ყველა სხვა საბაჟო რეჟიმის დასრულების შემთხვევაში დეპონირებული თანხა დაუბრუნდება შესაბამის რეჟიმში მოქცეული საქონლის მიმართ ფინანსურ ოპერაციებზე პასუხისმგებელ პირს და/ან გაუქმდება საბანკო გარანტია და/ან ფინანსური რისკის დაზღვევის პოლისი.

 

 

 

 

 დანართი 1

 

 

მარკის

ადგილი

 

ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების

სპეციალური სატვირთო-საბაჟო დეკლარაცია 00000000

 

1

2. გამგზავნი/ექსპორტიორი

მისამართი

Exporter/Consignor №

1. დეკლარაციის სახე

Declaration

 

A გაფორმების საბაჟო

Customs

საბაჟოეგზემპლარი

CustomsSpecimen

 

 

 

 

 

4. ფინანსურ დარეგულირებაზე პასუხისმგებელი და მისი საბანკო რეკვიზიტები

resp. of finansial regulation Finansial and/or banking data Bank code

 

3.მიმღები/იმპორტიორი

 მისამართი

importer/Consignee

5. გამომგზავნი

ქვეყანა

Country of

 export

6.გამომგზ.ქვ.

კოდი

C.E.code

7.წარმოშობის

 ქვეყანა

Country of

origin

 

 

8. დანიშნულების ქვეყანა 9.დანიშნ. ქვეყნის კოდი

Country of destination c.d. code

 

 

10. მიწოდების პირობები Terms of delivery

 

11. სააჟო

(საგუშაგო) საზღვარზე

Check point on border

12.წინმსწრები დოკუმენტი

Previous document

13. ვალუტა და საქ.საერთო ფაქტ. ღირ.

currency and total invoice value

14. ვალუტის

კურსი

Exch.rate

 

15. საქონლის დასახელება

Kind of goods

16. საქონლის სესსნ

კოდი

H.S.C. Code

17.წონა ნეტო (კგ)

item net (kg)

 

 

 

18. წარმ. ქვეყნის კოდი

Country of origin

 

19. პრეფერენცია

 pref.

1

 

 

 

20. დამატებითი

ინფორმაცია/

წარდგენილი

საბუთები

Add.inf.doc. presented

 

21.ფაქტ.ღირ

invoice value

22.ტრანსპორტირების

ღირებულება

Transport Costs

23.სხვა ხარჯები

Other Costs

 

 

 

24. საბაჟო ღირებულება

Customs value

25. სტატისტიკური

ღირებულება

Statistical value

 

26.საბაჟო

გადასახდელე

ბის გამოან-

გარიშება

Calculation of taxes

 

 

სახე

Type

დარიცხ-

ვის

საფუძვე

ლი

Tax base

 

განაკ-

ვეთი

Rate

ჯამი

Amount

ა.ფ.

M.P.

27. საგადასახადო

გაანგარიშების დამოწმება

Accounting is valid

 

 

 სულ Total

 

 

28. დეკლარაციაში მოყვანილი

 მონაცემების სისწორეს ვადასტურებ

Informarion given in declaration is valid

28. (ა) სსდ N

Declaration

29. შევსების ადგილი და თარიღი

Plase and daten

 

 

 დანართი 1

 

 

მარკის

ადგილი

 

ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების

სპეციალური სატვირთო-საბაჟო დეკლარაცია 00000000

 

2

2. გამგზავნი/ექსპორტიორი

მისამართი

Exporter/Consignor №

1. დეკლარაციის სახე

Declaration

 

A გაფორმების საბაჟო

Customs

საბაჟოე

გზემპლარი

CustomsSpecimen

 

 

 

 

 

4. ფინანსურ დარეგულირებაზე პასუხისმგებელი და მისი საბანკო რეკვიზიტები

resp. of finansial regulation Finansial and/or banking data Bank code

 

3.მიმღები/იმპორტიორი მისამართი

importer/Consignee

5. გამომგზავნი ქვეყანა

Country of

 export

6.გამომგზ.ქვ.

კოდი

C.E.code

7.წარმოშობის ქვეყანა

Country of

origin

 

 

 

8. დანიშნულების ქვეყანა 9.დანიშნ. ქვეყნის კოდი

Country of destination c.d. code

 

 

 

10. მიწოდების პირობები Terms of delivery

 

11. საბაჟო

(საგუშაგო) საზღვარზე

Check point on border

12.წინმსწრე

ბი დოკუმენტი

Previous document

13. ვალუტა და საქ.საერთო ფაქტ. ღირ.

currency and total invoice value

14. ვალუტის

კურსი

Exch.rate

 

 

15. საქონლის დასახელება

Kind of goods

 

16. საქონლის სესსნ

კოდი

H.S.C. Code

 

17.წონა ნეტო (კგ)

item net (kg)

 

 

 

18. წარმ. ქვეყნის კოდი

Country of origin

 

19. პრეფერენცია

 pref.

2

 

 

 

20. დამატებითი ინფორ-

მაცია/წარდ-

გენილი

საბუთები

Add.inf.doc. presented

 

21.ფაქტ.ღირ

invoice value

22.ტრანსპორტირების

ღირებულება

Transport Costs

23.სხვა ხარჯები

Other Costs

 

 

 

24. საბაჟო ღირებულება

Customs value

25. სტატისტიკური

ღირებულება

Statistical value

 

26.საბაჟო

 გადასახდელების გამოან

გარიშება

Calculation of taxes

 

 

სახე

Type

დარიცხ-

ვის

საფუძვე

ლი

Tax

base

 

განაკ-

ვეთი

Rate

ჯამი

Amount

ა.ფ.

M.P.

27. საგადასახადო

გაანგარიშების დამოწმება

Accounting is valid

 

 

 სულ Total

 

 

28. დეკლარაციაში მოყვანილი

 მონაცემების სისწორეს ვადასტურებ

Informarion given in declaration is valid

28. (ა) სსდ N

Declaration

29. შევსების ადგილი და თარიღი

Plase and daten

 

 დანართი 1

 

 

მარკის

ადგილი

 

ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების

სპეციალური სატვირთო-საბაჟო დეკლარაცია 00000000

 

3

2. გამგზავნი/ექსპორტიორი

მისამართი

Exporter/Consignor №

1. დეკლარაციის სახე

Declaration

 

A გაფორმების საბაჟო

Customs

I m p o r

t e/ r / C

o n s i

g n e e

s p e c

i m e n

არი

 

 

 

 

 

 

4. ფინანსურ დარეგულირებაზე პასუხისმგებელი და მისი საბანკო რეკვიზიტები

resp. of finansial regulation Finansial and/or banking data Bank code

 

3.მიმღები/იმპორტიორი

მისამართი

importer/Consignee

5. გამომგზავნი

 ქვეყანა

Country of

 export

6.გამომგზ.ქვ.

კოდი

C.E.code

7.წარმოშობის ქვეყანა

Country of

origin

 

 

 

8. დანიშნულების ქვეყანა 9.დანიშნ. ქვეყნის კოდი

Country of destination c.d. code

 

 

 

10. მიწოდების პირობები Terms of delivery

 

11. საბაჟო

(საგუშაგო) საზღვარზე

Check point on border

12.წინმსწრე

ბი დოკუმენტი

Previous document

13. ვალუტა და საქ.საერთო ფაქტ. ღირ.

currency and total invoice value

14. ვალუტის

კურსი

Exch.rate

 

 

15. საქონლის დასახელება

Kind of goods

 

16. საქონლის სესსნ

კოდი

H.S.C. Code

 

17.წონა ნეტო (კგ)

item net (kg)

 

 

 

18. წარმ. ქვეყნის კოდი

Country of origin

 

19. პრეფერენცია

 pref.

3

 

 

 

20. დამატებ-

ითი ინფორ

-

მაცია/წარდ-

გენილი

საბუთები

Add.inf.doc. presented

 

21.ფაქტ.ღირ

invoice value

22.ტრანსპორტირების

ღირებულება

Transport Costs

23.სხვა ხარჯები

Other Costs

 

 

24. საბაჟო ღირებულება

Customs value

25. სტატისტიკური

ღირებულება

Statistical value

26.საბაჟო

 გადასახდელე

ბის გამოან-

გარიშება

Calculation of taxes

 

 

სახე

Type

დარიცხ-

ვის

საფუძვე

ლი

Tax

base

 

განაკვე

თი

Rate

ჯამი

Amount

ა.ფ.

M.P.

27. საგადასახადო

გაანგარიშების დამოწმება

Accounting is valid

 

 სულ Total

 

28. დეკლარაციაში მოყვანილი

 მონაცემების სისწორეს ვადასტურებ

Informarion given in declaration is valid

28. (ა) სსდ N

Declaration

29. შევსების ადგილი და თარიღი

Plase and daten

 

 

 

 

 

 

 

 დანართი 1

 

 

მარკის

ადგილი

 

ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების

სპეციალური სატვირთო-საბაჟო დეკლარაცია 00000000

 

4

2. გამგზავნი/ექსპორტიორი

მისამართი

Exporter/Consignor №

1. დეკლარაციის სახე

Declaration

 

A გაფორმების საბაჟო

Customs

საბაჟოეგზემ-

პლარი

Customs

Specimen

 

 

 

 

 

4. ფინანსურ დარეგულირებაზე პასუხისმგებელი და მისი საბანკო რეკვიზიტები

resp. of finansial regulation Finansial and/or banking data Bank code

 

3.მიმღები/იმპორტიორი

 მისამართი

importer/Consignee

5. გამომგზავნი ქვეყანა

Country of

 export

6.გამომგზ.ქვ.

კოდი

C.E.code

7.წარმოშობის ქვეყანა

Country of

origin

 

 

 

8. დანიშნულების ქვეყანა 9.დანიშნ. ქვეყნის კოდი

Country of destination c.d. code

 

 

 

10. მიწოდების პირობები Terms of delivery

 

11. სააჟო

(საგუშაგო) საზღვარზე

Check point on border

12.წინმსწრე

ბი დოკუმენტი

Previous document

13. ვალუტა და საქ.საერთო ფაქტ. ღირ.

currency and total invoice value

14. ვალუტის

კურსი

Exch.rate

 

 

15. საქონლის დასახელება

Kind of goods

 

16. საქონლის სესსნ

კოდი

H.S.C. Code

 

17.წონა ნეტო (კგ)

item net (kg)

 

 

 

18. წარმ. ქვეყნის კოდი

Country of origin

 

19. პრეფერენცია

 pref.

4

 

 

 

20. დამატებ-

ითი

ინფორმაცია/

წარდგენილი

საბუთები

Add.inf.doc. presented

 

21.ფაქტ.ღირ

invoice value

22.ტრანსპორტირების

ღირებულება

Transport Costs

23.სხვა ხარჯები

Other Costs

 

 

24. საბაჟო ღირებულება

Customs value

25. სტატისტიკური

ღირებულება

Statistical value

26.საბაჟო გადასახდელე

ბის გამოან

გარიშება

Calculation of taxes

 

 

სახე

Type

დარიცხ-

ვის

საფუძვე

ლი

Tax

base

 

განაკვე

თი

Rate

ჯამი

Amount

ა.ფ.

M.P.

27. საგადასახადო

გაანგარიშების დამოწმება

Accounting is valid

 

 სულ Total

 

28. დეკლარაციაში მოყვანილი

 მონაცემების სისწორეს ვადასტურებ

Informarion given in declaration is valid

28. (ა) სსდ N

Declaration

29. შევსების ადგილი და თარიღი

Plase and daten

 

 დანართი 2

ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების სპეციალური სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის შევსების წესი საერთო დებულებანი

მოცემული ინსტრუქცია განსაზღვრავს ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების სპეციალური სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის (სსსდ) შევსების წესს.

სსსდ-ების კომპლექტი შედგება 4 აკინძული ფურცლისაგან.

სსსდ ივსება საქონლის ყოველ პარტიაზე, რომელიც შედგება ერთი დასახელების საქონლისაგან, იმ პირობით, რომ მათ მიმართ ვრცელდება ერთი და იგივე საბაჟო რეჟიმი.

შევსებული სსსდ-ს ფურცლები ნაწილდება შემდეგნაირად:

) პირველი ფურცელი რჩება საბაჟო დეპარტამენტში და ინახება სპეციალურ არქივში;

) მეორე ფურცელი ეგზავნება იმ საბაჟო ორგანოს, საიდანაც უნდა შემოვიდეს / საქონელი;

) მესამე ფურცელი ეძლევა იმპორტიორს/ექსპორტიორს;

) მეოთხე ფურცელი ეგზავნება იმ საბაჟო ორგანოს, რომელმაც უნდა მოახდინოს საბაჟო გაფორმების პროცედურა.

დეკლარაციაში არ უნდა იყოს წაშლილი და გადასწორებული ადგილები. ყოველი შესწორების შეტანა უნდა მოხდეს არასწორი მონაცემების გადახაზვით და თუ საჭიროა, შესაბამისი მონაცემების იმავე ფურცელზე ჩაბეჭდვით, ჩამატებით. ყოველი შესწორება მოწმდება ხელმოწერით და ბეჭდის დასმით.

დეკლარაციები ივსება ქართულ ან, საჭიროების შემთხვევაში, ინგლისურ ენაზე, კომპიუტერის საბეჭდი მოწყობილობის გამოყენებით.

1. თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების რეჟიმი

გრაფა 1. დეკლარაციის სახე“

გრაფის პირველ განყოფილებაში ჩაიწერება ოპერაციის დასახელება - იმპორტი - იმ", მეორეში - ძირითადი საბაჟო რეჟიმის ორნიშნა კოდი 40

გრაფა 2. გამგზავნი / ექსპორტიორი“

გრაფაში აღინიშნება საქონლის გამომგზავნი არარეზიდენტი იურიდიული პირის დასახელება და საფოსტო მისამართი, ან არარეზიდენტი ფიზიკური პირის სახელი, მამის სახელი, გვარი და მისამართი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი.

გრაფა 3. მიმღები/ იმპორტიორი“

გრაფაში აღინიშნება საქონლის მიმღები რეზიდენტის დასახელება, საფოსტო მისამართი, ტელექსის ან ტელეფაქსის ნომერი ან რეზიდენტი ფიზიკური პირის სახელი, მამის სახელი, გვარი, მისამართი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი.

თუ საგარეო სავაჭრო გარიგება გაფორმებულია შუამავლის მეშვეობით, მაშინ მიმღებად ითვლება საქონლის პირველი მფლობელი ამ გარიგების შესრულების შემდეგ.

გრაფის ზედა ნაწილში N“ ნიშნის შემდეგ აღინიშნება რეზიდენტის ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო ნომერი, რომელიც მინიჭებული აქვს საგადასახადო ინსპექციის მიერ.

გრაფა A. გაფორმების საბაჟო“

გრაფაში აღინიშნება იმ საბაჟო ორგანოს დასახელება, რომელმაც უნდა მოახდინოს საბაჟო გაფორმების პროცედურა.

გრაფა 4. ფინანსურ დარეგულირებაზე

პასუხისმგებელი პირი“

გრაფაში აღინიშნება ორგანიზაციის დასახელება და მისამართი, ან ფიზიკური პირის სახელი, მამის სახელი, გვარი, მისამართი და პირადობის დამადასტურებელი საბუთის ნომერი, რომელიც პასუხისმგებელია ფინანსურ ანგარიშსწორებაზე.

იმ შემთხვევაში, როდესაც ფინანსურ ანგარიშსწორებაზე პასუხისმგებელი პირი წარმოადგენს საქონლის მიმღებს, კეთდება აღნიშვნა – იხ. გრაფა 3.

გრაფის ზედა ნაწილში № ნიშნის შემდეგ აღინიშნება ფინანსურ ანგარიშსწორებაზე პასუხისმგებელი პირის საიდანტიფიკაციო ცხრანიშნა ნომერი (კოდი).

გრაფა 5. გამომგზავნი ქვეყანა“

გრაფაში აღინიშნება საქართველოში საქონლის გამომგზავნი ქვეყნის მოკლე დასახელება მსოფლიოს ქვეყნების კლასიფიკატორის (იხ. ინსტრუქცია სსდ-ს გაფორმების შესახებ, დანართი 3) შესაბამისად.

გრაფა 6. გამომგზავნი ქვეყნის კოდი“

გრაფაში აღინიშნება საქართველოში საქონლის გამომგზავნი ქვეყნის ციფრული კოდი მსოფლიოს ქვეყნების კლასიფიკატორის (იხ. ინსტრუქცია სსდ-ს გაფორმების შესახებ, დანართი 3) შესაბამისად.

გრაფა 7. წარმოშობის ქვეყანა“

გრაფაში ჩაიწერება საქონლის მწარმოებელი ქვეყნის მოკლე დასახელება მსოფლიოს ქვეყნების კლასიფიკატორის (იხ. ინსტრუქცია სსდ-ს გაფორმების შესახებ, დანართი 3) შესაბამისად.

თუ კონტრაქტის შესრულების დროს საქონლის მწარმოებელი ქვეყანა უცნობია, მაშინ გრაფაში აღინიშნება) – უცნობი“.

თუ საქონელი წარმოებულია სხვადასხვა ქვეყნებში, გრაფაში ჩაიწერება – „სხვადასხვა“.

გრაფა 8. დანიშნულების ქვეყანა“

გრაფაში ჩაიწერება საქართველო.

გრაფთა 9. დანიშნულების ქვეყნის კოდი“

გრაფაში ჩაიწერება საქართველოს ციფრული კოდი მსოფლიოს ქვეყნების კლასიფიკატორის შესაბამისად „268.

გრაფა 10. მიწოდების პირობები“

გრაფის პირველ განყოფილებაში აღინიშნება მიწოდების პირობების ციფრული კოდი მიწოდების პირობების კლასიფიკატორის (იხ. ინსტრუქცია სსდ-ს გაფორმების შესახებ, დანართი 4) შესაბამისად.

მეორე განყოფილებაში ჩაიწერება მიწოდების პირობების მოკლე დასახელება (დანართი 4) გეოგრაფიული პუნქტის მითითებით.

გრაფა 11. საბაჟო (საგუშაგო) საზღვარზე“

გრაფაში იწერება საბაჟოს ან საბაჟო საგუშაგოს კოდი და დასახელება, საიდანაც უნდა შემოვიდეს საქონელი საქართველოში საბაჟო საგუშაგოების კლასიფიკატორის (იხ. ინსტრუქცია სსდ-ს გაფორმების შესახებ, დანართი 11) მიხედვით.

გრაფა 12. წინმსწრები დოკუმენტი“

გრაფაში იწერება წინამორბედი სპეციალური სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

გრაფა 13. ვალუტა და საქონლის ფაქტურული ღირებულება“

გრაფის მარცხენა განყოფილებაში აღინიშნება კონტრაქტში მითითებული ვალუტის ციფრული კოდი ვალუტების კლასიფიკატორის (იხ. ინსტრუქცია სსდ-ს გაფორმების შესახებ, დანართი 7) შესაბამისად.

მარჯვენა განყოფილებაში ციფრებით აღინიშნება დეკლარირებული საქონლის მთელი პარტიის ღირებულება, კონტრაქტში მოცემული ვალუტის მიხედვით.

გრაფა 14. ვალუტის კურსი“

გრაფაში აღინიშნება კონტრაქტით გათვალისწინებული უცხოური ვალუტის კურსი (იხილეთ მე-13 გრაფის მარცხენა განყოფილება) ეროვნული ვალუტის მიმართ, რომელიც დადგენილია ეროვნული ბანკის მიერ დეკლარაციის საბაჟოში მიღების დღისათვის, ან სახელმწიფო საბაჟო დეპარტამენტის მითითების შესაბამისად.

გრაფა 15. საქონლის დასახელება“

გრაფაში ჩაიწერება საქონლის დასახელება და საჭიროების შემთხვევაში საქონლის დამატებითი დახასიათება (მონაცემები მათი მარკირების შესახებ).

დაუშვებელია დეკლარირებული საქონლის მითითება სასაქონლო პოზიციის საერთო დასახელებით, რომელიც მოცემულია საგარეო ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურაში.

გრაფა 16. საქონლის კოდი“

გრაფაში ჩაიწერება საქონლის ცხრანიშნა კოდი საგარეო ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის მიხედვით.

სტრუქტურულად კოდი იწერება მიყოლებით, ყოველგვარი გამყოფი ნიშნების გარეშე.

გრაფა 17. „ნეტო წონა (კგ)

ამ გრაფაში მთელი რიცხვის სახით (დამრგვალებით) ჩაიწერება მე-15 გრაფაში აღწერილი საქონლის ნეტო წონა. ნეტო წონა არის საქონლის წონა ტარის (შეფუთვის) გარეშე.

გრაფა 18. „წარმოშობის ქვეყნის კოდი

გრაფაში მიეთითება საქონლის მწარმოებელი ქვეყნის ციფრული კოდი მსოფლიო ქვეყნების კლასიფიკატორის (იხ. ინსტრუქცია სსდ- გაფორმების შესახებ, დანართი 3) შესაბამისად.

გრაფა 19. „პრეფერენციები

გრაფაში მიეთითება საბაჟო გადასახადებისაგან გათავისუფლების ხუთნიშნა კოდი: 0/ 00/ 00, სადაც:

ელემენტი პირველი აღნიშნავს საბაჟო პროცედურებზე მოსაკრებლებისაგან გათავისუფლების კოდს. გათავისუფლების შემთხვევაში იწერება კოდი 1, წინააღმდეგ შემთხვევაში - 0.

ელემენტი მეორე აღნიშნავს საბაჟო გადასახადისაგან გათავისუფლების კოდს. გათავისუფლების შემთხვევაში იწერება კოდი მე-9 დანართის შესაბამისად, წინააღმდეგ შემთხვევაში - 00.

ელემენტი მესამე აღნიშნავს აქციზისა და დამატებული ღირებულების გადასახადისაგან გათავისუფლების კოდს (იხ. ინსტრუქცია სსდ- გაფორმების შესახებ, დანართი 13).

გრაფა 20. „დამატებითი ინფორმაცია / წარდგენილი საბუთები

გრაფაში აღინიშნება (თითოეული რეკვიზიტი იწყება ახალი ხაზით და იწერება რიგითი ნომრით):

1. ლიცენზიის (ნებერთვის) ნომერი და გაცემის თარიღი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

2. სატრანსპორტო საბუთის ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

3. ყიდვა-გაყიდვის კონტრაქტისაგან განსხვავებული ხელშეკრულების ნომერი და თარიღი.

4. ყიდვა-გაყიდვის კონტრაქტის ნომერი და თარიღი.

5. გადაზიდვის წინა ინსპექტირების ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი და გაცემის თარიღი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

6. საქართველოს სხვა სახელმწიფო ორგანოების მიერ გაცემული ნებართვის ნომერი და თარიღი (მათი დასახელებით), იმ შემთხვევაში, თუ საქონელი ექვემდებარება ამ ორგანოების კონტროლს.

7. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ნებართვების ნომრები და თარიღები.

აღნიშნული ციფრის გასწვრივ იწერება:

საქართველოს პრეზიდენტის ბოძანებულების ან განკარგულების შემთხვევაში - „ს.. - 0000, 00. 00. 00";

საერთაშორისო და სამთავრობათაშორისო ხელშეკრულებების შემთხვევაში - „ს.. - 0000, 00. 00. 00";

საქართველოს კანონის ან საქართველოს პარლამენტის დადგენილების შემთხვევაში - „ს. () - 0000, 00. 00. 00";

საქართველოს სახელმწიფო საბაჟო დეპარტამენტის ბრძანების ან წერილობითი მითითიების შემთხვევაში - „დ.. 0000, 00. 00. 00.

სადაც „№ 0000“ – აღნიშნავს ბრძანებულების, განკარგულების, ხელშეკრულების, კანონის, დადგენილების, ბრძანების და .. ნომერს, ხოლო 00. 00. 00“ – მათი გამოცემის ან მიღების თარიღს.

8. მონაცემები საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

მოცემული სტრიქონის გასწვრივ იწერება: „ს... 0000, 00. 00. 00,

სადაც:

„№ 0000 - აღნიშნავს სერტიფიკატის ნომერს;

00. 00. 00- აღნიშნავს სერტიფიკატის გაცემის თარიღს;

გრაფა 21. „ფაქტურული ღირებულება

გრაფაში აღინიშნება დეკლარაციის მე-15 გრაფაში მოცემული საქონლის საკონტრაქტო ღირებულება ეროვნულ ვალუტაში.

თუ ღირებულება გამოსახულია ათწილადებში, მაშინ იგი უნდა დამრგვალდეს მძიმის შემდეგ პირველ ორ ციფრამდე სიზუსტით.

გრაფა 22. „ტრანსპორტირების ღირებულება

გრაფაში აღინიშნება საქონლის საქართველოს საზღვრამდე გადაადგილებაზე გაწეული სატრანსპორტო ხარჯები (ეროვნულ ვალუტაში), თუ ამის აუცილებლობას წარმოშობს მე-10 გრაფაში ჩაწერილი პირობა.

გრაფა 23. „სხვა ხარჯები

გრაფაში აღინიშნება ყველა იმ ხარჯების ჯამური მაჩვენებელი (ეროვნულ ვალუტაში), რომლებიც აუცილებელია საბაჟო ღირებულების განსასაზღვრავად (22 გრაფაში მითითებული სატრანსპორტო ხარჯის გარდა).

გრაფა 24. „საბაჟო ღირებულება

გრაფაში ჩაიწერება მე-15 გრაფაში მითითებული საქონლის საბაჟო ღირებულება ეროვნულ ვალუტაში (21-, 22- და 23- გრაფების ჯამი).

თუ ღირებულება გამოსახულია ათწილადებში, მაშინ იგი უნდა დამრგვალდეს მძიმის შემდეგ პირველ ორ რიცხვამდე სიზუსტით.

გრაფა 25. „სტატისტიკური ღირებულება

გრაფაში აღინიშნება საქონლის საკონტრაქტო ღირებულება გამოანგარიშებული 24- გრაფის მონაცემებიდან ამერიკულ დოლარებში.

24- გრაფაში აღნიშნული საქონლის ღირებულების გადაანგარიშება ამერიკულ დოლარებში წარმოებს საბაჟო დეკლარაციის გაფორმების დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო კურსით ან სახელმწიფო საბაჟო დეპარტამენტის მითითების შესაბამისად.

გრაფა 26. საბაჟო გადასახდელების გამოანგარიშება

გრაფის პირველ სვეტში „სახე“ – ჩაიწერება საბაჟო გადასახდელების კოდები საბაჟო გადასახდელების კლასიფიკატორის (იხ. ინსტრუქცია სსდ- გაფორმების შესახებ, დანართი 8) შესაბამისად.

გრაფის მეორე სვეტში „დარიცხვის საფუძველი“ – შეიტანება დეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულება ეროვნულ ვალუტაში.

გრაფის მესამე სვეტში „განაკვეთი“ – აღინიშნება გადასახდელის განაკვეთი პროცენტობით საბაჟო ღირებულების მიმართ.

გრაფის მეოთხე სვეტში „ჯამი - ჩაიწერება თანხა, მიღებული მეორე სვეტის მონაცემების გამრავლებით მესამე სვეტის პროცენტულ მონაცემებზე.

გრაფის მეხუთე სვეტში „ა.. (ანგარიშსწორების ფორმა) აღნიშნულია:

) „უ.. - ბანკის მიერ უნაღდო ანგარიშსწორება;

) „დ.. - დეპარტამენტის სალაროში ნაღდი ფულის შეტანა;

) „ბ.. - თანხა გადახდილი არ არის, წარმოდგენილია ბანკის საგარანტიო წერილი;

) „ს..- თანხა გადახდილი არ არის, წარმოდგენილია სადაზღვევო პოლისი.

გრაფა 27. „საგადასახადო გაანგარიშების დამოწმება

გრაფაში უნდა დაისვას დამღა „წინასწარი საგადასახადო კონტროლი. დამღაში მითითებულ ადგილზე იწერება თარიღი და კეთდება ხელმოწერა.

ხელმრწერა შესრულებულ უნდა იქნეს გარკვევით. სრულყოფილად უნდა იკითხებოდეს დამღის ნომერი და წარწერა.

გრაფა 28. „დეკლარაციაში მოყვანილი მონაცემების სისწორეს ვადასტურებ

გრაფაში მიეთითება მე-3 გრაფაში აღნიშნული იურიდიული, ან მისი ნდობით აღჭურვილი პირის გვარი და ინიციალები, რომლის გასწვრივაც კეთდება ხელმოწერა და ისმევა მისი ბეჭედი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

ხელმოწერა შესრულებული უნდა იქნეს გარკვევით. სრულყოფილად უნდა იკითხებოდეს ბეჭდის წარწერა.

გრაფა 28 . „სსდ- N

გრაფაში მებაჟე (რომელმაც ჩაატარა გაფორმების პროცედურა) აღნიშნავს გაფორმებული სატვირთო - საბაჟო დეკლარაციის ნომერს და ადასტურებს მისივე პირადნომრიანი ბეჭდით.

გრაფა 29. „შევსების თარიღი

გრაფაში მიეთითება სპეციალური სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის შევსების თარიღი და უნდა დაისვას საბაჟო სახელმწიფო დეპარტამენტის დამღა წინასწარი კონტროლი.

სრულყოფილად უნდა იკითხებოდეს დამღის ნომერი და წარწერა.

გრაფა „მარკის ადგილი

გრაფის ადგილას ეკვრება სპეციალური ჰოლოგრამული მარკა, შესაბამისი ფერით:

ნავთობის მსუბუქი დისტილატი მწვანე,

ნავთობის საშუალო დისტილატი ყვითელი,

ნავთობის მძიმე დისტილატი წითელი.

2. რეექსპორტის რეჟიმი

გრაფები 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18, 20, 21, 22, 23, 24, 25, 26, 27, 28, 28, 29 და გრაფა „მარკის ადგილიივსება იმავე წესით, როგორც საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების რეჟიმით სსს-დეკლარაციის შევსების დროს.

გრაფა 1. „დეკლარაციის სახე

გრაფის პირველ განყოფილებაში ჩაიწერება ოპერაციის დასახელება რეექსპორტი „რექ, მეორეში ძირითადი საბაჟო რეჟიმის ორნიშნა კოდი 11.

გრაფა 19. პრეფერენციები“

არ ივსება.

3. ტრანზიტის რეჟიმი

გრაფები 2, 4, 5, 6, 7, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18, 21, 24, 25, 26, 27, 28, 29 და გრაფა მარკის ადგილი“ ივსება იმავე წესით, როგორც საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების რეჟიმით სსს – დეკლარაციის შევსების დროს.

გრაფა 1. დეკლარაციის სახე“

გრაფის პირველ განყოფილებაში ჩაიწერება ოპერაციის დასახელება – ტრანზიტი - „ტრ“, მეორეში – ძირითადი საბაჟო რეჟიმის ორნიშნა კოდი „80.

გრაფა 3. მიმღები/იმპორტიორი“

გრაფაში აღინიშნება საქონლის მიმღები არარეზიდენტი იურიდიული პირის დასახელება და საფოსტო მისამართი ან არარეზიდენტი ფიზიკური პირის სახელი, მამის სახელი, გვარი და მისამართი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი.

თუ საგარეო სავაჭრო გარიგება გაფორმებულია შუამავლის მეშვეობით, მაშინ მიმღებად ითვლება საქონლის პირველი მფლობელი ამ გარიგების შესრულების შემდეგ.

გრაფა 8. დანიშნულების ქვეყანა“

გრაფაში აღინიშნება დანიშნულების ქვეყნის დასახელება მსოფლიოს ქვეყნების კლასიფიკატორის (იხ. ინსტრუქცია სსდ-ს გაფორმების შესახებ, დანართი 3) შესაბამისად.

გრაფა 9. დანიშნულების ქვეყნის კოდი“

გრაფაში აღინიშნება დანიშნულების ქვეყნის ციფრული კოდი მსოფლიოს ქვეყნების კლასიფიკატორის (იხ. ინსტრუქცია სსდ-ს გაფორმების შესახებ, დანართი 3) შესაბამისად.

გრაფა 10. მიწოდების პირობები“

არ ივსება.

გრაფა 19. პრეფერენციები“

არ ივსება.

გრაფა 22. ტრანსპორტირების ღირებულება“

გრაფაში აღინიშნება საქონლის საქართველოს საზღვრამდე გადაადგილებაზე გაწეული სატრანსპორტო ხარჯები (ეროვნულ ვალუტაში).

გრაფა 23. სხვა ხარჯები“

გრაფაში აღინიშნება ყველა იმ ხარჯების ჯამური მაჩვენებელი (ეროვნულ ვალუტაში), რომლებიც აუცილებელია საბაჟო ღირებულების განსასაზღვრავად (22 გრაფაში მითითებული სატრანსპორტო ხარჯის გარდა).

გრაფა 28. დეკლარაციაში მოყვანილი

მონაცემების სისწორეს ვადასტურებ“

გრაფაში მიეთითება მე-4 გრაფაში აღნიშნული იურიდიული ან მისი ნდობით აღჭურვილი პირის გვარი და ინიციალები, რომლის გასწვრივაც კეთდება ხელმოწერა და ისმევა მისი ბეჭედი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

ხელმოწერა შესრულებული უნდა იქნეს გარკვევით. სრულყოფილად უნდა იკითხებოდეს ბეჭდის წარწერა.

შენიშვნა: იმისდა მიხედვით, თუ რომელი აქციზური ხაზით ხდება საქონლის საზღვრის გადამოკვეთა, მე-11 გრაფის შესასვსებად უნდა შეირჩეს შრიფტის შესაბამისი ფერი:

ყაზბეგი – წითელი ,გორი ნარინჯისფერი;

      საქართველოს  საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2000 წლის 19 ივნისის ბრძანება №105-სსმIII,№56,20.06.2000წ.,მუხ.526

აჭარა – ვარდისფერი;

ფოთი – ცისფერი;

ვალე – მწვანე;

სადახლო – ყვითელი;

თბილისი – ლურჯი;

წითელი ხიდი – რუხი;

გარდაბანი – ღია ყავისფერი.