დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საქართველოს ტერიტორიაზე ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შემოტანისა და აღრიცხვის ინსტრუქციის” დამტკიცების შესახებ საქართველოს საბაჟო სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 1999 წლის 9 აგვისტოს №151 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 475 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 15/11/2000 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 107, 17/11/2000 |
| სარეგისტრაციო კოდი | 230.150.080.11.114.004.498 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.150.080.11.114.004.498
საქართველოს საგადასახადო შემოსავლების
მინისტრის ბრძანება №475
2000 წლის 15 ნოემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს ტერიტორიაზე ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შემოტანისა და აღრიცხვის ინსტრუქციის” დამტკიცების შესახებ საქართველოს საბაჟო სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 1999 წლის 9 აგვისტოს №151 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების დაბეგვრისა და აღრიცხვის გაუმჯობესების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 12 ივლისის №434 ბრძანებულების მოთხოვნათა შესრულების, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ნავთობის დისტილატების აღრიცხვისა და მიწოდებაზე ეფექტური კონტროლის განხორციელების მიზნით ვბრძანებ:
1. „საქართველოს საბაჟო სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 1999 წლის №151 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შემოტანისა და აღრიცხვის” ინსტრუქციის მე-5 პუნ-ქტის „გ” ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) სამხრეთის და აღმოსავლეთის (თურქეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის) მხარიდან საბაჟოების „ვალე”, „სადახლო” (ტრასარკინიგზა), „გარდაბანი” (რკინიგზა და ვახტანგისის გავლით), „წითელი ხიდი” და „ლაგოდეხის გავლით;”.
2. „ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების სპეციალური სატვირთო საბაჟო დეკლარაციის შევსების წესის” შესახებ დანართი 2-ის „შენიშვნა” ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„შენიშვნა”: იმისდა მიხედვით, თუ რომელი აქციზური ხაზით ხდება საქონლის საზღვრის გადმოკვეთა, მე-11 გრაფის შესავსებად უნდა შეირჩეს შრიფტის შესაბამისი ფერი:
გორი, ყაზბეგი–წითელი;
აჭარა, ფოთი–ლურჯი.
ვალე, სადახლო, გარდაბანი, წითელი ხიდი, ლაგოდეხი–მწვანე.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. მაჭავარიანი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები