დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის ბრძანება №105 „ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების აღრიცხვის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 105 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 19/06/2000 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 56, 20/06/2000 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 17/11/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000090.01(2).004.000288 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (20/06/2000 - 13/11/2006)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 090.012.004.288
საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის
ბრძანება №105
2000 წლის 19 ივნისი
ქ. თბილისი
ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების აღრიცხვის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ
„ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების დაბეგვრისა და აღრიცხვის გაუმჯობესების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 12 ივლისის №434 ბრძანებულების მოთხოვნათა შესრულების, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ნავთობის დისტილატების აღრიცხვასა და მიწოდებაზე ეფექტური კონტროლის განხორციელების მიზნით ვბრძანებ:
1. საქართველოს საბაჟო სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 1999 წლის №151 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შემოტანისა და აღრიცხვის” ინსტრუქციის მე-5 პუნქტის „ა” ქვეპუნქტში სიტყვა „საბაჟო „ყაზბეგის” გავლით” შეიცვალოს სიტყვებით „საბაჟოების „გორი” და „ყაზბეგის” გავლით”.
2. საქართველოს საბაჟო სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 1999 წლის №151 ბრძანებით დამტკიცებულ „ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების სპეციალური სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის შევსების წესს” სიტყვების „ყაზბეგი – წითელი” შემდეგ დაემატოს სიტყვები „გორი – ნარინჯისფერი”.
3. „საქართველოს ტერიტორიაზე აქციზური ტვირთების გადაადგილების მოწესრიგების ზოგიერთი ღონისძიებების შესახებ” საქართველოს საბაჟო სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 1999 წლის 12 აგვისტოს №156 ბრძანების პირველ და მეორე პუნქტებს სიტყვების „აქციზური ტვირთების” წინ დაემატოს სიტყვები „ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების და გაზის გარდა”.
4. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. მაჭავარიანი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები