„საქართველოს ფინანსთა მინისტრის და საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის ზოგიერთი ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ”

  • Word
„საქართველოს ფინანსთა მინისტრის და საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის ზოგიერთი ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ”
დოკუმენტის ნომერი 1395
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 13/11/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 155, 17/11/2006
სარეგისტრაციო კოდი 020.090.000.22.033.009.566
  • Word
1395
13/11/2006
სსმ, 155, 17/11/2006
020.090.000.22.033.009.566
„საქართველოს ფინანსთა მინისტრის და საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის ზოგიერთი ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ”
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 020.090.000.22.033.009.566

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №1395

2006 წლის 13 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის ზოგიერთი ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლისა და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1

ძალადაკარგულად ჩაითვალოს:

1. „ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადის გამოანგა­რიშებისა და გადახდის წესის შესახებ“ ინსტრუქციის თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 1998 წლის 22 აპრილის №102 ბრძანება;

2. „სოციალური გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ“ ინსტრუქციის თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 1998 წლის 3 აგვისტოს №202 ბრძანება;

3. შპს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ ცენტრალურ ბიუჯეტში ჩარიცხული მოგების გადასახადის ცენტრალურ და ადგილობრივ ბიუჯეტებს შორის განაწილების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 1999 წლის 12 ივლისის №163 ბრძანება;

4. ბაზრის ორგანიზებისათვის ერთიანი ფიქსირებული კომბინირებული გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ ინსტრუქციის“ თაობაზე საქარ­თველოს ფინანსთა მინისტრის 2003 წლის 3 ივნისის №284 ბრძანება (სსმ III, 2003წ., №56, მუხ.490);

5. „პურ-ფუნთუშეულის წარმოებისათვის ფიქსირე­ბული გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ“ ინსტრუქციის თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2003 წლის 29 ივლისის №383 ბრძანება (სსმ III, 2003წ., №86, მუხ.749);

6. „ქონების გადაცემისათვის გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ“ ინსტრუქციის თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2003 წლის 29 ივლისის №384 ბრძანება (სსმ III, 2003წ., №86, მუხ.750);

7. „საწარმოთა ქონების გადასახადის გამოანგარი­შებისა და გადახდის წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2000 წლის 22 მაისის №85 ბრძანება (სსმ III, 2000წ., №47, მუხ.436);

8. „მოგების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ“ ინსტრუქციის თაობაზე“ საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2000 წლის 29 მაისის №90 ბრძანება (სსმ III, 2000წ., №52, მუხ.489);

9. „საშემოსავლო გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ“ ინსტრუქციის თაობაზე“ საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2000 წლის 29 მაისის №89 ბრძანება (სსმ III, 2000წ., №51, მუხ.482);

10. „თამბაქოს ნაწარმის დაბეგვრის სრულყოფის ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2000 წლის 6 ივნისის №96 ბრძანება (სსმ III, 2000წ., №53, მუხ.492);

11. „ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დის­ტილატების აღრიცხვის გაუმჯობესების ღონისძიე­ბათა შესახებ“ საქართველოს საგადასახადო შემოსავლე­ბის მინისტრის 2000 წლის 19 ივნისის №105 ბრძანება (სსმ III, 2000წ., №56, მუხ.526);

12. „სასაქონლო ზედნადების შემოღების თაობაზე“ საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2000 წლის 9 ოქტომბრის №362 ბრძანება (სსმ III, 2000წ., №93, მუხ.805);

13. „საქართველოს საგადასახდო შემოსავლების სამინისტროს მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის რეორგანიზაციის (შტატების შემცირებით) განხორციე­ლებისა და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შემოღების შესახებ“ საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2000 წლის 19 ოქტომბრის №391 ბრძანება (სსმ III, 2000წ., №97, მუხ.829);

14. „ახალი ფორმის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტუ­რისა და სარეგისტრაციო სერიფიკატის შემოღების თაობაზე“ საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2000 წლის 30 ოქტომბრის №444 ბრძანება (სსმ III, 2000წ., №102, მუხ.863);

15. „საგადასახადო და საბაჟო სფეროში სამართალ­დარღვევების გამოვლენასა და აღკვეთაში საგადასახადო, საბაჟო ორგანოებისა და საგანგებო ლეგიონის ურთიერ­თ­მოქმედების შესახებ“ საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2000 წლის 18 დეკემბრის №532 ბრძანება (სსმ III, 2000წ., №123, მუხ.1000);

16. „მსოფლიო ბანკის სესხებით დაფინანსებული პროექტების განმახორციელებელი ერთეულების მიერ საგადასახადო ვალდებულებათა შესრულების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2001 წლის 21 ივნისის №468 ბრძანება (სსმ III, 2001წ., №66, მუხ.482);

17. ადგილობრივი ბიუჯეტის კუთვნილი გადასახა­დე­ბის გამოანგარიშებისა და ტერიტორიული ერთეუ­ლების ბიუჯეტებში ჩარიცხვის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2001 წლის 2 ივლისის №553 ბრძანება (სსმ III, 2001წ., №71, მუხ.512);

18. „კანონმდებლობით მინიჭებული შეღავათების მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ უცხოური ინვესტიციებით შექმნილ საწარმოთა დღგ-ისა და აქციზის სახით ბიუჯეტთან ანგარიშსწორების წესის შესახებ ინსტრუქციის“ თაობაზე“ საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2001 წლის 11 ივლისის №568 ბრძანება (სსმ III, 2001წ., №77, მუხ.1551);

19. „საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საჯარო მოსამსახურე ქალების ორ­სულო­ბისა და საშვებულებო დახმარების შესახებ“ საგა­დასახადო შემოსავლების მინისტრის 2001 წლის 20 სექტემბრის №707 ბრძანება (სსმ III, 2001წ., №104, მუხ.755);

20. „საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგანგებო ლეგიონის ოფიცერთა ატესტა­ციის გავლის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2002 წლის 12 მარტის №139 ბრძანება (სსმ III, 2002წ., №26, მუხ.217);

21. გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანების, უიმედო ვალად აღიარების და მისი ჩამოწერის ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 10 ივნისის №389 ბრძანება (სსმ III, 2004წ., №62, მუხ.539);

22. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგანგებო ლეგიონის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 30 აგვისტოს №271 ბრძანება (სსმ III, 2002წ., №88, მუხ.798);

23. „საწარმოებისა და ორგანიზაციებისათვის 1999 წლის 1 იანვრამდე გადავადებული 1996 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ბიუჯეტში ვადაგადაცილებული ძირითადი დავალიანების დაფარვის წესის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 1997 წლის 7 ივლისის №168 ბრძანება;

24. „აქციზების გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ ინსტრუქციის თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 1997 წლის 13 ოქტომბრის №240 ბრძანება;

25. „დამატებული ღირებულების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ“ ინ­სტრუქ­ციის თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 1997 წლის 16 ოქტომბრის №242 ბრძანება;

26. „ინდივიდუალური საწარმოებისათვის (მეწარმე­თათვის) პრეზუმფციული გადასახადის (ერთიანი მინიმალური მიმდინარე გადასახდელი) გამოანგა­რიშებისა და გადახდის წესის შესახებ“ ინსტრუქციის თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 1998 წლის 17 ივნისის №158 ბრძანება;

27. „საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გადასინჯვის წესის შესახებ ინსტრუქციის თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 1998 წლის 13 ივლისის №180 ბრძანება;

28. „სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული, მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის – ალკოჰოლიანი სასმელისა და თამბაქოს ნაწარმის საქართველოში რეალიზაციის და განადგურების წესის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის საქარ­თველოს საგადასახადო სახელმწიფო დეპარტამენ­ტის თავმჯდომარისა და საქართველოს საბაჟო სახელ­მწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 1999 წლის 19 ნოემბრის №246/285/224 ერთობლივი ბრძანება (სსმ III, 1999წ., №66 (73), მუხ.1031);

29. „აქციზური მარკის ნომინალური ღირებულების აკუმულირებისა და მისი განკარგვის წესის შესახებ“ საქარ­თველოს ფინანსთა მინისტრის 1999 წლის 24 დეკემბრის №258 ბრძანება (სსმ III, 1999წ., №70 (77), მუხ.1081);

30. „ალკოჰოლიანი სასმელების, ლუდისა და თამბაქოს ნაწარმის აქციზური მარკებით ნიშანდების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართვე­ლოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 5 აგვისტოს №249 ბრძანება(სსმ III, 2002წ., №81, მუხ.744);

31. „ქონებაზე ყადაღის დადების, დაყადაღებული ქონების ამოღებისა და შენახვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 20 სექტემბრის №297 ბრძანება (სსმ III, 2002წ., №93, მუხ.826);

32. „აქციზური მარკების ფერებისა და მათზე აღნიშნული ნუმერაციის განმსაზღვრელი სისტემის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2003 წლის 3 აპრილის №170 ბრძანება (სსმ III, 2003წ., №31 მუხ.247);

33. „საქართველოს საგადასახადო ინსპექციის ოპერატიული სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 1998 წლის 13 მარტის №66 ბრძანება;

34. „აქციზური მარკების ფერებისა და მათზე დატანილი ნუმერაციის განსაზღვრული სისტემის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 2 ნოემბრის №707 ბრძანება (სსმ III, 2004წ., №130, მუხ.1154);

35. „საქართველოს კუთვნილი საზღვარგარეთ მცურავი გემების ეკიპაჟებისათვის სადღეღამისო ანაზღაურების ნორმების დაწესების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 1998 წლის 7 აპრილის №83 ბრძანება;

36. „საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გადასინჯვის წესის შესახებ ინსტრუქციის თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 1998 წლის 13 ივლისის №180 ბრძანება;

37. „ალკოჰოლიანი სასმელების, ლუდის და თამბაქოს ნაწარმის აქციზური მარკებით ნიშანდების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართვე­ლოს ფინანსთა მინისტრის, საქართველოს სახელმწიფო საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის, საქართვე­ლოს სახელმწიფო საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდო­მარის 1999 წლის 28 იანვრის №24/17/23 ბრძანება (სსმ III, 1999წ., №3(10), მუხ.57);

38. „ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი იურიდიული და ფიზიკური პირების წარმომადგენლობითი ხარჯების ნორმების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2001 წლის 23 იანვრის №12 ბრძანება (სსმ III, 2001წ., №9, მუხ.85).

    მუხლი 2

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ალექსიშვილი