ახალი კორონავირუსი COVID 19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით საქართველოს მეზღვაურთა წვრთნისა და სერტიფიცირების სფეროში განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ

ახალი კორონავირუსი COVID 19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით საქართველოს მეზღვაურთა წვრთნისა და სერტიფიცირების სფეროში განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 05
დოკუმენტის მიმღები საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 06/04/2020
დოკუმენტის ტიპი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/04/2020
სარეგისტრაციო კოდი 310150000.55.067.016114
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
05
06/04/2020
ვებგვერდი, 06/04/2020
310150000.55.067.016114
ახალი კორონავირუსი COVID 19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით საქართველოს მეზღვაურთა წვრთნისა და სერტიფიცირების სფეროში განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (22/01/2021 - 06/08/2021)

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სა მინისტრ ს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №05

2020 წლის 6 აპრილი

ქ. ბათუმი

 

ახალი კორონავირუსი COVID 19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით საქართველოს მეზღვაურთა წვრთნისა და სერტიფიცირების სფეროში განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის, „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი და მე-5 მუხლების, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის 2020 წლის 17 მარტის No.4204/Add.5 ცირკულარის „კორონავირუსი (COVID-19) – სახელმძღვანელო მეზღვაურთა სერტიფიცირების სფეროში“ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული „ახალი კორონავირუსი COVID 19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით საქართველოს მეზღვაურთა წვრთნისა და სერტიფიცირების სფეროში განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიება.“.
მუხლი 2
ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 12 მარტის ბრძანება №01 „მეზღვაურთა სერტიფიცირების სფეროში COVID 19-თან დაკავშირებით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“.

 

მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორითამარ იოსელიანი



ახალი კორონავირუსი COVID 19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით საქართველოს მეზღვაურთა წვრთნისა და სერტიფიცირების სფეროში განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ

 


მუხლი 1. მიზანი

1. ახალი კორონავირუსი COVID 19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით, საქართველოს მეზღვაურთა წვრთნისა და სერტიფიცირების სფეროში, განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების მიზანია მსოფლიოში ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით სააგენტომ მეზღვაურთა სერტიფიცირების სფეროში დააწესოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებებისგან გამონაკლისი.

2. ყველა მეზღვაურის საბუთი (კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატი/კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი/მეზღვაურის წიგნაკი), რომლის მოქმედების ვადაც იწურება 2020 წლის 1 სექტემბრამდე ავტომატურად იქნეს გაგრძელებული 6 თვით. აღნიშნული ვადის გაგრძელებით სარგებლობს ყველა სერტიფიკატის მქონე მეზღვაური სააგენტოზე ოფიციალურად მომართვის გარეშე.

3. ყველა გემზე მყოფი მეზღვაურის სამედიცინო მოწმობა, რომელიც გაცემულია და რომლის მოქმედების ვადაც ამოიწურა  2020 წლის 1 იანვრის შემდეგ, ავტომატურად იქნეს გაგრძელებული 6 თვის ვადით. აღნიშნული ვადის გაგრძელებით სარგებლობს მეზღვაური სააგენტოზე ოფიციალურად მომართვის გარეშე.

31. ის მეზღვაურები, რომელებიც იმყოფება საერთაშორისო ნაოსნობაში და მათ საბუთებს (კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატი/კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი/მეზღვაურის წიგნაკი)  მოქმედების ვადა ეწურება 2020 წლის 1 სექტემბრიდან 2020 წლის 31 დეკემბერამდე, სერტიფიკატები მოქმედების ვადა ავტომატურად იქნეს გაგრძელებული 2021 წლის 31 მარტამდე.

32. ის მეზღვაურები, რომლებიც იმყოფება საერთაშორისო ნაოსნობაში და მეზღვაურის სამედიცინო მოწმობას, რომელიც გაცემულია და რომლის მოქმედების ვადაც იწურება 2020 წლის 31 დეკემბერამდე, მეზღვაურის სამედიცინო მოწმობის მოქმედების ვადა ავტომატურად იქნეს გაგრძელებული 2021 წლის 31 მარტამდე.

33. მეზღვაურები,  რომელებიც იმყოფებიან საერთაშორისო ნაოსნობაში და მათ საბუთებს (კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატი/კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი/მეზღვაურის წიგნაკი)  მოქმედების ვადა ეწურება 2021 წლის 1 იანვრიდან – 2021 წლის 30 აპრილამდე, სერტიფიკატების/მეზღვაურის წიგნაკის მოქმედების ვადა ავტომატურად იქნეს გაგრძელებული 2021 წლის 30 ივნისამდე.

34. მეზღვაურები, რომლებიც იმყოფებიან საერთაშორისო ნაოსნობაში და მეზღვაურის სამედიცინო მოწმობას, რომელიც გაცემულია და რომლის მოქმედების ვადაც იწურება 2021 წლის 30 აპრილამდე, მეზღვაურის სამედიცინო მოწმობის მოქმედების ვადა ავტომატურად იქნეს გაგრძელებული  2021 წლის 30 ივნისამდე.

4. მეზღვაურებს, რომელთა კომპეტენციის ან კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატების მოქმედების ვადა ეწურებათ იმ პერიოდის განმავლობაში, სანამ მოქმედებს COVID-19თან დაკავშირებული შეზღუდვები და რომლებიც დარეგისტრირებულნი იყვნენ ან დარეგისტრირდებიან სერტიფიკატის განსაახლებლად საჭირო კურსებზე სააგენტოს მიერ აღიარებულ მეზღვაურთა საწვრთნელ ცენტრში, რომლის ჩატარებაც შეიზღუდა კორონა ვირუსის COVID-19 გამო, შეუძლიათ სერტიფიკატის განსაახლებლად გააკეთონ განაცხადი ჩვეულებისამებრ 2020 წლის 22 აპრილიდან. სააგენტო ყველა ასეთ მეზღვაურზე გასცემს შეაბამისი ვადიანობის სერტიფიკატებს, კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში. ასეთი უფლებით სარგებლობისთვის მეზღვაური ვალდებულია წარადგინოს მტკიცებულება, რომ იგი დარეგისტრირებულია შესაბამის საწვრთნელ ცენტრში, შესაბამის საწვრთნელ კურსზე. ადმინისტრაციული წერილი, რომელიც გაიცემა ყველა ასეთ სერტიფიკატზე დაადგენს ვალდებულებას, რომ მართვის/ექსპლუატაციის დონის მეზღვაური სერტიფიკატის გაცემიდან 6 თვის ვადაში, ხოლო რიგითი შემადგენლობა 9 თვის ვადაში, ვალდებულია გაიაროს შესაბამისი საწვრთნელი კურსი. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, წვრთნის გაუვლელობის შემთხვევაში, გაცემული სერტიფიკატის მოქმედება შეჩერდება. საზღვაო უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, წინამდებარე პუნქტით დადგენილი პირობები არ ეხებათ იმ მეზღვაურებს, რომელთა სერტიფიცირებაც ხორციელდება შესაბამის თანამდებობაზე პირველად.

5. საჭიროების შემთხვევაში სააგენტოს მეზღვაურთა დეპარტამენტს დაევალოს ამ მუხლიდან გამომდინარე საჭირო ცნობების გაცემა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 9 ოქტომბრის ბრძანება №13 - ვებგვერდი, 09.10.2020წ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 22 იანვრის ბრძანება №01 - ვებგვერდი, 22.01.2021წ.

მუხლი 2. შეტყობინება საერთაშორისო ორგანიზაციებს

წინამდებარე ბრძანება საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) წევრ სახელმწიფოებში დაიგზავნოს IMO-ს სამდივნოს მეშვეობით.