სსიპ - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 6 აპრილის N05 „ახალი კორონავირუსი COVID-19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით საქართველოს მეზღვაურთა წვრთნისა და სერტიფიცირების სფეროში განხორციელებული ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

სსიპ - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 6 აპრილის N05 „ახალი კორონავირუსი COVID-19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით საქართველოს მეზღვაურთა წვრთნისა და სერტიფიცირების სფეროში განხორციელებული ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 10
დოკუმენტის მიმღები საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 06/08/2021
დოკუმენტის ტიპი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/08/2021
სარეგისტრაციო კოდი 310150000.55.067.016136
10
06/08/2021
ვებგვერდი, 09/08/2021
310150000.55.067.016136
სსიპ - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 6 აპრილის N05 „ახალი კორონავირუსი COVID-19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით საქართველოს მეზღვაურთა წვრთნისა და სერტიფიცირების სფეროში განხორციელებული ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №10

2021 წლის 6 აგვისტო

ქ. ბათუმი

სსიპ – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 6 აპრილის №05 „ახალი კორონავირუსი COVID-19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით საქართველოს მეზღვაურთა წვრთნისა და სერტიფიცირების სფეროში განხორციელებული ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 6 აპრილის №05 ბრძანებით დამტკიცებულ „ახალი კორონავირუსი COVID-19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით საქართველოს მეზღვაურთა წვრთნისა და სერტიფიცირების სფეროში განხორციელებული ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. წესის პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „35“, „36“, „37“ და „38“ პუნქტები:

 „35. მეზღვაურები, რომლებიც იმყოფებიან საერთაშორისო ნაოსნობაში და მათ საბუთებს (კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატი/კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი/მეზღვაურის წიგნაკი) მოქმედების ვადა ეწურება 2021 წლის 1 ოქტომბრამდე,  გემთმფლობელის ან/და გემის ოპერატორი კომპანიის წერილობითი მომართვის საფუძველზე, მეზღვაურის წიგნაკის, კომპეტენციის/კვალიფიკაციის სერტიფიკატის მოქმედების ვადას სააგენტო აგრძელებს არაუმეტეს 3 (სამი) თვის ვადით, სერტიფიკატის მოქმედების ვადის ამოწურვის მომენტიდან.

36. მეზღვაურის წიგნაკის, კომპეტენციის/კვალიფიკაციის სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელება ხორციელდება სააგენტოს მიერ გაცემული წერილის საფუძველზე, რომლის ტიპური ფორმა მოცემულია დანართ №1-ში.

37. მეზღვაურის წიგნაკის, კომპეტენციის/კვალიფიკაციის სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელებისათვის სააგენტოში გემთმფლობელის/გემის ოპერატორის მიერ წარმოდგენილი წერილობით შეტყობინება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: მეზღვაურის გემზე ყოფნის პერიოდი, გემის ადგილმდებარეობა, მომდევნო  ნავსადგური. შეტყობინებას ასევე უნდა ახლდეს მეზღვაურის წერილობითი თანხმობა სერტიფიკატის ვადის გაგრძელების თაობაზე.

38. წინამდებარე მუხლის 35 ქვეპუნტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მეზღვაურები, რომლებიც იმყოფებიან საერთაშორისო ნაოსნობაში და მათ სამედიცინო მოწმობას მოქმედების ვადა ეწურება 2021 წლის 1 ოქტომბრამდე, ავტომატურად იქნეს გაგრძელებული 3 თვის ვადით.“.

2. წესის პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. მეზღვაურის წიგნაკის, კომპეტენციის/კვალიფიკაციის სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელების შემთხვევაში სააგენტოს მეზღვაურთა დეპარტამენტი უზრუნველყოფს ელექტრონული რეესტრის წარმოებას.“.

 

 

დანართი №1

მეზღვაურის წიგნაკის, კომპეტენციის/კვალიფიკაციის მოქმედების ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებული წერილის ტიპური ფორმა

20------

ყველა კომპეტენტურ ორგანოს ------------------------

საქართველოს სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო“ ადასტურებს, რომ მეზღვაური

–––––––––––––––––––––––––––––––, რომელიც

(სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი №)

ამჟამად მუშაობს ––––––––––––––– დროშის ქვეშ მცურავ გემზე –––––––––––––––––––

                          (სახელმწიფოს დასახელება)                                                  (გემის სახელწოდება)

––––––––––––––––––––––– თანამდებობაზე,

(თანამდებობა გემზე)

მეზღვაურის წიგნაკის, კომპეტენციის/კვალიფიკაციის მოქმედების

(დოკუმენტის №)

 ვადა გაუგრძელდა –––––––––––––––– მდე,

                                     (რიცხვი, თვე, წელი)

მეზღვაურის შეცვლის შეუძლებლობის გამო არსებულ რეისში.

უფლებამოსილი თანამდებობის პირის

სახელი, გვარი,

ხელმოწერა

 

 

 

The form of Seaman's Book, Certificate of Competency/Proficiency validity extension letter

 (Model Letter)

To whom it may concern ------------------

The LEPL "Maritime Transport Agency" confirms, that the seafarer ––––––––––––––––– who is currently working on board

(Full name, date of birth, personal N)

 

a ship –––––––––––– sailing under the ––––––––––– flag, for the position –––––––––––––––––– ,

(Ship name)    (State name)       (Position on the ship)

 

Seaman's Book, Certificate of Competency/Proficiency

(Document N)

Is prolonged to ––––––––––––––––, until ––––––––––––––––,

(Day, month, year)

Because of the impossibility of disembarkation of seafarer.

Authorized official

First Name,

Last Name, Signature

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორითამარ იოსელიანი