სსიპ საზღვაო ტრასპორტის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 06 აპრილის №05 „ახალი კორონავირუსი COVID 19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით საქართველოს მეზღვაურთა წვრთნისა და სერტიფიცირების სფეროში განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 13
დოკუმენტის მიმღები საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 09/10/2020
დოკუმენტის ტიპი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/10/2020
სარეგისტრაციო კოდი 310150000.55.067.016122
13
09/10/2020
ვებგვერდი, 09/10/2020
310150000.55.067.016122
სსიპ საზღვაო ტრასპორტის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 06 აპრილის №05 „ახალი კორონავირუსი COVID 19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით საქართველოს მეზღვაურთა წვრთნისა და სერტიფიცირების სფეროში განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
 
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №13

2020 წლის 9 ოქტომბერი

ქ. ბათუმი

სსიპ საზღვაო ტრასპორტის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 06 აპრილის N05 „ახალი კორონავირუსი COVID 19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით საქართველოს მეზღვაურთა წვრთნისა და სერტიფიცირების სფეროში განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრასპორტის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 6 აპრილის  N05  ბრძანებით დამტკიცებულ „ახალი კორონავირუსი COVID 19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით საქართველოს მეზღვაურთა წვრთნისა და სერტიფიცირების სფეროში განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და წესის პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „31“ და „32“ პუნქტები:

„31. ის მეზღვაურები,  რომელებიც იმყოფება საერთაშორისო ნაოსნობაში და მათ საბუთებს (კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატი/კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი/მეზღვაურის წიგნაკი)  მოქმედების ვადა ეწურება 2020 წლის 1 სექტემბრიდან 2020 წლის 31 დეკემბერამდე, სერტიფიკატები მოქმედების ვადა ავტომატურად იქნეს გაგრძელებული 2021 წლის 31 მარტამდე.

3 2. ის მეზღვაურები, რომლებიც იმყოფება საერთაშორისო ნაოსნობაში და მეზღვაურის სამედიცინო მოწმობას, რომელიც გაცემულია და რომლის მოქმედების ვადაც იწურება  2020 წლის 31 დეკემბერამდე, მეზღვაურის სამედიცინო მოწმობის მოქმედების ვადა ავტომატურად იქნეს გაგრძელებული  2021 წლის 31 მარტამდე.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორითამარ იოსელიანი