ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის და მუნიციპალური სერვისების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის და მუნიციპალური სერვისების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 34
დოკუმენტის მიმღები ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 06/09/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/09/2019
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.105.016523
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
34
06/09/2019
ვებგვერდი, 12/09/2019
010250050.35.105.016523
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის და მუნიციპალური სერვისების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (12/09/2019 - 06/12/2019)

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება   №34

2019 წლის 6 სექტემბერი

ქ.ზუგდიდი

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის და მუნიციპალური სერვისების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ორგანული კანონის „,ნორმატიული აქტების  შესახებ“ მე-20  მუხლის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის და მუნიციპალური სერვისების სამსახურის დებულება“.  
მუხლი 2
დადგენილების ძალაში შესვლისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის და მუნიციპალური სერვისების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის №21  დადგენილება.
მუხლი 3
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე, აქტის მოქმედება გავრცელდეს 2019 წლის 12  სექტემბრიდან  წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემამუკა წოწერია



დანართი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის და მუნიციპალური სერვისების  სამსახურის დებულება

მუხლი 1. მერიის ეკონომიკური პოლიტიკის და მუნიციპალური სერვისების სამსახური

1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის და მუნიციპალური სერვისების სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბუნებრივ რესურსებზე და არსებულ ინფრასტუქტურაზე მონაცემთა ბაზის შექმნას, უძრავ-მოძრავი ქონების აღრიცხვარეგისტრაციას, მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარების ხელშეწყობას და საინვესტიციო აქტივობებისა და საინვესტიციო პორტფელების მომზადებას.

2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

3. სამსახურს აქვს ბეჭედი და ბლანკი საკუთარი სახელწოდებით და სხვა საჭირო რეკვიზიტებით.

4. სამსახურის ადგილსამყოფელია: ქ. ზუგდიდი, შოთა რუსთაველის ქ. №90.

მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა

1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, სამსახურის უფროსის მოადგილეებისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების – განყოფილებებისაგან.

2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება მერიის დებულებითა და სამუშაოთა აღწერილობით. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის უფროსის ერთ-ერთი  მოადგილე ან განყოფილების უფროსი

3. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან.

4. განყოფილების საქმიანობას კოორდინაციას უწევს სამსახურის უფროსის მოადგილე, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება მერიის დებულებითა და სამუშაოთა აღწერილობით. სამსახურის უფროსის მოადგილის არყოფნის შემთხვევაში, მის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე ან განყოფილების უფროსი.

5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების  უფროსი, რომლის უფლებამოსილება განისაზღვრება მერიის დებულებითა და    სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.

6. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულებითა და სამუშაოთა აღწერილობებით.

7. სამსახურის მოხელეთა      თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლება და კარიერული განვითარება განისაზღვრება მერიის დებულებითა და ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

8. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) მუნიციპალური სერვისების და ბუნებრივი რესურსების მართვის განყოფილება;

ბ) ქონების მართვის განყოფილება;

გ) ტრანსპორტის განყოფილება;

დ) საინვესტიციო პროექტების და დონორებთან ურთიერთობის განყოფილება.

მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები

სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების აღრიცხვას და რეგისტრაციას,  მუნიციპალური ქონების კატეგორიების განსაზღვრასა და შეცვლასთან დაკავშირებით რეკომენდაციების შემუშავებას.  სახელმწიფო საკუთრების ქონების მუნიციპალურ საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას;

ბ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული აქციების, ფასიანი ქაღალდების აღრიცხვას.  მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოების საკითხებზე რეკომენდაციების შემუშავებას. მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოებში პარტნიორის უფლება-მოვალეობის განხორციელებას;

გ) მუნიციპალური ქონებით სარგებლობის წესებთან და მუნიციპალური ქონების პრივატიზებასა და სარგებლობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებით რეკომენდაციების შემუშავებას;

დ) მუნიციპალური ქონების შეფასების პროცედურებისა და მუნიციპალური საკუთრების განკარგვასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელებას. მუნიციპალური ქონების პრივატიზაციის გეგმის შემუშავებასა და განხორციელებას;

ე) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ბუნებრივ რესურსებზე და არსებულ ინფრასტრუქტურაზე მონაცემთა ბაზის შექმნას. ბუნებრივ რესურსებზე ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებით წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებას. მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების ფარგლებში ბუნებრივი რესურსების მოპოვებასთან დაკავშირებით შეთანხმებების გაცემას;

ვ)  ელ. ენერგიის,  წყალმომარაგებისა     და ბუნებრივი აირის მომწოდებელ ორგანიზაციებისგან მათი მომსახურეობის შესყიდვის მიზნით შესაბამისი დოკუმენტაციების მომზადებას;

ზ) ინფრასტრუქტურის (სერვისების) საკითხებზე შესაბამისი სამსახურებისათვის ინფორმაციის მიწოდებას. მუნიციპალური პროექტების განხორციელების მიზნით საპროექტო წინადადებების მომზადებაში მონაწილეობის მიღებას;

თ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ჩამოყალიბების ხელშეწყობას, ამხანაგობის აღრიცხვასა და მონაცემთა ბაზის შექმნა, ბიუჯეტით დამტკიცებული „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თხოვნით, წევრთა საერთო ქონების ექსპლუატაციისა და განვითარებისთვის აუცილებელი სამუშაოების დაფინანსების მიზნით, მომზადებული საბაზისო დოკუმენტაციის შესაბამისი სამსახურებისთვის მიწოდებას, პრიორიტეტული პროექტების განსაზღვრაში მონაწილეობის მიღებას;

ი) წინადადებებისა და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საწარმოების დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის საკითხებზე;

კ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მართვის და ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე საგზაო მოძრაობის ორგანიზებას, ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების ადგილებით უზრუნველყოფას და დგომა-გაჩერების წესების რეგულირებას;

ლ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის დაგეგმარებას, მარშრუტებისა და გრაფიკების დადგენას, რეგულარულ სამგზავრო გადაყვანის შესახებ შესაბამისი ნებართვის გაცემას. მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზებას, წინადადებების მომზადებას მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტის შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების თაობაზე;

მ) მუნიციპალური ტრანსპორტის ერთიან სამარშრუტო ქსელში ჭარბი მგზავრთა ნაკადების განვითარებისათვის აუცილებელი ღონისძიებების განხორციელებას, სამარშრუტო ქსელის დახვეწასა და განვითარებაზე წინადადებების მომზადებას, მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივი ავტოტრანსპორტის გაჩერებების, დროებითი ავტოსადგომების და სხვა ინფრასტრუქტურის განვითარებისა და მიზანშეწონილობის შესახებ წინადადებების მომზადებასა და მათი სქემების შეთანხმებაში მონაწილეობის მიღებას;

ნ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, ქუჩებზე, მოედნებზე, სატრანსპორტო საშუალებებისა და ქვეითად მოსიარულეთა მოძრაობის ორგანიზაციის გასაუმჯობესებელ ღონისძიებათა შემუშავებასა და დანერგვას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის სამსახურთან და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელოსა და ზემო სვანეთის მთავარ სამმართველოსთან ერთად;

ო) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას მუნიციპალური ტრანსპორტის ორგანიზების საკითხებზე, შესაბამისი მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და მათი განხორციელების მონიტორინგს, წინადადებების მომზადებას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში შემავალი საზოგადოებრივი მომსახურების ტარიფების განსაზღვრის, აგრეთვე ამ მომსახურების მიმწოდებლებსა და მომხმარებლებს შორის ხელშეკრულებების მომზადების საკითხებზე;

პ) სამგზავრო ტრანსპორტის განვითარების პროგრამის შემუშავებაში მონაწილეობის მიღებას, მუნიციპალიტეტის სატრანსპორტო სქემისა და პოლიტიკის შემუშავებას;

ჟ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების (სატრანსპორტო საშუალებების, სპეციალური ტექნიკის) აღრიცხვას, რეგისტრაციასა და ექსპლუატაციის ნორმების დაცვაზე მონიტორინგს;

რ) მერიის მიერ დაფუძნებული ტრანსპორტის სფეროს მიკუთვნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის კოორდინაციასა და კონტროლს;

ს) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არაგაბარიტული, მძიმეწონიანი და საშიში ტვირთების გადამტანი სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის მარშრუტის შერჩევას, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გზის სავალ ნაწილზე სხვადასხვა სახის სამუშაოებისა და ღონისძიებების ჩატარების პერიოდში სატრანსპორტო საშუალებებისა და ქვეითად მოსიარულეთა მოძრაობის დროებითი სქემის შეთანხმებას;

ტ) კომპეტენციას მიკუთვნებული წერილების განხილვას და გადაწყვეტას;

უ) ეკონომიკური პოტენციალის ამაღლებისათვის, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სტიმულირების უზრუნველსაყოფად დარგობრივი მიმართულებების შესაბამისად სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზებას;

ფ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

მუხლი 4. ქონების მართვის განყოფილება

განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების აღრიცხვასა და რეგისტრაციას;

ბ) მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოებთან დაკავშირებით რეკომენდაციების შემუშავებას, მათ საკუთრებაში არსებულ ქონების განკარგვასთან დაკავშირებით;

გ) მუნიციპალური ქონების კატეგორიების (ძირითადი განუსხვისებელი და დამატებითი) განსაზღვრის შესახებ წინადადებების შემუშავებას.

დ) სახელმწიფო საკუთრების ქონების მუნიციპალურ საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას;

ე)  მუნიციპალური ქონების პრივატიზებასა და სარგებლობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებით რეკომენდაციების შემუშავებას;

ვ) მუნიციპალური ქონების შეფასების პროცედურების, მუნიციპალური ქონების პრივატიზაციის გეგმის შემუშავებასა და განხორციელებას;

ზ) მუნიციპალური საკუთრების განკარგვასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელებას;

თ) მოქმედი კანონმდებლობითა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

მუხლი 5. მუნიციპალური სერვისების და ბუნებრივი რესურსების მართვის განყოფილება

განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) მუნიციპალიტეტის ტერიატორიაზე, ბუნებრივ რესურსებზე და არსებულ ინფრასტუქტურაზე მონაცემთა ბაზის შექმნას;

ბ) არსებული ინფრასტრუქტურული  ობიექტების    გამართული ფუნქციონირებისათვის   შესაბამისი ღონისძიებების გატარებას;

გ) ელ. ენერგიის, წყალმომარაგებისა და ბუნებრივი აირის მომწოდებელ ორგანიზაციებისგან მათი მომსახურების შესყიდვის მიზნით შესაბამისი დოკუმენტაციების მომზადებას;

დ) ბუნებრივ რესურსებზე ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებით, წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებასა და მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების ფარგლებში ბუნებრივი რესურსების მოპოვებასთან დაკავშირებით შეთანხმებების გაცემას;

ე) მუნიციპალური  პროექტების განხორციელების მიზნით საპროექტო წინადადებების მომზადებაში მონაწილეობის მიღებას. მიმდინარე პროექტების შესრულების კონტროლს და  გამოვლენილი პრობლემების გადასაწყვეტად მერისათვის შესაბამისი წინადადების წარდგენას;

ვ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ჩამოყალიბების ხელშეწყობას, ამხანაგობის აღრიცხვას და მონაცემთა ბაზის შექმნას, ბიუჯეტით დამტკიცებული „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თხოვნით, წევრთა საერთო ქონების ექსპლუატაციისა და განვითარებისთვის აუცილებელი სამუშაოების დაფინანსების მიზნით, მომზადებული საბაზისო დოკუმენტაციის შესაბამისი სამსახურებისთვის მიწოდებას, პრიორიტეტული პროექტების განსაზღვრაში მონაწილეობის მიღებას;

ზ) ინფრასტრუქტურის (სერვისების) საკითხებზე შესაბამისი სამსახურებისათვის ინფორმაციის მიწოდებას;

თ) მოქმედი კანონმდებლობით და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

მუხლი 6. ტრანსპორტის განყოფილება

განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მართვის და ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე საგზაო მოძრაობის ორგანიზებას, ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების ადგილებით უზრუნველყოფას და დგომა-გაჩერების წესების რეგულირებას;

ბ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის დაგეგმარებას, მარშრუტებისა და გრაფიკების დადგენას, რეგულარულ სამგზავრო გადაყვანის შესახებ შესაბამისი ნებართვის გაცემას. მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზებას, წინადადებების მომზადებას მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტის შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების თაობაზე;

გ) მუნიციპალური ტრანსპორტის ერთიან სამარშრუტო ქსელში  მგზავრთა ჭარბი ნაკადების განვითარებისათვის აუცილებელი ღონისძიებების განხორციელებას, სამარშრუტო ქსელის დახვეწასა და განვითარებაზე წინადადებების მომზადებას. მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივი ავტოტრანსპორტის გაჩერებების, დროებითი ავტოსადგომების და სხვა ინფრასტრუქტურის განვითარებისა და მიზანშეწონილობის შესახებ წინადადებების მომზადებასა და მათი სქემების შეთანხმებაში მონაწილეობის მიღებას;

დ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, ქუჩებზე, მოედნებზე, სატრანსპორტო საშუალებებისა და ქვეითად მოსიარულეთა მოძრაობის ორგანიზაციის გასაუმჯობესებელ ღონისძიებათა შემუშავებასა და დანერგვას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის სამსახურთან და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელოსა და ზემო სვანეთის მთავარ სამმართველოსთან ერთად;

ე) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას მუნიციპალური ტრანსპორტის ორგანიზების საკითხებზე, შესაბამისი მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და მათი განხორციელების მონიტორინგს;

ვ) წინადადებების მომზადებას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში შემავალი საზოგადოებრივი მომსახურების ტარიფების განსაზღვრის, აგრეთვე ამ მომსახურების მიმწოდებლებსა და მომხმარებლებს შორის ხელშეკრულებების მომზადების საკითხებზე;

ზ) სამგზავრო ტრანსპორტის განვითარების პროგრამის შემუშავებაში მონაწილეობის მიღებასა და მუნიციპალიტეტის სატრანსპორტო სქემისა და პოლიტიკის შემუშავებას;

თ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების (სატრანსპორტო საშუალებების, სპეციალური ტექნიკის) აღრიცხვას, რეგისტრაციასა და ექსპლუატაციის ნორმების დაცვაზე მონიტორინგს;

ი) მერიის მიერ დაფუძნებული ტრანსპორტის სფეროს მიკუთვნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის კოორდინაციასა და კონტროლს;

კ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არაგაბარიტული, მძიმეწონიანი და საშიში ტვირთების გადამტანი სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის მარშრუტის შერჩევას;

ლ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გზის სავალ ნაწილზე სხვადასხვა სახის სამუშაოებისა და ღონისძიებების ჩატარების პერიოდში სატრანსპორტო საშუალებებისა და ქვეითად მოსიარულეთა მოძრაობის დროებითი სქემის შეთანხმებას;

მ) მოქმედი კანონმდებლობითა და მერიის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

მუხლი 7. საინვესტიციო პროექტების და დონორებთან ურთიერთობის განყოფილება

 განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) მუნიციპალიტეტის საინვესტიციო პოტენციალის იდენტიფიცირებასა და შესაბამისი აქტივობების მხარდაჭერას;

ბ) საინვესტიციო პორტფელის შექმნა (მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში კატალოგის, გზამკვლევის ან სხვა დამხმარე პუბლიკაციების შექმნა);

გ) საინვესტიციო პოტენციალის მქონე დარგების შესახებ საჭირო ინფორმაციის თავმოყრას შემდგომში ინვესტორებისთვის გაცნობის მიზნით;

დ) მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებსა და ინვესტორებს შორის შეხვედრების ორგანიზებასა და კოორდინაციას;

ე) საინვესტიციო ფორუმებში, კონფერენციებში და გამოფენა-გაყიდვებში მონაწილეობის მიღებას;

ვ) სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან და არასამთავრობო სექტორთან ურთიერთობას;

ზ) დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობასა  და საგრანტო შესაძლებლობების გამოვლენას;

თ) მოქმედი დონორებისა და პროგრამების შესახებ დეტალური ბაზის შექმნასა და განახლებას;

ი) დონორების მიერ ორგანიზებულ საკოორდინაციო შეხვედრებში მონაწილეობის მიღებას.

მუხლი 8. სამსახურის დებულების დამტკიცება და მასში ცვლილებების შეტანა

დებულებაში ცვლილებისა და   დამატების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მერის წარდგინებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.