“ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის და მუნიციპალური სერვისების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 6 სექტემბრის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

“ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის და მუნიციპალური სერვისების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 6 სექტემბრის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 18
დოკუმენტის მიმღები ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 01/07/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/07/2022
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.105.016629
18
01/07/2022
ვებგვერდი, 05/07/2022
010250050.35.105.016629
“ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის და მუნიციპალური სერვისების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 6 სექტემბრის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №18

2022 წლის 1 ივლისი

ქ.ზუგდიდი

 

„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის და მუნიციპალური სერვისების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 6 სექტემბრის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის  მე-4 ნაწილის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 

 


მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის და მუნიციპალური სერვისების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 6 სექტემბრის №34 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 12/09/2019, ს/კ 010250050.35.105.016523) და დადგენილებით დამტკიცებული:

ა)  დებულების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის და მუნიციპალური სერვისების სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბუნებრივ რესურსებზე და არსებულ ინფრასტუქტურაზე მონაცემთა ბაზის შექმნას, უძრავ-მოძრავი ქონების აღრიცხვა-რეგისტრაციას, მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარების ხელშეწყობას, საინვესტიციო აქტივობებისა და საინვესტიციო პორტფელების მომზადებას და მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობას.“

ბ) დებულების მე-2 მუხლის მე-8 პუნქტს დაემატოს „ე“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის განყოფილება. “

გ) დებულების მე-3 მუხლის „უ“ პუნქტს დაემატოს „უ.ა.“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„უ.ა. საქართველოს მთავრობის და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების განხორციელების ხელშეწყობას; სოფლის მეურნეობის დარგში საინვესტიციო პროექტების განხორციელების ხელშეწყობასა და დაინტერესებულ პირთა საჭირო ინფორმაციით უზრუნველყოფას; მელიორაციის სფეროში საქართველოს მთავრობის და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი პროექტების ხელშეწყობას უფლებამოსილების ფარგლებში; მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის სათანადოდ მოდერნიზაციის ღონისძიებების განხორციელებას; მეცხოველეობის დარგის მდგომარეობის მონიტორინგს; სასურსათო პროდუქტების გადამამუშავებელი, შესანახი ინფრასტრუქტურის, სასოფლო-სამეურნეო მანქანა-დანადგარების, მომსახურების ცენტრების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების შესახებ ინფორმაციის კონსოლიდაციას და დაინტერესებული უწყებებისთვის /პირებისთვის/ მიწოდებას; სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგში პროდუქტიულობის გაზრდის ღონიძიებების განხორციელებასა და ამ სფეროში დასაქმებული ან დასაქმების მსურველი ადამიანების კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობას; სოფლის მეურნეობის დარგში დასაქმების მსურველთა ბაზის შექმნას, მათი დასაქმების ხელშეწყობის მიზნით; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ეროვნული ტრადიციებისა და გამოცდილების, ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით აგრარული პროექტების განხორციელების ხელშეწყობას; მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის მდგომარეობის სტატისტიკური მონაცემების შეგროვებას,  მათი სისტემატიზაციასა და ანალიზს; მოსახლეობისთვის აგრალურ საკითხებზე საკონსულტაციო საგანმანათლებლო მომსახურების გაწევას;

დ) დებულებას დაემატოს 71 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 71. სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის განყოფილება

განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ორგანოებში რიცხული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის რაოდენობის აღრიცხვას მათი საგაზაფხულო და სხვა სახის სამუშაოების შესრულებისათვის მზადყოფნის მიზნით;

ბ)  მუნიციპალიტეტის ცალკეული ტერიტორიული ორგანოების მიხედვით სოფლის მეურნეობის  დარგის სრულ მონიტორინგს;

გ) სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების კუთხით მოკლევადიანი და გრძელვადიანი სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობის მიღებას;

დ) სოფლის მეურნეობის დარგში საინვესტიციო პროექტების განხორციელების ხელშეწყობასა და დაინტერესებულ პირთა საჭირო ინფორმაციით უზრუნველყოფას;

ე) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამის სამსახურებთან  აქტიურ თანამშრომლობას;

ვ) მელიორაციის სფეროში საქართველოს მთავრობის და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი პროექტების ხელშეწყობას უფლებამოსილების ფარგლებში;

ზ) მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის სათანადოდ მოდერნიზაციის ღონისძიებების განხორციელებას;

თ)   სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგში პროდუქტიულობის გაზრდის ღონიძიებების განხორციელებასა და ამ სფეროში დასაქმებული ან დასაქმების მსურველი ადამიანების კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობას;

ი)  სოფლის მეურნეობის დარგში დასაქმების მსურველთა ბაზის შექმნას, მათი დასაქმების ხელშეწყობის მიზნით;  

კ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ეროვნული ტრადიციებისა და გამოცდილების, ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით აგრარული პროექტების განხორციელების ხელშეწყობას;

ლ) მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის მდგომარეობის სტატისტიკური მონაცემების შეგროვებას,  მათი სისტემატიზაციასა და ანალიზს;

მ) საგაზაფხულო სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის შეგროვებას, დამუშავებას, შესაბამისი დაინტერესებული უწყებებისთვის ინფორმაციის მიწოდებას და საგაზაფხულო სამუშაოების მსვლელობის მონიტორინგის განხორციელებას;

ნ) საინფორმაციო ბიულეტენების, ბუკლეტების შედგენას, გამოცემას და გავრცელებას;

ო) სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნე დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის თანამედროვე მეთოდების დანერგვასა და ხელშეწყობას;

პ) მოსახლეობისთვის აგრალურ საკითხებზე საკონსულტაციო საგანმანათლებლო მომსახურების გაწევას;

ჟ)  სახელმწიფო და არასახელმწიფო აგრალური პროექტების დანერგვა - განზოგადოებას მუნიციპალიტეტის მოსახლეობაში;

რ) მეცხოველეობის დარგის მდგომარეობის მონიტორინგს და პირუტყვთა სულადობისა და პროდუქტიულობის მონაცემების დამუშავებას ცალკეული ტერიტორიული ორგანოების მიხედვით;

ს) მუნიციპალიტეტში მეცხოველეობის დარგის განვითარების ხელშეწყობისთვის საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო სახსრების მოძიება-მოპოვებას;

ტ) მეცხოველეობაში ცხოველთა და ფრინველთა სულადობისა და პროდუქტიულობის შესახებ ინფორმაციის მოძიებასა და დამუშავებას;

უ)  კოორდინირებას სახელმწიფო და არასახელმწიფო პროგრამებს მუნიციპალიტეტში სოფლის-მეურნეობის სხვადასხვა მიმართულების პროგრამების განხორციელებაში;

ფ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. “

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიგა ფარულავა