„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის და მუნიციპალური სერვისების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 6 სექტემბრის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 38
დოკუმენტის მიმღები ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 04/11/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/11/2022
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.105.016649
38
04/11/2022
ვებგვერდი, 08/11/2022
010250050.35.105.016649
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის და მუნიციპალური სერვისების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 6 სექტემბრის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
 
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №38

2022 წლის 4 ნოემბერი

ქ.ზუგდიდი

„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის და მუნიციპალური სერვისების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ “ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 6 სექტემბრის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის და მუნიციპალური სერვისების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 6 სექტემბრის №34 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 12/09/2019, ს/კ 010250050.35.105.016523) და დადგენილებით დამტკიცებული დანართის:

ა) მე-3  მუხლის ,,ჟ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჟ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების სატრანსპორტო საშუალებების, სპეციალური ტექნიკის (გარდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის თანამდებობის პირებზე განპიროვნებული, მუნიციპალური სამსახურებისა და მერის წარმომადგენლების სარგებლობაში არსებული სატრანსპორტო საშუალებებისა) აღრიცხვას, რეგისტრაციასა და ექსპლუატაციის ნორმების დაცვაზე მონიტორინგს; “

ბ) მე-6 მუხლის  ,,თ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების სატრანსპორტო საშუალებების, სპეციალური ტექნიკის (გარდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის თანამდებობის პირებზე განპიროვნებული, მუნიციპალური სამსახურებისა და მერის წარმომადგენლების სარგებლობაში არსებული სატრანსპორტო საშუალებებისა) აღრიცხვას, რეგისტრაციასა და ექსპლუატაციის ნორმების დაცვაზე მონიტორინგს;“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიგა ფარულავა