„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის და მუნიციპალური სერვისების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 6 სექტემბრის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის და მუნიციპალური სერვისების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 6 სექტემბრის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 29
დოკუმენტის მიმღები ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 22/06/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/06/2023
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.105.016685
29
22/06/2023
ვებგვერდი, 23/06/2023
010250050.35.105.016685
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის და მუნიციპალური სერვისების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 6 სექტემბრის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №29

2023 წლის 22 ივნისი

ქ. ზუგდიდი

 

„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის და მუნიციპალური სერვისების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ “ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 6 სექტემბრის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის და მუნიციპალური სერვისების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 6 სექტემბრის №34 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 12/09/2019, ს/კ 010250050.35.105.016523) და დადგენილებით დამტკიცებული დანართის:

ა) მე-2  მუხლის მე-8 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

„ე) ეკონომიკის და სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის განყოფილება.“;

ბ) 71 მუხლი ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

მუხლი 71. ეკონომიკის და სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის განყოფილება

განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) საქართველოს მთავრობისა  და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი ეკონომიკური და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ადგილობრივი და სახელმწიფო პროგრამების/ პროექტების განხორციელების ხელშეწყობას;

ბ) ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მდგომარეობის შესახებ და განვითარების ხელშეწყობისთვის საჭირო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებას, დამუშავებას და ანალიზს;

გ)   სოფლის მეურნეობის დარგში დასაქმებული მეურნე სუბიექტებისა და დაინტერესებული პირებისთვის დახმარების გაწევას პრობლემების გადაწყვეტაში;

დ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ორგანოებში რიცხული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის რაოდენობის აღრიცხვას მათი საგაზაფხულო და სხვა სახის სამუშაოების შესრულებისათვის მზადყოფნის მიზნით;

ე) სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების კუთხით მოკლევადიანი და გრძელვადიანი სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობის მიღებას;

ვ) სოფლის მეურნეობის დარგში საინვესტიციო პროექტების განხორციელების ხელშეწყობასა და დაინტერესებულ პირთა საჭირო ინფორმაციით უზრუნველყოფას;

ზ) სოფლის მეურნეობის დარგში დასაქმების მსურველთა ბაზის შექმნას, მათი დასაქმების ხელშეწყობის მიზნით; 

თ)  საგაზაფხულო სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის შეგროვებას, დამუშავებას, შესაბამისი დაინტერესებული უწყებებისთვის ინფორმაციის მიწოდებას და საგაზაფხულო სამუშაოების მსვლელობის მონიტორინგის განხორციელებას;

ი) მელიორაციის სფეროში საქართველოს მთავრობის და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი პროექტების განხორციელების ხელშეწყობას, უფლებამოსილების ფარგლებში;

კ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოფლის მეურნეობის დარგებსა და სფეროებში გამოვლენილი პრობლემებისა და არსებული მდგომარეობის ანალიზს და შეფასებას;

ლ) სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნე დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის თანამედროვე მეთოდების დანერგვასა და ხელშეწყობას;

მ) მოსახლეობისთვის აგრალურ საკითხებზე საკონსულტაციო  მომსახურების გაწევას;

ნ) მუნიციპალიტეტში მეცხოველეობის დარგის განვითარების ხელშეწყობისთვის საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო სახსრების მოძიება-მოპოვებას;

ო) მეცხოველეობაში ცხოველთა და ფრინველთა სულადობისა და პროდუქტიულობის შესახებ ინფორმაციის მოძიებასა და დამუშავებას;

პ)  უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოებთან შეთანხმებით ტყეების მოვლის, დაცვისა და აღდგენის  პროგრამების ხელშეწყობა;

ჟ) ადგილობრივ ტყის ფონდში სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების გატარებას,  ტყის აღდგენას, მის მოვლა-დაცვას, ტყის კულტურების გაშენებას, ეროზირებული ფართობების გატყევებას, ტყის ხანძრებთან ბრძოლის ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობას;

რ) უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოებისათვის ადგილობრივი ტყის ფონდის მიწების საზღვრების შეცვლის შესახებ წინადადების წარდგენას;

ს) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი/გასატარებელი გარემოსდაცვითი ღონისძიებების განხორციელებაში ხელშეწყობას უფლებამოსილების ფარგლებში;

ტ)   საქართველოს კანონმდებლობით, მერიის დებულებით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიგა ფარულავა