დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 60 |
დოკუმენტის მიმღები | ოზურგეთის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 26/12/2018 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/12/2018 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2019 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.113.016380 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (27/12/2018 - 09/01/2019)
|
„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ.ა“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 91-ე მუხლის, საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“-ს 78-ე მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
დამტკიცდეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტი თანახმად დანართისა. |
მუხლი 2 |
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 12 იანვრის №1 დადგენილება (www.matsne.gov.ge,16/01/2018, 190020020.35.113.016321). |
მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2019 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|
დანართი
|
თავი I
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი |
მუხლი 1.
ბიუჯეტის ბალანსი |
განისაზღვროს ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 2.
ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება |
განისაზღვროს ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 3.
ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს ბიუჯეტის შემოსავლები 23 936,8 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 4.
ბიუჯეტის გადასახადები |
განისაზღვროს ბიუჯეტის გადასახადები 7000,0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 5.
ბიუჯეტის გრანტები |
განისაზღვროს ბიუჯეტის გრანტები 13 566,8 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 6.
ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
განისაზღვროს ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 3370,0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 7.
ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს ბიუჯეტის ხარჯები 18570,6 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 8.
ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 5366,2 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
1. განისაზღვროს ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 5616,2 ათასი ლარის ოდენობით. 2. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 250,0 ათასი ლარის ოდენობით.
|
მუხლი 9.
ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
განისაზღვროსმუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 10.
ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 350,0 ათასი ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებების საფუძველზე რომელიც მოიცავს ინფორმაციას თანხის ოდენობასა და მიზნობრიობის შესახებ. |
მუხლი 11.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი |
1. დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი 253,0 ათასი ლარი მიიმართოს:
ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 110,0 ათასი ლარი; ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 143,0 ათასი ლარი; 2. „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“-ს 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება. |
მუხლი 12.
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა |
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს ამ დადგენილების მე-16 მუხლის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. |
თავი II
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
პრიორიტეტები და პროგრამები/ქვეპროგრამები
განისაზღვროს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ძირითადი პრიორიტეტები (პროგრამული კლასიფიკაციის პირველი დონე), მათ ფარგლებში განსახორციელებელი პროგრამები (მეორე დონე) და ქვეპროგრამები (მესამე დონე) შემდეგი რედაქციით: |
მუხლი 13.
ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია
(პროგრამული კოდი 03 00) |
პრიორიტეტის ბიუჯეტი: 9 232 400 ლარი
პროგრამის მიზანი: მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლების ძირითად პირობად დღეისათვის კვლავ რჩება საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება. საინჟინრო ნაგებობების და ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა და აღდგენა – რეკონსტრუქცია, მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების ჩატარება. გარდა ამისა პრიორიტეტი ითვალისწინებს გარე განათების ქსელის ექსპლუატაცია-რეაბილიტაციას, სანიაღვრე ქსელის მოვლა-პატრონობას, კეთილმოწყობის ღონისძიებების ჩატარებას, მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას და მშენებლობას, ინფრასტრუქტურის ადაპტირება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მოთხოვნებთან/პირობებთან და სხვა. ინფრასტრუქტურის მოწესრიგება (როგორიცაა გზების, გარე განათების, წყლის სისტემების და სხვა) ხელს უწყობს მუნიციპალიტეტში ინვესტიციების მოზიდვას რაც წინა პირობაა ტურიზმის, მრეწველობის, სოფლის მეურნეობისა და სხვა დარგების განვითარებისთვის. 13.1 საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 01) პროგრამის ბიუჯეტი: 585 000 ლარი. პროგრამის მიზანია საავტომობილო გზებზე მგზავრთა შეუფერხებელი და უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფა, გზების ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესება რაც ხელს შეუწყობს ავტოტრანსპორტის შეუფერხებელ მოძრაობას, გაგრძელდება მუშაობა ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის, მოხდება გზების ადაპტირება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მოთხოვნებთან/პირობებთან. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული რეაბილიტირებული ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მდგომარეობის შენარჩუნება. 13.1.1 გზების რეაბილიტაციისა და მოვლა-შენახვის პროგრამა(პროგრამული კოდი 03 01 01) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის და კომუნალური სერვისების განვითარების სამსახური ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 500 000 ლარი. ქვეპროგრამის აღწერა: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და მგზავრთა შეუფერხებელი, კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილება; ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული შიდა მნიშვნელობის გზების მდგომარეობის შენარჩუნება, სავალი ნაწილის, ტროტუარებისა და მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგება და სანიაღვრე არხების გაწმენდა. ავტოსატრანსპორტო საშუალებათა პარკირების რეგულირება, ტრანსპორტითა და ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფა.
მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
13.1.2 მუნიციპალური ტრანსპორტი (პროგრამული კოდი 03 01 02) ქვეპროგრამისგანმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის შ.პ.ს. ,,მუნიციპალური ტრანსპორტი“ ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 85 000 ლარი. ქვეპროგრამის ფარგლებში 2019 წლის განმავლობაში კვლავ აქტუალური რჩება მუნიციპალური ტრანსპორტის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა, სკოლის მასწავლებლებისა და მოსწავლეებისათვის უფასო მომსახურების გაწევა. ავტოპარკი შედგება 5 ერთეული მოძველებული ავტობუსისგან, რომლებიც სრულყოფილად ვერ უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტში შემავალი 1 ქალაქის, 4 დაბისა და 72 სოფლის მოსახლეობის, მათ შორის სოციალურად დაუცველი კატეგორიისა და პედაგოგების მგზავრობის შეღავათიან, სრულფასოვან მომსახურებას. მუნიციპალიტეტის მიერ იგეგმება 2 ერთეული ავტობუსის შეძენა, რომელიც მოემსახურება ქალაქ ოზურგეთის და მიმდებარე უახლოესი სოფლების მოსახლეობას. ორგანიზაცია ემსახურება 6 სამარშრუტო ხაზს:
მოსალოდნელი შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
13.2 კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ბიუჯეტი: 6 111 100 ლარი. პროგრამა ითვალისწინებს საინჟინრო ინფრასტრუქტურის ობიექტების მოწესრიგებას, რომლის ფარგლებში განხორციელდება გარე განათების ქსელის გაფართოება, მოხმარებული ელექტროენერგიის ხარჯების შესამცირებლად გარე განათების ქსელში განხორციელდება ფოტონების დამონტაჟება. მუნიციპალიტეტში არსებული წყალსადენისა და შიდა ქსელის რეაბილიტაცია, ახალი წყალსადენების მშენებლობა და ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარება. სხვადასხვა ღონისძიებების ფარგლებში დროებითი ნაგებობების (გაბიონებისა და წყალამრიდების) და კონსტრუქციების მოწყობა; ინფრასტრუქტურის განვითარებისკენ მიმართული მრავალმხრივი სამუშაოები, რათა გაუმჯობესდეს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურა, შეიქმნას მოსახლეობისათვის სათანადო სანიტარული, ეკოლოგიური და საყოფაცხოვრებო პირობები. 13.2.1 კომუნალური მომსახურების ცენტრი (პროგრამული კოდი 03 02 01) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ ,,მუნიციპალური მომსახურების ცენტრი“ ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 2 126 200 ლარი. ქვეპროგრამის აღწერა: მუნიციპალიტეტის ერთ–ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს კეთილსაიმედო სანიტარული მდგომარეობის უზრუნველყოფა, შესაბამისად ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, განსაკუთრებით ზღვისპირა საკურორტო ზოლში სანიტარული წესრიგის შენარჩუნება და გაუმჯობესება; ნარჩენების სრული იზოლირება მოსახლეობისა და გარემოსაგან; ღია ნაგავსაყრელის პოლიგონის მოვლა, დამსვენებელთა და ტურისტთა მაქსიმალურად მოზიდვის მიზნით. მუნიციპალიტეტის ყოველდღიური დაგვა–დასუფთავება და ნარჩენების გატანა. გაგრძელდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დიდი და პატარა დამატებითი ურნების დადგმის პროცესი. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება შემდეგი ღონისძიებები: გარე განათების არსებული ქსელის ექსპლოატაცია. მაწანწალა ცხოველების დაჭერა და მათი გადაყვანა სპეციალიზირებულ თავშესაფარში, რითაც უზრუნველყოფილი იქნება მათი რაოდენობის მინიმუმამდე დაყვანა და შესაძლო საფრთხეების თავიდან აცილება; არსებული სკვერებისა და პარკების მოვლა, ახალი ხეების დარგვა და გამწვანების ზოლებში ყვავილებისა და სხვა დეკორატიული მცენარეების განაშენიანება. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრებსა და მის შემოგარენში გამწვანების სამუშაოების ჩატარება, ხეების გადაბელვა–ფორმირება, ზეხმელი და ავარიული ხეების მონიშვნა, შემდგომში მოჭრა–დამუშავება და გატანა. მცენარეთა შესყიდვა დარგვის თანმდევი მომსახურებით. მოსალოდნელი შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
13.2.2 ინფრასტრუქტურის სამუშაოები (პროგრამული კოდი 03 02 02) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის და კომუნალური სერვისების განვითარების სამსახური ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 2 954 900 ლარი. ქვეპროგრამის აღწერა: პროგრამა ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის განკარგულებებით, მუნიციპალური განვითარების ფონდის, გრანტებითა და სხვა წყაროებიდან გამოყოფილი თანხებით განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებს. ასევე, მუნიციპალიტეტის მთაგორიანი რელიეფის მქონე სოფლებში რთულ მონაკვეთებზე ბეტონის გზის საფარის მოწყობას.
მოსალოდნელი შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
13.2.3 ელექტროენერგიის ხარჯი (პროგრამული კოდი 03 02 03) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის და კომუნალური სერვისების განვითარების სამსახური ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 550 000 ლარი. ქვეპროგრამის აღწერა: დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნციპალიტეტის განათება, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე განათების არსებული ქსელის ექსპლუატაცია. ამ ხარჯებში აგრეთვე გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ადმინისტრაციული შენობებისათვის მოხმარებული ელექტროენერგიის და გარე განათების ხარჯების დაფარვა მოსალოდნელი შედეგი:
13.2.4 წყალსადენის შიდა ქსელის ექსპლოატაცია და რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 02 04) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: შპს ,,სატისი“; ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 480 000 ლარი. ქვეპროგრამის აღწერა: წლების განმავლობაში მუნიციპალიტეტის სოფლების აბსოლუტურ უმრავლესობაში სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფა, განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში. მუნიციპალიტეტის ბალანსზე ირიცხება მთისპირი-ასკანის, ლაითურის, ნასაკირალისა, ლიხაურისა და ჯუმათის წყალმომარეგების სისტემები, რომელთა აღდგენა-რეაბილიტაცია და მოსახლეობისათვის უსაფრთხო სასმელი წყლის მიწოდების ღონისძიებების უზრუნველყოფა ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება. მოსალოდნელი შედეგი:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
13.3 სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 03) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის და კომუნალური სერვისების განვითარების სამსახური; ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახური. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 1 380 000 ლარი. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: მუნიციპალიტეტის მიერ მოხდება ისეთი ღონისძიებების გატარება, რომელიც ხელს შეუწყობს მოსახლეობის დასაქმების და შემოსავლების ზრდას, საბიუჯეტო შემოსავლების ზრდას მუნიციპალური ქონების ეფექტური გამოყენების გზით. ქვეპროგრამა გულისხმობს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი ფერმერების სწავლებას, გამოცდილების გაზიარებას ურთიერთშეხვედრების ორგანიზების საშუალებით. კვალიფიკაციის ამაღლებას, რაც საბოლოო ჯამში ეკონომიკური სარგებლის მიღების საწინდარი იქნება. ზემოთხსენებულ საკითხებზე დაიხარჯება 30 000 ლარი.
2018 წლის განმავლობაში მოხდა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში მოქალაქეების გამოკითხვა, რომლის დროსაც გამოიკვეთა აქტუალური პრობლემები (ბეტონის გზები, გარე განათების მოწყობა, მოსაცდელების მოწყობა, სტადიონების რეაბილიტაცია, სასმელი წყლის ქსელების მოწყობა, ადმინისტრაციულ ცენტრებში სკვერების კეთილმოწყობა და სხვა) შესაბამისად მუნიციპალიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება მოხდეს ყველა დაბისთვის და სოფლისთვის თანხის იმ პრინციპით განაწილება, როგორც ეს ხდებოდა მთავრობის მიერ გამოყოფილი სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში. უშუალოდ ამ ღონისძიებებისათვის განსაზღვრულია 1 350 000 ლარი. ადმინისტრაციულ ერთეულებში ჩატარდა მოსახლეობასთან შეხვედრები, შედგა შესაბამისი ოქმები, რომლის შესაბამისად მოსახლეობამ განსაზღვრა ის ძირითადი მიმართულებები, რაშიც უნდა დაიხარჯოს გამოყოფილი თანხები.
მოსალოდნელი შედეგი:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
13.4 საინჟინრო-გეოლოგიური სამუშაოები, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო და ექსპერტიზის თანხა (პროგრამული კოდი 03 04) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის და კომუნალური სერვისების განვითარების სამსახური; ოზურგეთის მუნიციპალტეტის ა(ა)იპ სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის ცენტრი; ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 595 000 ლარი. ქვეპროგრამის აღწერა: სამშენებლო სამუშაოების უზრუნველყოფა საპროექტო დოკუმენტაციით. სამშენებლო ნორმებისა და წესების შესაბამისად, სამშენებლო–სამონტაჟო და აღდგენა–რეკონსტრუქციის სამუშაოების ჩასატარებლად აუცილებელია შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციის დამუშავება, სადაც გათვალისწინებული უნდა იყოს სხვადასხვა ტექნიკური პირობების მოთხოვნები. გათვალისწინებულია სამშენებლო სამუშაოებისათვის საჭირო საპროექტო–საძიებო სამუშაოების ჩატარება; პროექტების ექსპერტიზა და მშენებლობისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება; კონსოლიდირებული ტენდერის გზით გამოვლენილია გამარჯვებული შემსრულებელები, რომლებიც უზრუნველყოფენ გზების (პროექტის ღირებულების 2,347%), შენობების ( პროექტის ღირებულების 2,8%) და წყალმომარაგების (პროექტის ღირებულების 3,679%) სისტემების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციების მომზადებას (ჯამურად 500 000 ლარი).
2018 წელს ოზურგეთის განაშენიანების გეგმის და მიწათსარგებლობის გეგმების მომზადების მიზნით შეიქმნა ,,ოზურგეთის მუნიციპალტეტის ა(ა)იპ სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის ცენტრი’’ (სულ დაფინანსება 95 000 ლარი), რომელიც აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით, რაც უზრუნველყოფს სამუშაოების მაღალ დონეზე შესრულებას. მოსალოდნელი შედეგი:
შეფასების კრიტერიუმი:
13.5 კეთილმოწყობის ღონისძიებები(პროგრამული კოდი 03 05) ქვეპროგრამისგანმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის და კომუნალური სერვისების განვითარების სამსახური ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 461 300 ლარი. ქვეპროგრამის აღწერა: მნიშვნელოვანი და აუცილებელი კეთილმოწყობის ღონისძიებების სრულყოფილად და ეფექტურად განხორციელება; დაზიანებული საქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტების აღდგენა – რეაბილიტაცია; სხვადასხვა ობიექტების კეთილმოწყობა, მოვლა-პატრონობა; სხვადასხვა ღონისძიებების ფარგლებში დროებითი ნაგებობებისა და კონსტრუქციების მოწყობა; ინფრასტრუქტურის განვითარებისკენ მიმართული მრავალმხრივი სამუშაოები, რათა გაუმჯობესდეს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურა, შეიქმნას მოსახლეობისათვის სათანადო სანიტარული, ეკოლოგიური და საყოფაცხოვრებო პირობები.
მოსალოდნელი შედეგი:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
13.6 სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 03 07) ქვეპროგრამისგანმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის და კომუნალური სერვისების განვითარების სამსახური მოსალოდნელი სტიქიის შემთხვევაში საქართველოს მთავრობის განკარგულებით გამოყოფილი ასიგნებების ოპერატიულად წარმართვა სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების ეფექტურად განსახორციელებლად. 13.7 ბინათმშენებლობა (პროგრამული კოდი 03 08) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის და კომუნალური სერვისების განვითარების სამსახური ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 100 000 ლარი. ქვეპროგრამის აღწერა: პროგრამა ითვალისწინებს მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების კეთილმოწყობას და მოსახლეობისათვის საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობას. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სახურავების გადახურვა, ფასადების მოწესრიგება, ლიფტების მოწესრიგება, შიდა წყალკანალიზაციის სისტემების შეკეთება და სხვადასხვა სამუშაოები.
მოსალოდნელი შედეგი:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
|
მუხლი 14.
განათლება (პროგრამული კოდი 04 00)
|
პრიორიტეტის ბიუჯეტი: 4 000 000 ლარი.
პროგრამის მიზანი:
საბავშვო ბაგა–ბაღების აღსაზრდელთა განვითარების ხელშეწყობა და სრულფასოვანი სააღმზრდელო გარემოს შექმნა უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო - სააღმზრდელო და კულტურული გარემოს მნიშვნელოვან გაუმჯობესებას, საზოგადოების აქტიურ ჩართვას მიმდინარე საგანმანათლებლო-სააღმზრდელო და კულტურულ პროცესებში, მათ ინტელექტუალური და შემოქმედებითი უნარების სტიმულირებას, ადგილობრივი საგანმანათლებლო - სააღმზრდელო და კულტურული დაწესებულებების მუშაობის გაუმჯობესებას, დახვეწასა და მოსახლეობის ინტერესებზე მორგებას. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე პირთა აქტივობის ამაღლებასა და საზოგადოებაში სოციალური ინტეგრაციას. პრიორიტეტის ფარგლებში ხორციელდება ასევე, ზოგადი, პროფესიული და ზრდასრულთა განათლების ხელშეწყობა. ინკლუზიური განათლების ხელშეწყობა და სხვა.
14.1. სკოლამდელი განათლების დაფინანსება (პროგრამული კოდი 04 01)
ქვეპროგრამისგანმახორციელებელი: ა(ა)ი.პ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრი
ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 3 800 000 ლარი.
ქვეპროგრამის აღწერა:
საბავშვო ბაღებში სრულფასოვანი სააღმზრდელო გარემოს შექმნა, გაიხსნას ახალი ჯგუფები იქ, სადაც კონტიგენტის დიდი რაოდენობა არსებობს და უზრუნველყოფილი იქნას მათი კეთილმოწყობა და კვალიფიციური პერსონალით მომსახურეობა. მატერიალურ ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება, ძირითადი აქტივების მიმდინარე შეკეთება და მოვლა–შენახვა. მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს 43 საბავშვო ბაღი, სადაც დაწყებით განათლებას მიიღებს 2 700 ბავშვი. მათ შორის 8 ბაღი 1 078 აღსაზრდელით ფუნქციონირებს ქალაქ ოზურგეთში, ხოლო 35 ბაღი 1 622 აღსაზრდელით - მუნიციპალიტეტის სოფლებში.
მოსალოდნელი შედეგი:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
14.2 ზოგადი განათლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 04 02)
ქვეპროგრამისგანმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახური.
ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 200 000 ლარი. ქვეპროგრამის აღწერა: ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული დაწყებითი, ზოგადი განათლების მქონე დაწესებულებების სრულყოფილი ფუნქციონირებისათვის ხელშეწყობა. 1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლის მოსწავლე, რომელიც ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე, ჩაირიცხა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და მოიპოვა სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობა (100%), ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან წახალისების მიზნით ერთჯერადი გასაცემლის სახით მიიღებს 3000 (სამიათასი) ლარს, სსიპ „შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი“-ს მიერ წარმოდგენილი მასალებისა და ინფორმაციის საფუძველზე. 2. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლა, რომელშიც სწავლობდა სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობის მფლობელი მოსწავლე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, დაფინანსდება 1000 (ათასი) ლარით (თითოეულ წარმატებულ მოსწავლეზე) სკოლის კაპიტალური ხარჯების ანაზღაურების მიზნით. 3. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ საჯარო სკოლებში, მცირე მოცულობის კაპიტალური პროექტების განხორციელება ( შშმ პირების გადაადგილებისათვის ადაპტირებული პირობების შექმნა, სველი წერტილების მოწყობა და სხვა). 4. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი საჯარო და სამრევლო სკოლების მოსწავლეების და ა(ა)იპ-ების თანამშრომელთა ჩართულობა ღონისძიებებში, წარმატებული მოსწავლეებისა და პედაგოგების გამოვლენა-წახალისება, სოციალურად დაუცველი ბავშვების აქტიური ჩართულობა, ინკლუზიური განათლების ხელშწყობა და სხვა.
მოსალოდნელი შედეგი:
შეფასების ინდიკატორი:
|
მუხლი 15.
კულტურა (პროგრამული კოდი 05 00) |
პრიორიტეტის ბიუჯეტი: 4 035 900 ლარი
პროგრამის მიზანი: კულტურის და ხელოვნების სფეროებში სხვადასხვა პროექტების შემუშავება, დაგეგმვა და მისი განხორციელების კოორდინაცია; მუნიციპალიტეტის ჩართვა სხვადასხვა რეგიონულ და საერთაშორისო ინიციატივებში. ადგილობრივი მნიშვნელობის მუზეუმების და თეატრის ხელშეწყობა და სრულყოფილი ფუნქციონირებისათვის შესაბამისი პირობების შექმნა; ხელოვნებისა და კულტურის ობიექტების ხელშეწყობა; სახელოვნებო განათლების და ხელოვნების დარგების პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების მხარდაჭერა; კულტურული, სპორტული და ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობა; კულტურის დაწესებულებებში შშმ პირებისთვის ადაპტირებული სივრცის მოწყობა; სპორტული და კულტურის დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური ბაზების გაუმჯობესება და თანამედროვე სტანდარტების დონეზე მოწყობა; მწვრთნელ-მასწავლებელთა და სპორტსმენთა სოციალური და მატერიალური პირობების გაუმჯობესება; სპორტის სხვადასხვა სახეობების პოპულარიზაცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებში, მათი შემდგომში რესოციალიზაციისა და აქტიურ სპორტში ჩართვისათვის; სპორტული მოედნების მშენებლობა-რეკონსტრუქცია. სპორტის, ახალგაზრდობისა და კულტურის მიმართულების მხარდაჭერა უზრუნველყოფს ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას, ერთმანეთთან აკავშირებს სხვადასხვა დარგს და მნიშვნელოვან როლს თამაშობს მათ განვითარებაში, ხელს უწყობს ტურიზმს, მეწარმეობას, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, დანაშაულის პრევენციას, კულტურული დიპლომატიის განვითარებას, ქმედითი ნაბიჯები გადაიდგმება იმისათვის, რომ კულტურა და სპორტი უფრო მეტად ინტეგრირდეს მოსახლეობაში. მუნიციპალიტეტის მიზანია გაიზარდოს ახალგაზრდების ჩართულობა საზოგადოებრივ, კულტურულ და სპორტულ ცხოვრებაში. ამ მიმართულებით მუნიციპალიტეტში პროგრამები ხორციელდება როგორც განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის მიერ ასევე კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სფეროში შექმნილი ააიპ-ების მიერ. 15.1.სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) პროგრამის ბიუჯეტი: 1 563 900 ლარი. ქვეპროგრამის აღწერა: ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სპორტსმენთა მომზადების ორგანიზაციური და მეთოდური ხელშეწყობა, სპორტულ ასოციაციასთან, კავშირებთან, სპორტულ ფედერაციებთან და სხვადასხვა სპორტულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა. კლუბების, ნაკრები გუნდების მომზადება და მონაწილეობა ქვეყნის და საერთაშორისო ასპარეზობებში. სპორტის სხვადასხვა სახეობების პოპულარიზაცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებში, მათი შემდგომში რესოციალიზაციისა და აქტიურ სპორტში ჩართვისათვის; მწვრთნელ-მასწავლებელთა და წარმატებული სპორტსმენი ბავშვების სოციალური და მატერიალური პირობების გაუმჯობესება; 15.1.1. სპორტული ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 01 01) ქვეპროგრამისგანმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახური ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 50 000 ლარი. პროგრამა მოიცავს ღონისძიებებს, რომლებიც ორიენტირებულია: სპორტის განვითარებაზე, საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაზე, სპორტის სხვადასხვა სახეობის საქართველოს ეროვნული და ასაკობრივი გუნდების მომზადებასა და საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებში (მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებში, სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირებში) მონაწილეობის ხელშეწყობაზე, საქართველოს ჩემპიონატებისა და პირველობების ჩატარებაზე, სპორტული რეზერვისა და მაღალი კლასის სპორტსმენების მომზადებაზე, ეს ყოველივე მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სპორტის სხვადასხვა სახეობების განვითარებასა და პოპულარიზაციას, ადგილობრივი ან საერთაშორისო მაღალი რანგის შეჯიბრებებზე საპრიზო ადგილების დაკავებას. სპორტის სხვადასხვა სახეობებში პირველობების, ჩემპიონატების, თასების გათამაშებების, მასობრივი სპორტული ღონისძიებების, სახელობითი და საერთაშორისო ტურნირების, სასწავლო-საწვრთნო შეკრებების ჩატარება და სპორტსმენთა მივლინება საერთაშორისო ტურნირებზე; მასობრივი სპორტული ღონისძიებების ორგანიზება. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ღონისძიებების, ტურნირების, შეჯიბრებების ორგანიზება, ხელშეწყობა და დაფინანსება, ასევე ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება. მათ შორის:
მოსალოდნელი შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
15.1.2. სპორტული ობიექტების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 01 02) ქვეპროგრამისგანმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახური ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 1 513 900 ლარი. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სპორტული ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერა:
მოსალოდნელი შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
15.2 კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) პროგრამის ბიუჯეტი: 2 272 000 ლარი. მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით ფოლკლორული კოლექტივებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მხარდაჭერა და შემოქმედებითი კოლექტივების ხელშეწყობა, თეატრალური, მუსიკალური, სახვითი, ქორეოგრაფიული, წიგნის ფესტივალების, კონცერტების, მუზეუმებში ახალ ექსპოზიციათა და მოძრავი გამოფენის მოწყობა. გაგრძელდება სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. 15.2.1. კულტურის ღონისძიებების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 01) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახური ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 230 000 ლარი. ქვეპროგრამის აღწერა: ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის ფოლკლორული კოლექტივებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მხარდაჭერა და შემოქმედებითი კოლექტივების ხელშეწყობა, თეატრალური, მუსიკალური სახვითი, ქორეოგრაფიული, წიგნის ფესტივალების, კონცერტების, მუზეუმებში ახალ ექსპოზიციათა და მოძრავი გამოფენის მოწყობა, გაგრძელდება სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. მათ შორის:
მოსალოდნელი შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
15.2.2.კულტურის ობიექტების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 02 02) ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 2 042 000 ლარი. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება კულტურული პროფილის მქონე ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერა:
მოსალოდნელი შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
15.3. ტურიზმის ხელშეწყობის პროგრამა (ორგანიზაციულიკოდი 05 03) ქვეპროგრამისგანმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახური ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 80 000 ლარი. ქვეპროგრამის აღწერა: აღნიშნული პროგრამა ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენას; ტურისტული მარშრუტების დაგეგმარებას; ლაშქრობების და სკაუტების ორგანიზებას; ტურისტული დისლოკაციის ადგილების მოწყობას და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას ურეკში, შეკვეთილში ზღვის სეზონთან დაკავშირებული ღონისძიებების ჩატარებას, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი მოსახლეობა და დამსვენებლები, სეზონის გახსნას და დახურვას, სხვადასხვა სახის ფესტივალების მოწყობას. კურორტ გომისმთაზე სამთო ექსტრემალური სათავგადასავლო ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით სხვადასხვა პროექტების ორგანიზებას და ხელშეწყობას. ოზურგეთის მუნიციპალიტეტისა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის ,,მონაწილეობითი პრინციპები გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისათვის“ მესამე ეტაპის წარმატებით შესრულება. 2019 წლისთვის იგეგმება 6 ღონისძიება, მიზანი: გურიის, როგორც ტურისტული რეგიონის პოპულარიზაცია, თანამშრომლობის განვითარება კერძო სექტორსა და მუნიციპალიტეტს შორის. პროფესიონალი კადრების მომზადება მომსახურების სფეროში მაღალი სტანდარტების შესაბამისად, ადგილობრივი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა, კურორტ გომისმთის , როგორც ტურისტული ობიექტის განვითარება-პოპულარიზაცია.
მოსალოდნელი შედეგი:
შეფასების ინდიკატორი:
15.4. ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსება (ორგანიზაციულიკოდი 05 04) ქვეპროგრამისგანმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახური ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 20 000 ლარი. ქვეპროგრამის აღწერა: ქვეპროგრამის ფარგლებში ახალგაზრდების სხვადასხვა სოციალურ ჯგუფს მიეცემათ საკუთარი შესაძლებლობებისა და უნარების რეალიზებისა და გაუმჯობესების შესაძლებლობა. ახალგაზრდებისთვის განხორციელდება გასართობი, შემეცნებითი და სხვა ღონისძიებების ორგანიზება ან/და მხარდაჭერა. აღნიშნული მიმართულებით აქტიური მუშაობა ხელს შეუწყობს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტით გათვალისწინებული პუნქტების შესრულებას, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობას. მოსალოდნელი შედეგი:
შეფასების ინდიკატორი:
15.5. რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა (პროგრამულიკოდი 05 05) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია-მონასტრების ფინანსურიმ ხარდაჭერა, ასევე ზოგიერთი ტაძრისა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელდება მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები. |
მუხლი 16.
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა
(პროგრამული კოდი 06 00) |
პრიორიტეტის ბიუჯეტი: 1 695 500 ლარი.
პროგრამის მიზანი: მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს. თვითმმართველობა არსებული რესურსებისა და კომპეტენციის ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებითა და შეღავათებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, ადგილობრივ დონეზე, სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. 2019 წლის განმავლობაში მოსახლეობის სოციალური დაცვის მიმართულებით გაგრძელდება ისეთი პროგრამების დაფინასება რომელიც გაზრდის სოციალურად დაუცველი ფენის ხელმისაწვდომობას სხვადასხვა ჯანდაცვისა და მომსახურების სერვისებზე. 16.1. ჯანდაცვის პროგრამები (პროგრამული კოდი 06 01). პროგრამის განმახორცილებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოციალურ და ჯანდაცვის საკითხთა სამსახური, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“; პროგრამის ბიუჯეტი : 110 000 ლარი; პროგრამის აღწერა და მიზანი: პროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში, კანონმდებლობით გათვალისწინებული, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურების ხარჯების ანაზღაურება. მძიმე დაავადებების მქონე პირების მედიკამენტებითა და სამედიცინო დანიშნულების საგნებით დახმარება, დაავადებული გადახდისუუნარო პირებისათვის სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებაში დახმარება. 16.1.1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“ (პროგრამული კოდი 06 01 01). ქვეპროგრამის განმახორციელებელი: არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“ ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: საქართველოს კანონით „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ გათვალისწინებული ადგილობრივი თვითმმართველობის დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში, ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნის ხელშეწყობა, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების ხელშეწყობა. განსახორციელებელი ღონისძიებები: · საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვის ზედამხედველობა; · მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაავადებების გავრცელების პრევენციის მიზნით დერატიზაციის, დეზინსექციის და დეზინფექციის ღონისძიებათა ორგანიზება; · საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში პრევენციული ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა; · მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში სანიტარული ნორმების დაცვის ზედამხედველობა; · პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრით განსაზღვრული იმუნოპროფილაქტიკისათვის სამინისტროს მიერ მიწოდებული მასალების მიღების, შენახვისა და განაწილების უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლებისათვის; · პრევენციული და ეპიდემიოლოგიური კონტროლის ღონისძიებების გატარება ეპიდსაშიშროებისას; · მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველადი ეპიდკვლევის ხელშეწყობა; · გადამდები დაავადებების გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებათა გატარება იმ ცხოველების მიმართ, რომლებიც საფრთხეს უქმნიან საზოგადოებრივ ჯანმრთელობას, მათ შორის, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. 16.2. სოციალური პროგრამები(პროგრამულიკოდი 06 02) პროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოციალურ და ჯანდაცვის საკითხთა სამსახური პროგრამის ბიუჯეტი: 1 585 500 ლარი პროგრამის აღწერა და მიზანი: პროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მძიმე სოციალური მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეების დახმარება. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში, კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო ხარჯების ანაზღაურება, მოსახლეობის სხვადასხვა ფენების სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ხელშეწყობა და სხვა სოციალური ღონისძიებების განხორციელება. მოსალოდნელი შედეგი: · მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური და ყოფითი პირობების გაუმჯობესება; · შეჭირვებული ოჯახების სოციალური მდგომარეობის შემსუბუქება; · შშმ პირთა თანადგომა; · იძულებით გადაადგილებული ოჯახების თანადგომა; · სოციალურად დაუცველი ბავშვების თანადგომა. შედეგების შეფასების ინდიკატორი: · პროგრამებით მოსარგებლე ბენეფიციართა რაოდენობა; · განხორციელებული ღონისძიებები. 16.2.1. მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური დახმარება(პროგრამული კოდი 06 02 01 ) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოციალურ და ჯანდაცვის საკითხთა სამსახური ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 145 000 ლარი. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამა ითვალისწინებს, მრავალშვილიანი ოჯახების ხელშეწყობის მიზნით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზა“-ში 100 000 - დან და 150 001- მდე სარეიტინგო ქულით რეგისტირებული მრავალშვილიანი ოჯახებისათვის (4 და მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვი), რომლებიც რეგისტრირებულნი არიან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ყოველთვიური მატერიალური დახმარების გაწევას თითოეულ ბავშვზე 25 ლარის ოდენობით. 16.2.2. დღის ცენტრის დაფინანსება 06 02 02 ქვეპროგრამის განმახორციელებელი: არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „მომავლის სხივი“. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 45 000 ლარი. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: პროგრამით გათვალისწინებულია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული 6-დან 18 წლამდე ბავშვების თანადაფინანსება, რომლებიც სარგებლობენ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „მომავლის სხივის“ დღის ცენტრის მომსახურებით. ქვეპროგრამის მიზანია დღის ცენტრის ბენეფიციარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა და მათ სოციალურ რეაბილიტაციაზე ზრუნვა. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „მომავლის სხივის“ ადმინისტრირებაში მყოფი „ბავშვთა მცირე საოჯახო ტიპის სახლის“ კომუნალური (ბუნებრივი აირი) გადასახადების თანაგადახდა. 16.2.3. დედ-მამით ობოლი 18 წლამდე ასაკის ბავშვთა ერთჯერადი დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 04) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოციალურ და ჯანდაცვის საკითხთა სამსახური ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 9 000 ლარი. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამით გათვალისწინებულია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული, დედ-მამით ობოლი 18 წლამდე ასაკის ბავშვების მატერიალური დახმარება. დახმარება გულისხმობს ბენეფიციარებისათვის წელიწადში 4 ჯერ (კვარტალში ერთხელ) მატერიალურ დახმარებას თითოეულ ჯერზე 300 ლარის ოდენობით. განსახორციელებელი ღონისძიებები: განცხადებებისა და თანდართული დოკუმენტაციის განხილვა, მატერიალური დახმარების გაცემა, ელექტრონული ბაზის წარმოება. 16.2.4 მოქალაქეთა სამედიცინო დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 05). ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოციალურ და ჯანდაცვის საკითხთა სამსახური ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 300 000 ლარი. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების და მედიკამენტების ხარჯების ანაზღაურებაში დახმარება. ქვეპროგრამის მიზანია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების და მედიკამენტების ხარჯების ანაზღაურებაში დახმარება, ამ მიმართულებით, ბიუჯეტიდან დაიხარჯება წლის განმავლობაში 72000 ლარი (კვარტლური ლიმიტი 18000 ლარი) კერძოდ: · 0-დან 150001-მდე სარეიტინგო ქულით ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ოჯახები მიიღებენ 100 ლარის უნაღდო ანგარიშსწორებას მედიკამენტებზე განმცხადებლის არჩევით (პირად ანგარიშზე ან ფარმაცევტულ დაწესებულებაში). · 0-დან 150001-მდე სარეიტინგო ქულით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეები მიიღებენ სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებას თანადაფინანსების სახით, კერძოდ: · წარმოდგენილი ინვოისის მიხედვით 150 ლარამდე პაციენტის თანაგადახდა დაფინანსდება სრულად მუნიციპალიტეტის მერიის მიერ. · წარმოდგენილი ინვოისის მიხედვით 150 ლარზე მეტი პაციენტის თანაგადახდა დაფინანსდება 50 % - ით მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მაგრამ არაუმეტეს 500 ლარის, იმ შემთხვევაში თუ პაციენტის თანაგადახდა ნაკლებია 150 ლარზე, დაფინანსდება 150 ლარით. 16.2.5. ,,C” ჰეპატიტით დაავადებულ პირებში მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრისათვის საჭირო კვლევების დაფინანსება (პროგრამული კოდი 06 02 06). ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოციალურ და ჯანდაცვის საკითხთა სამსახური ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 75 000 ლარი. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: პროგრამის მიზანია, ,,C” ჰეპატიტით გამოწვეული ავადობის, სიკვდილიანობისა და ინფექციის გავრცელების შემცირება. არსებული რესურსებისა და კომპეტენციის ფარგლებში, ,,C” ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ხელშეწყობის მიზნით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების, რომლებიც საჭიროებენ დიაგნოსტიკური კველვების ჩატარებას მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრისათვის, დახმარების გაწევა კვლევების ხელმისაწვდომობაში. პროგრამის ფარგლებში დაფინანსება განხორციელდება საბიუჯეტო წლის განმავლობაში ერთჯერადად, სამედიცინო დაწესებულებაში თანხის გადარიცხვით, კვლევების ღირებულების სრული ოდენობა, არაუმეტეს 200 ლარისა. 16.2.6. თირკმლის უკმარისობით დაავადებულ პირთა დახმარება(პროგრამული კოდი 06 02 07) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოციალურ და ჯანდაცვის საკითხთა სამსახური ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 25 000 ლარი. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამით გათვალისწინებულია დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული პირების დახმარება სატრანსპორტო ხარჯების შემსუბუქების მიზნით. დახმარება გულისხმობს ბენეფიციარებისათვის ყოველ კვარტალურად თანხის გადარიცხვას 150 ლარის ოდენობით. ასევე, პერიტონიალურ შემთხვევებზე-თბილისში ტრანსპორტირებისათვის ყოველთვიურად 100 ლარის ოდენობით. 16.2.7. ლეიკემიით და ონკოლოგიური დაავადების მქონე პირთა დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 08). ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოციალურ და ჯანდაცვის საკითხთა სამსახური ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 140 000 ლარი. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: პროგრამის მიზანია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ლეიკემიით და ონოლოგიური დაავადების მქონე პირებისათვის სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებაში დახმარება. პროგრამით ისარგებლებენ ,,საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა“-ში ჩართული მოქალაქეები საბიუჯეტო წლის განმავლობაში ერთჯერადად (გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა, რომლებიც შესაძლებელია დაფინანსდეს განმეორებით). პროგრამა გულისხმობს ბენეფიციარებისათვის სამედიცინო დაწესებულებაში თანხის გადარიცხვას ოპერატიული და სხვა სახის მკურნალობის ჩატარების მიზნით, შემდეგი კრიტერიუმის გათვალისწინებით: · ინვოისით ასანაზღაურებელი პაციენტის თანაგადახდის 50%, არაუმეტეს 600 ლარისა, (დაფინანსების ქვედა ზღვარი არის 200 ლარი). · იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქის მიერ ასანაზღაურებელი თანხის მოცულობა არ აღემატება 200 ლარს, ანაზღაურება განხორციელდება მოთხოვნილი თანხის სრული ოდენობით. · იმ შემთხვევაში თუ ბენეფიციარს დაავადების სამკურნალოდ ესაჭიროება მედიკამენტი, მას უფლება ეძლევა მოითხოვოს 200 ლარის მედიკამენტი წლის განმავლობაში ერთხელ, რასაც ის მიიღებს ფარმაცევტულ დაწესებულებაში თანხის ჩარიცხვის გზით. · განმეორებითი თანადაფინანსება მოხდება ასანაზღაურებელი თანხის 50%-ის ოდენობით, არაუმეტეს 350 ლარისა. 16.2.8. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 09) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოციალურ და ჯანდაცვის საკითხთა სამსახური ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 213 900 ლარი. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული 18 წელს გადაცილებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დაფინანსება, რომლებიც სარგებლობენ საქველომოქმედო ასოციაცია ,,გურია“, არაკომერციული-ჰუმანიტარული ორგანიზაციის „დღის ცენტრის“ მომსახურებით. პროგრამა ითვალისწინებს: ა) ბენეფიციართა „დღის ცენტრში“ ტრანსპორტირებას; ბ) ბენეფიცირთა ყოველდღიურ მომსახურებას კვებით; გ) ბენეფიციართა სამედიცინო მომსახურებას და მედიკამენტებით უზრუნველყოფას; დ) ბენეფიციართა სანიტარულ-ჰიგიენური და ფსიქოლოგიური მომსახურებით უზრუნველყოფას; ე) სხვა აუცილებელი პირობებით უზრუნველყოფას; ვ) ზაფხულის სეზონზე, ბენეფიციარებისათვის სარეაბილიტაციო კურსის ჩატარებას. განსახორციელებელი ღონისძიებები: საქველმოქმედო ასოციაცია ,,გურია“, არაკომერციული-ჰუმანიტარული ორგანიზაციის დაფინანსება ყოველთვიურად არაუმეტეს 250 ლარისა ერთ ბენეფიციარზე, ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად. ქვეპროგრამით გათვალისწინებულია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული, მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე უსინათლო პირების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაწევა. 1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ, განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებს, რომელთაც მინიჭებული აქვთ მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი, (I ჯგუფი, მხოლოდ მხედველობით შშმ პირები), უფლება აქვთ ისარგებლონ წლის განმავლობაში ერთჯერადად, ფულადი დახმარებით 250 ლარის ოდენობით; მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ პირებს წლის განმავლობაში ერთჯერადად 100 ლარის ოდენობით (II ჯგუფი მხოლოდ მხედველობით შშმ პირები) . 2. მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს (გარდა მხედველობით შშმ პირებისა)) უფლება აქვთ მიიღონ წელიწადში ერთხელ 100 ლარი პირად ანგარიშზე ჩარიცხვის გზით. 3. ასევე გათვალისწინებულია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული შშმ პირების ცხოვრების გაუმჯობესებისა და ხელშეწყობის მიზნით, წარმოდგენილი პროექტების თანადაფინანსება. 16.2.9. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარება(პროგრამული კოდი 06 02 10) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოციალურ და ჯანდაცვის საკითხთა სამსახური ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 13 000 ლარი. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული, ზამთრის სეზონთან დაკავშირებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დროებით რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები, იძულებით გადაადგილებული ოჯახების სათბობით უზრუნველყოფის მიზნით მატერიალური დახმარების გაწევა 200 ლარის ოდენობით. „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დროებით რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები, იძულებით გადაადგილებული პირის გარდაცვალების შემთხვევაში, სარიტუალო ხარჯებისათვის, გარდაცლვლილის ოჯახის ფინანსური დახმარება 250 ლარის ოდენობით. 16.2.10. სარიტუალო დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 11) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოციალურ და ჯანდაცვის საკითხთა სამსახური ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 18 000 ლარი. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, სამამულო ომისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების მონაწილე პირის გარდაცვალების შემთხვევაში, დაკრძალვის ხარჯებისათვის, გარდაცლვლილის ოჯახის ფინანსური დახმარება 500 ლარის ოდენობით. 16.2.11. სოციალური ღონისძიებები (პროგრამული კოდი 06 02 12) ქვეპროგრამის განმახორციელებელი. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოციალურ და ჯანდაცვის საკითხთა სამსახური ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 50 000 ლარი. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ტრადიციულ დღესასწაულებთან დაკავშირებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ბენეფიციარებისათვის სურსათით და სხვა სახის დახმარების გაწევა, ღირშესანიშნავი დღეებისა და თარიღების აღნიშვნა, ღონისძიებების მოწყობა შესაბამისი კატეგორიის ღვაწლმოსილი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის. განსახორციელებელი ღონისძიებები:
16.2.12. სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ოჯახების დახმარება(პროგრამული კოდი 06 02 13). ქვეპროგრამის განმახორციელებელი. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოციალურ და ჯანდაცვის საკითხთა სამსახური ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 290 000 ლარი. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ან/და მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ოჯახებისთვის ბინის ქირის საფასურით უზრუნველყოფა და საცხოვრებელი სახლის დაზიანების შემთხვევაში სამშენებლო მასალებით დახმარება. ბინის ქირით უზრუნველყოფისათვის წლის განმავლობაში აღნიშნული მუხლიდან დაიხარჯება არაუმეტეს 95400 ლარისა. 16.2.13. სხვა ფულადი სოციალური გასაცემელი (პროგრამული კოდი 06 02 14) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოციალურ და ჯანდაცვის საკითხთა სამსახური ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 30 000 ლარი. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამა ითვალისწინებს განსაკუთრებულ შემთხვევებში, როგორიცაა: სასწრაფო სამედიცინო ოპერაციებისათვის, სასწრაფო სამედიცინო კვლევებისათვის, ქვეყნის ფარგლებში სასწრაფო სამედიცინო მომსახურების მიზნით გადაადგილებისათვის (რეანომობილით მომსახურებისათვის იმ შემთხვევაში როცა აღნიშნული არ იფარება რომელიმე პროგრამით), ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ გადაუდებელი სამედიცინო მომსახურებისათვის (მხოლოდ ტრანსპორტირების ნაწილში) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ იმ პირთა (ოჯახთა) ერთჯერადი ფულადი სახით დახმარებას (არაუმეტეს 500 ლარისა), რომლებმაც ვერ ისარგებლეს ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამებით . სხვა ფულადი სოციალური გასაცემელი (სამედიცინო თანადაფინანსება, რომელიც არ ჯდება მერიის თანადაფინანსების სხვა პროგრამაში) (ინვოისით წარმოდგენილი ასანაზღაურებელი თანხის 50% არაუმეტეს 500 ლარისა), ასევე არაპროგრამული რეფერალური მომსახურება ( არაუმეტეს 500 ლარისა). 16.2.14. გენდერულ საკითხებთან დაკავშირებული პროექტების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 06 02 15) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოციალურ და ჯანდაცვის საკითხთა სამსახური ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 20 000 ლარი. ღონისძიების აღწერა და მიზანი: პროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირების მიმართ ძალადობის პრევენცია, გენდერული თანასწორობის ძირითადი პრინციპების გაცნობა მათი საზოგადოებასთან შემდგომი ინტეგრირების მიზნით. განსახორციელებელი ღონისძიებები: ა) სტატისტიკური მონაცემების მოკვლევა; ბ) ბენეფიციართა შერჩევა ფსიქოლოგიური დახმარების საჭიროების მიხედვით; გ) საპრეზენტაციო ბანერის, ბუკლეტებისა და ფლაერების დამზადება; დ) სკრინინგ-ჯგუფების ჩამოყვანა და მოსახლეობისათვის უფასო კვლევების ჩატარება; პროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მყოფ მოქალაქეებს დაეხმაროს გენდერულ საკითხებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაში, ხელი შეუწყოს ქალების მეტ ჩართულობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ძალადობის მსხვერპლ ქალებს გაეწევა პროფესიული დახმარება გადატანილი ფსიქოლოგიური ტრამვებისა და კრიზისის დაძლევაში, ჩატარდება სკრინინგ ჯგუფის მიერ გამოკვლევები. 16.2.15. მზრუნველობამოკლებულთა უფასო კვებით უზრუნველყოფის პროგრამა (პროგრამულიკოდი 06 02 16) ქვეპროგრამის განმახორციელებელი. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოციალურ და ჯანდაცვის საკითხთა სამსახური ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 118 500 ლარი. პროგრამის მიზანია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები შეჭირვებული მოსახლეობის დახმარების მიზნით მათი ყოველდღიური ერთჯერადი კვებით უზრუნველყოფა. 16.2.16.ხანდაზმულთა სახლისთვის კომუნალური გადასახადებით უზრუნველყოფის პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 17) ქვეპროგრამის განმახორციელებელი. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოციალურ და ჯანდაცვის საკითხთა სამსახური, ა(ა)იპ ,,ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი“ ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 13 100 ლარი. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ა(ა)იპ ,,ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი“-ს ადმინისტრირებაში ოზურგეთში, მეცნიერების ქ. #16-ში მდებარე „ხანდაზმულთა სახლი“-ს კომუნალური გადასახადების დაფინანსება. „ხანდაზმულთა სახლი“- ს მობინადრეთა მიერ გახარჯული ბუნებრივი აირის თანხის ანაზღაურებაწარმოდგენილი მოხმარებული კომუნალური მომსახურების დამადასტურებელი ქვითრის საფუძველზე. 16.2.17. ძვირადღირებული კვლევის (კომპიუტერული ტომოგრაფიის) ერთჯერადი დაფინანსება (პროგრამული კოდი 06 02 18) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოციალურ და ჯანდაცვის საკითხთა სამსახური ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 30 000 ლარი. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ პირებს, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა 0 - დან 100 001-მდეა და ასევე ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ვეტერანებს, საჭიროების შემთხვევაში ეძლევათ საშუალება მიიღონ თანადაფინანსება ინვოისით წარმოდგენილი თანხის 90 % არაუმეტეს 200 ლარის ფარგლებში წელიწადში ერთხელ ძვირადღირებულ კვლევაზე (კომპიუტერული ტომოგრაფია და ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია). ბენეფიციარებს, რომელთაც აღნიშნული კვლევა უფინანსდებათ საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში (ან სხვა პროგრამით), კარგავენ ამ მუხლით სარგებლობის უფლებას. 16.2.18. სოციალურად შეჭირვებული ოჯახებში ახალშობილის (0-დან 1 წლამდე) მოვლისთვის საჭირო საგნებისა და საკვების შეძენისათვის ყოველთვიური დახმარება(პროგრამული კოდი 06 02 19) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოციალურ და ჯანდაცვის საკითხთა სამსახური ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 50 000 ლარი. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: პროგრამის მიზანია სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებში, რომლებიც ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზა“-ში რეგისტრირებულნი არიან 0-დან 70001- მდე სარეიტინგო ქულით, 0-დან 1 წლამდე ახალშობილის მოვლისთვის საჭირო საგნებისა და საკვების შეძენისათვის ყოველთვიური მატერიალური დახმარების გაწევა 100 (ასი) ლარის ოდენობით. შენიშვნა: დახმარების გაწევა დაიწყება საბუთების წარმოდგენის თვიდან და გაგრძელდება მანამ, სანამ ბავშვის ასაკი მიაღწევს 1 წელს. |
მუხლი 17.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის გადასახდელები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელები თანდართული რედაქციით:
|
თავი III
მარეგულირებელი ნორმები |
მუხლი 18 |
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის ასიგნებების დაფინანსება გაგრძელდეს სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფინანსების მართვის საინფორმაციო (ელექტრონული) სისტემის მეშვეობით. |
მუხლი 19 |
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილება და ცვლილებები პროგრამულ კლასიფიკაციაში განხორციელდეს დამტკიცებული წლიური ასიგნებების ფარგლებში საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის თანახმად. |
მუხლი 20 |
2019 წლის განმავლობაში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მოსამსახურეებზე საქართველოს კანომდებლობით განსაზღვრული ფულადი ჯილდო, დანამატი და სხვა ანაზღაურება გაიცეს მათთვის შესაბამისი ბიუჯეტებით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში. |
მუხლი 21 |
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელება, ამ პროგრამებისა და ქვეპროგრამების ფარგლებში გაფორმებულ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლი, დაევალოთ მერიის სამსახურებს კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
მუხლი 22 |
1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სტრუქტურულმა ერთეულებმა, ყოველი თვის დასრულებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში საფინანსო სამსახურს წარუდგინონ ინფორმაცია მათ მიერ და მათი კონტროლისადმი დაქვემდებარებული საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ, ამ დადგენილებით მათთვის გათვალისწინებული საბიუჯეტო სახსრებით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განხორციელებული ელექტრონული ტენდერებისა და შესრულებული სამუშაოების შედეგად წარმოქმნილი ეკონომიის თაობაზე.
2. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას. მუნიციპალიტეტის მერი იღებს გადაწყვეტილებას ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ეკონომიის სხვა პრიორიტეტულ მიმართულებებზე გადანაწილების შესახებ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
მუხლი 23 |
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურმა მოამზადოს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის კვარტალური განწერა საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესაბამისად. |
დოკუმენტის კომენტარები