დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 დეკემბრის №60 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1 |
დოკუმენტის მიმღები | ოზურგეთის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 09/01/2019 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/01/2019 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.113.016381 |
|
„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 დეკემბრის №60 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ.ა“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
შეტანილი იქნეს ცვლილება ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 დეკემბრის №60 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 27/12/2018, 190020020.35.113.016380) და დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 16. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) პრიორიტეტის ბიუჯეტი: 1 695 500 ლარი. პროგრამის მიზანი: მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს. თვითმმართველობა არსებული რესურსებისა და კომპეტენციის ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებითა და შეღავათებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, ადგილობრივ დონეზე, სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. 2019 წლის განმავლობაში მოსახლეობის სოციალური დაცვის მიმართულებით გაგრძელდება ისეთი პროგრამების დაფინასება, რომელიც გაზრდის სოციალურად დაუცველი ფენის ხელმისაწვდომობას სხვადასხვა ჯანდაცვისა და მომსახურების სერვისებზე. 16.1. ჯანდაცვის პროგრამები (პროგრამული კოდი 06 01) პროგრამის განმახორცილებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოციალურ და ჯანდაცვის საკითხთა სამსახური, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“; პროგრამის ბიუჯეტი : 110 000 ლარი; პროგრამის აღწერა და მიზანი: პროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში, კანონმდებლობით გათვალისწინებული, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურების ხარჯების ანაზღაურება. მძიმე დაავადებების მქონე პირების მედიკამენტებითა და სამედიცინო დანიშნულების საგნებით დახმარება, დაავადებული გადახდისუუნარო პირებისათვის სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებაში დახმარება. 16.1.1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“ (პროგრამული კოდი 06 01 01) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: საქართველოს კანონით „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ გათვალისწინებული ადგილობრივი თვითმმართველობის დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში, ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნის ხელშეწყობა, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების ხელშეწყობა. განსახორციელებელი ღონისძიებები:
16.2. სოციალური პროგრამები (პროგრამულიკოდი 06 02) პროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოციალურ და ჯანდაცვის საკითხთა სამსახური. პროგრამის ბიუჯეტი: 1 585 500 ლარი პროგრამის აღწერა და მიზანი: პროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეების დახმარება. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში, კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო ხარჯების ანაზღაურება, მოსახლეობის სხვადასხვა ფენების სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ხელშეწყობა და სხვა სოციალური ღონისძიებების განხორციელება. მოსალოდნელი შედეგი:
შედეგების შეფასების ინდიკატორი:
16.2.1. მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 01 ) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოციალურ და ჯანდაცვის საკითხთა სამსახური. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 145 000 ლარი. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამა ითვალისწინებს, მრავალშვილიანი ოჯახების ხელშეწყობის მიზნით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში" 100 000 - დან და 150 001- მდე სარეიტინგო ქულით რეგისტირებული მრავალშვილიანი ოჯახებისათვის (4 და მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვი), რომლებიც რეგისტრირებულნი არიან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ყოველთვიური მატერიალური დახმარების გაწევას თითოეულ ბავშვზე 25 ლარის ოდენობით. 16.2.2. დღის ცენტრის დაფინანსება 06 02 02 ქვეპროგრამის განმახორციელებელი: არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „მომავლის სხივი“. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 45 000 ლარი. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: პროგრამით გათვალისწინებულია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული 6-დან 18 წლამდე ბავშვების თანადაფინანსება, რომლებიც სარგებლობენ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „მომავლის სხივის“ დღის ცენტრის მომსახურებით. ქვეპროგრამის მიზანია დღის ცენტრის ბენეფიციარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა და მათ სოციალურ რეაბილიტაციაზე ზრუნვა. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „მომავლის სხივის“ ადმინისტრირებაში მყოფი „ბავშვთა მცირე საოჯახო ტიპის სახლის“ კომუნალური (ბუნებრივი აირი) გადასახადების თანაგადახდა. 16.2.3. დედ-მამით ობოლი 18 წლამდე ასაკის ბავშვთა ერთჯერადი დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 04) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოციალურ და ჯანდაცვის საკითხთა სამსახური. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 9 000 ლარი. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამით გათვალისწინებულია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული, დედ-მამით ობოლი 18 წლამდე ასაკის ბავშვების მატერიალური დახმარება. დახმარება გულისხმობს ბენეფიციარებისათვის წელიწადში 4 ჯერ (კვარტალში ერთხელ) მატერიალურ დახმარებას თითოეულ ჯერზე 300 ლარის ოდენობით. განსახორციელებელი ღონისძიებები: განცხადებებისა და თანდართული დოკუმენტაციის განხილვა, მატერიალური დახმარების გაცემა, ელექტრონული ბაზის წარმოება. 16.2.4 მოქალაქეთა სამედიცინო დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 05) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოციალურ და ჯანდაცვის საკითხთა სამსახური. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 300 000 ლარი. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამის მიზანია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების და მედიკამენტების ხარჯების ანაზღაურებაში დახმარება, კერძოდ:
ა) იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფოს (სადაზღვევო კომპანია) მიერ ასანაზღაურებელი თანხის 30% ნაკლებია ან ტოლი 150 ლარის, დაფინანსება მოხდება სრულად; ბ) იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფოს (სადაზღვევო კომპანია) მიერ ასანაზღაურებელი თანხის 30% მეტია 150 ლარზე, მაშინ დაფინანსება მოხდება საყოველთაო ჯანდაცვის (სადაზღვევო კომპანია) თანაგადახდის ფარგლებში არსებული ტარიფით განსაზღვრული სახელმწიფოს (სადაზღვევო კომპანიის) მიერ ასანაზღაურებელი თანხის 30%-ის, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარის. დაფინანსებეის ქვედა ზღვარია 150 ლარი. თუ არ არსებობს თანაგადახდა, ანუ თუ მკურნალობის ხარჯები მთლიანად პაციენტის დასაფარია, ასეთ შემთხვევაში დაფინანსება მოხდება წარმოდგენილი თანხის ნახევრის, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა. 16.2.5. ,,C” ჰეპატიტით დაავადებულ პირებში მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრისათვის საჭირო კვლევების დაფინანსება (პროგრამული კოდი 06 02 06) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოციალურ და ჯანდაცვის საკითხთა სამსახური. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 75 000 ლარი. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: პროგრამის მიზანია ,,C” ჰეპატიტით გამოწვეული ავადობის, სიკვდილიანობისა და ინფექციის გავრცელების შემცირება. არსებული რესურსებისა და კომპეტენციის ფარგლებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ, C ჰეპატიტით დაავადებული პირებს შეუძლიათ მიიღონ გამოკვლევების დაფინანსება, რომელიც საჭიროა, C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვისათვის, მკურნალობის ტაქტიკის განსასაზღვრად. ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსება განხორციელდება საბიუჯეტო წლის განმავლობაში ერთჯერადად, სამედიცინო დაწესებულებიდან წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურის შესაბამისად, კვლევების ღირებულების სრული ოდენობა, არაუმეტეს 200 ლარისა. 16.2.6. თირკმლის უკმარისობით დაავადებულ პირთა დახმარება(პროგრამული კოდი 06 02 07) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოციალურ და ჯანდაცვის საკითხთა სამსახური. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 25 000 ლარი. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამით გათვალისწინებულია დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული პირების დახმარება სატრანსპორტო ხარჯების შემსუბუქების მიზნით. დახმარება გულისხმობს ბენეფიციარებისათვის ყოველ კვარტალურად თანხის გადარიცხვას 150 ლარის ოდენობით. ხოლო პერიტონიალურ შემთხვევაში ყოველთვიურად 100 ლარის ოდენობით. 16.2.7. ლეიკემიით და ონკოლოგიური დაავადების მქონე პირთა დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 08) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოციალურ და ჯანდაცვის საკითხთა სამსახური. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 140 000 ლარი. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: პროგრამის მიზანია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ლეიკემიით და ონკოლოგიური დაავადების მქონე პირებისათვის სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებაში დახმარება. პროგრამით ისარგებლებენ ,,საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში" ჩართული მოქალაქეები საბიუჯეტო წლის განმავლობაში ერთჯერადად (გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა, რომლებიც შესაძლებელია დაფინანსდეს განმეორებით). პროგრამა გულისხმობს ბენეფიციარებისათვის სამედიცინო დაწესებულებაში თანხის გადარიცხვას ოპერატიული და სხვა სახის მკურნალობის ჩატარების მიზნით, შემდეგი კრიტერიუმის გათვალისწინებით:
16.2.8. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 09) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოციალურ და ჯანდაცვის საკითხთა სამსახური. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 213 900 ლარი. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული 18 წელს გადაცილებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დაფინანსება, რომლებიც სარგებლობენ საქველომოქმედო ასოციაციის ,,გურია“, არაკომერციულ-ჰუმანიტარული ორგანიზაციის „დღის ცენტრის“ მომსახურებით. პროგრამა ითვალისწინებს: ა) ბენეფიციართა „დღის ცენტრში“ ტრანსპორტირებას; ბ) ბენეფიცირთა ყოველდღიურ მომსახურებას კვებით; გ) ბენეფიციართა სამედიცინო მომსახურებას და მედიკამენტებით უზრუნველყოფას; დ) ბენეფიციართა სანიტარიულ-ჰიგიენური და ფსიქოლოგიური მომსახურებით უზრუნველყოფას; ე) სხვა აუცილებელი პირობებით უზრუნველყოფას; ვ) ზაფხულის სეზონზე, ბენეფიციარებისათვის სარეაბილიტაციო კურსის ჩატარებას. განსახორციელებელი ღონისძიებები: 1. საქველმოქმედო ასოციაციის ,,გურია“, არაკომერციული ჰუმანიტარული ორგანიზაციის დაფინანსება ყოველთვიურად არაუმეტეს 250 ლარისა ერთ ბენეფიციარზე, ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად. ქვეპროგრამით გათვალისწინებულია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული, მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე უსინათლო პირების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაწევა. 2. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ, განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებს, რომელთაც მინიჭებული აქვთ მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი, (I ჯგუფი, მხოლოდ მხედველობით შშმ პირები), უფლება აქვთ ისარგებლონ წლის განმავლობაში ერთჯერადად ფულადი დახმარებით 250 ლარის ოდენობით; მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ პირებს წლის განმავლობაში ერთჯერადად 100 ლარის ოდენობით (II ჯგუფი, მხოლოდ მხედველობით შშმ პირები) . 3. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებს, რომელთაც მინიჭებული აქვთ მკვეთრად გამოხატული (I ჯგუფი) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი, (გარდა მხედველობით შშმ პირებისა) უფლება აქვთ ისარგებლონ წლის განმავლობაში ერთჯერადად, ფინანსური დახმარებით, 100 ლარის ოდენობით. 4. ასევე მე-8 მუხლით გათვალისწინებულია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული შშმ პირების ცხოვრების გაუმჯობესებისა და ხელშეწყობის მიზნით დახმარება (სპეციალური ინვენტარის ან დამხმარე საშუალებების შეძენა არაუმეტეს 20000 ლარისა წელიწადში), 6-დან 18 წლამდე ჰიგიენური საშუალებების (პამპერსი თვეში არაუმეტეს 60 ლარის) შეძენა უნაღდო ანგარიშსწორებით ფარმაცევტულ დაწესებულებაში შშმ პირებისთვის რომელთა ოჯახის სარეიტინგო ქულა 0-დან 150001-მდეა. წარმოდგენილი პროექტების დაფინანსება (ურთიერთშეთანხმებით, თანადაფინანსების შემთხვევაში მუნიციპალიტეტი იღებს ვალდებულებას დააფინანსოს თანაგადახდის არაუმეტეს 80%). გათვალისწინებული თანხა 40000 ლარი. 16.2.9. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარება(პროგრამული კოდი 06 02 10) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოციალურ და ჯანდაცვის საკითხთა სამსახური. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 13 000 ლარი. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული, ზამთრის სეზონთან დაკავშირებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დროებით რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები, იძულებით გადაადგილებული ოჯახების სათბობით უზრუნველყოფის მიზნით მატერიალური დახმარების გაწევა 200 ლარის ოდენობით. „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დროებით რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები, იძულებით გადაადგილებული პირის გარდაცვალების შემთხვევაში, სარიტუალო ხარჯებისათვის, გარდაცლვლილის ოჯახის ფინანსური დახმარება 250 ლარის ოდენობით. 16.2.10. სარიტუალო დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 11) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოციალურ და ჯანდაცვის საკითხთა სამსახური. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 18 000 ლარი. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, სამამულო ომისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების მონაწილე პირის გარდაცვალების შემთხვევაში, დაკრძალვის ხარჯებისათვის, გარდაცლვლილის ოჯახის ფინანსური დახმარება 500 ლარის ოდენობით. 16.2.11. სოციალური ღონისძიებები (პროგრამული კოდი 06 02 12) ქვეპროგრამის განმახორციელებელი. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოციალურ და ჯანდაცვის საკითხთა სამსახური ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 50 000 ლარი. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ტრადიციულ დღესასწაულებთან დაკავშირებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ბენეფიციარებისათვის სურსათით და სხვა სახის დახმარების გაწევა, ღირსშესანიშნავი დღეებისა და თარიღების აღნიშვნა, ღონისძიებების მოწყობა შესაბამისი კატეგორიის ღვაწლმოსილი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის. დ) განსახორციელებელი ღონისძიებები:
16.2.12. სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ოჯახების დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 13) ქვეპროგრამის განმახორციელებელი. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოციალურ და ჯანდაცვის საკითხთა სამსახური. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 290 000 ლარი. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ან/და მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ოჯახებისთვის ბინის ქირის საფასურით უზრუნველყოფა და საცხოვრებელი სახლის დაზიანების შემთხვევაში სამშენებლო მასალებით დახმარება. 16.2.13. სხვა ფულადი სოციალური გასაცემელი (პროგრამული კოდი 06 02 14) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოციალურ და ჯანდაცვის საკითხთა სამსახური. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 30 000 ლარი. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამა ითვალისწინებს განსაკუთრებულ შემთხვევებში, როგორიცაა: სასწრაფო სამედიცინო ოპერაციებისათვის, სასწრაფო სამედიცინო კვლევებისათვის, ქვეყნის ფარგლებში სასწრაფო სამედიცინო მომსახურების მიზნით გადაადგილებისათვის (რეანომობილით მომსახურებისათვის იმ შემთხვევაში, როცა აღნიშნული არ იფარება რომელიმე პროგრამით), ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ გადაუდებელი სამედიცინო მომსახურებისათვის (მხოლოდ ტრანსპორტირების ნაწილში) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ იმ პირთა (ოჯახთა) ერთჯერადი ფულადი სახით დახმარებას (არაუმეტეს 500 ლარისა), რომლებმაც ვერ ისარგებლეს ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამებით . სხვა ფულადი სოციალური გასაცემელი (სამედიცინო თანადაფინანსება, რომელიც არ ჯდება მერიის თანადაფინანსების სხვა პროგრამაში) (ინვოისით წარმოდგენილი ასანაზღაურებელი თანხის 50%, არაუმეტეს 500 ლარისა), ასევე არაპროგრამული რეფერალური მომსახურება ( არაუმეტეს 500 ლარისა). 16.2.14. გენდერულ საკითხებთან დაკავშირებული პროექტების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 06 02 15) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოციალურ და ჯანდაცვის საკითხთა სამსახური ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 20 000 ლარი. ღონისძიების აღწერა და მიზანი: პროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირების მიმართ ძალადობის პრევენცია, გენდერული თანასწორობის ძირითადი პრინციპების გაცნობა მათი საზოგადოებასთან შემდგომი ინტეგრირების მიზნით. განსახორციელებელი ღონისძიებები: ა) სტატისტიკური მონაცემების მოკვლევა; ბ) ბენეფიციართა შერჩევა ფსიქოლოგიური დახმარების საჭიროების მიხედვით; გ) საპრეზენტაციო ბანერის, ბუკლეტებისა და ფლაერების დამზადება; დ) სკრინინგ-ჯგუფების ჩამოყვანა და მოსახლეობისათვის უფასო კვლევების ჩატარება; პროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მყოფ მოქალაქეებს დაეხმაროს გენდერულ საკითხებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაში, ხელი შეუწყოს ქალების მეტ ჩართულობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ძალადობის მსხვერპლ ქალებს გაეწევა პროფესიული დახმარება გადატანილი ფსიქოლოგიური ტრამვებისა და კრიზისის დაძლევაში. 16.2.15. მზრუნველობამოკლებულთა უფასო კვებით უზრუნველყოფის პროგრამა (პროგრამულიკოდი 06 02 16) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოციალურ და ჯანდაცვის საკითხთა სამსახური. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 118 500 ლარი. პროგრამის მიზანია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული შეჭირვებული მოსახლეობის, რომელთა ოჯახების სოციალური სარეიტინგო ქულა 0-დან 200 001-მდეა (გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა) დახმარების მიზნით ყოველდღიური ერთჯერადი კვებით უზრუნველყოფა. 16.2.16.ხანდაზმულთა სახლისთვის კომუნალური გადასახადებით უზრუნველყოფის პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 17) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოციალურ და ჯანდაცვის საკითხთა სამსახური, ა(ა)იპ ,,ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი“ ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 13 100 ლარი. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ა(ა)იპ ,,ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის" ადმინისტრირებაში ოზურგეთში, მეცნიერების ქ. №16-ში მდებარე ,,ხანდაზმულთა სახლის" კომუნალური გადასახადების დაფინანსება. ,,ხანდაზმულთა სახლის" მობინადრეთა მიერ გახარჯული ბუნებრივი აირის თანხის ანაზღაურება წარმოდგენილი მოხმარებული კომუნალური მომსახურების დამადასტურებელი ქვითრის საფუძველზე. 16.2.17. ძვირადღირებული კვლევის (კომპიუტერული ტომოგრაფიის) ერთჯერადი დაფინანსება (პროგრამული კოდი 06 02 18) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოციალურ და ჯანდაცვის საკითხთა სამსახურიю ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 30 000 ლარი. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ პირებს, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა 0-დან 100 001-მდეა და ასევე ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ვეტერანებს, საჭიროების შემთხვევაში ეძლევათ საშუალება მიიღონ თანადაფინანსება ინვოისით წარმოდგენილი თანხის 90% არაუმეტეს 200 ლარის ფარგლებში წელიწადში ერთხელ ძვირადღირებულ კვლევაზე (კომპიუტერული ტომოგრაფია და ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია). ბენეფიციარებს, რომელთაც აღნიშნული კვლევა უფინანსდებათ საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში (ან სხვა პროგრამით), კარგავენ ამ მუხლით სარგებლობის უფლებას. 16.2.18. სოციალურად შეჭირვებული ოჯახებში ახალშობილის (0-დან 1 წლამდე) მოვლისთვის საჭირო საგნებისა და საკვების შეძენისათვის ყოველთვიური დახმარება(პროგრამული კოდი 06 02 19) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოციალურ და ჯანდაცვის საკითხთა სამსახურიю ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 50 000 ლარი. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: პროგრამის მიზანია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ოჯახებს, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა 0-დან 70001-მდეა, ბავშვის დაბადების შემთხვევაში მუნიციპალიტეტი გამოუყოფს 1200 ლარს (ყოველთვიურად 100 ლარი) 1 წლის განმავლობაში ბავშვის მოვლის საგნების, მედიკამენტისა და საკვების შესაძენად. მოსარგებლეს ეძლევა შესაძლებლობა აღნიშნული საქონელი გაიტანოს ფარმაცევტული დაწესებულებიდან. შენიშვნა: დახმარების გაწევა დაიწყება საბუთების წარმოდგენის თვიდან და გაგრძელდება მანამ, სანამ ბავშვის ასაკი მიაღწევს 1 წელს.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები