დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 დეკემბრის №60 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 20 |
დოკუმენტის მიმღები | ოზურგეთის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 25/11/2019 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/11/2019 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.113.016400 |
|
„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 დეკემბრის №60 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ.ა“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1 |
შეტანილი იქნეს ცვლილებები და დამატებები „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 დეკემბრის №60 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 27/12/2018, 190020020.35.113.016380), კერძოდ:
– გაიზარდოს სულ შემოსავლების და გადასახდელების ნაწილში 7 648 426,55 ლარით: 1. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 14 მაისის №1065 განკარგულებით „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტს მიეცა უფლება მიმართოს განკარგულებების ნაშთები 201 333 ლარის ოდენობით ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად. მათ შორის: ა) საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 იანვრის №39 განკარგულების ნაშთი – 26 020 ლარი; ბ) საქართველოს მთავრობის 2016 წლის 04 თებერვლის №175 განკარგულების ნაშთი – 121 288 ლარი; გ) საქართველოს მთავრობის 2017 წლის 14 მარტის №480 განკარგულების ნაშთი – 54 025 ლარი. 2. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 მარტის №558 განკარგულებით „სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტს2018 წლის სტიქიის მიერ მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო ღონისძიებებისათვის გამოეყო 560 000 ლარი. 3. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 6 ივნისის №1308 განკარგულებით „სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტს 2018-2019 წლებში მომხდარი სტიქიების მიერ მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო ღონისძიებებისათვის გამოეყო 1 500 000 ლარი. 4. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 02 ივლისის №1509 განკარგულებით შევიდა ცვლილება საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 მარტის №557 განკარგულებაში „სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამის დაფინანსების მიზნით საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ რომლის თანახამად ოზურგეთის მუნიციპალიტეტს პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების განსახორციელებლად გამოეყო 170 002 ლარი. 5. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 ოქტომბრის №2279 განკარგულებით „სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტს 2019 წელს მომხდარი სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებისათვის გამოეყო 800 000 ლარი. 6. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 ოქტომბრის №2269 განკარგულებით შევიდა ცვლილება საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 მარტის №554 განკარგულებაში „ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის მიზნით საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ რომლის თანახმად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტს პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების განსახორციელებლად გამოეყო 1 113 484 ლარი. 7. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 ოქტომბრის №2271 განკარგულებით შევიდა ცვლილება „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის №2577 განკარგულებაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტს პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების განსახორციელებლად დამატებით გამოეყო 2 104 302 ლარი. 8. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 10 ივნისის განკარგულებით შევიდა ცვლილება საქართველოს მთავრობის 2019 წლის 18 იანვრის №13 განკარგულებაში „ზოგიერთი მუნიციპალიტეტისათვის უფლებამოსილებების ხელშეკრულების საფუძველზე დელეგირების შესახებ“, შესაბამისად ოზურგეთის მუნიციპალიტეტს საჯარო სკოლების მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფის მიზნით გამოეყო 332 376,8 ლარი. 9. ევროკავშირის პროექტის „ მონაწილეობითი CHARRETTE გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისათვის“ ფარგლებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტს პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების განსახორციელებლად გამოეყო 15 628,75 ლარი. 10. გაიზარდოს შემოსავლების ნაწილში საკუთარი შემოსავლები 851 300 ლარით, კერძოდ: ა) ჯარიმები, სანქციები და საურავები (ორგანიზაციული კოდი 143) – 851 300 ლარით. 11. შემცირდეს: ა) მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება, სოციალური დახმარება ფულადი ფორმით (ორგანიზაციული კოდი – 06 02 01 – 2.7.2.1.) – 80 000 ლარით; ბ) მოქალაქეთა სამედიცინო დახმარება, სოციალური დახმარება ფულადი ფორმით (ორგანიზაციული კოდი – 06 02 05 – 2.7.2.1.) – 60 000 ლარით; გ) „C'' ჰეპატიტით დაავადებულ პირებში მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრისათვის საჭირო კვლევების დაფინანსება, სოციალური დახმარება ფულადი ფორმით (ორგანიზაციული კოდი – 06 02 06 – 2.7.2.1.) – 40 000 ლარით; დ) ძვირადღირებული კვლევის (კომპიუტერული ტომოგრაფიის) ერთჯერადი დაფინანსება, სოციალური დახმარება ფულადი ფორმით (ორგანიზაციული კოდი – 06 02 18 – 2.7.2.1.) – 7 000 ლარით. 12. შესაბამისად გაიზარდოს: ა) საქართველოს მთავრობის 2019 წლის 14 მაისის №1065 განკარგულებით კეთილმოწყობის სამუშაოები, არაფინასური აქტივების ზრდის ნაწილში, სხვა შენობა-ნაგებობები (ორგანიზაციული კოდი – 03 05 – 61.1.1.11.) – 201 333 ლარით; ბ) საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 მარტის №558 განკარგულებით სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების დაფინანსება, სხვადასხვა კაპიტალური ხარჯი (ორგანიზაციული კოდი – 03 07 – 2.8.2.2.) – 560 000 ლარით; გ) საქართველოს მთავრობის 2019 წლის 6 ივნისის №1308 განკარგულებით სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების დაფინანსება, არაფინანსური აქტივების ზრდა (ორგანიზაციული კოდი – 03 07 – 61.1.1.11) – 1 500 000 ლარით; დ) საქართველოს მთავრობის 2019 წლის 02 ივლისის №1509 განკარგულებით სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების დაფინანსება, არაფინანსური აქტივების ზრდა, სხვა შენობა-ნაგებობები (ორგანიზაციული კოდი – 03 07 – 61.1.1.11.) – 170 002 ლარით; ე) საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 ოქტომბრის №2279 განკარგულებით სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების დაფინანსება, არაფინანსური აქტივების ზრდა (ორგანიზაციული კოდი – 03 07 – 61.1.1.11) – 800 000 ლარით; ვ) საქართველოს მთავრობის 2019 წლის 04 ოქტომბრის №2126 განკარგულებით ინფრასტრუქტურის სამუშაოები, არაფინასური აქტივების ზრდა (ორგანიზაციული კოდი – 03 02 02 – 61.1.1.11.) – 1 113 484 ლარით; ზ) საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 ოქტომბრის №2271 განკარგულებით ინფრასტრუქტურის სამუშაოები, არაფინასური აქტივების ზრდა, გზები (ორგანიზაციული კოდი – 03 02 02 – 61.1.1.5.) – 2 104 302 ლარით; თ) საქართველოს მთავრობის №13 განკარგულებით ზოგადი განათლების ხელშეწყობა, სხვა დანარჩენ საქონელსა და მომსახურებაზე გაწეული დანარჩენი ხარჯი (ორგანიზაციული კოდი – 04 02 – 2.2.10.14.) - 332 376,8 ლარით; ი) ევროკავშირის გრანტით, კულტურული, სპორტული, საგანმანათლებლო, საგამოფენო ღონისძიებების და მაუწყებლობის ხარჯები (ორგანიზაციული კოდი – 05 03 – 2.2.10.12.) – 15 628,75 ლარით; კ) საკუთარი შემოსავლებიდან მუნიციპალური ტრანსპორტი, სუბსიდია (ორგანიზაციული კოდი – 03 01 02 – 2.5) – 2100 ლარით; ლ) საკუთარი შემოსავლებიდან კომუნალური მომსახურების ცენტრი, სუბსიდია (ორგანიზაციული კოდი – 03 02 01 – 2.5) – 320 000 ლარით; მ) საკუთარი შემოსავლებიდან წყალსადენის შიდა ქსელის რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია, სუბსიდია (ორგანიზაციული კოდი – 03 02 04 – 2.5) – 4 600 ლარით; ნ) საკუთარი შემოსავლებიდან სკოლამდელი განათლების დაფინანსება, სუბსიდია (ორგანიზაციული კოდი – 04 01 – 2.5.) – 250 000 ლარით; ო) საკუთარი შემოსავლებიდან სპორტული ობიექტების დაფინანსება, სუბსიდია (ორგანიზაციული კოდი – 05 01 02 – 2.6) – 225 000 ლარით; პ) საკუთარი შემოსავლებიდან კულტურის ღონისძიებების ხელშეწყობა, გრანტები (ორგანიზაციული კოდი – 05 02 01 – 2.6) – 15 000 ლარით; ჟ) საკუთარი შემოსავლებიდან კულტურის ობიექტების დაფინანსება, სუბსიდია (ორგანიზაციული კოდი – 05 02 02 – 2.5) – 34 600 ლარით; რ) ლეიკემიით და ონკოლოგიური დაავადების მქონე პირების დახმარება, სოციალური დახმარება ფულადი ფორმით (ორგანიზაციული კოდი – 06 02 08 – 2.7.2.1.) – 75 000 ლარით; ს) სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ოჯახების დახმარება, სხვადასხვა მიმდინარე ხარჯების სხვა დანარჩენი მიმდინარე ხარჯი (ორგანიზაციული კოდი – 06 02 13 – 2.8.2.1.18) – 112 000 ლარით. |
მუხლი 2 |
დადგენილების დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
|
მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი
|
თავი I
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი
|
მუხლი 1.
ბიუჯეტის ბალანსი |
განისაზღვროს ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 2.
ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება |
განისაზღვროს ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 3.
ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს ბიუჯეტის შემოსავლები 40 128,71 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 4.
ბიუჯეტის გადასახადები |
განისაზღვროს ბიუჯეტის გადასახადები 7000,0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 5.
ბიუჯეტის გრანტები |
განისაზღვროს ბიუჯეტის გრანტები 28 907,4 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 6.
ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
განისაზღვროს ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 4221,3 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 7.
ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს ბიუჯეტის ხარჯები 21 402,4 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 8.
ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 26 337,5 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
1. განისაზღვროს ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 26 587,5 ათასი ლარის ოდენობით. 2.განისაზღვროსმუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 250,0 ათასი ლარის ოდენობით.
|
მუხლი 9.
ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 10.
ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 350,0 ათასი ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებების საფუძველზე რომელიც მოიცავს ინფორმაციას თანხის ოდენობასა და მიზნობრიობის შესახებ.
|
მუხლი 11.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი |
1. დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი, 253,0 ათასი ლარი, მიიმართოს:
ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 110,0 ათასი ლარი; ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 143,0 ათასი ლარი. 2. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება. |
მუხლი 12.
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა |
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს ამ დადგენილების მე-16 მუხლის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
|
თავი II
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
პრიორიტეტები და პროგრამები/ქვეპროგრამები განისაზღვროს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ძირითადი პრიორიტეტები (პროგრამული კლასიფიკაციის პირველი დონე), მათ ფარგლებში განსახორციელებელი პროგრამები (მეორე დონე) და ქვეპროგრამები (მესამე დონე) შემდეგი რედაქციით: |
მუხლი 13.
ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია
(პროგრამული კოდი 03 00) |
პრიორიტეტის ბიუჯეტი: 23 019 100 ლარი
პროგრამის მიზანი: მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლების ძირითად პირობად დღეისათვის კვლავ რჩება საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება. საინჟინრო ნაგებობების და ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა და აღდგენა – რეკონსტრუქცია, მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების ჩატარება. გარდა ამისა პრიორიტეტი ითვალისწინებს გარე განათების ქსელის ექსპლუატაცია-რეაბილიტაციას, სანიაღვრე ქსელის მოვლა-პატრონობას, კეთილმოწყობის ღონისძიებების ჩატარებას, მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას და მშენებლობას, ინფრასტრუქტურის ადაპტირება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მოთხოვნებთან/პირობებთან და სხვა. ინფრასტრუქტურის მოწესრიგება (როგორიცაა გზების, გარე განათების, წყლის სისტემების და სხვა) ხელს უწყობს მუნიციპალიტეტში ინვესტიციების მოზიდვას რაც წინა პირობაა ტურიზმის, მრეწველობის, სოფლის მეურნეობისა და სხვა დარგების განვითარებისთვის. 13.1 საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 01) პროგრამის ბიუჯეტი: 653 800 ლარი. პროგრამის მიზანია საავტომობილო გზებზე მგზავრთა შეუფერხებელი და უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფა, გზების ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესება რაც ხელს შეუწყობს ავტოტრანსპორტის შეუფერხებელ მოძრაობას, გაგრძელდება მუშაობა ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის, მოხდება გზების ადაპტირება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მოთხოვნებთან/პირობებთან. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული რეაბილიტირებული ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მდგომარეობის შენარჩუნება. 13.1.1 გზების რეაბილიტაციისა და მოვლა-შენახვის პროგრამა(პროგრამული კოდი 03 01 01) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის და კომუნალური სერვისების განვითარების სამსახური ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 568 800 ლარი. ქვეპროგრამის აღწერა: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და მგზავრთა შეუფერხებელი, კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილება; ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული შიდა მნიშვნელობის გზების მდგომარეობის შენარჩუნება, სავალი ნაწილის, ტროტუარებისა და მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგება და სანიაღვრე არხების გაწმენდა. ავტოსატრანსპორტო საშუალებათა პარკირების რეგულირება, ტრანსპორტითა და ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფა.
მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
13.1.2 მუნიციპალური ტრანსპორტი (პროგრამული კოდი 03 01 02) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის შპს „მუნიციპალური ტრანსპორტი“ ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 85 000 ლარი. ქვეპროგრამის ფარგლებში 2019 წლის განმავლობაში კვლავ აქტუალური რჩება მუნიციპალური ტრანსპორტის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა, სკოლის მასწავლებლებისა და მოსწავლეებისათვის უფასო მომსახურების გაწევა. ავტოპარკი შედგება 5 ერთეული მოძველებული ავტობუსისგან, რომლებიც სრულყოფილად ვერ უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტში შემავალი 1 ქალაქის, 4 დაბისა და 74 სოფლის მოსახლეობის, მათ შორის სოციალურად დაუცველი კატეგორიისა და პედაგოგების მგზავრობის შეღავათიან, სრულფასოვან მომსახურებას. მუნიციპალიტეტის მიერ იგეგმება 2 ერთეული ავტობუსის შეძენა, რომელიც მოემსახურება ქალაქ ოზურგეთის და მიმდებარე უახლოესი სოფლების მოსახლეობას. ორგანიზაცია ემსახურება 6 სამარშრუტო ხაზს:
მოსალოდნელი შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
13.2 კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ბიუჯეტი: 15 204 600 ლარი. პროგრამა ითვალისწინებს საინჟინრო ინფრასტრუქტურის ობიექტების მოწესრიგებას, რომლის ფარგლებში განხორციელდება გარე განათების ქსელის გაფართოება, მოხმარებული ელექტროენერგიის ხარჯების შესამცირებლად გარე განათების ქსელში განხორციელდება ფოტონების დამონტაჟება. მუნიციპალიტეტში არსებული წყალსადენისა და შიდა ქსელის რეაბილიტაცია, ახალი წყალსადენების მშენებლობა და ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარება. სხვადასხვა ღონისძიებების ფარგლებში დროებითი ნაგებობების (გაბიონებისა და წყალამრიდების) და კონსტრუქციების მოწყობა; ინფრასტრუქტურის განვითარებისკენ მიმართული მრავალმხრივი სამუშაოები, რათა გაუმჯობესდეს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურა, შეიქმნას მოსახლეობისათვის სათანადო სანიტარიული, ეკოლოგიური და საყოფაცხოვრებო პირობები. 13.2.1 კომუნალური მომსახურების ცენტრი (პროგრამული კოდი 03 02 01) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „მუნიციპალური მომსახურების ცენტრი“ ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 2 326 200 ლარი. ქვეპროგრამის აღწერა: მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს კეთილსაიმედო სანიტარიული მდგომარეობის უზრუნველყოფა, შესაბამისად ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, განსაკუთრებით ზღვისპირა საკურორტო ზოლში სანიტარიული წესრიგის შენარჩუნება და გაუმჯობესება; ნარჩენების სრული იზოლირება მოსახლეობისა და გარემოსაგან; ღია ნაგავსაყრელის პოლიგონის მოვლა, დამსვენებელთა და ტურისტთა მაქსიმალურად მოზიდვის მიზნით. მუნიციპალიტეტის ყოველდღიური დაგვა-დასუფთავება და ნარჩენების გატანა. გაგრძელდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დიდი და პატარა დამატებითი ურნების დადგმის პროცესი. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება შემდეგი ღონისძიებები: გარე განათების არსებული ქსელის ექსპლოატაცია. მაწანწალა ცხოველების დაჭერა და მათი გადაყვანა სპეციალიზირებულ თავშესაფარში, რითაც უზრუნველყოფილი იქნება მათი რაოდენობის მინიმუმამდე დაყვანა და შესაძლო საფრთხეების თავიდან აცილება; არსებული სკვერებისა და პარკების მოვლა, ახალი ხეების დარგვა და გამწვანების ზოლებში ყვავილებისა და სხვა დეკორატიული მცენარეების განაშენიანება. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრებსა და მის შემოგარენში გამწვანების სამუშაოების ჩატარება, ხეების გადაბელვა-ფორმირება, ზეხმელი და ავარიული ხეების მონიშვნა, შემდგომში მოჭრა-დამუშავება და გატანა. მცენარეთა შესყიდვა დარგვის თანმდევი მომსახურებით. მოსალოდნელი შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
13.2.2 ინფრასტრუქტურის სამუშაოები (პროგრამული კოდი 03 02 02) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის და კომუნალური სერვისების განვითარების სამსახური ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 11 848 400 ლარი. ქვეპროგრამის აღწერა: პროგრამა ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის განკარგულებებით, მუნიციპალური განვითარების ფონდის, გრანტებითა და სხვა წყაროებიდან გამოყოფილი თანხებით განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებს. ასევე, მუნიციპალიტეტის მთაგორიანი რელიეფის მქონე სოფლებში რთულ მონაკვეთებზე ბეტონის გზის საფარის მოწყობას.
მოსალოდნელი შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
13.2.3 ელექტროენერგიის ხარჯი (პროგრამული კოდი 03 02 03) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის და კომუნალური სერვისების განვითარების სამსახური ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 550 000 ლარი. ქვეპროგრამის აღწერა: დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნციპალიტეტის განათება, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე განათების არსებული ქსელის ექსპლუატაცია. ამ ხარჯებში აგრეთვე გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ადმინისტრაციული შენობებისათვის მოხმარებული ელექტროენერგიის და გარე განათების ხარჯების დაფარვა მოსალოდნელი შედეგი:
13.2.4 წყალსადენის შიდა ქსელის ექსპლოატაცია და რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 02 04) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: შპს „სატისი“; ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 480 000 ლარი. ქვეპროგრამის აღწერა: წლების განმავლობაში მუნიციპალიტეტის სოფლების აბსოლუტურ უმრავლესობაში სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფა, განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში. მუნიციპალიტეტის ბალანსზე ირიცხება მთისპირი-ასკანის, ლაითურის, ნასაკირალისა, ლიხაურისა და ჯუმათის წყალმომარეგების სისტემები, რომელთა აღდგენა-რეაბილიტაცია და მოსახლეობისათვის უსაფრთხო სასმელი წყლის მიწოდების ღონისძიებების უზრუნველყოფა ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება. მოსალოდნელი შედეგი:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
13.3 სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 03) სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 03) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის და კომუნალური სერვისების განვითარების სამსახური ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახური ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 2 459 100 ლარი. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: მუნიციპალიტეტის მიერ მოხდება ისეთი ღონისძიებების გატარება, რომელიც ხელს შეუწყობს მოსახლეობის დასაქმების და შემოსავლების ზრდას, საბიუჯეტო შემოსავლების ზრდას მუნიციპალური ქონების ეფექტური გამოყენების გზით. ქვეპროგრამა გულისხმობს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი ფერმერების სწავლებას, გამოცდილების გაზიარებას ურთიერთშეხვედრების ორგანიზების საშუალებით. კვალიფიკაციის ამაღლებას, რაც საბოლოო ჯამში ეკონომიკური სარგებლის მიღების საწინდარი იქნება. ზემოთხსენებულ საკითხებზე დაიხარჯება 30 000 ლარი.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საქართველოს მთავრობამ ოზურგეთის მუნიციპალიტეტს გამოუყო 1 074 000 ლარი, საკუთარი სახსრებიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა დამატებით გამოყო 1 350 000 ლარი, საიდანაც 1 074 000 ლარი დაიხარჯება სოფლის კრებებზე მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად. დარჩენილი 276000 ლარიდან, 4500 ლარი მოხმარდება წარმატებული ქალი მეწარმეების წახალისებას, რომელთა დაფინანსება და გამოვლენა მოხდება კონკურსის პირობებით, ხოლო 271 500 ლარი სხვა აქტუალურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს.
მოსალოდნელი შედეგი:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
13.4 საინჟინრო-გეოლოგიური სამუშაოები, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო და ექსპერტიზის თანხა (პროგრამული კოდი 03 04) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის და კომუნალური სერვისების განვითარების სამსახური; ოზურგეთის მუნიციპალტეტის ა(ა)იპ სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის ცენტრი; ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 595 000 ლარი. ქვეპროგრამის აღწერა: სამშენებლო სამუშაოების უზრუნველყოფა საპროექტო დოკუმენტაციით. სამშენებლო ნორმებისა და წესების შესაბამისად, სამშენებლო-სამონტაჟო და აღდგენა-რეკონსტრუქციის სამუშაოების ჩასატარებლად აუცილებელია შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციის დამუშავება, სადაც გათვალისწინებული უნდა იყოს სხვადასხვა ტექნიკური პირობების მოთხოვნები. გათვალისწინებულია სამშენებლო სამუშაოებისათვის საჭირო საპროექტო-საძიებო სამუშაოების ჩატარება; პროექტების ექსპერტიზა და მშენებლობისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება; კონსოლიდირებული ტენდერის გზით გამოვლენილია გამარჯვებული შემსრულებელები, რომლებიც უზრუნველყოფენ გზების (პროექტის ღირებულების 2,347%), შენობების (პროექტის ღირებულების 2,8%) და წყალმომარაგების (პროექტის ღირებულების 3,679%) სისტემების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციების მომზადებას (ჯამურად 500 000 ლარი).
2018 წელს ოზურგეთის განაშენიანების გეგმის და მიწათსარგებლობის გეგმების მომზადების მიზნით შეიქმნა „ოზურგეთის მუნიციპალტეტის ა(ა)იპ სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის ცენტრი“ (სულ დაფინანსება 95 000 ლარი), რომელიც აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით, რაც უზრუნველყოფს სამუშაოების მაღალ დონეზე შესრულებას.
მოსალოდნელი შედეგი:
შეფასების კრიტერიუმი:
13.5 კეთილმოწყობის ღონისძიებები(პროგრამული კოდი 03 05) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის და კომუნალური სერვისების განვითარების სამსახური ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 2 102 500 ლარი. ქვეპროგრამის აღწერა: მნიშვნელოვანი და აუცილებელი კეთილმოწყობის ღონისძიებების სრულყოფილად და ეფექტურად განხორციელება; დაზიანებული საქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტების აღდგენა-რეაბილიტაცია; სხვადასხვა ობიექტების კეთილმოწყობა, მოვლა-პატრონობა; სხვადასხვა ღონისძიებების ფარგლებში დროებითი ნაგებობებისა და კონსტრუქციების მოწყობა; ინფრასტრუქტურის განვითარებისკენ მიმართული მრავალმხრივი სამუშაოები, რათა გაუმჯობესდეს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურა, შეიქმნას მოსახლეობისათვის სათანადო სანიტარიული, ეკოლოგიური და საყოფაცხოვრებო პირობები. ქვეპროგრამა ასევე ითვალისწინებს „სამოქალაქო ბიუჯეტის“ პრინციპებით წარმოდგენილი და შესაბამისი წესით შერჩეული ინიციატივების განხორციელებას.
მოსალოდნელი შედეგი:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
13.6 სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 03 07) ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 1 711 600 ლარი. ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის და კომუნალური სერვისების განვითარების სამსახური მოსალოდნელი სტიქიის შემთხვევაში საქართველოს მთავრობის განკარგულებით გამოყოფილი ასიგნებების ოპერატიულად წარმართვა სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების ეფექტურად განსახორციელებლად. 13.7 ბინათმშენებლობა (პროგრამული კოდი 03 08) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის და კომუნალური სერვისების განვითარების სამსახური ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 292 400 ლარი. ქვეპროგრამის აღწერა: პროგრამა ითვალისწინებს მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების კეთილმოწყობას და მოსახლეობისათვის საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობას. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სახურავების გადახურვა, ფასადების მოწესრიგება, ლიფტების მოწესრიგება, შიდა წყალკანალიზაციის სისტემების შეკეთება და სხვადასხვა სამუშაოები.
მოსალოდნელი შედეგი:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
|
მუხლი 14.
განათლება (პროგრამული კოდი 04 00)
|
პრიორიტეტის ბიუჯეტი: 5 653 900 ლარი.
პროგრამის მიზანი:
საბავშვო ბაგა–ბაღების აღსაზრდელთა განვითარების ხელშეწყობა და სრულფასოვანი სააღმზრდელო გარემოს შექმნა უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო – სააღმზრდელო და კულტურული გარემოს მნიშვნელოვან გაუმჯობესებას, საზოგადოების აქტიურ ჩართვას მიმდინარე საგანმანათლებლო-სააღმზრდელო და კულტურულ პროცესებში, მათ ინტელექტუალური და შემოქმედებითი უნარების სტიმულირებას, ადგილობრივი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო და კულტურული დაწესებულებების მუშაობის გაუმჯობესებას, დახვეწასა და მოსახლეობის ინტერესებზე მორგებას. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე პირთა აქტივობის ამაღლებასა და საზოგადოებაში სოციალური ინტეგრაციას. პრიორიტეტის ფარგლებში ხორციელდება ასევე, ზოგადი, პროფესიული და ზრდასრულთა განათლების ხელშეწყობა. ინკლუზიური განათლების ხელშეწყობა და სხვა. 14.1. სკოლამდელი განათლების დაფინანსება (პროგრამული კოდი 04 01) ქვეპროგრამისგანმახორციელებელი: ა(ა)ი.პ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრი ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 4 000 000 ლარი. ქვეპროგრამის აღწერა: საბავშვო ბაღებში სრულფასოვანი სააღმზრდელო გარემოს შექმნა, გაიხსნას ახალი ჯგუფები იქ, სადაც კონტიგენტის დიდი რაოდენობა არსებობს და უზრუნველყოფილი იქნას მათი კეთილმოწყობა და კვალიფიციური პერსონალით მომსახურეობა. მატერიალურ ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება, ძირითადი აქტივების მიმდინარე შეკეთება და მოვლა–შენახვა. მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს 43 საბავშვო ბაღი, სადაც დაწყებით განათლებას მიიღებს 2 700 ბავშვი. მათ შორის 8 ბაღი 1 078 აღსაზრდელით ფუნქციონირებს ქალაქ ოზურგეთში, ხოლო 35 ბაღი 1 622 აღსაზრდელით – მუნიციპალიტეტის სოფლებში. მოსალოდნელი შედეგი:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
14.2 ზოგადი განათლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 04 02) ქვეპროგრამისგანმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახური. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 1 653 900 ლარი. ქვეპროგრამის აღწერა: ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული დაწყებითი, ზოგადი განათლების მქონე დაწესებულებების სრულყოფილი ფუნქციონირებისათვის ხელშეწყობა. 1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლის მოსწავლე, რომელიც ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე, ჩაირიცხა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და მოიპოვა სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობა (100%), ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან წახალისების მიზნით ერთჯერადი გასაცემლის სახით მიიღებს 3000 (სამიათასი) ლარს, სსიპ „შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი“-ს მიერ წარმოდგენილი მასალებისა და ინფორმაციის საფუძველზე. 2. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლა, რომელშიც სწავლობდა სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობის მფლობელი მოსწავლე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, დაფინანსდება 1000 (ათასი) ლარით (თითოეულ წარმატებულ მოსწავლეზე) სკოლის კაპიტალური ხარჯების ანაზღაურების მიზნით. 3. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ საჯარო სკოლებში, მცირე მოცულობის კაპიტალური პროექტების განხორციელება ( შშმ პირების გადაადგილებისათვის ადაპტირებული პირობების შექმნა, სველი წერტილების მოწყობა და სხვა). დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საჯარო სკოლების კაპიტალური რემონტების განხორციელება. 4. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი საჯარო და სამრევლო სკოლების მოსწავლეების და ა(ა)იპ-ების თანამშრომელთა ჩართულობა ღონისძიებებში, წარმატებული მოსწავლეებისა და პედაგოგების გამოვლენა-წახალისება, სოციალურად დაუცველი ბავშვების აქტიური ჩართულობა, ინკლუზიური განათლების ხელშწყობა და სხვა. მოსალოდნელი შედეგი:
შეფასების ინდიკატორი:
|
მუხლი 15.
კულტურა (პროგრამული კოდი 05 00)
|
პრიორიტეტის ბიუჯეტი: 4 253 200 ლარი
პროგრამის მიზანი: კულტურის და ხელოვნების სფეროებში სხვადასხვა პროექტების შემუშავება, დაგეგმვა და მისი განხორციელების კოორდინაცია; მუნიციპალიტეტის ჩართვა სხვადასხვა რეგიონულ და საერთაშორისო ინიციატივებში. ადგილობრივი მნიშვნელობის მუზეუმების და თეატრის ხელშეწყობა და სრულყოფილი ფუნქციონირებისათვის შესაბამისი პირობების შექმნა; ხელოვნებისა და კულტურის ობიექტების ხელშეწყობა; სახელოვნებო განათლების და ხელოვნების დარგების პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების მხარდაჭერა; კულტურული, სპორტული და ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობა; კულტურის დაწესებულებებში შშმ პირებისთვის ადაპტირებული სივრცის მოწყობა; სპორტული და კულტურის დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური ბაზების გაუმჯობესება და თანამედროვე სტანდარტების დონეზე მოწყობა; მწვრთნელ-მასწავლებელთა და სპორტსმენთა სოციალური და მატერიალური პირობების გაუმჯობესება; სპორტის სხვადასხვა სახეობების პოპულარიზაცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებში, მათი შემდგომში რესოციალიზაციისა და აქტიურ სპორტში ჩართვისათვის; სპორტული მოედნების მშენებლობა-რეკონსტრუქცია. სპორტის, ახალგაზრდობისა და კულტურის მიმართულების მხარდაჭერა უზრუნველყოფს ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას, ერთმანეთთან აკავშირებს სხვადასხვა დარგს და მნიშვნელოვან როლს თამაშობს მათ განვითარებაში, ხელს უწყობს ტურიზმს, მეწარმეობას, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, დანაშაულის პრევენციას, კულტურული დიპლომატიის განვითარებას, ქმედითი ნაბიჯები გადაიდგმება იმისათვის, რომ კულტურა და სპორტი უფრო მეტად ინტეგრირდეს მოსახლეობაში. მუნიციპალიტეტის მიზანია გაიზარდოს ახალგაზრდების ჩართულობა საზოგადოებრივ, კულტურულ და სპორტულ ცხოვრებაში. ამ მიმართულებით მუნიციპალიტეტში პროგრამები ხორციელდება როგორც განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის მიერ ასევე კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სფეროში შექმნილი ააიპ-ების მიერ. 15.1. სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) პროგრამის ბიუჯეტი: 1 563 900 ლარი. ქვეპროგრამის აღწერა: ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სპორტსმენთა მომზადების ორგანიზაციური და მეთოდური ხელშეწყობა, სპორტულ ასოციაციასთან, კავშირებთან, სპორტულ ფედერაციებთან და სხვადასხვა სპორტულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა. კლუბების, ნაკრები გუნდების მომზადება და მონაწილეობა ქვეყნის და საერთაშორისო ასპარეზობებში. სპორტის სხვადასხვა სახეობების პოპულარიზაცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებში, მათი შემდგომში რესოციალიზაციისა და აქტიურ სპორტში ჩართვისათვის; მწვრთნელ-მასწავლებელთა და წარმატებული სპორტსმენი ბავშვების სოციალური და მატერიალური პირობების გაუმჯობესება; 15.1.1. სპორტული ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 01 01) ქვეპროგრამისგანმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახური ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 50 000 ლარი. პროგრამა მოიცავს ღონისძიებებს, რომლებიც ორიენტირებულია: სპორტის განვითარებაზე, საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაზე, სპორტის სხვადასხვა სახეობის საქართველოს ეროვნული და ასაკობრივი გუნდების მომზადებასა და საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებში (მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებში, სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირებში) მონაწილეობის ხელშეწყობაზე, საქართველოს ჩემპიონატებისა და პირველობების ჩატარებაზე, სპორტული რეზერვისა და მაღალი კლასის სპორტსმენების მომზადებაზე, ეს ყოველივე მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სპორტის სხვადასხვა სახეობების განვითარებასა და პოპულარიზაციას, ადგილობრივი ან საერთაშორისო მაღალი რანგის შეჯიბრებებზე საპრიზო ადგილების დაკავებას. სპორტის სხვადასხვა სახეობებში პირველობების, ჩემპიონატების, თასების გათამაშებების, მასობრივი სპორტული ღონისძიებების, სახელობითი და საერთაშორისო ტურნირების, სასწავლო-საწვრთნო შეკრებების ჩატარება და სპორტსმენთა მივლინება საერთაშორისო ტურნირებზე; მასობრივი სპორტული ღონისძიებების ორგანიზება. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ღონისძიებების, ტურნირების, შეჯიბრებების ორგანიზება, ხელშეწყობა და დაფინანსება, ასევე ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება. მათ შორის: · გომისმთობა-სპორტული ღონისძიებების ორგანიზება; · ნარდის, ჭადრაკის და შაშის ტურნირის მოწყობა (მათ შორის შშმ პირებს შორის); · წლის საუკეთესო სპორტსმენის დაჯილდოვება; · შემხვედრი ღონისძიებები: ჩემპიონატი ფრენბურთში მოყვარულთა შორის; · საერთაშორისო ჩემპიონატი სპორტულ „კაიაკინგში''; · პროექტი „ერთი ნაბიჯი ზღვიდან მთამდე'' ჯიპ-ტური „ოფ-როუდში'' ურეკი-გომისმთა; · „საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადა''; · რეგიონალური ღონისძიება შ.შ.მ. პირებს შორის სპორტის სხვადასხვა სახეობაში; · „მოყვარულთა თასი 2019''; · და სხვა ღონისძიებები; მოსალოდნელი შედეგები: · ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის, სპორტისადმი მიდრეკილების დამკვიდრება.
შედეგების შეფასების ინდიკატორები: · ჩატარებული სპორტული ღონისძიებების რაოდენობის ზრდა; · სპორტულ აქტივობებში ჩართული პირების რაოდენობა; 15.1.2. სპორტული ობიექტების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 01 02) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახური ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 1 513 900 ლარი. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სპორტული ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერა: · ა.(ა).ი.პ. „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანება“ – 950 000 ლარი; · ა.(ა).ი.პ.,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბი-მერცხალი“- 213 900 ლარი; · ა.(ა).ი.პ. „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის რაგბის განვითარების კავშირი“ - 350 000 ლარი; მოსალოდნელი შედეგები: · ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის, სპორტისადმი მიდრეკილების დამკვიდრება. · მოსახლეობის ფართო მასების ჩაბმა სპორტულ გამაჯანსაღებელ ღონისძიებებში; · სპორტის სხვადასხვა სახეობების ადგილობრივი და საერთაშორისო რანგის შეჯიბრებებში სპორტსმენთა წარმატებული გამოსვლა; შედეგების შეფასების ინდიკატორები: · ჩატარებული სპორტული ღონისძიებების რაოდენობის ზრდა; · პრიზიორთა რაოდენობა სხვადასხვა რანგის შეჯიბრებებზე; · ჯანსაღი მომავალი თაობა; 15.2 კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) პროგრამის ბიუჯეტი: 2 448 000 ლარი. მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით ფოლკლორული კოლექტივებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მხარდაჭერა და შემოქმედებითი კოლექტივების ხელშეწყობა, თეატრალური, მუსიკალური, სახვითი, ქორეოგრაფიული, წიგნის ფესტივალების, კონცერტების, მუზეუმებში ახალ ექსპოზიციათა და მოძრავი გამოფენის მოწყობა. გაგრძელდება სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. 15.2.1. კულტურის ღონისძიებების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 01) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახური ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 286 000 ლარი. ქვეპროგრამის აღწერა: ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის ფოლკლორული კოლექტივებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მხარდაჭერა და შემოქმედებითი კოლექტივების ხელშეწყობა, თეატრალური, მუსიკალური სახვითი, ქორეოგრაფიული, წიგნის ფესტივალების, კონცერტების, მუზეუმებში ახალ ექსპოზიციათა და მოძრავი გამოფენის მოწყობა, გაგრძელდება სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. მათ შორის:
მოსალოდნელი შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები: · ჩატარებული კულტურული ღონისძიებების რაოდენობა; · მოსახლეობის ინტერესის ზრდა კულტურული ღონისძიებების მიმართ; · მუნიციპალიტეტის ცნობადობისა და ტურისტების რაოდენობის ზრდა (ფესტივალების ფარგლებში მოწვეული სტუმრები (400 სტუმარი 12 ქვეყნიდან).
15.2.2. კულტურის ობიექტების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 02 02)
ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 2 162 000 ლარი. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება კულტურული პროფილის მქონე ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერა:
მოსალოდნელი შედეგები:
· ქართული კულტურისა და ხელოვნებისადმი ინტერესის ზრდა და ტრადიციების შენარჩუნება; · სეზონზე მოსალოდნელი ახალი სპექტაკლის რაოდენობის ზრდა. ადგილობრივ და საერთაშორისო ფესტივალებში მონაწილეობა; · სახვითი ხელოვნების პოპულარიზაცია; · საზოგადოების ფართო ნაწილის მონაწილეობა მუნიციპალიტეტის კულტურულ ცხოვრებაში; · ნიჭიერი ბავშვების შემოქმედების წარმოჩენა, მათი განვითარების პროცესის ხელშეწყობა; · კულტურისა და სპორტის, ასევე ქველმოქმედი ღვაწლმოსილი ადამიანების დაფასება;
შედეგების შეფასების ინდიკატორები: · მასობრივი კულტურულ-სანახაობრივი ღონისძიებების რაოდენობა; · საგანმანათლებლო–სამეცნიერო და კულტურული ღონისძიებების რაოდენობა; · გრანტით დაფინანსებული ახალი სპექტაკლების რაოდენობა; · აღდგენილი ექსპონატები და გამოფენათა რაოდენობა; · ქართული კულტურის შედევრების წარმოჩინება და პოპულარიზაცია (გამოფენათა რაოდენობა); · ფესტივალების, კონკურსების და საიუბილეო ღონისძიებების რაოდენობა. 15.3. ტურიზმის ხელშეწყობის პროგრამა (ორგანიზაციულიკოდი 05 03) ქვეპროგრამისგანმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახური ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 121 300 ლარი. ქვეპროგრამის აღწერა: აღნიშნული პროგრამა ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენას; ტურისტული მარშრუტების დაგეგმარებას; ლაშქრობების და სკაუტების ორგანიზებას; ტურისტული დისლოკაციის ადგილების მოწყობას და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას ურეკში, შეკვეთილში ზღვის სეზონთან დაკავშირებული ღონისძიებების ჩატარებას, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი მოსახლეობა და დამსვენებლები, სეზონის გახსნას და დახურვას, სხვადასხვა სახის ფესტივალების მოწყობას. კურორტ გომისმთაზე სამთო ექსტრემალური სათავგადასავლო ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით სხვადასხვა პროექტების ორგანიზებას და ხელშეწყობას. ოზურგეთის მუნიციპალიტეტისა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის „მონაწილეობითი პრინციპები გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისათვის“ მესამე ეტაპის წარმატებით შესრულება. 2019 წლისთვის იგეგმება 6 ღონისძიება, მიზანი: გურიის, როგორც ტურისტული რეგიონის პოპულარიზაცია, თანამშრომლობის განვითარება კერძო სექტორსა და მუნიციპალიტეტს შორის. პროფესიონალი კადრების მომზადება მომსახურების სფეროში მაღალი სტანდარტების შესაბამისად, ადგილობრივი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა, კურორტ გომისმთის , როგორც ტურისტული ობიექტის განვითარება-პოპულარიზაცია.
მოსალოდნელი შედეგი: · ტურისტებისათვის ხელსაყრელი და მიმზიდველი გარემოს შექმნა; · მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მაქსიმალური ჩართვა მცირე ტიპის ტურისტულ ბიზნესში;
შეფასების ინდიკატორი: · მუნიციპალიტეტის ცნობადობისა და ტურისტების რაოდენობის ზრდა; · ტურისტული ინფრასტრუქტურული ობიექტების რაოდენობის ზრდა; · პროექტში ჩართული ადგილობრივი მოსახლეობის რაოდენობა; 15.4. ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსება (ორგანიზაციულიკოდი 05 04) ქვეპროგრამისგანმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახური ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 20 000 ლარი. ქვეპროგრამის აღწერა: ქვეპროგრამის ფარგლებში ახალგაზრდების სხვადასხვა სოციალურ ჯგუფს მიეცემათ საკუთარი შესაძლებლობებისა და უნარების რეალიზებისა და გაუმჯობესების შესაძლებლობა. ახალგაზრდებისთვის განხორციელდება გასართობი, შემეცნებითი და სხვა ღონისძიებების ორგანიზება ან/და მხარდაჭერა. აღნიშნული მიმართულებით აქტიური მუშაობა ხელს შეუწყობს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტით გათვალისწინებული პუნქტების შესრულებას, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობას. მოსალოდნელი შედეგი: · ახალგაზრდებისათვის განვითარებისა და საზოგადოებაში ადაპტირებისათვის ხელსაყრელი და მიმზიდველი გარემოს შექმნა; · მუნიციპალიტეტის საქმიანობაში მათი ჩართულობის ზრდა; შეფასების ინდიკატორი: · წლის განმავლობაში ქვეპროგრამაში მონაწილე ახალგაზრდების რაოდენობა; 15.5. რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა (პროგრამულიკოდი 05 05) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია-მონასტრების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე ზოგიერთი ტაძრისა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელდება მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები. |
მუხლი 16.
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა
(პროგრამული კოდი 06 00) |
პრიორიტეტის ბიუჯეტი: 1 892 400 ლარი.
პროგრამის მიზანი: მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს. თვითმმართველობა არსებული რესურსებისა და კომპეტენციის ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებითა და შეღავათებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, ადგილობრივ დონეზე, სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. 2019 წლის განმავლობაში მოსახლეობის სოციალური დაცვის მიმართულებით გაგრძელდება ისეთი პროგრამების დაფინასება რომელიც გაზრდის სოციალურად დაუცველი ფენის ხელმისაწვდომობას სხვადასხვა ჯანდაცვისა და მომსახურების სერვისებზე. 16.1. ჯანდაცვის პროგრამები (პროგრამული კოდი 06 01). პროგრამის განმახორცილებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოციალურ და ჯანდაცვის საკითხთა სამსახური, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“; პროგრამის ბიუჯეტი : 171 500 ლარი; პროგრამის აღწერა და მიზანი: პროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში, კანონმდებლობით გათვალისწინებული, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურების ხარჯების ანაზღაურება. მძიმე დაავადებების მქონე პირების მედიკამენტებითა და სამედიცინო დანიშნულების საგნებით დახმარება, დაავადებული გადახდისუუნარო პირებისათვის სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებაში დახმარება. 16.1.1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“ (პროგრამული კოდი 06 01 01). ქვეპროგრამის განმახორციელებელი: არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“ ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: საქართველოს კანონით „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ გათვალისწინებული ადგილობრივი თვითმმართველობის დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში, ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნის ხელშეწყობა, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების ხელშეწყობა. განსახორციელებელი ღონისძიებები:
16.2. სოციალური პროგრამები(პროგრამულიკოდი 06 02)
პროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოციალურ და ჯანდაცვის საკითხთა სამსახური პროგრამის ბიუჯეტი: 1 720 900 ლარი პროგრამის აღწერა და მიზანი: პროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მძიმე სოციალური მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეების დახმარება. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში, კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო ხარჯების ანაზღაურება, მოსახლეობის სხვადასხვა ფენების სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ხელშეწყობა და სხვა სოციალური ღონისძიებების განხორციელება. მოსალოდნელი შედეგი:
შედეგების შეფასების ინდიკატორი:
16.2.1. მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური დახმარება(პროგრამული კოდი 06 02 01 ) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოციალურ და ჯანდაცვის საკითხთა სამსახური ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 145 000 ლარი. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამა ითვალისწინებს, მრავალშვილიანი ოჯახების ხელშეწყობის მიზნით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზა“-ში 100 000-დან და 150 001-მდე სარეიტინგო ქულით რეგისტირებული მრავალშვილიანი ოჯახებისათვის (4 და მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვი), რომლებიც რეგისტრირებულნი არიან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ყოველთვიური მატერიალური დახმარების გაწევას თითოეულ ბავშვზე 25 ლარის ოდენობით. 16.2.2. დღის ცენტრის დაფინანსება 06 02 02 ქვეპროგრამის განმახორციელებელი: არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „მომავლის სხივი“. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 45 000 ლარი. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: პროგრამით გათვალისწინებულია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული 6-დან 18 წლამდე ბავშვების თანადაფინანსება, რომლებიც სარგებლობენ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „მომავლის სხივის“ დღის ცენტრის მომსახურებით. ქვეპროგრამის მიზანია დღის ცენტრის ბენეფიციარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა და მათ სოციალურ რეაბილიტაციაზე ზრუნვა. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „მომავლის სხივის“ ადმინისტრირებაში მყოფი „ბავშვთა მცირე საოჯახო ტიპის სახლის“ კომუნალური (ბუნებრივი აირი) გადასახადების თანაგადახდა. 16.2.3. დედ-მამით ობოლი 18 წლამდე ასაკის ბავშვთა ერთჯერადი დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 04) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოციალურ და ჯანდაცვის საკითხთა სამსახური ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 9 000 ლარი. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამით გათვალისწინებულია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული, დედ-მამით ობოლი 18 წლამდე ასაკის ბავშვების მატერიალური დახმარება. დახმარება გულისხმობს ბენეფიციარებისათვის წელიწადში 4 ჯერ (კვარტალში ერთხელ) მატერიალურ დახმარებას თითოეულ ჯერზე 300 ლარის ოდენობით. განსახორციელებელი ღონისძიებები: განცხადებებისა და თანდართული დოკუმენტაციის განხილვა, მატერიალური დახმარების გაცემა, ელექტრონული ბაზის წარმოება.
16.2.4 მოქალაქეთა სამედიცინო დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 05). ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოციალურ და ჯანდაცვის საკითხთა სამსახური ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 300 000 ლარი. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამის მიზანია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების და მედიკამენტების ხარჯების ანაზღაურებაში დახმარება, კერძოდ:
ა) იმ შემთხვევაში თუ სახელმწიფოს (სადაზღვევო კომპანია) მიერ ასანაზღაურებელი თანხის 30% ნაკლებია ან ტოლი 150 ლარის, დაფინანსება მოხდება სრულად; ბ) იმ შემთხვევაში თუ სახელმწიფოს (სადაზღვევო კომპანია) მიერ ასანაზღაურებელი თანხის 30% მეტია 150 ლარზე, მაშინ დაფინანსება მოხდება საყოველთაო ჯანდაცვის (სადაზღვევო კომპანია) თანაგადახდის ფარგლებში არსებული ტარიფით განსაზღვრული სახელმწიფოს (სადაზღვევო კომპანიის) მიერ ასანაზღაურებელი თანხის 30%-ის, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარის. დაფინანსებეის ქვედა ზღვარია 150 ლარი. თუ არ არსებობს თანაგადახდა, ანუ თუ მკურნალობის ხარჯები მთლიანად პაციენტის დასაფარია, ასეთ შემთხვევაში დაფინანსება მოხდება წარმოდგენილი თანხის ნახევრის, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა.
16.2.5. „C” ჰეპატიტით დაავადებულ პირებში მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრისათვის საჭირო კვლევების დაფინანსება (პროგრამული კოდი 06 02 06). ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოციალურ და ჯანდაცვის საკითხთა სამსახური ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 75 000 ლარი. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: პროგრამის მიზანია, „C” ჰეპატიტით გამოწვეული ავადობის, სიკვდილიანობისა და ინფექციის გავრცელების შემცირება. არსებული რესურსებისა და კომპეტენციის ფარგლებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ, C ჰეპატიტით დაავადებული პირებს შეუძლიათ მიიღონ გამოკვლევების დაფინანსება, რომელიც საჭიროა, C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვისათვის, მკურნალობის ტაქტიკის განსასაზღვრად. ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსება განხორციელდება საბიუჯეტო წლის განმავლობაში ერთჯერადად, სამედიცინო დაწესებულებიდან წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურის შესაბამისად, კვლევების ღირებულების სრული ოდენობა, არაუმეტეს 200 ლარისა. 16.2.6. თირკმლის უკმარისობით დაავადებულ პირთა დახმარება(პროგრამული კოდი 06 02 07) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოციალურ და ჯანდაცვის საკითხთა სამსახური ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 25 000 ლარი. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამით გათვალისწინებულია დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული პირების დახმარება სატრანსპორტო ხარჯების შემსუბუქების მიზნით. დახმარება გულისხმობს ბენეფიციარებისათვის ყოველ კვარტალურად თანხის გადარიცხვას 150 ლარის ოდენობით. ხოლო პერიტონიალურ შემთხვევაში ყოველთვიურად 100 ლარის ოდენობით.
16.2.7. ლეიკემიით და ონკოლოგიური დაავადების მქონე პირთა დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 08).
ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოციალურ და ჯანდაცვის საკითხთა სამსახური ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 140 000 ლარი. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: პროგრამის მიზანია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ლეიკემიით და ონოლოგიური დაავადების მქონე პირებისათვის სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებაში დახმარება. პროგრამით ისარგებლებენ „საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა“-ში ჩართული მოქალაქეები საბიუჯეტო წლის განმავლობაში ერთჯერადად (გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა, რომლებიც შესაძლებელია დაფინანსდეს განმეორებით). პროგრამა გულისხმობს ბენეფიციარებისათვის სამედიცინო დაწესებულებაში თანხის გადარიცხვას ოპერატიული და სხვა სახის მკურნალობის ჩატარების მიზნით, შემდეგი კრიტერიუმის გათვალისწინებით:
16.2.8. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 09) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოციალურ და ჯანდაცვის საკითხთა სამსახური ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 213 900 ლარი. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული 18 წელს გადაცილებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დაფინანსება, რომლებიც სარგებლობენ საქველომოქმედო ასოციაცია „გურია“, არაკომერციული-ჰუმანიტარული ორგანიზაციის „დღის ცენტრის“ მომსახურებით. პროგრამა ითვალისწინებს: ა) ბენეფიციართა „დღის ცენტრში“ ტრანსპორტირებას; ბ) ბენეფიცირთა ყოველდღიურ მომსახურებას კვებით; გ) ბენეფიციართა სამედიცინო მომსახურებას და მედიკამენტებით უზრუნველყოფას; დ) ბენეფიციართა სანიტარულ-ჰიგიენური და ფსიქოლოგიური მომსახურებით უზრუნველყოფას; ე) სხვა აუცილებელი პირობებით უზრუნველყოფას; ვ) ზაფხულის სეზონზე, ბენეფიციარებისათვის სარეაბილიტაციო კურსის ჩატარებას.
განსახორციელებელი ღონისძიებები: 1. საქველმოქმედო ასოციაცია „გურია“, არაკომერციული-ჰუმანიტარული ორგანიზაციის დაფინანსება ყოველთვიურად არაუმეტეს 250 ლარისა ერთ ბენეფიციარზე, ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად. ქვეპროგრამით გათვალისწინებულია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული, მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე უსინათლო პირების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაწევა. 2. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ, განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებს, რომელთაც მინიჭებული აქვთ მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი, (I ჯგუფი, მხოლოდ მხედველობით შშმ პირები), უფლება აქვთ ისარგებლონ წლის განმავლობაში ერთჯერადად ფულადი დახმარებით 250 ლარის ოდენობით; მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ პირებს წლის განმავლობაში ერთჯერადად 100 ლარის ოდენობით (II ჯგუფი მხოლოდ მხედველობით შშმ პირები) . 3. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებს, რომელთაც მინიჭებული აქვთ მკვეთრად გამოხატული (I ჯგუფი) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი (გარდა მხედველობით შშმ პირებისა) უფლება აქვთ ისარგებლონ წლის განმავლობაში ერთჯერადად, ფინანსური დახმარებით, 100 ლარის ოდენობით. 4. ასევე მე-8 მუხლით გათვალისწინებულია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული შშმ პირების ცხოვრების გაუმჯობესებისა და ხელშეწყობის მიზნით დახმარება (სპეციალური ინვენტარის ან დამხმარე საშუალებების შეძენა არაუმეტეს 20000 ლარისა წელიწადში), 6-დან 18 წლამდე ჰიგიენური საშუალებების (პამპერსი თვეში არაუმეტეს 60 ლარის) შეძენა უნაღდო ანგარიშსწორებით ფარმაცევტულ დაწესებულებაში შშმ პირებისთვის რომელთა ოჯახის სარეიტინგო ქულა 0-დან 150001-მდეა. წარმოდგენილი პროექტების დაფინანსება (ურთიერთშეთანხმებით, თანადაფინანსების შემთხვევაში მუნიციპალიტეტი იღებს ვალდებულებას დააფინანსოს თანაგადახდის არაუმეტეს 80%). გათვალისწინებული თანხა 40000 ლარი.
16.2.9. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარება(პროგრამული კოდი 06 02 10) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოციალურ და ჯანდაცვის საკითხთა სამსახური ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 13 000 ლარი. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული, ზამთრის სეზონთან დაკავშირებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დროებით რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები, იძულებით გადაადგილებული ოჯახების სათბობით უზრუნველყოფის მიზნით მატერიალური დახმარების გაწევა 200 ლარის ოდენობით. „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დროებით რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები, იძულებით გადაადგილებული პირის გარდაცვალების შემთხვევაში, სარიტუალო ხარჯებისათვის, გარდაცლვლილის ოჯახის ფინანსური დახმარება 250 ლარის ოდენობით.
16.2.10. სარიტუალო დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 11) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოციალურ და ჯანდაცვის საკითხთა სამსახური ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 18 000 ლარი. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, სამამულო ომისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების მონაწილე პირის გარდაცვალების შემთხვევაში, დაკრძალვის ხარჯებისათვის, გარდაცლვლილის ოჯახის ფინანსური დახმარება 500 ლარის ოდენობით. 16.2.11. სოციალური ღონისძიებები (პროგრამული კოდი 06 02 12) ქვეპროგრამის განმახორციელებელი. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოციალურ და ჯანდაცვის საკითხთა სამსახური ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 62 000 ლარი. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ტრადიციულ დღესასწაულებთან დაკავშირებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ბენეფიციარებისათვის სურსათით და სხვა სახის დახმარების გაწევა, ღირშესანიშნავი დღეებისა და თარიღების აღნიშვნა, ღონისძიებების მოწყობა შესაბამისი კატეგორიის ღვაწლმოსილი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის. დ) განსახორციელებელი ღონისძიებები:
16.2.12. სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ოჯახების დახმარება(პროგრამული კოდი 06 02 13) ქვეპროგრამის განმახორციელებელი. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოციალურ და ჯანდაცვის საკითხთა სამსახური ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 413 400 ლარი. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ან/და მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ოჯახებისთვის ბინის ქირის საფასურით უზრუნველყოფა და საცხოვრებელი სახლის დაზიანების შემთხვევაში სამშენებლო მასალებით დახმარება. 16.2.13. სხვა ფულადი სოციალური გასაცემელი (პროგრამული კოდი 06 02 14) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოციალურ და ჯანდაცვის საკითხთა სამსახური ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 30 000 ლარი. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამა ითვალისწინებს განსაკუთრებულ შემთხვევებში, როგორიცაა: სასწრაფო სამედიცინო ოპერაციებისათვის, სასწრაფო სამედიცინო კვლევებისათვის, ქვეყნის ფარგლებში სასწრაფო სამედიცინო მომსახურების მიზნით გადაადგილებისათვის (რეანომობილით მომსახურებისათვის იმ შემთხვევაში როცა აღნიშნული არ იფარება რომელიმე პროგრამით), ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ გადაუდებელი სამედიცინო მომსახურებისათვის (მხოლოდ ტრანსპორტირების ნაწილში) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ იმ პირთა (ოჯახთა) ერთჯერადი ფულადი სახით დახმარებას (არაუმეტეს 500 ლარისა), რომლებმაც ვერ ისარგებლეს ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამებით . სხვა ფულადი სოციალური გასაცემელი (სამედიცინო თანადაფინანსება, რომელიც არ ჯდება მერიის თანადაფინანსების სხვა პროგრამაში) (ინვოისით წარმოდგენილი ასანაზღაურებელი თანხის 50% არაუმეტეს 500 ლარისა), ასევე არაპროგრამული რეფერალური მომსახურება ( არაუმეტეს 500 ლარისა). 16.2.14. გენდერულ საკითხებთან დაკავშირებული პროექტების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 06 02 15) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოციალურ და ჯანდაცვის საკითხთა სამსახური ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 20 000 ლარი. ღონისძიების აღწერა და მიზანი: პროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირების მიმართ ძალადობის პრევენცია, გენდერული თანასწორობის ძირითადი პრინციპების გაცნობა მათი საზოგადოებასთან შემდგომი ინტეგრირების მიზნით. განსახორციელებელი ღონისძიებები: ა) სტატისტიკური მონაცემების მოკვლევა; ბ) ბენეფიციართა შერჩევა ფსიქოლოგიური დახმარების საჭიროების მიხედვით; გ) საპრეზენტაციო ბანერის, ბუკლეტებისა და ფლაერების დამზადება; დ) სკრინინგ-ჯგუფების ჩამოყვანა და მოსახლეობისათვის უფასო კვლევების ჩატარება; პროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მყოფ მოქალაქეებს დაეხმაროს გენდერულ საკითხებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაში, ხელი შეუწყოს ქალების მეტ ჩართულობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ძალადობის მსხვერპლ ქალებს გაეწევა პროფესიული დახმარება გადატანილი ფსიქოლოგიური ტრამვებისა და კრიზისის დაძლევაში. 16.2.15. მზრუნველობამოკლებულთა უფასო კვებით უზრუნველყოფის პროგრამა (პროგრამულიკოდი 06 02 16) ქვეპროგრამის განმახორციელებელი. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოციალურ და ჯანდაცვის საკითხთა სამსახური ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 118 500 ლარი. პროგრამის მიზანია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული შეჭირვებული მოსახლეობის, რომელთა ოჯახების სოციალური სარეიტინგო ქულა 0-დან 200 001-მდეა (გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა) დახმარების მიზნით ყოველდღიური ერთჯერადი კვებით უზრუნველყოფა. 16.2.16.ხანდაზმულთა სახლისთვის კომუნალური გადასახადებით უზრუნველყოფის პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 17) ქვეპროგრამის განმახორციელებელი. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოციალურ და ჯანდაცვის საკითხთა სამსახური, ა(ა)იპ „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი“ ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 13 100 ლარი. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ა(ა)იპ „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ ადმინისტრირებაში ოზურგეთში, მეცნიერების ქ. №16-ში მდებარე „ხანდაზმულთა სახლის“ კომუნალური გადასახადების დაფინანსება. „ხანდაზმულთა სახლის“ მობინადრეთა მიერ გახარჯული ბუნებრივი აირის თანხის ანაზღაურებაწარმოდგენილი მოხმარებული კომუნალური მომსახურების დამადასტურებელი ქვითრის საფუძველზე. 16.2.17. ძვირადღირებული კვლევის (კომპიუტერული ტომოგრაფიის) ერთჯერადი დაფინანსება (პროგრამული კოდი 06 02 18) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოციალურ და ჯანდაცვის საკითხთა სამსახური ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 30 000 ლარი. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ პირებს, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა 0-დან 100 001-მდეა და ასევე ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ვეტერანებს, საჭიროების შემთხვევაში ეძლევათ საშუალება მიიღონ თანადაფინანსება ინვოისით წარმოდგენილი თანხის 90 % არაუმეტეს 200 ლარის ფარგლებში წელიწადში ერთხელ ძვირადღირებულ კვლევაზე (კომპიუტერული ტომოგრაფია და ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია). ბენეფიციარებს, რომელთაც აღნიშნული კვლევა უფინანსდებათ საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში (ან სხვა პროგრამით), კარგავენ ამ მუხლით სარგებლობის უფლებას. 16.2.18. სოციალურად შეჭირვებული ოჯახებში ახალშობილის (0-დან 1 წლამდე) მოვლისთვის საჭირო საგნებისა და საკვების შეძენისათვის ყოველთვიური დახმარება(პროგრამული კოდი 06 02 19) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოციალურ და ჯანდაცვის საკითხთა სამსახური ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 50 000 ლარი. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: პროგრამის მიზანია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ოჯახებში, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა 0-დან 70001-მდეა, ბავშვის დაბადების შემთხვევაში მუნიციპალიტეტი გამოუყოფს 1200 ლარს (ყოველთვიურად 100 ლარი) 1 წლის განმავლობაში ბავშვის მოვლის საგნების, მედიკამენტისა და საკვების შესაძენად. მოსარგებლეს ეძლევა შესაძლებლობა აღნიშნული საქონელი გაიტანოს ფარმაცევტული დაწესებულებიდან. შენიშვნა: დახმარების გაწევა დაიწყება საბუთების წარმოდგენის თვიდან და გაგრძელდება მანამ, სანამ ბავშვის ასაკი მიაღწევს 1 წელს. |
მუხლი 17.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის
გადასახდელები: |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელები თანდართული რედაქციით:
|
თავი III
მარეგულირებელი ნორმები |
მუხლი 18 |
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის ასიგნებების დაფინანსება გაგრძელდეს სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფინანსების მართვის საინფორმაციო (ელექტრონული) სისტემის მეშვეობით.
|
მუხლი 19 |
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილება და ცვლილებები პროგრამულ კლასიფიკაციაში განხორციელდეს დამტკიცებული წლიური ასიგნებების ფარგლებში საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის თანახმად.
|
მუხლი 20 |
2019 წლის განმავლობაში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მოსამსახურეებზე საქართველოს კანომდებლობით განსაზღვრული ფულადი ჯილდო, დანამატი და სხვა ანაზღაურება გაიცეს მათთვის შესაბამისი ბიუჯეტებით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.
|
მუხლი 21 |
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელება, ამ პროგრამებისა და ქვეპროგრამების ფარგლებში გაფორმებულ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლი, დაევალოთ მერიის სამსახურებს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
|
მუხლი 22 |
1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სტრუქტურულმა ერთეულებმა, ყოველი თვის დასრულებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში საფინანსო სამსახურს წარუდგინონ ინფორმაცია მათ მიერ და მათი კონტროლისადმი დაქვემდებარებული საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ, ამ დადგენილებით მათთვის გათვალისწინებული საბიუჯეტო სახსრებით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განხორციელებული ელექტრონული ტენდერებისა და შესრულებული სამუშაოების შედეგად წარმოქმნილი ეკონომიის თაობაზე.
2. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას. მუნიციპალიტეტის მერი იღებს გადაწყვეტილებას ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ეკონომიის სხვა პრიორიტეტულ მიმართულებებზე გადანაწილების შესახებ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
მუხლი 23 |
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურმა მოამზადოს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის კვარტალური განწერა საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესაბამისად.
|
დოკუმენტის კომენტარები