დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
მარტვილის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 31 |
დოკუმენტის მიმღები | მარტვილის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 25/12/2018 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/12/2018 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2019 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.109.016297 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
პირველადი სახე (27/12/2018 - 17/01/2019)
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის,,დ.ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის" 78-ე მუხლის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლისა და 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
ა) განისაზღვროს:
ა.ა) შემოსულობები 8436.0 ათასი ლარით; ა.ბ) გადასახდელები 8436.0 ათასი ლარი; ა.გ) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადმოსაცემი ტრანსფერი (მიზნობრივი) 155.0 ათასი ლარი; ა.დ) სარეზერვო ფონდი 40.0 ათასი ლარი. |
მუხლი 2 |
ამ დადგენილების პირველი მუხლის გათვალისწინებით, დადგენილების დანართი (მარტვილის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტი) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
მუხლი 3 |
ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №57 დადგენილება.
|
მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან. |
|
დანართი
მარტვილის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტი |
თავი I
მარტვილის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მაჩვენებლები |
მუხლი 1.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი |
განისაზღვროს მარტვილის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 2.
მუნიციპალიტეტის მარტვილის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით.
|
თავი II
მარტვილის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები |
მუხლი 3.
მარტვილის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს მარტვილის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 8356.0 ათასი ლარის ოდენობით.
|
მუხლი 4.
მარტვილის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები განისაზრვროს 7726.0 ათ. ლარის ოდენობით.
|
მუხლი 5.
მარტვილის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 155.0 ათ. ლარის ოდენობით.
|
მუხლი 6.
მარტვილის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
განისაზღვროს მარტვილის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 475.0 ათ. ლარის ოდენობით.
|
თავი III
მარტვილის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები, არაფინანსური აქტივები და მათი
ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
მუხლი 7.
მარტვილის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 6848.1 ათ. ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით.
|
მუხლი 8.
მარტვილის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება1362.1 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: |
ა)
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 1442.1 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
ბ)
განისაზღვროს მარტვილის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 80.0 ათ. ლარის ოდენობით.
|
მუხლი 9.
მარტვილის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია
|
განისაზღვროს მარტვილის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
|
თავი IV
მარტვილის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო, ფინანსური აქტივებისა
და ვალდებულებების ცვლილება |
მუხლი 10.
მარტვილის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო 105.8 ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 11.
მარტვილის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება |
1.
განისაზღვროს მარტვილის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება 0.0 ათასი ლარის ოდენობით. |
2.
განისაზღვროს მარტვილის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ზრდა 0 .0 ათასი ლარის ოდენობით. |
3.
განისაზღვროს მარტვილის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 0.0 ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 12.
მარტვილის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება -105.8 ათასი ლარის ოდენობით.
|
მუხლი 13.
მარტვილის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გაუთვალისწინებული გადასახდელების დაფინანსების მიზნით შეიქმნას სარეზერვო ფონდი და განისაზღვროს 40.0 ათასი ლარის ოდენობით. |
თავი V
მარტვილის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები
|
მუხლი 14.
მარტვილის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
მუნიციპალიტეტის პრიორიტეტის დოკუმენტი წარმოადგენს მუნიციპალიტეტის განვითარების ერთ-ერთ ძირითად დოკუმენტს, რომელიც ასახავს ინფორმაციას საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის შესახებ, ანუ მასში გათვალისწინებულია ძირითადი პრიორიტეტები და მიმართულებები გასული, მიმდინარე, დასაგეგმი და დასაგეგმის შემდგომი სამი წლისათვის.
მარტვილის მუნიციპალიტეტის ძირითადი პრიორიტეტებია:
სწორედ ამ პრიორიტეტების გათვალისწინებით მოხდა მარტვილის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დაგეგმვა, რომელიც ასახავს მუნიციპალიტეტის განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებებს და საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში იმ პრობლემების გადაწყვეტის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს, რომელიც ყველაზე აქტუალურია საზოგადოებისათვის. მომდევნო 2019-2022 წლებშიც მუნიციპალიტეტში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარებას, მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესებას, საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ხელშეწყობას, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას, სკოლამდელი განათლების სრულყოფას. 1. წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ხელისუფლება პრიორიტეტის მიზანია წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების გამართული და ეფექტური მუშაობა. პრიორიტეტი მოიცავს ისეთ პროგრამებს და ქვეპროგრამებს რომლებიც ადმინისტრაციული ხასიათისაა და ხელს უწყობს სისტემის გამართულ ფუნქციონირებას, როგორიცაა მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეულების, მუნიციპალიტეტის საკრებულოს, აპარატის შენახვის ხარჯები, მათ შორის: თანამდებობრივი სარგო, ჯილდო, დანამატი და სხვა. ასევე, მოიცავს ბიუჯეტის სარეზერვო ფონდს, წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდს, ვალების დაფარვის ხარჯებს და მუნიციპალური განვითარების პროგრამის თადაფინანსების ხარჯებს. მმართველობითი სფეროს რეფორმა ერთ ერთი მთავრი ფაქტორია მუნიციპალიტეტის საქმიანობის ეფექტურად წარმართვისათვის. ასევე იგეგმება გარკვეული რეფორმები, რომელიც განხორციელდება რამოდენიმე მიმართულებით: 1. ახალი სტრუქტურის, დებულებებისა და სამუშაოთა აღწერილობის შექმნა; 2. მმართველობითი გუნდის მუშაობის შეფასების შიდა და გარე სისტემების შექმნა; 3. მუნიციპალიტეტეის ფუნქციონირებისას მოსახლეობის ჩართულიბის სისტემების შექმნა; 4. საბიუჯეტო პროცესის გაუმჯობესება; 5. ქონების მართვის სისტემის გაუმჯბესება; 1.1 პროგრამის/ქვეპროგრამის დასახელება სასესხო ვალდებულებების დაფარვის პროგრამა მიზანი მუნიცპალიტეტის მიერ აღებული სასესხო ვალდებულებების დადგენილ ვადებში დაფარვა. აღწერა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდთან გაფორმებული სასესხო ხელშეკრულების შესაბამისად მიღებული სესხების მომსახურება. 1.2 პროგრამის/ქვეპროგრამის დასახელება საბიუჯეტო პროცესის გაუმჯობესების პროგრამა პროგრამის მიზანი: მუნიციპალიტეტში საბიუჯეტო პროცესის გაუმჯობესება და საერთაშორისო სტანდარტებთან თანხვედრაში მოყვანა. პროგრამის აღწერა: დღეის მდგომარეობით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფორმატი და ფინანსური ანგარიშები არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, რაც გამოწვეულია თანამშრომლების კვალიფიკაციის არასაკმარისი დონით, აქტივებზე სრულყოფილი ინფორმაციის არ არსებობით. მუნიციპალიტეტში არ არის აქტივების აღრიცხვის ერთიანი სისტემა. საბიუჯეტოს პროცესში დაბალია მოსახლეობის ჩართულობის და პროცესების გამჭვიღვალობის დონე. ყოველივე ზემოთ აღნიშნული პრობლემების მოგვარებისათვის განხორციელდება თანამშრომლების გადამზადება, მოსახლეობაში გამოკითხვების ჩატარება და აქტივების შესახებ სტატისტიკური მონაცემების აღრიცხვა, ასევე საერთაშორისო სტანდარტებით საჯარო ფინანსების მართვის ეფექტურობის შეფასება, მოსახლეობის ჩართულობისა და გამჭვირვალე პროცესების წარმართვისათვის შეიქმნება და დაინერგება მდგრადი სისტემა. 2. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) პროგრამის მიზანი: მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და გამართული ფუნქციონირება. აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტია. პროგრამის აღწერა: პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია, ქალაქის საცხოვრებელი უბნების ეზოების, დასასვენებელი პარკების და მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების კეთილმოწყობა, გაზმომარაგებისა და წყალმომარაგების სამუშაოები, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. 2.1 საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და მოვლა შენახვა (გზები და ხოდები პროგრამული კოდი 03 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული რეაბილიტირებული ცენტრალური გზების მდგომარეობის შენარჩუნება და შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია. 2.1.1 გზების მშენებლობა რეაბილიტაცია და მოვლა შენახვა(პროგრამული კოდი 03 01 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული რეაბილიტირებული ცენტრალური გზების მდგომარეობის შენარჩუნება და შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია. მარტვილის მუნიციპალიტეტის შიდა გზები დაახლოებით 1000-კმ. აჭარბებს აქედნ გამომდინარე შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაციასა მოწყობის საკითხი მუნიციპალიტეტისთვის ერთერთ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. 2.1.2 ხიდე-ბოგირები მშენებლობა რეაბილიტაცია და მოვლა შენახვა (პროგრამული კოდი 03 01 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული რეაბილიტირებული ხიდ-ბოგირების მგომარეობის შენარჩუნება და მუნიციპალიტეტის სოფლებში ხიდ-ბოგირების რეაბილიტაცია. მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელ წლებში როგორც ადგილობრივი ბიუჯეტით და სტიქიის კუთხით გამოყოფილი თანხებით უამრავი ხიდისა და ბოგირების რეაბილიტაცია მოხდა, მაინც არის ობიექტები რომელთა რეაბილიტაციაც აუცილებელია. 2.2 კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების კეთილმოწყობა, გარე განათების ქსელის გაფართოება, წყალსადენის ქსელის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები, არსებული სკვერებისა და პარკების მოვლა, ახალი ხეების დარგვა და გამწვანების ზოლებში ყვავილებისა და სხვა დეკორატიული მცენარეების განაშენიანება, არსებული შადრევნების ექსპლოატაცია და საჭიროების შემთხვევაში მათი რეაბილიტაცია. 2.2.1 შენობების და სახურავების რეაბილიტაცია, რეკონსტრუქცია (პროგრამული კოდი 03 02 01) ქვეპროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის მერიის შენობის რეაბილიტაცია, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეზოს კეთილმოწყობა, საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია და სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები. 2.2.2 გარე განათების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 02) დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის განათება, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე განათების არსებული ქსელის ექსპლოატაცია, რეაბილიტირებულ გზებზე და შიდა კვარტალურ ეზოებში ახალი წერტილების მოწყობა. ქალაქის იერსახის შენარჩუნება. 2.2.3 წყლის სისტემის რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია(პროგრამული კოდი 03 02 03) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული წყალსადენის ქსელის რეაბილიტაცია-ექსპლუატაცია. 2.2.4 პარკების სკვერებისა და მათი მიმდებარე ინფრასტრუქტურის მოწყობა (პროგრამული კოდი 03 02 04) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება არსებული სკვერებისა და პარკების მოვლა, ფეხით მოსიარულეთა ტროტუარების მოწყობა, სადღესასწაულო დღეებისათვის ქალაქის გაფორმება, ახალი ხეების დარგვა და გამწვანების ზოლებში ყვავილებისა და სხვა დეკორატიული მცენარეების განაშენიანება, არსებული შადრევნების ექსპლოატაცია და საჭიროების შემთხვევაში მათი რეაბილიტაცია. 2.2.5 საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო და ექსპერტიზის ხარჯები (პროგრამული კოდი 03 02 05) პროგრამის მიზანია სამშენებლო სამუშაოების უზრუნველყოფა საპროექტო დოკუმენტაციით. სამშენებლო ნორმებისა და წესების შესაბამისად, სამშენებლო–სამონტაჟო და აღდგენა–რეკონსტრუქციის სამუშაოების ჩასატარებლად აუცილებელია შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციის დამუშავება, სადაც გათვალისწინებული უნდა იყოს სხვადასხვა ტექნიკური პირობების მოთხოვნები. პროექტების ექსპერტიზა და მშენებლობისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება; საინჟინრო ნაგებობების მშენებლობა–რეაბილიტაციის ტექნიკური ზედამხედველობა; საპროექტო–ტექნიკური დოკუმენტაციის ანალიზი და სხვა ღონისძიებები. რაც განაპირობებს ხარისხიან ხარისხიანად კარგად შესრულებულ სამუშაოებს. 2.3 სოფლის მეურნეობა, სატყეო მეურნეობა, მეთევზეობა და მონადირეობა (პროგრამული კოდი 03 03) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში სანიაღვრე არხებისა და ნაპირსამაგრი ჯებირების მშენებლობა-რეაბილიტაცია. 2.3.1 საკადასტრო რუკების მომზადება (პროგრამული კოდი 03 03) საკადასტრო ნახაზების ელექტრონული ვერსიების მომზადება. 2.3.2 სანიაღვრე არხებისა და ნაპირსამაგრი ჯებირების მშენებლობა-რეაბილიტაცია, (პროგრამული კოდი 03 04) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სანიაღვრე არხების მოწყობა, ასევე წყალსაწრეტი არხები და ნაპირსამაგრი ჯებირების მოწყობა. 2.3.3 კეთილმოწყობის ცენტრი. (პროგრამული კოდი 03 06)აღნიშნული პროგრამის მიხედვით შექმნილია კეთილმოწყობის ცენტრი რომლის ფარგლებშიც ხორციელდება შემდეგი ღონისძიებები: ქალაქის დაგვა-დასუფთავება, მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან ნარჩენების გატანა, მწვანე საფარის მოვლა პატრონობა, გარე განათების სერვისის მოვლა, შადრევნებისა და აუზების, წყლის სისტემემების გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა, ტროტუარებისა და ბორდიურების კეთილმოწყობა, ქალაქის ტერიტორიის მოხეტიალე პირუტყვისაგან დაცვა. ქ. მარტვილის საბაგირო გზის მომსახურება. მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული სპეც. ტექნიკის გრეიდერის მოვლა-შენახვა და მუნიციპალიტეტის საჭიროებიდან გამომდინარე სამუშაოების შესრულება. 2.3.4 სპორტული მოედნების მოწყობა. (პროგრამული კოდი 03 07) პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით დაგეგმილია საფეხბურთო მოედნების მოწყობა. 2.3.5 რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების თანადაფინანსება. (პროგრამული კოდი 03 09) პროგრამის ფარგლებში მოხდება რეგიონული განვითარების ფონდის სახსრებით განსახორციელებელი პროექტების თანადაფინანსება. 3. განათლება (პროგრამული კოდი 04 00) საბავშვო ბაგა–ბაღების აღსაზრდელთა განვითარების ხელშეწყობა და სრულფასოვანი სააღმზრდელო გარემოს შექმნა უზრუნველყოფს დედაქალაქის საგანმანათლებლო - სააღმზრდელო და კულტურული გარემოს მნიშვნელოვან გაუმჯობესებას, საზოგადოების აქტიურ ჩართვას მიმდინარე საგანმანათლებლო-სააღმზრდელო და კულტურულ პროცესებში, მათ ინტელექტუალური და შემოქმედებითი უნარების სტიმულირებას, ადგილობრივი საგანმანათლებლო - სააღმზრდელო და კულტურული დაწესებულებების მუშაობის გაუმჯობესებას, დახვეწასა და მოსახლეობის ინტერესებზე მორგებას. მარტვილის მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებშიც განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, მათი რეაბილიტაცია, ინვენტარით უზრუნველყოფა. ინკლუზიური განათლების ხელშეწყობა და სხვა. 3.1. სკოლამდელი განათლება (პროგრამული კოდი 04 01) პროგრამის მიზანი: სკოლამდელი ასაკი ბავშვების სკოლისთვის მზაობა პროგრამის აღწერა: პროგრამამ უნდა უზრუნველყოს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ეფექტიანი ფუნქციონირება, რომელიც გულისხმობს შემდეგი ღონისძიებების გატარებას: სკოლამდელი აღზრდის სფეროში მართვის პოლიტიკის განხორციელება, სტანდარტების შესაბამისი სააღმზრდელო პროგრამა/ მეთოდოლოგის დახვეწა, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისი კვებით უზრუნველყოფა, აღსაზრდელთა უსაფრთხოების მიზნით ბაგა-ბაღების ინფრასტრუქტურის (ეზო, შენობა, ინვენტარი და სხვა) განვითარება, ბაგა-ბაღების პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება, საბავშვო ბაგა-ბაღების მაქსიმალური გამტარუნარიანობა (სკოლამდელი აღზრდის მომსახურების მიღების მსურველთა არსებული მოთხოვნის რაოდენობის მაქსიმალურად დაკმაყოფილებისთვის სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის: ახალი ბაგა-ბაღების მშენებლობა, არსებულ ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო ჯგუფების მოწყობა. მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს 18 საბავშვო ბაღი, სადაც დაწყებით განათლებას იღებს 970 ბავშვი. 2019 წელს იფუნქციონირებს 22 საბავშვო ბაღი, აღსაზრდელთა რაოდენობა გაიზრდება 966 ბავშვამდე. პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი აფინანსებს ბაღების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს, მათ შორის ბავშვების კვების ხარჯების, მასწავლებელთა და აღმზრდელთა ხელფასებს, ბაღების რეაბილიტაციისა და სხვა მიმდინარე ხარჯებს. 3.2 საჯარო სკოლების დაფინანსება (პროგრამული კოდი 04 02) პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია საჯარო სკოლებისათვის ფინანსური დახმარების გაწევა ( რეაბილიტაციის მიზნით). 3.3 შშმ ბავშვთა და მოზარდთა განათლების დაფინასება (პროგრამული კოდი 04 04) პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია (შშმ ბავშვთა საკვირაო სკოლის თანადაფინანსება). 4. კულტურა, რელიგია ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი (პროგრამული კოდი 05 00) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალერულად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება. ასევე ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის წახალისების მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს. 4.1 სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების და კლუბების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება. პროგრამის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები. 4.1.1 სპორტული სკოლა. (პროგრამული კოდი 05 01 01) სპორტსკოლაში სწავლობს 385 მოსწავლე, მ.შ. 90 გოგონა და 295 ბიჭი. ფუნქციონირებს 22 ჯგუფი ჭადრაკის 3, ბერძნულ რომაული ჭიდაობის, ძიუდოს, რაგბის 2, ლელოს, მძლეოსნობის 2, ძალოსნობის, უშუს, კინბოქსინგის 2, კრივის 2, ტაეკვანდოს, ტანვარჯშის, ფრენბურთი 2 და მაგიდის ჩოგბურთის ჯგუფები. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ჭადრაკის, ბერძნულ რომაული ჭიდაობის, ძიუდოს, რაგბის, მძლეოსნობის, უშუს, კიკბოქსინგის, კრივის, ტანვარჯშის, ძალოსნობის ჯგუფების მონაწილეობა საქართველოს ჩეპიონატებში, სხვადასხვა რეკორდსმენების სახელობის ტურნირებში, რეგიონალურ ჩემპიონატებში, შესარჩევ ტურნირებში. 4.1.2 საფეხბურთო სკოლა. (პროგრამული კოდი 05 01 02) საფეხბურთო სკოლაში ფუნქციონირებს 12 ჯგუფი, სადაც სწავლობს 190 მოსწავლე. პროგრამის ფარგლებში საფეხბურთო სკოლის გუნდების მონაწილეობა დაგეგმილია რეგიონალურ შეჯიბრებში და ასევე მუნიციპალიტეტის შიდა ღონისძიებეში: სოფლებს შორის ჩემპიონატში; საჯარო სკოლებს შორის ჩემპიონატში 4 ასაკობრივ ჯგუფში; წარმოება - დაწესებულებებს შორის ჩემპიონატში მინი ფეხბურთში; საჯარო სკოლებს შორის ჩემპიონატში 2 ასაკობრივ ჯგუფში. 4.2 კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) პროგრამის მიზანი: მუნიციპალიტეტში კულტურული ტრადიციების მხარდაჭერა, განვითერაბა და მოსახლეობის კულტურული დონის ამაღლება. პროგრამის აღწერა: პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო, სახალხო, რელიგიური დღესასწაულებისა და სხვა საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების აღნიშვნას, რომლის დროსაც მნიშვნელოვანია ტრადიციების მაქსიმალური შენარჩუნება, რათა სასიამოვნო და დაუვიწყარი გარემო შეიქმნას როგორც ჩვენი მოსახლეობისთვის, ასევე ტურისტებისთვისაც, ხელოვანების ღირსეულად წარმოჩენასა და მათი შემოქმედების ხელშეწყობას, ფესტივალების, სხვადასხვა კულტურული ღონისძიებების, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებების, კონკურსების და საიუბილეო ღონისძიებების ხელშეწყობას, დამეგობრებულ მუნიციპალიტეტებთან კულტურული ურთიერთობების შენარჩუნება-გაფართოების მიზნით სპეციალური გაცვლითი ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას, კულტურულ საგანმანათლებლო პროექტების ხელშეწყობას, სხვადასხვა სახელოვნებო მიმართულების განვითარებას, როგორიცაა: სახვითი ხელოვნება, სამუსიკო სფერო თუ ლიტერატურა, მიმდინარე კულტურულ-საგანმანათლებლო პროცესებში სხვადასხვა თაობის ხელოვანების ჩართულობა და სხვა. პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული იქნება კულტურის სფეროს დაწესებულებები, როგორიცაა ბიბლიოთეკა, მუზეუმი, კულტურის სახლი, სამუსიკო სკოლები, და სხვა. 4.2.1 მუსიკალური სკოლა.(პროგრამული კოდი 05 02 02) მუსიკალურ სკოლაში სწავლობს 180-მდე მოსწავლე, მ. შ. 115 გოგო და 65 ბიჭი; ფუნქციონირებს საესტრადო განყოფილება, ფორტეპინოს და საგუნდო განყოფილება (18 ჯგუფი), სოლფეჯიოს 42 ჯგუფი. ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია შიდა ღონისძიები, ღია და დახურული კონცერტები, ღია გაკვეთილები, ტექნიკური ჩათვლები. 4.2.2 ტელერადიო მაუწყებლობა და საგამომცემლო საქმიანობა. (პროგრამული კოდი 05 02 04) პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია საინფორმაციო ბუკლეტებისა და ჟურნალების გამოცემა. (დაგეგმილია გაზეთის დაფინასება, საინფორმაციო ბუკლეტებისა და ჟურნალების გამოცემა. ასევე მოსახლეობის ინფორმირების მიზნით მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ხელშეკრულების საფუძველზე მოხდება მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტებისა და პროგრამების გაშუქება ტელევიზიასა და რადიოში). 4.2.3 კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრი (პროგრამული კოდი 05 02 05) კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრი აერთიანებს კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრი ბიბლიოთეკებს, კულტურის სახლებს მასთან არსებული ქორეოგრაფიული სტუდიებით, ფოლკლორული ანსამბლით, გიტარის შემსწავლელი, საესტრადო სიმღერების შემსწავლელი, ტექნიკურ-მეცნიერებათა, მხარეთმცოდნეობის, გამოყენებითი ხელოვნების, ინტელექტუალურ-შემეცნებითი, უცხო ენების შემსწავლელი ( გერმანული და ინგლისური), ფოლკლორის, მხატვრული კითხვის, ეკოლოგიის, რელიგიის ისტორიის, თვითშემოქმედების და სახვითი ხელოვნების წრეებს (სადაც სწავლობს 500 მოსწავლე). პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია აღსაზრდელთა მონაწილეობა თბილისის მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სახლის სასწავლო შემოქმედებით კონფერენციაში, ქობულეთის საერთაშორისო და სხვა რესპუბლიკურ და საერთაშორისო კონკუსებში. ქორეოგრაფიული სტუდიების მონაწილეობა მუნიციპალიტეტის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში, რეგიონალურ და რესპუბლიკურ კონკურსებში, ასევე შავი ზღვის აუზის და სხვა საეთაშორისო კონკურსებში. აგრეთვე დაგეგმილია ცნობილი მწერლების, პოტებისა და საზოგადო მოღვაწეებისა მოწვევა და შეხვედრა კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის აღსაზრდელებთან. 14 მაისს თამარობის დღესთან, 26 მაისს დამოუკდებლობის დღესთან, 25 სექტემბერს ჭყონდიდლობასთან დაკავშირებით დაგეგმილია სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები. ფოლკლორული ფესტივალების, პოექტ ,,ეტალონის”, სასკოლო ოლიმპიადების და სხვადასხვა კულტურული ღონისძიებების, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებების დაფინანსება, ასევე ივნისის ბოლოს ტარდება საანგარიშო კონცერტი. 4.2.4 მხარეთმცოდნეობის მუზეუმი (პროგრამული კოდი 05 02 06) პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია გამოფენების მოწყობა, ჭყონდიდლობის და საახალწლო რონისძიებების აღნიშვნა. საეკლესიო და კულტურული ძეგლების პასპორტიზაცია. საბავშვო და სხვადასხვა სამეცნიერო კონფერენციების ჩატარება, ექსპედიციების მოწყობა, მხარეთმცოდნეობის მუზეუმში არსებობს საცდელი ნაკვეთი, სადაც მიმდინარეობს სხვადასხვა ჯიშის ყურძნის გამოყვანა. აგრეთვე დაგეგმილია მხარეთმცოდნეობის მუზეუმის რეაბილიტაციის დასრულება. 5. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებების და შეღავათების უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. ასევე გაგრძელდება ინვალიდი, ობოლი და ტყუპი ბავშვების სოლუიალური დაცვა. 5.1. საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება (პროგრამული კოდი 06 01) პროგრამის მიზანი: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსახლეობის ჯანმრთელობის ხელშეწყობა და დაავადებების პრევენცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ოპერატიული (EPHo-10) ფუნქციების განხორციელების გზით; პროგრამის აღწერა: პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერისა და ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას, კერძოდ: გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობა და კონტროლის ღონისძიებები პირველადი ეპიდკვლევის განხორციელება; ეპიდსაწიინაღმდეგო ღონისზიებების დაგეგმვა; დავადებების პირველადი ღონისძიებები; ლაბორატორიული სინჯის აღება. იმუნიპროფილაქტიკის დაგეგმვა, განხორციელება, საინფორმაციო სისტემის უზრუნველყოფა იმუნოპროფილაქტიკის მონაცემთა რუტინული დამუშავება, ანალიზი, შეფასება, დაზუსტება და ანგარიშგება დადგენილი წესის მიხედვით. ვაქცინაციათა, სხვა ასაცრელი მასალის და ცივი ჯაჭვის ინვენტარის საჭიროების განსაზღვრა მუნიციპალიტეტისათვის დადგენილი წესის მიხედვით. იმუნოპროფილაქტიკის ლოჯისტიკის უზრუნველყოფა ვაქცინათა, სხვა ასაცრელი მასალის 1 თვის მარაგის შექმნა მუნიციპალიტეტში; (ვაქცინათა, სხვა ასაცრელი მასალის მიღება, რეგისტრაცია, გაცემა მუნიციპალიტეტის პჯდ დაწესებულებებისათვის დადგენილი წესის მიხედვით; ,,ცივი ჯაჭვის" ფუნქციონირების უზრუნველყოფა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადამტანების ფაუნის გავრცელების შესწავლა/დადგენა წყალსატევების პასპორტიზაცია დადგენილი წესის მიხედვით და გადამტანების არსებობის დადგენა სეზონის განმავლობაში. პრევენციული და კონტროლის ღონისძიებები წყალსატევებში გამბუზიის გავრცელება ყოველწლიურად და ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება, მათ შორის გადამტანების წინააღმდეგ ბრძოლა. პარაზიტული დაავადებების პირველადი ეპიდკვლევა მალარიის სკრინინგული კვლევა კერებში და კერის გარშემო; სხვა პარაზიტული და ჰელმინთური დაავადებების სკრინინგული კვლევა. დაავადებების დიაგნოსტიკა, პროფილაქტიკური მკურნალობა მალარიის დიაგნოსტიკა, სხვა პარაზიტული დაავადებების დიგნოსტიკა, რეკომენდაციების მიწოდება. სანიტარული ღონისძიებები საგანმანათლებლო, სააღმზრდელო საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვის ზედამხედველობა, პრევენციული ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში სანიტარული ნორმების დაცვის ზედამხედველობა. 5.2. მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. 5.2.1 უკიდურესად შეჭირვებულთა სამედიცინო დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 01) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: სამედიცინო სადაზღვეო პროგრამით დაუფინანსებელი თანხის თანადაფინანსება. ტუბერკულოზის, აივ ინფექციის და ცე ჰეპატიტის სკრინინგისა და ადრეული გამოვლენის პროგრამის დაფინანსება პირველად ჯანდაცვაში. 5.2.2 სარიტუალო მომსახურება (ომის ვეტერანთა და უკიდურესად შეჭირვებულთა დაკრძალვის ხარჯები)(პროგრამული კოდი 06 02 02) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება, თითოეულ ბენეფიციარზე 250 ლარის ოდენობით. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მარტოხელა სოციალურად დაუცველ პირთა დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება, თითოეულ ბენეფიციარზე 150 ლარის ოდენობით. დევნილის გარდაცვალების შემთხვევაში თითოეულ ბენეფიციარზე 150 ლარის ოდენობით. 5.2.3 ომის ვეტერანთა სოციალური უზრუნველყოფის ხარჯები (9 აპრილის, 9 მაისის და აგვისტოს მოვლენებში დაზარალებულთა ოჯახების ერთჯერადი დახმარება(პროგრამული კოდი 06 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: 2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომში დაღუპულ ჯარისკაცთა ოჯახების ერჯერადი დახმარება თითოეულ ოჯახზე თვეში 500 ლარის ოდენობით. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ომის ვეტარანების მორალური და ფინანსური მხარდაჭერის ღონისძიებები. 5.2.4 100 წელს გადაცილებულთა ერთჯერადი დახმარების ხარჯი (პროგრამული კოდი 06 02 04) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: მუნიციპალიტეტში მცხოვრები 100 წლის და 100 წელს გადაცილებული მოქალაქეების მატერიალურ დახმარება 500 ლარის ოდენობით. 5.2.5 უკიდურესად შეჭირვებულთა ერთჯერადი დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 05) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: უკიდურესად შეჭირვებულთა ერთჯერადი დახმარება. ჩერნობილის ავარიის შედეგად დაზარალებულთა ერთჯერადი დახმარება. დიალეზზე მყოფი ავადმყოფების დიალიზის ცენტრში ტრანპორტირების ერთჯერადი დახმარება. პირველი ჯგუფის უსინათლოების ერჯერადი დახმარება. უსახლკაროთა ბინის ქირის თანხით უზრუნველყოფა. აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებლებში საწავლის საფასურის თანადაფინანსება, დახმარება გაეწევა სტუდენტებს (დედმამით ობლები, მარჩენალდაკარგული მრავალშვილიანი ოჯახებიდან და სოცილურად დაუცველი ოჯახებიდან რომელთაც მინიწებული აქვს 0-დან 65000 და 65000-ზე დაბალი ქულა, რომლებიც არ სარგებლობენ სხვა სახელმწიფო პროგრამით და არა აქვთ მოპოვებული სახელმწიფო გრანტი (10 ბენეფიციარი) თითეულს -500 ლარი. 5.2.6 მრავალშვილიანი ოჯახებისა(პროგრამული კოდი 06 02 06) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მრავალშვილიანი (5 და მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვი) ოჯახების მატერიალურ დახმარება, თითოეულ ოჯახზე 200 ლარის ოდენობით . 5.2.7 ობოლი ბავშვების დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 07) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: დედმამით ობოლი ბავშვების დახმარება 500 ლარის ოდენობით, ობოლო ბავშვების დახმარება 200 ლარის ოდენობით. 5.2.8 ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით შშმ 18 წლამდე ბავშვთა დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 08) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: 18 წლამდე შშმ ბავშვთა ერთჯერადი დახმარება 200 ლარის ოდენობით . 5.2.9 ხანძრით, მიწისძვრით და სხვა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულთა ერთჯერადი დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 09) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: ხანძრით, მიწისძვრით და სხვა სტიქიური მოვლენების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილთა ოჯახებს გაეწევა ერთჯერადი დახმარება. (დახმარების ოდენობა განისაზღვრება მოქმედი სოციალურ საკითხთა კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად). 5.2.10 ახალშობილთა დახმარება(პროგრამული კოდი 06 02 10) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: ახალშობილთა დახმარება თითეულ ბავშვზე შეადგენს 250 ლარს.
|
თავი VI
მარტვილი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
მუხლი 15.
მარტვილის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
განისაზღვროს მარტვილის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით.
|
თავი VII
მარეგულირებელი ნორმები |
მუხლი 16 |
მარტვილის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის ასიგნებების დაფინანსება გაგრძელდეს სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფინანსების მართვის საინფორმაციო (ელექტრონული) სისტემის მეშვეობით. |
მუხლი 17 |
მარტვილის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილება და ცვლილებები პროგრამულ კლასიფიკაციაში განხორციელდეს დამტკიცებული წლიური ასიგნებების ფარგლებში საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის და მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის თანახმად. |
მუხლი 18 |
2019 წლის განმავლობაში მარტვილის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მოსამსახურეებზე საქართველოს კანომდებლობით განსაზღვრული ფულადი ჯილდო, დანამატი და სხვა ანაზღაურება გაიცეს მათთვის შესაბამისი ბიუჯეტებით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში. |
მუხლი 19 |
მარტვილის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელება, ამ პროგრამებისა და ქვეპროგრამების ფარგლებში გაფორმებულ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლი (ინსპექტირება), დაევალოთ მერიის სამსახურებს კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
მუხლი 20 |
1. მარტვილის მუნიციპალიტეტის სტრუქტურულმა ერთეულებმა, ყოველი თვის დასრულებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში საფინანსო სამსახურს წარუდგინონ ინფორმაცია მათ მიერ და მათი კონტროლისადმი დაქვემდებარებული საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ, ამ დადგენილებით მათთვის გათვალისწინებული საბიუჯეტო სახსრებით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განხორციელებული ტენდერებისა და შესრულებული სამუშაოების შედეგად წარმოქმნილი ეკონომიის თაობაზე.
2. საფინანსო სამსახური მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას. მუნიციპალიტეტის მერი იღებს გადაწყვეტილებას ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ეკონომიის სხვა პრიორიტეტულ მიმართულებებზე გადანაწილების შესახებ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
მუხლი 21 |
პროგრამებისა და ქვეპროგრამების განმახორციელებელი ორგანიზაციების ნუსხა დამტკიცდეს მუნიციპალიტეტის მერის მიერ და მასვე მიენიჭოს ცვლილებების შეტანის უფლებამოსილება. |
მუხლი 22 |
მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამული კოდი 0104-დან დაფინანსდება წინა წლების დავალიანებები, სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხები, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იძულებით ჩამოჭრილი თანხები და მუნიციპალიტეტის მიერ აღიარებული ვალდებულებები.
წინა წლებში წარმოქმნილი ფაქტობრივი დავალიანებების დასაფარავად ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფმა საბიუჯეტო ორგანიზაციებმა და დაწესებულებებმა შესაძლებელია გამოიყენონ 2019 წელს მათთვის გამოყოფილი ასიგნებები იმ პირობით, რომ არ დაიშვება ახალი დავალიანების დაგროვება, რისთვისაც მთელი პასუხისმგებლობა ეკისრებათ აღნიშნულ ორგანიზაციებს. |
მუხლი 23 |
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად მუნიციპალიტეტის საფინანსო სამსახურმა მოამზადოს მარტვილის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის კვარტალური განწერა საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესაბამისად. |
მუხლი 24 |
1. დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი, 155.0 ათასი ლარი მიიმართოს:
ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 85.0 ათასი ლარი; ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 67.7 ათასი ლარი; გ) „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 1.3 ათასი ლარი; დ) „იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელებისათვის 1.0 ათასი ლარი. 2. „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“-ს 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება. |
მუხლი 25 |
2019 წლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის მოცულობა განისაზღვროს 40.0 ათასი ლარის ოდენობით, სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე. |
მუხლი 26 |
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. |
დოკუმენტის კომენტარები