დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
,,მარტვილის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 დეკემბრის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 8 |
დოკუმენტის მიმღები | მარტვილის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 11/02/2019 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/02/2019 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.109.016307 |
|
,,მარტვილის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 დეკემბრის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის,,დ.ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე-80 მუხლის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
„მარტვილის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 დეკემბრის №31 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 01/01/2019, საიდენტიფიკაციო კოდი: 190020020.35.109.016297) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
ა)
დადგენილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი მუხლის ,,ა“ პუნქტის ,,ა.ა“ და ,,ა.ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა.ა) შემოსულობები განისაზღვროს 12241.0 ათასი ლარით; ა.ბ) გადასახდელები განისაზღვროს 13345.5 ათასი ლარით;“;
|
ბ)
დადგენილებით დამტკიცებული დანართის: |
ბ.ა)
1-ლი, მე-2 და მე-3 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
მუხლი 2. მუნიციპალიტეტის მარტვილის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
მუხლი 3. მარტვილის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს მარტვილის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 12161.0 ათასი ლარის ოდენობით:
“; |
ბ.ბ)
მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 5. მარტვილის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 3960.0 ათ. ლარის ოდენობით:
“; |
ბ.გ)
მე-8 და მე-9 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 8. მარტვილის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 6208.5 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ა) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 6288.5 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ბ) განისაზღვროს მარტვილის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 80.0 ათ. ლარის ოდენობით:
მუხლი 9. მარტვილის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს მარტვილის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
“; |
ბ.დ)
მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 15. მარტვილის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს მარტვილის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით:
“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები