დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
საჩხერის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის განსაზღვრის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 119 |
დოკუმენტის მიმღები | საჩხერის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 29/11/2018 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/12/2018 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2019 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.130.016328 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (04/12/2018 - 18/01/2019)
|
საჩხერის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის განსაზღვრის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ.ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ 78-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
დამტკიცდეს საჩხერის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტი თანდართული დანართის შესაბამისად.
|
მუხლი 2 |
2019 წლის 1 იანვრიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №46 დადგენილება (სსმ, 28/12/2017, სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.130.016255). |
მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის პირველი იანვრიდან. |
|
დანართი
|
თავი I
საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მაჩვენებლები
|
მუხლი 1.
საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
ათას ლარებში
|
მუხლი 2.
საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება |
განისაზღვროს საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
ათას ლარებში
|
თავი II
საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები
|
მუხლი 3.
საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს საჩხერის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის შემოსავლები 12248.9 ათასი ლარის ოდენობით.
ათას ლარებში
|
მუხლი 4.
საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები |
განისაზღვროს საჩხერის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის გადასახადები 10272.3 ათასი ლარის ოდენობით.
ათას ლარებში
|
მუხლი 5.
საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები |
განისაზღვროს საჩხერის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის გრანტები 190.0 ათასი ლარის ოდენობით.
ათას ლარებში
|
მუხლი 6.
საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
განისაზღვროს საჩხერის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 1786.6 ათასი ლარის ოდენობით.
ათას ლარებში
|
თავი III
საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები, არაფინანსური აქტივები და მათი ფუნქციონალური კლასიფიკაცია
|
მუხლი 7.
საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები
|
განისაზღვროს საჩხერის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის ხარჯები 8992.3 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ათას ლარებში
|
მუხლი 8.
საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს საჩხერის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 3076.6 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
ა) განისაზღვროს საჩხერის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 3078.6 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
ბ) განისაზღვროს საჩხერის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 2.0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ათას ლარებში
|
მუხლი 9.
საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
განისაზღვროს საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში თანდართული რედაქციით:
ათას ლარებში
|
თავი IV
საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო, ფინანსური აქტივების ცვლილება , სარეზერვო ფონდი და წინა წლებში წარმოქმნილი ვალდებულებების დაფარვა და სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ფინანსური უზრუნველყოფის ფონდი
|
მუხლი 10.
საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო |
განისაზღვროს საჩხერის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის მთლიანი სალდო – 180.0 ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 11.
საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება |
1. განისაზღვროს საჩხერის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება – 180.0 ათასი ლარის ოდენობით.
2. განისაზღვროს საჩხერის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ზრდა 180.0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
3. განისაზღვროს საჩხერის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება- 0.0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 12.
საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალის საპროგნოზო მოცულობა |
1. საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალი 2018 წლის დასაწყისისათვის შეადგენდა 779.680 ათას ლარს, აქედან გადარიცხულია 70.165 ათასი ლარი.
2. განისაზღვროს საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალის საპროგნოზო მოცულობა 2018 წლის ბოლოსათვის 709.515 ათასი ლარის ოდენობით.
|
მუხლი 13.
საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი |
განისაზღვროს საჩხერის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის მოცულობა 150.0 ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 14.
საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის წინა წლებში წარმოქმნილი ვალდებულებების დაფარვა და სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ფინანსური უზრუნველყოფის ფონდი |
საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის წინა წლებში წარმოქმნილი ვალდებულებების დაფარვა და სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ფინანსური უზრუნველყოფის ფონდი 2019 წლისათვის განისაზღვრა 50.0 ათასი ლარით.
|
თავი V
საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები 2019-2022 წლებისათვის პროგრამები/ქვეპროგრამები |
მუხლი 15.
საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები, პროგრამები/ქვეპროგრამები |
განისაზღვროს საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები (პირველი დონე), მათ ფარგლებში განსახორციელებელი პროგრამები (მეორე დონე) და ქვეპროგრამები (მესამე დონე) შემდეგი რედაქციით:
1. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) მუნიციპალიტეტის მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლებისა და ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო და კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რებილიტაცია.მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსება, რაც გულისხმობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვას. გაგრძელდება არსებული გარე განათების ქსელის მოვლა-პატრონობა, დასუფთავების ღონისძიებები, სანიაღვრე არხების შლამისა და ნატანისაგან გაწმენდა, მათი აღდგენა და მოვლა-პატრონობა, სპორტული მოედნების მოწყობა, არსებული სკვერების მოვლა-შენახვა და მოწყობა, გამწვანების სამუშაოები და სხვა. 1.1 საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება საავტომობილო გზების გასწვრივ, საჭიროებიდან გამომდინარე, საყრდენი კედლების მოწყობა, ძირითადად საქმე გვაქვს როგორც მეწყერული მოვლენების პრევენციასთან, ასევე რომ არ მოხდეს მიწის ჩამოშლა სავალ ნაწილზე. აღნიშნული ღონისძიებების გატარება საჭიროა მოსახლეობის უსაფრთხოების და მათი შეუფერხებელი გადაადგილების კუთხით. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ხიდებისა და ხიდ-ბოგირების რეაბიტაციას, ასევე, საჭიროებიდან გამომდინარე ახლის მშენებლობა – აღნიშნული ღონიძიებების გატარება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს, როგორც მოსახლეობის უსაფრთხო და შეუფერხებელი გადაადგილებას, ასევე მოხდება მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება. განხორციელდება საჩხერის მუნიციპალიტეტში არსებული რეაბილიტირებული ცენტრალური გზების მდგომარეობის შენარჩუნება, მუნიციპალიტეტში საგზაო მოძრაობის ორგანიზების, ქვეითთა და სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხო გადაადგილების მიზნით დაგეგმილია საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. მისასვლელ და საუბნო გზაზე რკინა-ბეტონის საფარის მოწყობა, ქუჩების რებილიტაცია. გზებზე საყრდენი კედლების მოწყობა, მდინარეებზე ხიდ-ბოგირების მოწყობა, რეაბილიტაცია. საჭიროების შემთხვევაში გზის საფარის თოვლისგან გაწმენდა და მოყინულ გზებზე მარილის მოყრა და სხვა. . პროგრამის მიზანი: მოდერნიზებული და რეაბილიტირებული საგზაო ინფრასტრუქტურა,საყრდენი კედლები და ხიდ-ბოგირები; მგზავრთა შეუფერხებელი, კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილება; ტრანსპორტის გამართული მუშაობა; საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესება; მნიშვნელოვანი კაპიტალური სამუშაოების განხორციელება. . მოსალოდნელი საბოლოო შედეგი: რეაბილიტირებული გზების რაოდენობა; რეაბილიტირებული საყრდენი კედლების, ხიდ-ბოგირების რაოდენობა; თოვლისაგან გაწმენდილი გზები; მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილება. 1. საყრდენი კედლების მოწყობა (პროგრამული კოდი 03 01 01) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია საავტომობილო გზების გასწვრივ, საჭიროებიდან გამომდინარე, საყრდენი კედლების მოწყობა. ძირითადად საქმე გვაქვს როგორც მეწყერული მოვლენების პრევენციასთან, ასევე რომ არ მოხდეს მიწის ჩამოშლა სავალ ნაწილზე, აღნიშნული ღონიძიებების გატარება საჭიროა მოსახლეობის უსაფრთხოების და მათი შეუფერხებელი გადაადგილების კუთხით.ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყრდენი კედლების პროექტირება; სოფლებში: ღონაში – შემავალ უბნებში საყრდენი კედლების მოწყობის სამუშოები; ჭორვილაში – ზაზა ტყემალაძის სახლთან საყრდენი კედლების მოწყობა; კორბოულში – შამბიაშვილების უბანში საყრდენი კედლის მოწყობა; მერჯევის უბნებში – საყრდენი კედლების მოწყობა და სხვა. 1.1.2 თოვლისაგან გზის გაწმენდის სამუშაოები (პროგრამული კოდი 03 01 02) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია თოვლისაგან გზების გაწმენდა, მოყინულ გზებზე მარილის მოყრა. ამით დაცული იქნება ტრანსპორტისა და მოქალაქეების უსაფრთხო გადაადგილება. 1. ხიდების, ბოგირების მშენებლობა და რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 01 04) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ხიდებისა და ხიდ-ბოგირების რეაბიტაცია, ასევე საჭიროებიდან გამომდინარე ახლის მშენებლობა. აღნიშნული ღონიძიებების გატარება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს როგორც მოსახლეობის უსაფრთხო და შეუფერხებელი გადაადგილებას, ასევე მოხდება მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება. ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ხიდების (ჩიხის ადმინისტრაციული ერთეულისა და საჩხერის დამაკავშირებელი ხიდის, სოფელ პერევში შუკაკიძეების უბანში ხიდისა და სტიქიისაგან დაზიანებული ხიდ-ბოგირების) პროექტირება; სოფლებში: პერევში – შუკაკიძეებისა და ტოროშელიძეების უბანში – ორი ერთეული ხიდის მოწყობა (ერგეფეს თანადაფინანსება); მოხვაში მდ. „მოხურაზე“ არსებული ხიდის რეაბილიტაცია; დარყაში ხიდებისა და ხიდ-ბოგირების რეაბილიტაცია; საკოხიაში, პერევში ხიდების რეაბილიტაცია; საირხეში, გრძელიშვილებისა და მესხების უბნებში ხიდ-ბოგირზე მოაჯირის მოწყობა; ჯალაურთაში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ერთი ერთეული ხიდ-ბოგირის რეაბილიტაცია; მოძვში, საბიაშვილების უბანთან მისასვლელ გზაზე ერთი ერთეული ხიდ-ბოგირის რეაბილიტაცია. საპროექტო საზედამხედველო მომსახურება და სხვა. 1.1.4 ქალაქ საჩხერეში ქუჩების რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 01 06) ქვეპროგრამის ფარგლებში ქ. საჩხერეში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ეზოების მდგომარეობა სავალალოა. ნალექის დროს გართულებულია მოსახლეობის გადაადგილება და მისვლა საცხოვრებელ კორპუსამდე, ასევე ბავშვებისათვის არ არის შესაბამისი პირობები გართობისათვის. ფაქტობრივად არ არსებობს ტროტუარი, პარკინგი, მწვანე ზოლი. დაგეგმილია: ქ. საჩხერეში: მ.მაჭავარიანის, კოსტავას, თბილისისა და გომართლის ქუჩაზე არსებული კორპუსების ეზოების კეთილმოწყობა; ქუჩებზე (ს.დურმიშიძე, წერეთელი, საჩხერე-ჭიათურის გზატკეცილი და სხვა)ტროტუარების მოწყობა; კინოთეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე ასფლატო-ბეტონის საფარის მოწყობა (ერგეფეს თანადაფინანსება); ქ. საჩხერეში დარჩენილ უბნებსა და ჩიხებში საავტომობილო გზების რეაბილიტაცია (ერგეფეს თანადაფინანსება) და სხვა. 1.1.5 მისასვლელი და საუბნო გზების კეთილმოწყობა (პროგრამული კოდი 03 01 08) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა სოფლებში: საირხეში, ჯალაურთაში, კორბოულში, შომახეთში, ნიგვზარაში, ღოდორაში, ვაკისაში საუბნო გზების რეაბილიტაცია. კალვათაში გოგა კაპანაძის სახლთან ყვირილის ხრეშით მოშანდაკება. მუნიციპალიტეტის სოფლებში მისასვლელი და საუბნო გზების პროექტირება; სოფელ საირხეში (მესხების უბნიდან სოფელ მერჯევის დეკანოიძეების უბნამდე) საავტომობილო გზაზე რკინა ბეტონის საფარის მოწყობა; ქორეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების: ქორეთის, კალვათის და პასიეთის საავტომობილო გზებზე რკინა ბეტონის საფარის მოწყობა; სოფლებში: ნიგვზარაში ხარაიშვილების უბანში,კორბოულში ძლევის წმინდა გიორგის ეკლესიიდან გორაძირის მიმართულებით, ჯალაურთა–ბეგიაურის გზის მონაკვეთის, გორისა-გამოღმა არგვეთი-სავანე–არგვეთის, მოხვაში, გაღმა მთაში, დურევში, შომახეთში, ჭალის შემოვლითი გზის, ცხომარეთის, სავანის მეფრინველეობის ფაბრიკიდან ეთო -ხვევის ცენტრამდე, მერჯევში მემორიალიდან ცენტრალურ საავტომობილო გზის მიმართულებით, დუნთის, კორბოულის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი ჩონთოს დასახლებში, ივანწმინდაში რესტორან ჩაგეხუტესთან ენუქიძეების მოსაცდელამდე, სხვიტორისა და ჩიხის დამაკავშირებელ გზაზე, პერევში სარიტუალო დარბაზიდან ბლოკპოსტამდესაავტომობილო გზებზე რკინა ბეტონის საფარის მოწყობა (ერგეფეს თანადაფინანსება); სოფლებში: სარეკში,ბაჯითში, ქვემოხევში- მდინარის მარცხენა სანაპიროზე აბრამიშვილების უბანში ცენტრალური გზის, სხვიტორში, ჩიხაში- ჯაბა,კობა, თემური ცუხიშვილების სახლთან, ზედა ორღულში, ქვედა ორღულში, ჭალაში, ღონაში, სპეთში, დრბოში, პერევში, ჯრიაში, ჭურნალში, არგვეთში, სავანეში, მახათაურში, შალაურში, იტავაზაში, ცხამში, გორისაში, გამოღმა არგვეთში, საირხეში, ჭორვილაში, ქორეთში, კალვათაში-სოფლის ეკლესიასთან,ჯალაურთაში, მოძვში-ტყემალაძეების უბანში,კორბოულში, შომახეთში, ნიგვზარაში, მერჯევში, ივანწმინდაში მისასვლელ და საუბნო გზებზე რკინა-ბეტონის საფარის მოწყობა; მოხვაში პეტრიაშვილების უბანში, ცხომარეთში- ქვემო უბანში, ლიჩში-ხარაიშვილების უბანშიგზის გასწვრივ გაბიონების მოწყობა; ცხომარეთში ზედა უბანში სამ ადგილზე, ქორეთში, ჭორვილაში ემზარი გამგებლის სახლთან გზაზე წყალგამტარი მილების მოწყობა; ხვანში-რიკაძეების უბანში გზის გასწვრივ ნაპირსამაგრის მოწყობა; ივანწმინდაში ცენტრალურ გზაზე სანიაღვრე მილის მოწყობა და სხვა. 1.2 კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02) კომუნალური ინფრასტრუქტურის განვითარება და საზოგადოებრივი მომსახურებების გაუმჯობესება ერთ-ერთი ძირითადი პირობაა მოსახლეობისათვის. ყველა კატეგორიის დასახლებაში საწარმოო და საყოფაცხოვრებო, ჩამდინარე წყლების, გამწმენდი ნაგებობების, წყალარინების და სანიაღვრე სისტემების მოწესრიგება და განვითარება. ამ მიზნით პროგრამის ფარგლებში განხორციელდება საკანალიზაციო სისტემების, კოლექტორებისა და გამწმენდი ნაგებობების ექსპლოატაცია, ასევე დღე-ღამის განმავლობაში მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელია ქალაქის განათება,ამისათვის აუცილებელია არსებული ქსელის მოვლა-პატრონობა. მოსახლეობის წყლის სისტემით უზრუნველყოფა; უზრუნველყოფილი იქნება მესაკუთრეების დახმარება შენობა-ნაგებობების, ინფრასტრუქტურისა და გარემოს მოვლა-პატრონობასა და განვითარებაში, ქალაქის ტურისტული მიმზიდველობის გაზრდისათვის აუცილებელია ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და სხვა. . პროგრამის მიზანი: ნაპირსამაგრი ნაგებობების, წყალარინებისა და სანიაღვრე სისტემის მოწესრიგება; წყლის მომარაგების სისტემის გამართული ფუნქციონირება; კორპუსების ფასადების რეაბილიტაცია; გარე-განათების მოვლა-პატრონობა. . მოსალოდნელი საბოლოო შედეგი: ნაპირსამაგრი ნაგებობების რაოდენობა; მოწესრიგებული საკანალიზაციო, სანიაღვრე არხები და წყლის მომარაგების სისტემა; შეღებილი ფასადის მქონე მრავალბინიანი სახლების რაოდენობა; განათებული ქალაქი; ქალაქის გაუმჯობესებული იერსახე; 1.2.1 მდინარის ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 01) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მდინარის ნაპირსამაგრი ნაგებობების(გაბიონების) პროექტირება და სხვა. 1.2.2 დასუფთავების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 02) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტისათვის გადმოცემული კომპაქტორიანი თვითმცლელი ნაგავმზიდი მანქანის და ნარჩენების კონტეინერების პროცენტის დაფარვა და სხვა. 1.2.3 საკანალიზაციო სისტემის, კოლექტორების და გამწმენდი ნაგებობების რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 02 03) პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ქ. საჩხერეში სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია. სოფლებში: ჩიხაში, ასანიძეების უბანში დალი გიორგაძის სახლთან; ქვედა ორღულში, ვლასი ჭიღლაძის სახლიდან ჯანერი ჭიღლაძის სახლამდე; ღონაში შემავალ უბნებში; იცქისში; საირხეში- ცენტრალური გზის გასწვრივ ასევე საირხეში კურტანიძეებისა და შუკაკიძეების უბანში სანიაღვრე არხების მოწყობა; საპროექტო საზედამხედველო მომსახურება. იცქისის კანალიზაციის სისტემის შიდა ქსელის მეორე მონაკვეთთის მოწყობა (ერგეფეს თანადაფინანსება) და სხვა. 1.2.4 ბინათმშენებლობა (პროგრამული კოდი 03 02 04) პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია საცხოვრებელი კორპუსების ფასადების რეაბილიტაცია: ქ. საჩხერეში, მ.მაჭავარიანის, გომართლის ქუჩაზე; სანაპიროს ქუჩაზე 8-სართულიან კორპუსში ლიფტების რეაბილიტაცია; ქ. საჩხერეში, გომართელის ქ.12–ში დაუსრულებელი კორპუსის რეკონსტრუქცია და სხვა.რაც შეცვლის ქალაქის იერსახეს. 1.2.5 საჩხერის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის წყალმომარაგება (პროგრამული კოდი 03 02 05) პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში სასმელი წყლის პროექტირება და სასმელი წყლის სისტემის მოწყობა. კერძოდ: სოფელ ქორეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების სასმელი წყლის სისტემების მოწყობის სამუშაოები; სოფელ ცხამის სასმელი წყლის სისტემის მოწყობა(ერგეფეს თანადაფინანსება).საპროექტო საზედამხედველო მომსახურება. სოფლებში: დუნთაში, კორბოულში გოგატიშვილების უბანში სასმელი წყლის სისტემების მოწყობა, სოფელ შომახეთში ტირიეების უბანში წყლის სათავე ნაგებობის მოწყობა, სოფელ იტავაზაში დურევის უბნის, ცხამში ეთო-ეხვევის უბნის, არგვეთში კიპაროიძეებისა და ქვათაძეების უბნის წყალმომარაგების სისტემების მოწყობადა სხვა. 1.2.6 გარე განათების რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 06) მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქტების განათება, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ქ. საჩხერეში არსებულ გარე განათების ქსელზე მოხმარებული ელექტროენერგიის ხარჯები. ქ. საჩხერეში გარე განათების მოწყობის სამუშაოები სააკაძის, დოსითეოს წერეთლის, კონსტიტუციის, ჯაფარიძის, შათაშვილის ჩიხი და სხვა. 1.3 მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 03) პროგრამის ფარგლებში ქალაქის იერსახის გასაუმჯობესებლად და მოსახლეობისათვის კომფორტული გარემოს შესაქმნელად საჭიროა არსებული შადრევნის ექსპლოატაცია, სკვერების რეაბილიტაცია, არსებულ სკვერებში და მოედნებზე მრავალწლიანი ნარგავების მოვლა-პატრონობა, მათი გასხვლა-გადაბელვა, სკვერებში და გაბიონებში ერთწლიანი ნარგავების, ყვავილების და სხვა მცენარეების დარგვა და მოვლა-პატრონობა. გარე-განათების ტექნიკური მომსახურება, ქუჩების დასუფთავება, ნარჩენების გატანა და სხვა.ასევე დაგეგმილია ახალი სკვერების და დასასვენებელი ადგილების მოწყობა,რაც უფრო მიმზიდველი იქნება ტურისტებისათვის. . პროგრამის მიზანი:მოვლილი სკვერები და გაზონები; განათებული ქალაქი; ტურისტებისათვის კომფორტული და მიმზიდველი გარემოს შექმნა;მოსახლეობისათვის კომფორტული და გასართობი ადგილების რაოდენობის ზრდა; შშმ პირების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტეგრირების ეტაპობრივი უზრუნველყოფა. . მოსალოდნელი საბოლოო შედეგი:ექსპლოატირებული და რეაბილიტირებული სანათი წერტილების რაოდენობა; მოწყობილი დასასვენებელი და გასართობი ადგილების რაოდენობა; შექმნილი ეკოლოგიურად სუფთა გარემო; გამწვანებული და მოვლილი ინფრასტრუქტურა; ტურისტთა რაოდენობა. 1.3.1 დასუფთავების, გამწვანებისა და გარე-განათების მომსახურების პროგრამა(პროგრამული კოდი 03 03 01) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ქ. საჩხერის ქუჩებში, სკვერებში და მოედნებზე არსებული მრავალწლიანი ნარგავების მოვლა-პატრონობა, მათი გასხვლა-გადაბელვა, სკვერებში და გაზონებში ერთწლიანი ნარგავების, ყვავილების და სხვათა დარგვა და მოვლა-პატრონობა. გარე-განათების ქსელის ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა, ქუჩების დაგვა-დასუფთავება, ნარჩენების გატანა, სანიაღვრე არხების გაწმენდა, სასფლაოების მოვლა-პატრონობა, უპატრონო ცხოველების იზოლირება, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საჩხერე-პერევის მარშრუტზე მგზავრთა მომსახურება და სხვა. 1.3.2 სასაფლაოების მოვლა-პატრონობა (პროგრამული კოდი 03 03 02) პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია სოფელ ჭორვილაში წერეთლის უბნის სასაფლაოს შემოღობვა. 1.3.2 სკვერების მოწყობა და მომსახურება (პროგრამული კოდი 03 03 03) ამ ქვეპროგრამით გათვალისწინებულია სოფლებში სკვერების მოწყობითი სამუშაოები, კერძოდ: სოფელ სარეკში „ომში დაღუპულთა“ მემორიალის და სკვერის ღობის რეაბილიტაცია; სოფელ არგვეთში მუხრან მაჭავარიანის სკვერის კეთილმოწყობა; სოფლებში: ჭორვილაში, ივანაშვილების უბანში, ჯალაურთაში სოფლის ცენტრში, მერჯევში,დეკანოიძეების უბანში, სკვერის მოწყობა; მერჯევში, მემორიალის რეაბილიტაცია და სკვერის მოწყობა; კორბოულში ჩიჩინას გორაზე არსებული სკვერის მიმდებარედ სველი წერტილის მოწყობა; ასევე სკვერების ელ. ენერგიისა და წყლის ხარჯების დაფინანსება და სხვა, რაც კომფორტულ გარემოს შეუქმნის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას. 1.4 სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული პროექტები (პროგრამული კოდი 03 04) ამ ქვეპროგრამით გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე სხვადასხვა შენობის პროექტირება; ადმინისტრაციული შენობებისა და სარიტუალო დარბაზების მშენებლობა-რებილიტაცია (ერგეფეს თანადაფინანსება); სოფელ ბაჯითის სარიტუალო დარბაზის კეთილმოწყობა; სოფელ ჩიხაში, აეროპორტის მოპირდაპირე მხარეს, ცუხიშვილების უბნის შესახვევში სამგზავრო მოსაცდელის მშენებლობა; სოფელ ჩიხაში, ადმინისტრაციული შენობისა და ეზოს კეთილმოწყობა; სოფელ ზედა ორღულში, ლესერის მიმდებარედ სამგზავრო მოსაცდელის მშენებლობა; სოფელ ჭალაში ადმინისტრაციული შენობის ეზოს შემოღობვა; სოფელ ბახიოთში, გორისაში სარიტუალო დარბაზის კეთილმოწყობა; სოფელ საირხეში, ყოფილი კანტორის ტერიტორიის ეზოს შემოღობვა; სოფელ ქორეთის ადმინისტრაცული შენობის კეთილმოწყობის სამუშაოები; სოფელ ჭალოვანში სარიტუალო დარბაზის კეთილმოწყობა ოთაშვილების უბანში; სოფელ ჭალოვანში სარიტუალო დარბაზის კეთილმოწყობა ,,კაცინეების" უბანში; სოფელ მერჯევში, წვენიების უბანში და ივანწმინდაში ხომასურიძეების უბანში მოსაცდელის მოწყობა და სხვა. . პროგრამის მიზანი: მუნიციპალიტეტის სოფლებში კეთილმოწყობილი სარიტუალო დარბაზები; მოსაცდელები; კეთილმოწყობილი ადმინისტრაციული შენობები და ეზოები; . მოსალოდნელი საბოლოო შედეგი: რეაბილიტირებული სარიტუალო დარბაზები და ადმინისტრაციული შენობები; მუნიციპალიტეტში მცხოვრები კმაყოფილი მოსახლეობა. 2. განათლება (პროგრამული კოდი 04 00) მომავალი თაობის აღზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი როლი ენიჭება სკოლამდელ აღზრდას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთრი უფლებამოსილებას განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების მშენებლობა და არსებული ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება. სკოლამდელი განათლების გარდა პრიორიტეტის ფარგლებში ხელი შეეწყობა ზოგადი განათლების ხელშეწყობას და სკოლისგარეშე დაწესებულებების დაფინანსებას. გარემონტდება მუნიციპალიტეტში არსებული სკოლები; ასევე ხელი შეეწყობა მოსწავლე-ახალგაზრდობის სკოლისგარეშე განათლების დონის ამაღლებას და სხვა. . პროგრამის მიზანი:აღსაზრდელთა შესაბამისი პირობებით უზრუნველყოფა; სწავლის დონის მაღალი მაჩვენებელი; სათანადოდ აღჭურვილი საბავშვი ბაღები; სკოლებში სუფთა გარემოს შექმნა; მოსწავლე-ახალგაზრდობის შემოქმედებითი და ტექნიკური უნარ-ჩვევების ამაღლება. . მოსალოდნელი საბოლოო შედეგი: ფიზიკურად და ტექნიკურად აღზრდილი ბავშვები, მათი სკოლისათვის მზაობა შემდგომში მათი სწორი განვითარების მიზნით; მოსწავლე-ახალგაზრდების მრავალმხრივი ნიჭის გამოვლენა და ინტელექტუალური განვითარება; სკოლებში და საბავშვო ბაღებში შექმნილი სუფთა გარემო. 2.1 გაერთიანებული საბავშვო ბაღი (პროგრამული კოდი 04 01) საჩხერის მუნიციპალიტეტში დღეისათვის ფუნქციონირებს 21 ერთეული საბავშვო ბაღი, რომელიც შედგება 44 სააღმზრდელო ჯგუფისაგან.საბავშვო ბაღებს საერთო ხელმძღვანელობას უწევს ამ მიზნით მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – საჩხერის გაერთიანებული საბავშვო ბაღი. არსებულ ბაღებში ირიცხება 1300 აღსაზრდელი, რომელთა აღზრდას მოემსახურება 319 აღმზრდელი და ტექნიკური მუშაკი. სკოლამდელი განათლების განვითარების სისტემის მიზანია აღსაზრდელთა მომზადება სასკოლო ეტაპისათვის. პროგრამის ფარგლებში მოხდება სკოლამდელი განათლების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა, ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ხარისხის მართვის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბება, ასევე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა, რომელიც გულისხმობს: სკოლამდელი აღზრდის სფეროში მართვის პოლიტიკის განხორციელებას, სტანდარტების შესაბამისი სააღმზრდელო პროგრამა/მეთოდოლოგის დახვეწას, სტანდარტების შესაბამისი კვებით უზრუნველყოფას, აღსაზრდელთა უსაფრთხოების მიზნით საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურის განვითარებას და სხვა. 2.2 ზოგადი განათლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 04 02) პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია სოფელ კორბოულში სისვაძეების დაწყებითი სკოლის მშენებლობა(ერგეფეს თანადაფინანსება); მუნიციპალიტეტში შემავალი საჯარო სკოლების კეთილმოწყობის სამუშაოები(ერგეფეს თანადაფინანსება); მუნიციპალიტეტში შემავალი საჯარო სკოლების რეაბილიტაციის პროექტირება; საპროექტო საზედამხედველო მომსახურება და სხვა. 2.3 ა(ა) იპ – საჩხერის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი (პროგრამული კოდი 04 03) მოსწავლე-ახალგაზრდობის სწორი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებისათვის მნიშვნელოვანია მოსწავლე-ახალგაზრდობის დაწესებულებების მიზანმიმართული საქმიანობა. სწორედ ამიტომ ამ პროგრამის ფარგლებში ამ საქმიანობის განხორციელებისათვის განსაზღვრულია მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის ხარჯების დაფინანსება. აქ ფუნქციონირებს შემოქმედებითი და ტექნიკური წრეები, სტუდიები, სადაც მოსწავლე-ახალგაზრდობა ეუფლება შესაბამის სკოლისგარეშე განათლებას, ეროვნული ღირებულებებისა და სამოქალაქო ცნობიერების მიმართ პატივისცემის ჩამოყალიბებას, ანალიტიკური აზროვნების უნარს, თავისუფალი დროის სწორი განაწილების უნარს და თავდაჯერებულობის ჩამოყალიბებას. 2.4. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მშენებლობა, რებილიტაცია და აღჭურვა (პროგრამული კოდი 04 04) პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა, რებილიტაცია და აღჭურვა: მოხდება საბავშვო ბაღების რეაბილიტაციისა და მშენებლობის პროექტირება; სოფელ არგვეთის საბავშვო ბაღის მშენებლობა; სოფელ ჩიხასა და ჭალაში საბავშვო ბაღების კეთილმოწყობა (ერგეფეს თანადაფინანსება); სოფელ კორბოულში სისვაძეების უბანში საბავშვო ბაღის მშენებლობა(ერგეფეს თანადაფინანსება); საპროექტო-საზედამხედველო მომსახურება და სხვა. 3. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები (პროგრამული კოდი 05 00) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელურად აუცილებელია კულტურული ტრადიციების დაცვისა და ღირსეული გაგრძელების ხელშეწყობა. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდობის მრავალმხრივი ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი აგრძელებს კულტურული, სპორტული და რელიგიური ორგანიზაციების და ახალგაზრდული ღონისძიებების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული და იმედისმომცემი სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლენა. . პროგრამის მიზანი:ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება; ნიჭიერი სპორტსმენი ახალგაზრდების გამოვლენა და წარმატებული სპორტსმენების რადენობის ზრდა; მოსახლეობის მასობრივი ჩართულობა კულტურულ-შემოქმედებით ცხოვრებაში; კულტურული მემკვიდრეობისა და ტრადიციების დაცვა და პოპულარიზაცია; ამ მხრივ ტურისტების მოზიდვა; დაცული, მოვლილი საბიბლიოთეკო ფონდი; საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლება; ახალგაზრდების ჩართულობა მუნიციპალიტეტის შემოქმედებით ცხოვრებაში; ფუნქციონირებადი ეკლესიები. . მოსალოდნელი საბოლოო შედეგი: განახლებული სპორტული ინფრასტრუქტურა; კვალიფიციური პედაგოგებისა და მწვრთნელების მოზიდვა; ახლგაზრდების ჩართულობა სპორტში და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, ჯანსაღი მომავალი თაობა; კულტურული ღონისძიებების ინტენსიურობის გაზრდილი მაჩვენებელი; ახალგაზრდების ხალხური ხელოვნების სფეროს მიმართ ინტერესი; საბიბლიოთეკო ფონდში არსებული წიგნების რაოდენობა, მკითხველთა რაოდენობა ბიბლიოთეკებში. შესაბამისი ლიტერატურის მიწოდებით კმაყოფილი მოსახლეობა; ახალგაზრდული ღონისძიებების გაზრდილი რაოდენობა; ჩატარებული წირვების რაოდენობა; მრევლის გაზრდილი რაოდენობა; გაზრდილი ტურისტების რაოდენობა. 3.1 სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სპორტული სკოლის, საცურაო აუზისა და ძალოსნობის დარბაზის ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა, უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა. ამასთან, ამ პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა სპორტული ღონისძიების მოწყობა და გაგრძელდება იმედისმომცემ სპორტსმენებზე ჯილდოს გაცემა. იგეგმება სპორტული მოედნების მშენებლობისა და კეთილმოწყობის სამუშაოები და სხვა. 3.1.1 სპორტული ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 01 01) ქვეპროგრამის ფარგლებში განსაზღვრულია მუნიციპალიტეტის მასშტაბის სპორტული ღონისძიებების მოწყობა, კერძოდ: ფეხბურთში, ჭადრაკში, კრივში, ძალოსნობაში, ჭიდაობაში და სხვა. ამასთან, იმედისმომცემ სპორტსმენზე წლის განმავლობაში გაიცემა სხვადასხვა სახის ჯილდო. 3.1.2 საჩხერის სასპორტო სკოლა (პროგრამული კოდი 05 01 02) ქვეპროგრამის განმახორციელებელია ა(ა)იპ – საჩხერის სასპორტო სკოლა, რომელიც მთლიანად ფინანსდება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით. აქ არსებულ 11 სხვადასხვა სახეობის სპორტულ წრეში ჯანმრთელობას იკაჟებს 510 ბავშვი. 3.1.3 საჩხერის საცურაო აუზი (პროგრამული კოდი 05 01 03) ქვეპროგრამის განმახორციელებელია ა(ა)იპ-საჩხერის საცურაო აუზი, რომელიც საკუთარ შემოსავლებთან ერთად დაფინანსებას იღებს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდანაც. აქ სპორტული მკურნალობის კურსს გადის სქოლიოზითა და სხვადასხვა ტრავმებით დაავადებული ბავშვები. ასევე ყურადღება ექცევა ნიჭიერი ახალგაზრდების სათანადო მომზადებას წყალბურთის, ცურვისა და ხუთჭიდში, რაც მიზნად ისახავს ახალგაზრდა თაობაში ჯანსაღი წესის დამკვიდრებას და ხელშეწყობას. 3.1.4 სპორტული ობიექტების დაფინანსება (პროგრამული კოდი 050104) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სპორტული მოედნების მშენებლობა- რებილიტაცია, ასევე პროექტირება. სპორტული მოედნების კეთილმოწყობა სხვადასხვა სპორტული ტრენაჟორებით და სხვა. 3.1.5 საჩხერის ძალოსნობის დარბაზი (პროგრამული კოდი 05 01 05) ქვეპროგრამის განმახორციელებელია ა(ა)იპ – ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა ტალახაძის სახელობის საჩხერის ძალოსნობის დარბაზი. ქვეპროგრამა ითვალისწინებს პერსპექტიული სპორტსმენების გამოვლენას და მათ დაოსტატებას, მაღალი შედეგების მიღწევისათვის ქვეყნისა და საერთაშორისო მასშტაბით ძლიერ ძალოსნებად ჩამოყალიბებას. ძალოსნობის დარბაზში საწვრთნელ ვარჯიშს გადის 50 ბავშვი, რომელთა აღზრდას კურირებს 6 მწვრთნელი. 3.2 კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება კულტურული დაწესებულებების ფინანსური მხარდაჭერა, ა(ა)იპ-ის ფორმით დაფუძნებული სახელოვნებო სკოლების, ბიბლიოთეკის, კულტურის სახლების და მუზეუმების სულ 8 ერთეული კულტურულ-საგამანათლებლო დაწესებულების დაფინანსება. შრომის ანაზღაურებასთან ერთად პროგრამა ითვალისწინებს სხვა მიმდინარე ხარჯების დაფინანსებას. ასევე განხორციელდება და მოეწყობა სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები და სხვა. 3.2.1 კულტურული ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 02 01) ქვეპროგრამა ითვალისწინებს სხვადასხვა გასართობი, კულტურული ღონისძიებების დაგეგმვას, კერძოდ: სახალხო დღესასწაული ,,საჩხერლობა“; საშობაო-საახალწლო ღონისძიება; გამოჩენილი ადამიანების საიუბილეო ღონისძიებები; გამოჩენილ მხატვართა ნამუშევრების გამოფენა, რელიგიური, სახელმწიფო, სახალხო დღესასწაულები და სხვა. 3.2.2 კულტურული ობიექტების მშენებლობა-რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 05 02 02) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება კულტურული ობიექტების მშენებლობა-რეაბილიტაცია, პროექტირება, კეთილმოწყობა და სხვა. 3.2.3 ბიბლიოთეკების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 03) ქვეპროგრამის განმახორციელებალია ა(ა)იპ – აკაკი წერეთლის სახელობის საჩხერის ბიბლიოთეკა. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ინფორმაციის მიწოდება მოსახლეობასთან, მოხდება მკითხველთა დაახლოება წიგნთან, ბიბლიოთეკასთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან. ასევე განხორციელდება დისკუსია-საუბრები; თემატური საღამოები; წიგნის პრეზენტაციები; პოეზიის საღამოები; მხატვრული კითხვის კონკურსები; ვიქტორინები; ინფორმაციის დღეები და სხვა. 3.2.4 საჩხერის კულტურის ცენტრი (პროგრამული კოდი 05 02 04) ქვეპროგრამის განმახორციელებალია ა(ა)იპ – ობოლა ციმაკურიძის სახელობის საჩხერის კულტურის ცენტრი. ქვეპროგრამის ფარგლებში მოხდება კულტურის განვითარების ხელშეწყობა მუნიციპალიტეტში მცხოვრებთათვის, მათი კულტურული გართობა მოთხოვნათა მაქსიმუმის გათვალისწინებით, პროცესებში შეუზღუდავი მონაწილეობა, კულტურულ ურთიერთობათა განვითარება. შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდების ხელოვნების სფეროთი დაინტერესება, სტიმულირება და სხვა. 3.2.5 კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი (პროგრამული კოდი 05 02 05) ქვეპროგრამის განმახორციელებალია ა(ა)იპ – სოფელ სარეკის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი. ქვეპროგრამის ფარგლებში მოხდება მოსწავლე-ახალგაზრდობის კულტუტრული, სპორტული და საგანმანათლებლო საქმიანობაში ხელშეწყობა და აქტიური ჩართვა სხვადასხვა ღონისძიებებში. 3.2.6 მხარეთმცოდნეობის მუზეუმი (პროგრამული კოდი 050206) ქვეპროგრამის განმახორციელებალია ა(ა)იპ – ხურხა ნადირაძის სახელობის საჩხერის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. ქვეპროგრამის ფარგლებში მოხდება კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენა, სისტემატიზაცია, პოპულარიზაცია. თეორიისა და პრაქტიკული ქმედების შერწყმა ისტორიის კვლევისა და შესწავლისათვის, კოლექციების კულტურასა და საგანმანათლებლო საქმეში ჩართვა. ტურიზმის განვითარება, შემოქმედებითი ინოვაციების დანერგვა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და სხვა. 3.2.7 აკაკი წერეთლის სახელმწიფო მუზეუმი (პროგრამული კოდი 050207) ქვეპროგრამის განმახორციელებალია სსიპ – აკაკი წერეთლის სახელმწიფო მუზეუმი.ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება სახელმწიფო მუზეუმის ხელშეწყობა. 3.2.8 აკადემიკოს კონსტანტინე და მხატვარ სოსო წერეთლების სახელობის მუზეუმი (პროგრამული კოდი 050208) ქვეპროგრამის განმახორციელებალია ა(ა)იპ – აკადემიკოს კონსტანტინე და მხატვარ სოსო წერეთლების სახელობის მუზეუმი.ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება, სამხატვრო ხელოვნებასა და ლიტერატურასთან მოსახლეობისა და ტურისტების ზიარება. 3.2.9 სამუსიკო სკოლა (პროგრამული კოდი 05 02 09) ქვეპროგრამის განმახორციელებალია ა(ა)იპ – საჩხერის დავით თორაძის სახელობის საჩხერის სამუსიკო სკოლა. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მოსწავლე ახალგაზრდობაში კლასიკური მუსიკის შესწავლა. ამ მხრივ შეისწავლება საფორტეპიანო მუსიკა, სიმებიანი საკრავი ინსტრუმენტები, ხალხური ფოლკლორი, საესტრადო სიმღერები. სულ სამუსიკო სკოლაში ინდივიდუალურ სწავლებას გადის 187 მოსწავლე ახალგაზრდა. სამუსიკო სკოლაში ხელი ეწყობა ახალგაზრდა თაობის შემოქმედებითად აღზრდას. 3.2.10 სამხატვრო სკოლა (პროგრამული კოდი 05 02 10) ქვეპროგრამის განმახორციელებალია ა(ა)იპ – საჩხერის ს. წერეთლის სახელობის სამხატვრო სკოლა. ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება მოსწავლეების საკუთარი ნიჭის გამოვლენა ფერწერის, გრაფიკის, სამოდელო დიზაინის, ხელოვნების ისტორიის, ზოგადად, ხელოვნების სფეროში ინტერესის გაღვივებასა და დახელოვნებაში. შესაბამისად შექმნილია 6 სხვადასხვა სახის ჯგუფი, სადაც მომზადებასა და დახელოვნებას გადის 117 ბავშვი. სკოლის მოსწავლეებს დიდი მიღწევები აქვთ სახვითი ხელოვნების კონკურსებსა და გამოფენებში როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ. 3.2.11 არგვეთის კულტურის სახლი (პროგრამული კოდი 05 02 11) ქვეპროგრამის განმახორციელებელია ა(ა)იპ – მედეა ჯაფარიძის სახელობის არგვეთის კულტურის სახლი. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მოსახლეობის კულტურული გართობა-დასვენება, ახალგაზრდების განვითარება ხალხური მუსიკის ცოდნის გაღრმავებაში, მშობლიური მხარის ფოლკლორული მასალების კვლევა-ძიებასა და შესწავლაში, ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენაში და მათ დაინტერესებას ხალხური ხელოვნების მიმართ. 3.3 ტურიზმისა და ახალგაზრდულ ღონისძიებათა პროგრამა (პროგრამული კოდი 05 04) პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სხვადასხვა ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობის მეტ ჩართულობას მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობასა და განვითარებაში. პროგრამის ფარგლებში ასევე დაფინანსდება ახალგაზრდებისათვის აქტიური დასვენების ღონისძიებები (ბანაკები, ლაშქრობები, ექსკურსიები და სხვა). გაგრძელდება მუნიციპალიტეტში არსებული სხვადასხვა კულტურული მემკვიდრეობის ადგილების წარმოჩენა ტურისტების მოზიდვის მიზნით. 3.4 რელიგიის ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 05) ქვეპროგრამის განმახორციელებელია ჭიათურისა და საჩხერის ეპარქია. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული ეკლესია-მონასტრების ფინანსური დახმარება სასულიერო განათლების განვითარების მიზნით. 4. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მოსახლეობის სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. არსებული რესურსების ფარგლებში გაგრძელდება სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებითა და შეღავათით უზრუნველყოფა. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს მოსახლეობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებისაგან და სხვა. . პროგრამის მიზანი: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინფექციისა და სხვადასხვა დაავადებათა პრევენცია და ლიკვიდაცია; მოსახლეობისათვის სოციალური გარემოს გაუმჯობესება; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისათვის სამედიცინო მომსახურების ხარჯების დაფინანსება; სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების მდგომარეობის გაუმჯობესება და სხვა. . მოსალოდნელი საბოლოო შედეგი:ი ნფექციისა და სხვადასხვა დაავადებების მიმართ ინფორმირებული მოსახლეობა და ლიკვიდირებული დაავადებები; მოსახლეობის სოციალური დახმარების დროული ხელშეწყობა. 4.1 ჯანდაცვის პროგრამები (პროგრამული კოდი 06 01) პროგრამის განმახორციელებელია ა(ა)იპ – საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი. პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში ,,საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას, კერძოდ: . პირველადი ეპიდკვლევის განხორციელება, ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების დაგეგმვა, ინფექციურ დაავადებათა სტატისტიკა, დაავადებათა კონტროლის პირველადი ღონისძიებები: იმუნიზაცია, ლოჯისტიკა, წითელას მასობრივი გავრცელების საწინაააღმდეგო ღონისძიება, C ჰეპატიტის ელიმინაცია, მოსახლეობის სკრინინგ-კვლევა სწრაფი ტესტით. მოსახლეობის პარაზიტოლოგიური კვლევა, ლაბორატორიული სინჯის აღება. თამბაქოს პრევენცია, ენტერობიოზის პროგრამა, საზოგადოებრივი მოხმარების ობიექტებზე ეპიდზედამხედველობა და კონტროლი, ტუბერკულოზის პრევენცია DOT. წყალსატევევბის პასპორტიზაცია-გამბუზიის გავრცელება. სკოლასა და საბავშვო ბაღებში საინფორმაციო ხასიათის ლექცია-საუბრების ჩატარება და სანიტარიულ-ჰიგიენურ მდგომარეობაზე მონიტორინგი. . არსებობის შემთხვევაში ცოფის კერების ლიკვიდაცია და დაკბენილი მოსახლეობის ზუსტი აღრიცხვა, სასწრაფო შეტყობინების სისტემის დახვეწა და გაუმჯობესება; . დაავადებათა გაცრცელების ეტაპობრივი შემცირება მისი კონტროლის გზით. ეპიდსიტუაციების გამწვავების დროული გამოვლენის ხელშეწყობა და მათზე სწრაფი რეაგირება, პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარება, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება, ვაქცინაციის ჩატარება მაღალი რისკის შემცველ ჯგუფებში: 18 წლამდე ასაკის დიაბეტით დაავადებული ბავშვები, დიალიზზე მყოფი პირები, მოხუცთა და ბავშვთა თავშესაფარის ბინადარნი, სამედიცინო პერსონალი და ორსულები. . მუნიციპალიტეტის მოსახლეობაში არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის და ჯანმრთელობაზე მავნე ფაქტორების ზემოქმედებაზე მოსახლეობის ინფორმირების გზით ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა; . ჯანმრთელობისათვის მნიშვნელოვანი ინფექციური და არაგადამდები დაავადებებისა და მასობრივი მოხმარების, აგრეთვე პროფესიულ დაავადებათა თავიდან აცილება; . მუნიციპალიტეტში არსებული სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის მონიტორიგი, მოსახლეობისათვის ჯანსაღი გარემოს შექმნის ხელშეწყობა. 4.2 სოციალური პროგრამები (პროგრამული კოდი 06 02) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენების გარკვეული შეღავათებისა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო ხარჯების ანაზღაურებას, მოხუცებულთა, მიუსაფართა და სოციალურად დაუცველთა კვებით უზრუნველყოფას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებებს, ავადმყოფთა დახმარებას, სხვადასხვა ორგანიზაციების და ღონისძიებების სუბსიდირებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. 4.2.1 ავადმყოფთა სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 02 01) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ავადმყოფთა სოციალური დაცვა. ამ მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გაიცემა დახმარება შემდეგი სახის ავადმყოფებზე და შემდეგი ოდენობით: 1. საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეს, რომელსაც ესაჭიროება გეგმური და გადაუდებელი სტაციონარული-ქირურგიული ოპერაცია და სხვა სამედიცინო მომსახურება მიეცემა დახმარება ერთჯერადად, არაუმეტეს 2000 (ორი ათასი) ლარამდე ოდენობით. 2. საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეს, რომელსაც ესაჭიროება სხვადასხვა სახის კვლევა, მიეცემა დახმარება ერთჯერადად, არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარამდე ოდენობით, ხოლო შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე მოქალაქეს – არაუმეტეს 1000 (ათასი) ლარამდე ოდენობით. 3. საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ, ეპილეფსიით დაავადებულ მოქალაქეს მიეცემა დახმარება ყოველთვიურად არაუმეტეს 50 (ორმოცდაათი) ლარამდე ოდენობით. 4. საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეს, რომელიც თირკმლის უკმარისობის გამო გადის დიალიზით მკურნალობის კურსს სხვადასხვა ქალაქში, მიეცემა დახმარება ყოველთვიურად 120 (ას ოცი) ლარის ოდენობით. 5.საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ონკოჰემატოლოგიური დაავადების (ლეიკემია) მქონე არასრულწლოვან მოქალაქეს მიეცემა დახმარება ყოველთვიურად 200 (ორასი) ლარის ოდენობით, ხოლო სრულწლოვან მოქალაქეს მიეცემა დახმარება ყოველთვიურად 100 (ასი) ლარის ოდენობით. 4.2.2 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02 02) საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე, არასრულწლოვან მოქალაქეს მიეცემა დახმარება ერთჯერადად 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით. ასევე უნარშეზღუდულ ბავშვებზე გაიცემა სუბსიდია სხვადასხვა ხარჯისათვის. 4.2.3 ომის და შრომის ვეტერანებზე და მათ ოჯახებზე ფულადი ფორმით გასაცემი დახმარებები (პროგრამული კოდი 06 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარება მიეცემა: 1. საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ომის მონაწილე ვეტერანს, რომელიც ასევე არის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე, მიეცემა დახმარება ერთჯერადად 200 (ორასი) ლარის ოდენობით. 2. საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მეორე მსოფლიო ომში მონაწილეზე ვეტერანებზე (საჩხერის სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მოწოდებული სიის შესაბამისად), 9 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით გაიცემა დახმარება ერთჯერადად 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. 4.2.4 ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 02 04) 1. საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეს, რომელსაც შეეძინება მეოთხე ან/და მეხუთე შვილი (0-18 წლის ჩათვლით)მიეცემა დახმარება ერთჯერადად 200 (ორასი) ლარის ოდენობით, ხოლო მეექვსე და მეტი შვილის შეძენის შემთხვევაში (0-18 წლის ჩათვლით) – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. 2. საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ხანდაზმულს (100 წელი და ზევით) მიეცემა დახმარება ერთჯერადად 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. 3. აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში სწავლის საფასურის თანადაფინანსება 500 (ხუთასი) ლარამდე ოდენობით, ერთჯერადად გაეწევათ: დედით ან მამით ობოლ, მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე, მრავალშვილიან ოჯახში მცხოვრებ (4 და მეტი შვილი, 20 წლის ჩათვლით), სოციალურად დაუცველ ოჯახში მცხოვრებ (რომელთაც აქვთ მინიჭებული 57000 ჩათვლით სარეიტინგო ქულა), საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული მშობლისდა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე მშობლის სტუდენტებს, ხოლო შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტს – 1000 (ათასი) ლარამდე ოდენობით. 4. .საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ და მუდმივად მცხოვრებ ოჯახებს, რომლებიც ცხოვრობენ მძიმე საცხოვრებელ პირობებში, არ აქვთ ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი და საკუთარი სახსრებით ეწევიან საცხოვრებელი სახლის აღდგენა-გამაგრებით სამუშაოებს, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით მიეცემათ დახმარება ერთჯერადად არაუმეტეს 2000 (ორი ათასი) ლარამდე ოდენობით. ოჯახის საცხოვრებელი მდგომარეობის შესახებ დასკვნას ადგენს ამ მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფი. დასკვნა საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინება ამ დებულების მე-15 მუხლით შექმნილ სამუშაო ჯგუფს. 5. საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეს განსაკუთრებულ შემთხევაში, სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე, შესაძლებელია მიეცეს დახმარება ერთჯერადად, არაუმეტეს 2000 (ორი ათასი) ლარამდე ოდენობით. 4.2.5. მარჩენალდაკარგულ პირთა სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 02 05) 1. საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ დედით ან მამით ობოლ არასრულწლოვან მოქალაქეს მიეცემა დახმარება ერთჯერადად 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით. 2. საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე მოქალაქეს მიეცემა დახმარება ერთჯერადად 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით. 4.2.6 უფასო სასადილოს დაფინანსება (პროგრამული კოდი 06 02 06) ქვეპროგრამის ფარგლებში სოციალურად უმწეო მდგომარეობაში მყოფი მოსახლეობის „უფასო სადილით“ უზრუნველყოფის მიზნით დახმარება გაიცემა პროგრამაში ჩართულ ყოველ ბენეფიციარზე – დღეში ერთჯერ უფასო სადილი (მენიუს შესაბამისად). 1. სარიტუალო ხარჯები (პროგრამული კოდი 06 02 07) ქვეპროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება შემდეგი სახის სარიტუალო მომსახურება 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით: ა) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლ ვეტერანთა სარიტუალო მომსახურება; ბ) სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე მებრძოლ ვეტერანთა სარიტუალო მომსახურება; გ) მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ვეტერანთა სარიტუალო მომსახურება. 1. სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 10) საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეს, რომელსაც სტიქიური უბედურების/ხანძრის შედეგად დაეწვა საცხოვრებელი სახლი, მიეცემა დახმარება 5000 (ხუთი ათასი ათასი) ლარამდე ოდენობით. 4.2.9 საცხოვრებლით უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02 11) საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეს, რომელსაც არ აქვს თავშესაფარი, საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, ბინისდაქირავებისათვის მიეცემა დახმარებაყოველთვიურად130 (ას ოცდაათი) ლარამდე ოდენობით. 4.3 ინტეგრირებული დღის ცენტრი (პროგრამული კოდი 06 04) აღნიშნული პროგრამა გათვალისწინებულია ოჯახურ მხარდაჭერას მოკლებულ ხანდაზმულთა კეთილდღეობაზე ზრუნვას. პროგრამის ფარგლებში ხორციელდება ინტეგრირებული დღისცენტრის სუბსიდირება. 5. თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება (პროგრამული კოდი 02 00) საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის საჩხერის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა აღრიცხვა, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა და გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა, რაც დაფინანსებულია მუნიციპალიტეტის საკუთარი და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში. 5.1 ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 02 02) ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა კანონმდებლობების მიხედვით თვითმმართველი ერთეულისათვის წარმოადგენს დელეგირებულ უფლებამოსილებას და ამ პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებები მთლიანად მოხმარდება მუნიციპალიტეტის სამხედრო სამსახურის მიერ წვევანდელთა სამხედრო აღრიცხვის ღონისძიებების, წვევამდელთა გაწვევის ორგანიზების, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევის, შესაბამის გამწვევ პუნქტებამდე ტრანსპორტირების, რეზერვის აღრიცხვის, გაწვევის ორგანიზებისა და სხვა კანონმდებლობებით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსებას. პროგრამის განხორციელებით უზრუნველყოფილი იქნება სამხედრო ვალდებულთა სრული აღრიცხვა, შეიარაღებულ ძალებში სამსახურის პოპულარიზაცია და ახალგაზრდობაში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. . პროგრამის მიზანი: არსებული რესურსებისა და თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მოთხოვნების გათვალისწინებით მუნიციპალიტეტის მაცხოვრებელთა სამხედრო აღრიცხვის, სამხედრო სამსახურისათვის მომზადებისა და გაწვევის კოორდინაცია. . მოსალოდნელი საბოლოო შედეგი: სამხედრო და სარეზერვო სამსახურში გასაწვევი მოქალაქეების სრულყოფილი აღრიცხვა და ორგანიზებული გაწვევა; ამაღლებული თავდაცვისუნარიანობა. 6. წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსება (პროგრამული კოდი 01 00) პრიორიტეტი მოიცავს ისეთ ღონისძიებებს, რომლებიც ადმინისტრაციული ხასიათისაა და ხელს უწყობს სისტემის გამართულ ფუნქციონირებას, როგორიცაა მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მუნიციპალიტეტის მერის სტრუქტურული ერთეულების აპარატის შენახვის ხარჯები, მათ შორის: შრომის ანაზღაურება, საქონელი და მომსახურება, არაფინანსური აქტივების ზრდა და სხვა. ასევე, მოიცავს ბიუჯეტის სარეზერვო ფონდს, წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდს, კადრების მომზადება-გადამზადებასთან, კვალიფიკაციის ამაღლებასა და სტაჟირებასთან დაკავშირებულ ხარჯებს. |
თავი VI
საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები
|
მუხლი 16.
საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები
|
განისაზღვროს საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები პროგრამული კლასიფიკაციის მიხედვით, თანდართული რედაქციით:
ათას ლარებში
|
თავი VII
მარეგულირებელი ნორმები |
მუხლი 17 |
საჩხერის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის ასიგნებების დაფინანსება გაგრძელდეს სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფინანსების მართვის საინფორმაციო (ელექტრონული) სისტემის მეშვეობით.
|
მუხლი 18 |
საჩხერის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილება და ცვლილებები პროგრამულ კლასიფიკაციაში განხორციელდეს დამტკიცებული წლიური ასიგნებების ფარგლებში საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის და საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის თანახმად.
|
მუხლი 19 |
2019 წლის განმავლობაში საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მოსამსახურეებზე ჯილდო და დანამატი გაიცეს მათთვის შესაბამისი ბიუჯეტებით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.
|
მუხლი 20 |
საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელება, ამ პროგრამებისა და ქვეპროგრამების ფარგლებში გაფორმებულ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლი (ინსპექტირება), დაევალოთ მერიის სტრუქტურული ერთეულების სამსახურებს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
|
მუხლი 21 |
პროგრამებისა და ქვეპროგრამების განმახორციელებელი ორგანიზაციების ნუსხა დამტკიცდეს მუნიციპალიტეტის მერის მიერ და მასვე მიენიჭოს ცვლილებების შეტანის უფლებამოსილება.
|
მუხლი 22 |
მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამული კოდი 0104-დან დაფინანსდება წინა წლების დავალიანებები, სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხები, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იძულებით ჩამოჭრილი თანხები და მუნიციპალიტეტის მიერ აღიარებული ვალდებულებები.
წინა წლებში წარმოქმნილი ფაქტობრივი დავალიანებების დასაფარავად ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფმა საბიუჯეტო ორგანიზაციებმა და დაწესებულებებმა შესაძლებელია გამოიყენონ 2019 წელს მათთვის გამოყოფილი ასიგნებები იმ პირობით, რომ არ დაიშვება ახალი დავალიანების დაგროვება, რისთვისაც მთელი პასუხისმგებლობა ეკისრებათ აღნიშნულ ორგანიზაციებს.
|
მუხლი 23 |
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, მუნიციპალიტეტის საფინანსო სამსახურმა მოამზადოს საჩხერის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის კვარტალური განწერა საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესაბამისად.
|
მუხლი 24 |
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერი – 190,0 ათასი ლარი მიიმართოს გადამდებ დაავადებათა ეპიდემიოლოგიური კონტროლის განსახორციელებლად, სამხედრო განყოფილების დასაფინანსებლად და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ, სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომრების სარიტუალო უზრუნველყოფის ხარჯებისათვის.
|
მუხლი 25 |
2019 წლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის მოცულობა განისაზღვროს 150.0 ათასი ლარის ოდენობით, სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
|
დოკუმენტის კომენტარები