უწყვეტი სამედიცინო განათლების ცალკეული ფორმების და მათი აკრედიტაციის წესისა და კრიტერიუმების, ასევე, პროფესიული რეაბილიტაციის წესის, შესაბამისი პროგრამები/კურსების აკრედიტაციის წესისა და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ

უწყვეტი სამედიცინო განათლების ცალკეული ფორმების და მათი აკრედიტაციის წესისა და კრიტერიუმების, ასევე, პროფესიული რეაბილიტაციის წესის, შესაბამისი პროგრამები/კურსების აკრედიტაციის წესისა და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 01-3/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 19/07/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/07/2018
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016513
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
01-3/ნ
19/07/2018
ვებგვერდი, 19/07/2018
470230000.22.035.016513
უწყვეტი სამედიცინო განათლების ცალკეული ფორმების და მათი აკრედიტაციის წესისა და კრიტერიუმების, ასევე, პროფესიული რეაბილიტაციის წესის, შესაბამისი პროგრამები/კურსების აკრედიტაციის წესისა და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (19/07/2018 - 02/05/2019)

 

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-3/ნ

2018 წლის 19 ივლისი

ქ. თბილისი

 

უწყვეტი სამედიცინო განათლების ცალკეული ფორმების და მათი აკრედიტაციის წესისა და კრიტერიუმების, ასევე, პროფესიული რეაბილიტაციის წესის, შესაბამისი პროგრამების/კურსების აკრედიტაციის წესისა და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ

„საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 291 მუხლის მე-3 პუნქტისა და 98-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს:
1. უწყვეტი სამედიცინო განათლების ცალკეული ფორმები და მათი აკრედიტაციის წესი და კრიტერიუმები (დანართი №1).
2. პროფესიული რეაბილიტაციის წესი, შესაბამისი პროგრამების/კურსების აკრედიტაციის წესი და კრიტერიუმები (დანართი №2).
მუხლი 2
უწყვეტი სამედიცინო განათლების ფორმები (პროგრამები), რომლებსაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ მინიჭებული ჰქონდათ აკრედიტაცია ამ ბრძანების ამოქმედებამდე, აკრედიტებულად ითვლება პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ აკრედიტაციის მინიჭებიდან ორი წლის განმავლობაში, შესაბამისი კრედიტ-ქულების ჩათვლის გარეშე.
მუხლი 3
პროფესიული რეაბილიტაციის პროგრამები/კურსები, რომლებსაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ მინიჭებული ჰქონდათ აკრედიტაცია ამ ბრძანების ამოქმედებამდე,  აკრედიტებულად ითვლება პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ აკრედიტაციის მინიჭებიდან ორი წლის განმავლობაში.
მუხლი 4
ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
1. „სახელმწიფო სერტიფიკატის ახალი ვადით გასაგრძელებლად უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემაში ექიმების მონაწილეობის უზრუნველყოფისათვის საჭირო ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა  და სოციალური დაცვის მინისტრის 2004 წლის 23 იანვრის №25/ნ ბრძანება.
2. „უწყვეტი პროფესიული განვითარების ცალკეული კომპონენტის მიხედვით სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების გარეშე სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების ახალი ვადით გაგრძელებისათვის საჭირო უწყვეტი პროფესიული განვითარების ქულების რაოდენობისა და სამედიცინო განათლების სხვადასხვა ფორმების შესაბამისი უწყვეტი პროფესიული განვითარების ქულების მინიჭების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა  და სოციალური დაცვის მინისტრის 2005 წლის 1 ნოემბრის №274/ნ ბრძანება.
მუხლი 5
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო
ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.