„უწყვეტი სამედიცინო განათლების ცალკეული ფორმების და მათი აკრედიტაციის წესისა და კრიტერიუმების, ასევე, პროფესიული რეაბილიტაციის წესის, შესაბამისი პროგრამების/კურსების აკრედიტაციის წესისა და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 19 ივლისის №01-3/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„უწყვეტი სამედიცინო განათლების ცალკეული ფორმების და მათი აკრედიტაციის წესისა და კრიტერიუმების, ასევე, პროფესიული რეაბილიტაციის წესის, შესაბამისი პროგრამების/კურსების აკრედიტაციის წესისა და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 19 ივლისის №01-3/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 01-38/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 02/05/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/05/2019
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016606
01-38/ნ
02/05/2019
ვებგვერდი, 02/05/2019
470230000.22.035.016606
„უწყვეტი სამედიცინო განათლების ცალკეული ფორმების და მათი აკრედიტაციის წესისა და კრიტერიუმების, ასევე, პროფესიული რეაბილიტაციის წესის, შესაბამისი პროგრამების/კურსების აკრედიტაციის წესისა და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 19 ივლისის №01-3/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
„უწყვეტი სამედიცინო განათლების ცალკეული ფორმების და მათი აკრედიტაციის წესისა და კრიტერიუმების, ასევე, პროფესიული რეაბილიტაციის წესის, შესაბამისი პროგრამების/კურსების აკრედიტაციის წესისა და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 19 ივლისის №01-3/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-38/ნ

2019 წლის 2 მაისი

ქ. თბილისი

 

„უწყვეტი სამედიცინო განათლების ცალკეული ფორმების და მათი აკრედიტაციის წესისა და კრიტერიუმების, ასევე, პროფესიული რეაბილიტაციის წესის, შესაბამისი პროგრამების/კურსების აკრედიტაციის წესისა და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 19 ივლისის №01-3/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„უწყვეტი სამედიცინო განათლების ცალკეული ფორმების და მათი აკრედიტაციის წესისა და კრიტერიუმების, ასევე, პროფესიული რეაბილიტაციის წესის, შესაბამისი პროგრამების/კურსების აკრედიტაციის წესისა და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 19 ივლისის №01-3/ნ ბრძანებაში საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge, 19/07/2018; სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016513) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული N1 დანართის (უწყვეტი სამედიცინო განათლების ცალკეული ფორმები და მათი აკრედიტაციის წესი და კრიტერიუმები):
1. პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. უსგ-ის დასწრებული ფორმებია ფორმალიზებული, ექიმის უშუალო ჩართულობით მიმდინარე სასწავლო აქტივობები, რომელსაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) პროფესიული განვითარების საბჭოს (შემდგომში – საბჭო) აკრედიტაციის საფუძველზე ახორციელებს შესაბამისი უფლების მქონე პირი. უსგ-ის დასწრებულ ფორმებს მიეკუთვნება:

ა) მოკლევადიანი (2-10 დღე) სწავლება/ტრენინგები;

ბ) პროფესიული კონფერენცია, კონგრესი, ფორუმი და სხვ.“.

 

2. მე-3 მუხლის:
ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. უსგ-ის როგორც დასწრებული, ასევე, დაუსწებელი აქტივობების აკრედიტაციის მიზნით მაძიებელმა საბჭოს უნდა წარუდგინოს განაცხადი აკრედიტაციის მოთხოვნის შესახებ (პროფესიული კონფერენციის, კონგრესის, ფორუმის პარალელური სესიების შემთხვევაში, განაცხადში, ასევე, მიეთითება ინფორმაცია სესიების რაოდენობის თაობაზე) და, ასევე, შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) ბრძანების №1.2 დანართით განსაზღვრული უწყვეტი სამედიცინო განათლების აქტივობის სასწავლო მასალის/პროგრამის წარმოდგენის ფორმა (პროფესიული კონფერენციის, კონგრესის, ფორუმის და სხვა პარალელური სესიების შემთხვევაში აღნიშნულ ფორმაში მიეთითება დეტალური ინფორმაცია სესიების რაოდენობის და მასში მონაწილე მსმენელთა შესახებ (ნაწილი I, პუნქტი 2 (ერთდროულად რამდენი მსმენელის მონაწილეობაა შესაძლებელი ერთ კურსში)), ასევე VI ნაწილის (სწავლების მეთოდები) პირველ პუნქტში – თითოეული სესიის განხორციელების ზუსტი განრიგი (ლექცია-სემინარების და სხვა კომპონენტების მითითებით) დღეების და საათების მიხედვით);

ბ) რეკომენდაცია (რეკომენდაციები), რომელიც ადასტურებს უსგ აქტივობის შესაბამისობას ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ პრინციპებთან, შემდეგი სქემით:

ბ.ა) იმ შემთხვევაში, თუ უსგ აქტივობა წარმოდგენილია დარგობრივი პროფესიული ორგანიზაციის მიერ, დარგობრივი პროფესიული ორგანიზაციების გაერთიანების რეკომენდაცია;

ბ.ბ) იმ შემთხვევაში, თუ უსგ აქტივობა წარმოდგენილია ამ დანართის მე-2 მუხლის „ბ“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული უსგ აქტივობების მიმწოდებლების მიერ, 2 სათანადო დარგობრივი პროფესიული ორგანიზაციის ან სათანადო დარგობრივი პროფესიული ორგანიზაციისა და დარგობრივი პროფესიული ორგანიზაციების გაერთიანების ან სათანადო დარგობრივი პროფესიული ორგანიზაციის (დარგობრივი პროფესიული ორგანიზაციების გაერთიანების და დარგობრივი ექსპერტის) რეკომენდაციები.“;

ბ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 და მე-8 პუნქტები:

„7. უსგ-ის დასწრებულ ფორმებში მონაწილეთა რაოდენობა განისაზღვრება შემდეგი პრინციპით:

ა) მოკლევადიანი (2-10 დღე) სწავლება/ტრენინგები – არაუმეტეს 20 მსმენელისა;

ბ) პროფესიული კონფერენცია, კონგრესი, ფორუმი და სხვ. – ერთ სესიაზე მსმენელთა რაოდენობა არაუმეტეს 100 (დასაშვებია პარალელური სესიები);

გ) იმ შემთხვევაში, თუ პროფესიულ კონფერენციაზე, კონგრესზე, ფორუმსა და სხვ. მსმენელთა რაოდენობა (მ.შ., ერთ სესიაზე) აღემატება 100-ს, აღნიშნულ აქტივობას ენიჭება აკრედიტაცია, ხოლო უპგ ქულების რაოდენობა განისაზღვრება ამ დანართის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

8. უსგ-ის დასწრებულ ფორმაში – მოკლევადიანი (2-10 დღე) სწავლება/ტრენინგები პედაგოგთა/ტრენერთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 6-ს.“.

3. მე-4 მუხლის მე-7 პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) დასწრებული აქტივობები:

ა.ა) მოკლევადიანი (2-10 დღე) სწავლება/ტრენინგები – 2 წელი;

ა.ბ) პროფესიული კონფერენცია, კონგრესი, ფორუმი და სხვ. – განისაზღვრება ერთჯერადად.

ბ) დაუსწრებელი აქტივობები – 2 წელი.“.

 

4. მე-5 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. უსგ-ის დასწრებულ ფორმებში მონაწილეობისათვის I ტიპის უპგ ქულის გასაცემი ოდენობა განისაზღვრება პროგრამით გათვალისწინებული მხოლოდ უშუალოდ სწავლის/მზადების ხანგრძლივობის საფუძველზე, ქვემოთ მოცემული კრიტერიუმების შესაბამისად, მონაწილეთა რეგისტრაციის, პრეტესტირების (არსებობის შემთხვევაში), შესვენებების და სხვა ტექნიკური საკითხების მოგვარებისათვის განკუთვნილი დროის ჩაუთვლელად:

ა) მოკლევადიანი (2-10 დღე) სწავლება/ტრენინგები:

ა.ა) მსმენელი:

ა.ა.ა) 1 საათი (60 წუთი) – 1 უპგ ქულა (არაუმეტეს);

ა.ა.ბ) ნახევარი დღე (3 საათი – 180 წუთი) – 3 უპგ ქულა (არაუმეტეს);

ა.ა.გ) მთელი დღე (6 საათი – 360 წუთი) – 6 უპგ ქულა (არაუმეტეს);

შენიშვნა: ერთ კურსში მონაწილეობისთვის გაიცემა არაუმეტეს 50 უპგ ქულისა. ამავდროულად, უსგ-ს დასწრებულ ფორმებში მონაწილეობისათვის მისანიჭებელი I ტიპის უპგ ქულების რაოდენობა დამრგვალდება შემდეგი პრინციპით: 60 წუთი – 1 უპგ ქულა; 60 წუთი <პროგრამის ხანგრძლივობა<180 წუთი – 1 უპგ ქულა; 180 წუთი – 3 უპგ ქულა; 180 წუთი<პროგრამის ხანგრძლივობა<360 წუთი – 3 უპგ ქულა; 360 წუთი – 6 უპგ ქულა. მსმენელს უპგ ქულა ენიჭება პროგრამით გათვალისწინებული მოცულობის სრულად გავლის შემთხვევაში, აკრედიტაციისას დადგენილი უპგ ქულის შესაბამისად.

ა.ბ) პროგრამის ავტორებს I ტიპის უპგ ქულები მიენიჭებათ პროგრამის აკრედიტაციისთანავე, პროგრამის აკრედიტაციისას დადგენილი უპგ ქულების ოდენობით;

ა.გ) პროგრამის ჩატარების შემდეგ ავტორებს განმეორებით (ერთჯერადად), ხოლო განმახორციელებლებს (პედაგოგი (ტრენერი)) ერთჯერადად მიენიჭებათ I ტიპის უპგ ქულები. პედაგოგებს (ტერნერებს) უპგ ქულები ენიჭებათ პროგრამის აკრედიტაციისას დადგენილი უპგ ქულების ოდენობით;

ბ) პროფესიულ კონფერენციაზე, კონგრესზე, ფორუმზე და სხვ. დასწრება:

ბ.ა) 1 საათი (60 წუთი) –1 უპგ ქულა (არაუმეტეს);

ბ.ბ) ნახევარი დღე (3 საათი – 180 წუთი) – 3 უპგ ქულა (არაუმეტეს);

ბ.გ) მთელი დღე (6 საათი – 360 წუთი) – 6 უპგ ქულა (არაუმეტეს);

ბ.დ) აქტიური მონაწილე:

ბ.დ.ა) სპიკერი, სესიის თავმჯდომარე, პანელის წევრი 1 საათი (60 წუთი)) – 2 უპგ ქულა (არაუმეტეს);

ბ.დ.ბ) პრეზენტაცია (ხანგრძლივობა არანაკლებ 30 წუთი) 1 საათი (60 წუთი) – 4 უპგ ქულა (არაუმეტეს, მაგრამ არანაკლებ 2 უპგ ქულისა).

ბ.ე) პოსტერის მომზადება –  1 უპგ ქულა (არაუმეტეს).

შენიშვნა: ერთ ღონისძიებაში მონაწილეობისთვის მსმენელზე გაიცემა არაუმეტეს 12 ქულისა; ერთი წლის განმავლობაში პროფესიულ კონფერენციაზე, კონგრესზე, ფორუმზე და სხვ. დასწრებისათვის გაიცემა 20 უპგ ქულა (არაუმეტეს). ამავდროულად, პროფესიულ კონფერენციაზე, კონგრესზე, ფორუმზე და სხვ. მონაწილეობისათვის მისანიჭებელი I ტიპის უპგ ქულების რაოდენობა დამრგვალდება შემდეგი პრინციპით: 60 წუთი – 1 უპგ ქულა; 60 წუთი <ღონისძიების ხანგრძლივობა<180 წუთი – 1 უპგ ქულა; 180 წუთი – 3 უპგ ქულა; 180 წუთი<ღონისძიების ხანგრძლივობა<360 წუთი – 3 უპგ ქულა; 360 წუთი – 6 უპგ ქულა. მსმენელს უპგ ქულა ენიჭება პროგრამით გათვალისწინებული მოცულობის სრულად გავლის შემთხვევაში, აკრედიტაციისას დადგენილი უპგ ქულის შესაბამისად.

გ) პროფესიულ კონფერენციაზე, კონგრესზე, ფორუმზე და სხვ. დასწრება, რომელზეც მსმენელთა რაოდენობა (მ.შ. ერთ სესიაზე) აღემატება 100-ს – დღეში 2 უპგ ქულა (არაუმეტეს, ამასთან, 3 საათი (180 წუთი) – 1 უპგ ქულა). ამ შემთხვევაში აქტივობას უპგ ქულა ენიჭება არაუმეტეს 3 დღისა.“;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. უსგ-აქტივობებს უპგ კრედიტ ქულები ენიჭებათ აკრედიტაციისთანავე. რაც შეეხება უპგ ქულების მინიჭებას ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა.გ“, „ბ.დ“ და „ბ.ე“ ქვეპუნქტებითა და მე-3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში, უპგ ქულების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პროფესიული განვითარების საბჭო, შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე.“;

 

გ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. პროფესიული კონფერენცია, კონგრესი, ფორუმი და სხვ. შესაძლებელია, მიმდინარეობდეს პარალელური სესიების ფორმით. ამ შემთხვევაში თითოეულ პარალელურ სესიას უპგ ქულები ენიჭება ამ მუხლით განსაზღვრული წესით.“.

 

5. მე-6 მუხლის:
ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. უპგ დასწრებული აქტივობების განმახორციელებელი ვალდებულია, ყოველი თვის ბოლო კვირას საბჭოს სამდივნოს მიაწოდოს ინფორმაცია შემდეგ თვეში დაგეგმილი პროგრამ(ებ)ის თაობაზე, პროგრამის ჩატარების თარიღისა და ადგილის  მითითებით. გამონაკლის შემთხვევაში აღნიშნული ინფორმაცია საბჭოს სამდივნოს შესაძლებელია, წარედგინოს კონკრეტული პროგრამის ჩატარებამდე არაუგვიანეს 3 სამუშაო  დღემდე (გამონაკლისია პროფესიული კონფერენციები, კონგრესები, ფორუმები და სხვ., რომელთა თაობაზეც საბჭოს სამდივნოს ინფორმაციის წინასწარ მიწოდება არ ესაჭიროება).

2. უპგ დასწრებული აქტივობების განმახორციელებელი ვალდებულია, საბჭოს სამდივნოს მიაწოდოს ინფორმაცია (მ.შ. ელექტრონულად) აქტივობებში მონაწილე პირებისა (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საექიმო სპეცილობის დასახელება) და პედაგოგების (ტრენერების) (სახელი, გვარი, საათობრივი დატვირთვა) შესახებ პროგრამის ჩატარებამდე არაუგვიანეს 3 სამუშაო  დღემდე, ასევე, პროგრამის დასრულებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში (აღნიშნული, ასევე, ვრცელდება პროფესიულ კონფერენციებზე, კონგრესებზე, ფორუმებზე და სხვ.). აღნიშნული ინფორმაციის საბჭოს სამდივნოში წარმოუდგენლობის შემთხვევაში, შესაძლებელია, დაისვას საკითხი აქტივობისათვის აკრედიტაციის გაუქმების შესახებ.“;

 

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. უწყვეტი სამედიცინო განათლების დასწრებულ აქტივობებში ექიმის მონაწილეობა ფასდება შემდეგი კრიტერიუმებით (აღნიშნული არ ვრცელდება პროფესიულ კონფერენციებზე, კონგრესებზე, ფორუმებზე და სხვა):

ა)  აკრედიტებულ უსგ დასწრებულ აქტივობებში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატის და შესაბამისი კრედიტსაათების მისაღებად ექიმმა (მსმენელმა) დასრულებისას წარმატებით უნდა გაიაროს დასკვნითი შეფასება;

ბ)  აქტივობის ათვისების დასკვნითი შეფასება აუცილებლად უნდა მოიცავდეს კითხვარს. კითხვარი შევსებულად ჩაითვლება, თუ სწორად გაცემული პასუხების რაოდენობა აღემატება 75.5% და მეტი;

გ)  აქტივობის დასკვნითი შეფასება შეიძლება მოიცავდეს სხვა სახის შეფასებასაც (მაგ., გარკვეული ამოცანის გადაჭრა, პრაქტიკული ჩვევების დემონსტრაცია და სხვა).“;

 

გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. საბჭოს სამდივნო უფლებამოსილია, განახორციელოს მიმდინარე უსგ-ის  მონიტორინგი (მ.შ. ელექტრონული პროგრამების გამოყენებით). მონიტორინგის პროცესში გამოვლენილი დარღვევების (განაცხადში მითითებულ მონაწილეთა მიერ სესიის გაცდენა, ტრენერის/პედაგოგის ცვლილება, ტრენინგის ვადაზე ადრე დასრულება და სხვ.) საფუძველზე, შესაძლებელია, დაისვას საკითხი აქტივობისათვის აკრედიტაციის გაუქმების შესახებ.“.

6. N1.1 დანართს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო“ ქვეპუნქტი:

„ო) სინგაპური.“.

7. N1.2 დანართი (უწყვეტი სამედიცინო განათლების აქტივობის სასწავლო მასალის/პროგრამის წარმოდგენის ფორმა) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
8. N1.3 დანართის (უწყვეტი სამედიცინო განათლების აქტივობის აკრედიტაციის კრიტერიუმები) მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) დაუშვებელია, რომ სასწავლო მასალა/პროგრამა (გარდა პროფესიული კონფერენციების, კონგრესების, ფორუმებისა და სხვ.) არ მოიცავდეს მსმენელების შეფასებას (ტესტურ გამოკითხვას, საჭიროებისას სიტუაციურ ამოცანებსა და პრაქტიკული ჩვევების შესაფასებელ მეთოდს).“.

მუხლი 2
ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნა ვრცელდება ამ ბრძანების ამოქმედებამდე აკრედიტებულ უსგ-ის ფორმებზე. 
მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო