დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| უწყვეტი სამედიცინო განათლების ცალკეული ფორმების და მათი აკრედიტაციის წესისა და კრიტერიუმების, ასევე, პროფესიული რეაბილიტაციის წესის, შესაბამისი პროგრამების/კურსების აკრედიტაციის წესისა და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 19 ივლისის №01-3/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 38/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 06/06/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/06/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470230000.22.035.017058 |
|
„უწყვეტი სამედიცინო განათლების ცალკეული ფორმების და მათი აკრედიტაციის წესისა და კრიტერიუმების, ასევე, პროფესიული რეაბილიტაციის წესის, შესაბამისი პროგრამების/კურსების აკრედიტაციის წესისა და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 19 ივლისის №01-3/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„უწყვეტი სამედიცინო განათლების ცალკეული ფორმების და მათი აკრედიტაციის წესისა და კრიტერიუმების, ასევე, პროფესიული რეაბილიტაციის წესის, შესაბამისი პროგრამების/კურსების აკრედიტაციის წესისა და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 19 ივლისის №01-3/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 19/07/2018, 470230000.22.035.016513) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართის (,,უწყვეტი სამედიცინო განათლების ცალკეული ფორმები და მათი აკრედიტაციის წესი და კრიტერიუმები“) მე-5 მუხლს მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:
„8. სამინისტროს მიერ ავტორიზებულ დარგობრივ პროფესიულ ასოციაციებს შესრულებული შემდეგი უსგ აქტივობისთვის: დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) სარეზიდენტო პროგრამის ავტორს (ავტორთა ჯგუფს) სარეზიდენტო პროგრამის აკრედიტაციისას; საექიმო სუბსპეციალობის პროგრამის ავტორს (ავტორთა ჯგუფს) სუბსპეციალობის პროგრამის აკრედიტაციისას; კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციების (გაიდლაინების)/კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტების (პროტოკოლების), საექიმო სპეციალობათა პროფესიული კომპეტენციების განმსაზღვრელი დოკუმენტების/ცვლილებების მომზადებისა და აღიარებისთვის ავტორებს (ავტორთა ჯგუფს), სახელმძღვანელოს მომზადებისა და გამოცემისთვის ენიჭება 50 უპგ ქულა.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები