დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
„ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 63/ნ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
მიღების თარიღი | 03/05/2018 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/05/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 430210000.22.022.017522 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (11/05/2018 - 08/08/2019)
|
„ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
|
მუხლი 1 |
„ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 18/05/2016, სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.017112) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების :
1. პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის: ა) თავი I-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თავი I. ეროვნული სასწავლო გეგმის სტრუქტურა, ტერმინოლოგიური ლექსიკონი და ზოგადი განათლების საფეხურები“; ბ) მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) აერთიანებს სწავლა-სწავლების ოთხ კომპონენტს: 1) მიზნებს, 2) შედეგებსა და შინაარსს, 3) მეთოდიკურ ორიენტირებს, 4) შეფასებას;“; გ) მე-2 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 მუხლი: „მუხლი 21. ტერმინოლოგიური ლექსიკონი ა) ცოდნა – ცოდნის სამი კატეგორიის (დეკლარატიულის, პროცედურულის, პირობისეულის) ერთიანობა, რომელიც სამი ტიპის შეკითხვას პასუხობს: რა ვიცი? როგორ შევასრულო? როდის, რატომ, რა შემთხვევაში გამოვიყენო?
ბ) ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნები – გამომდინარეობს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებიდან. ისინი განსაზღვრავს იმ ზოგად უნარებსა და ღირებულებებს, რომელთა განვითარება-ჩამოყალიბებასაც ყველა საგანში შეძენილი ცოდნა უნდა ემსახურებოდეს; გ) საგნობრივი ჯგუფის მიზნები – აზუსტებს და აკონკრეტებს ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნებს საგნობრივი ჯგუფის სფეროს ფარგლებში. საგნობრივი ჯგუფის მიზნების განხორციელებას ემსახურება საგნობრივი სტანდარტები და წლიური პროგრამები; დ) საგნობრივი სტანდარტი – განსაზღვრავს ცოდნის სავალდებულო მინიმუმს, რომელსაც უნდა ფლობდეს მოსწავლე საფეხურის ბოლოს. იგი პასუხობს შეკითხვებს: რა უნდა იცოდეს მოსწავლემ, რა უნდა შეეძლოს მას, რა ღირებულებებით უნდა აღიზარდოს იგი კონკრეტული საგნის ფარგლებში. სტანდარტი შედგება შემდეგი ნაწილებისგან:
ე) წლიური პროგრამა – გვიჩვენებს სასწავლო პროცესში საგნობრივი სტანდარტის მოთხოვნების რეალიზების გზებს. სტანდარტისგან განსხვავებით, წლიური პროგრამა სარეკომენდაციო ხასიათისაა; ვ) საგნის სწავლა-სწავლების მიზნები – აკონკრეტებს ეროვნული სასწავლო გეგმისა და საგნობრივი ჯგუფის მიზნებს კერძო საგნის კონტექსტში; ზ) სტანდარტის შედეგები – საგნის ცნებებზე დაფუძნებით განსაზღვრავს მიზნობრივ ორიენტირებს და უპასუხებს შეკითხვას: რა უნდა შეეძლოს საბაზო საფეხურის მოსწავლეს? შედეგები აღიწერება პროცედურული და პირობისეული ცოდნის სახით. სწავლა-სწავლება, ისევე როგორც შეფასება, უნდა დაიგეგმოს და განხორციელდეს შედეგებზე დაყრდნობით; თ) სტანდარტის შინაარსი – განსაზღვრავს, რა უნდა იცოდეს მოსწავლემ. შინაარსი აღიწერება სავალდებულო ცნებების, სასწავლო თემების/ თემატური ბლოკების/ ჩარჩოების, საგნობრივი საკითხების სახით; ი) ცნებები – საგნის სისტემური და გააზრებული ცოდნის საფუძველი ამ საგნის ძირითად ცნებათა სისტემაა. აქედან გამომდინარე, ცნებები შედეგის განუყოფელი ნაწილი და სასწავლო პროცესის მიზნობრივი ორიენტირია. ცნების სწავლა-სწავლება მოიცავს მის სამ სტრუქტურულ ელემენტს: ტერმინს (ცნების აღმნიშვნელი სიტყვა), ცნების შინაარსს (ცნების განმსაზღვრელი, არსებითი ნიშან-თვისებები) და ცნების მოცულობას (მაგალითების/შემთხვევების სიმრავლე, რომლებსაც ეს ნიშან-თვისებები მიესადაგება); კ) სასწავლო თემები – წარმოადგენს სასწავლო ერთეულს, რომლის ფარგლებშიც მუშავდება შედეგები და ცნებები. თითოეული თემის ფარგლებში შეძლებისდაგვარად სტანდარტის ყველა შედეგი უნდა დამუშავდეს. საგნობრივი პროგრამები თემების სახით მოსწავლეებს სთავაზობს ნაცნობ, მისი ასაკობრივი ინტერესების შესაბამის კონტექსტებს, რომლებიც საგნობრივი კომპონენტების (შედეგების, ცნებების, კონკრეტული საკითხების) ინტეგრირებულად და ურთიერთდაკავშირებულად სწავლების საშუალებას იძლევა; ლ) თემატური ბლოკი/ჩარჩო – იმ საგნებში, რომლებშიც სასწავლო თემები მჭიდროდ არ უკავშირდება სტანდარტის შედეგებს (ქართული ენა და ლიტერატურა, ქართული, როგორც მეორე ენა, უცხოური ენები, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, მუსიკა, მათემატიკა, ფიზიკური აღზრდა და სპორტი), სავალდებულო თემების ნაცვლად თემატური ბლოკები/ჩარჩოებია წარმოდგენილი. ისინი ქმნის საერთო საფუძველს წლიურ პროგრამაში კონკრეტული სასწავლო თემების განსაზღვრისათვის; მ) საგნობრივი საკითხები – განისაზღვრება სტანდარტის შინაარსის ფარგლებში. ისინი შერჩეული უნდა იქნეს იმგვარად, რომ ცნებების გააზრებას, საკვანძო კითხვებსა და კომპლექსურ დავალებებზე მუშაობას, მკვიდრი წარმოდგენების ჩამოყალიბებას ემსახურებოდეს; ნ) თემატური საკვანძო შეკითხვები – აკავშირებს სასწავლო თემას/თემატურ ბლოკს, საკითხებს სტანდარტის შედეგებთან. მათი ფუნქციაა:
ო) საფეხურებრივი საკვანძო შეკითხვები – ისინი თემატური საკვანძო შეკითხვებისგან განსხვავებით სავალდებულო ხასიათისაა. საფეხურებრივი შეკითხვები განზოგადებულად განსაზღვრავენ ვექტორებს, რომლებიც სწავლა-სწავლების პროცესს შედეგებისკენ მიმართავს; პ) შეფასების ინდიკატორები – გამომდინარეობს შედეგებიდან და აჩვენებს, თუ რა უნდა შეძლოს მოსწავლემ კონკრეტული თემის ფარგლებში. სხვა სიტყვებით, ინდიკატორი არის თემაში რეალიზებული შედეგი, რომელიც სავალდებულო ხასიათს ატარებს. ინდიკატორებში დაკონკრეტებულია ცოდნის ის სავალდებულო მინიმუმი, რომელსაც მოსწავლე თემის ფარგლებში უნდა დაეუფლოს. შეფასების ინდიკატორებზე დაყრდნობით ყალიბდება კრიტერიუმები შეფასების რუბრიკებისთვის; ჟ) შემაჯამებელი კომპლექსური დავალება – განისაზღვრება თემების მიხედვით და წარმოადგენს შინაარსიან, ცხოვრებისეულ სიტუაციებთან დაკავშირებულ დავალებას, რომლის შესრულება მოითხოვს ფუნქციურ კონტექსტებში სხვადასხვა ცოდნათა ინტეგრირებულად გამოყენებას; რ) მკვიდრი წარმოდგენები – განისაზღვრება თემების მიხედვით. ეს არის ზოგადი წარმოდგენები, რომლებიც თემის შესწავლისას უნდა ჩამოყალიბდეს მოსწავლის ხანგრძლივ მეხსიერებაში მის (მოსწავლის) წინარე წარმოდგენებზე დაყრდნობით, რათა მან თემის ფარგლებში დასახული მიზნების მიღწევა შეძლოს. მკვიდრი წარმოდგენები აზროვნების საყრდენია გაგების აქტების განსახორციელებლად.“; დ) მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7. ეროვნული სასწავლო გეგმის სწავლა-სწავლების მიზნები 1. ეროვნული სასწავლო გეგმის სწავლა-სწავლების მიზნებია მოსწავლეს განუვითაროს შემდეგი გამჭოლი უნარები და ღირებულებები:
2. ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებიდან გამომდინარე, ეროვნული სასწავლო გეგმა ასევე გამოყოფს პრიორიტეტულ თემებს: ა) კულტურული მემკვიდრეობის დაცვა; ბ) გარემოს დაცვა; გ) ჯანსაღი ცხოვრება; დ) სამოქალაქო უსაფრთხოება; ე) კონფლიქტების მართვა; დ) ფინანსური წიგნიერება; ე) კულტურული მრავალფეროვნება.“; ე) მე-16 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. საჯარო სკოლაში III-XII კლასებში გაკვეთილის ხანგრძლივობა განისაზღვრება 45 წუთით. პირველ კლასში გაკვეთილის ხანგრძლივობა განისაზღვრება 35 წუთით, ხოლო II კლასში - 40 წუთით. გაკვეთილების ხანგრძლივობასთან დაკავშირებით შესაძლებელია დაშვებულ იქნეს გამონაკლისი, როდესაც სკოლამ, შესაძლოა, ხანმოკლე ვადით შეცვალოს გაკვეთილების ხანგრძლივობა შემდეგ შემთხვევებში: ა) ექსტრემალური პირობების დროს (ყინვა, განსაკუთრებული სიცხეები და ა.შ.) შეამციროს მაქსიმუმ 10 წუთით; ბ) სხვადასხვა სასკოლო ღონისძიების ჩატარების დროს გაზარდოს მაქსიმუმ 10 წუთით. 7. საჯარო სკოლაში გაკვეთილებს შორის შესვენების ხანგრძლივობა არ შეიძლება იყოს 5 წუთზე ნაკლები. შესვენებებს შორის უნდა იყოს ერთი დიდი დასვენება, რომელიც სკოლამ უნდა დაგეგმოს სასწავლო განრიგის გათვალისწინებით. დიდი დასვენება არ უნდა იყოს 10 წუთზე ნაკლები და 30 წუთზე მეტი.“; ვ) 31-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი: „4. დამატებითი სავალდებულო საგნის/საგნების შეფასება არ იანგარიშება საფეხურის ქულის გამოთვლისას.“; ზ) 38-ე მუხლის: ზ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მოსწავლის გაცდენები აღირიცხება მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების აღრიცხვის ჟურნალში, მათ შორის აბიტურის საათის და ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული გაცდენები.“; ზ.ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ამ მუხლის მე-3 პუნქტი არ ვრცელდება აბიტურის საათის გაცდენის შემთხვევაში; ასევე კონკრეტული საგნისთვის კონკრეტული სასწავლო წლის მანძილზე დათმობილი საათების 30%-ში არ იანგარიშება ის გაცდენილი დღე/დღეები, როცა ჩატარდა შემაჯამებელი დავალება, თუკი ის მოგვიანებით მოსწავლემ აღადგინა.“; თ) 47-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ მუხლით განსაზღვრულ საგნობრივ ჯგუფში ასევე შედის შემდეგი არჩევითი საგნები: ხაზვა, ჭადრაკი (სპეციალური ელექტრონული პროგრამა II-III კლასებისთვის), რობოტექნიკა, კოდირება.“; ი) 48-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. პირველი უცხოური ენის სწავლება იწყება პირველი კლასიდან, ხოლო მეორე უცხოური ენის - V კლასიდან (გარდა არაქართულენოვანი სკოლებისთვის/სექტორებისთვის ამ მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი გამონაკლისისა). სკოლამ მინიმუმ ორი უცხოური ენა უნდა შესთავაზოს მოსწავლეებს ასარჩევად.“; კ) 50-ე მუხლის: კ.ა) პირველი პუნქტის „ბ“-„დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საფუძვლები (ისწავლება VII კლასში 2019-2020 სასწავლო წლამდე); გ) ბიოლოგია (ისწავლება VIII-XI კლასებში 2019-2020 სასწავლო წლამდე და 2019-2020 სასწავლო წლიდან - VII-XI კლასებში); დ) ფიზიკა (ისწავლება VIII-XI კლასებში 2019-2020 სასწავლო წლამდე და 2019-2020 სასწავლო წლიდან - VII-XI კლასებში);“; კ.ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ მუხლით განსაზღვრულ საგნობრივ ჯგუფში ასევე შედის შემდეგი არჩევითი საგნები: კონსერვაციული ბიოლოგიის საფუძვლები, სამედიცინო ბიოლოგია და ჯანმრთელობა, ქიმიური ტექნოლოგიები, შესავალი თანამედროვე ფიზიკაში, ასტრონომია, გარემო და მდგრადი განვითარება, ბუნებისმეტყველების ინტეგრირებული ლაბორატორიული კვლევები, რობოტექნიკა, კოდირება.“; ლ) 51-ე მუხლის: ლ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ტექნოლოგიების საგნობრივ ჯგუფს განეკუთვნება სავალდებულო საგანი „ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები“ (ისტ). იგი ისწავლება დაწყებით და საბაზო საფეხურებზე.“; ლ.ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ მუხლით განსაზღვრულ საგნობრივ ჯგუფში ასევე შედის შემდეგი არჩევითი საგნები: კომპიუტერული მეცნიერება, კოდირება, რობოტექნიკა, თანამედროვე ტექნოლოგიები მუსიკაში, მულტიმედია და დიზაინი, მულტიმედია და მუსიკა, მუსიკალურ-კომპიუტერული პროგრამების პრაქტიკული კურსი, ჭადრაკი (სპეციალური ელექტრონული პროგრამა II-III კლასებისთვის).“; მ) 52-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ მუხლით განსაზღვრულ საგნობრივ ჯგუფში ასევე შედის შემდეგი არჩევითი საგნები: გამოყენებითი ხელოვნების რომელიმე დარგი (თექა, ხეზე კვეთა, მეთუნეობა, გობელენი და სხვ) - შრომა, სახვითი ხელოვნების რომელიმე დარგი (ხატვა, ფერწერა, ძერწვა), თანამედროვე ტექნოლოგიები მუსიკაში, მულტიმედია და მუსიკა, გუნდი, დრამა, თეატრალური ხელოვნება, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების თეორიულ-პრაქტიკული კურსი, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პრაქტიკული კურსი, ხელოვნების ისტორია, ფოლკლორული ანსამბლი, მუსიკალურ-კომპიუტერული პროგრამების პრაქტიკული კურსი, მულტიმედია და დიზაინი, კინოხელოვნება.“; ნ) 54-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. არჩევითი საგნების ნუსხა.
“; ო) 56-ე მუხლის: ო.ა) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. საათობრივი ბადე ქართულენოვანი საჯარო სკოლების/სექტორების საბაზო საფეხურისთვის
“; ო.ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი: „31. საათობრივი ბადე არაქართულენოვანი საჯარო სკოლების/სექტორების საბაზო საფეხურისთვის
შენიშვნა: არაქართულენოვან სკოლებში/სექტორებზე ჯამური საათობრივი დატვირთვა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 35 საათს.“; ო.გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. წლიური საათობრივი დატვირთვა ქართულენოვანი და არაქართულენოვანი საჯარო სკოლებისთვის/ სექტორებისთვის ა) დაწყებითი საფეხური
ბ) საბაზო საფეხური
"; ო.დ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. საათობრივი ბადე კლასების მიხედვით ქართულენოვანი და არაქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისათვის ა) დაწყებითი საფეხური ა.ა) I კლასი
ა.ბ) II კლასი
ა.გ) III კლასი
ა.დ) IV კლასი
ა.ე) V კლასი
ა.ვ) VI კლასი
ბ) საბაზო საფეხური: ბ.ა) VII კლასი
შენიშვნა: კონკრეტულ საგანში შემაჯამებელი დავალებების მინიმალური რაოდენობა ემთხვევა წლის მანძილზე სასწავლი თემების რაოდენობას. ბ.ბ) VIII კლასი
შენიშვნა: 1. კონკრეტულ საგანში შემაჯამებელი დავალებების მინიმალური რაოდენობა ემთხვევა წლის მანძილზე სასწავლი თემების რაოდენობას. 2. 2019-2020 სასწავლო წელს საგნის „ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების“ სწავლება VIII კლასში უნდა წარიმართოს VII კლასის სტანდარტის შესაბამისად. ბ.გ) IX კლასი
შენიშვნა: კონკრეტულ საგანში შემაჯამებელი დავალებების მინიმალური რაოდენობა ემთხვევა წლის მანძილზე სასწავლი თემების რაოდენობას.“; პ) 58-ე მუხლი ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართი 1-ის შესაბამისად; ჟ) 59-ე მუხლი ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართი 2-ის შესაბამისად; რ) 62-ე მუხლი ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართი 3-ის შესაბამისად; ს) 64-ე მუხლი ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართი 4-ის შესაბამისად; ტ) 65-ე მუხლი ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართი 5-ის შესაბამისად; უ) 66-ე მუხლი ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართი 6-ის შესაბამისად; ფ) 68-ე მუხლი ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართი 7-ის შესაბამისად; ქ) 69-ე მუხლი ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართი 8-ის შესაბამისად; ღ) 71-ე მუხლი ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართი 9-ის შესაბამისად; ყ) 72-ე მუხლი ამოღებულ იქნეს; შ) 73-ე მუხლი ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართი 10-ის შესაბამისად; ჩ) 74-ე მუხლი ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართი 11-ის შესაბამისად; ც) 75-ე მუხლი ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართი 12-ის შესაბამისად; ძ) 76-ე მუხლი ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართი 13-ის შესაბამისად; წ) 78-ე მუხლი ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართი 14-ის შესაბამისად; ჭ) 79-ე მუხლი ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართი 15-ის შესაბამისად; ხ) 81-ე მუხლი ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართი 16-ის შესაბამისად; ჯ) 82-ე მუხლი ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართი 17-ის შესაბამისად; ჰ) 83-ე მუხლი ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართი 18-ის შესაბამისად; ჰ1) 84-ე მუხლი ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართი 19-ის შესაბამისად; ჰ2) 85-ე მუხლი ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართი 20-ის შესაბამისად; ჰ3) 86-ე მუხლი ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართი 21-ის შესაბამისად; ჰ4) 87-ე მუხლი ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართი 22-ის შესაბამისად; ჰ5) 88-ე მუხლი ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართი 23-ის შესაბამისად; ჰ6) 89-ე მუხლი ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართი 24-ის შესაბამისად; ჰ7) 90-ე მუხლი ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართი 25-ის შესაბამისად; ჰ8) 91-ე მუხლი ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართი 26-ის შესაბამისად; ჰ9) დაემატოს თავი XXVII და ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართი 27-ის შესაბამისად; ჰ10) დაემატოს თავი XXVIII და ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართი 28-ის შესაბამისად. 2. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის №36 ბრძანებით დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმის: ა) შესავალი; ბ) I კარი; გ) II კარი ვ) III კარის XI, XII, XV, XVI, XVII, XIX2, XX, XXI, XXIV, XXV, XXVII, XXIX, XXXI, XXXIII, XXXV, XXXVI, XXXIX, XL, XLIII, XLIV, XLV, XLVI, XLVIII, XLIX, LI, LII, LIII, LIV თავები.“. |
მუხლი 2 |
2018 წლის 15 სექტემბრიდან ამოქმედდეს ამ ბრძანების პირველი მუხლის:
1. პირველი პუნქტის: ა) „ა“-„ნ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ეროვნული სასწავლო გეგმის მუხლები/პუნქტები, ბ) „ო“ ქვეპუნქტის: ბ.ა) „ო.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეროვნული სასწავლო გეგმის 56-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, ბ.ბ) „ო.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეროვნული სასწავლო გეგმის 56-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; გ) „პ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეროვნული სასწავლო გეგმის 58-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები; დ) „ჟ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეროვნული სასწავლო გეგმის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები; ე) „რ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეროვნული სასწავლო გეგმის 62-ე მუხლის პირველი პუნქტი; ვ) „ს“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეროვნული სასწავლო გეგმის 64-ე მუხლის პირველი პუნქტი; ზ) „ტ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეროვნული სასწავლო გეგმის 65-ე მუხლის პირველი პუნქტი; თ) „უ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეროვნული სასწავლო გეგმის 66-ე მუხლის პირველი პუნქტი; ი) „ფ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეროვნული სასწავლო გეგმის 68-ე მუხლის პირველი პუნქტი; კ) „ქ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეროვნული სასწავლო გეგმის 69-ე მუხლის პირველი პუნქტი; ლ) „ღ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეროვნული სასწავლო გეგმის 71-ე მუხლის პირველი პუნქტი; მ) „ყ“ ქვეპუნქტი; ნ) „შ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეროვნული სასწავლო გეგმის 73-ე მუხლი; ო) „ჩ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეროვნული სასწავლო გეგმის 74-ე მუხლის პირველი პუნქტი; პ) „ც“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეროვნული სასწავლო გეგმის 75-ე მუხლი; ჟ) „ძ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეროვნული სასწავლო გეგმის 76-ე მუხლის პირველი პუნქტი; რ) „წ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეროვნული სასწავლო გეგმის 78-ე მუხლის პირველი პუნქტი; ს) „ჭ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეროვნული სასწავლო გეგმის 79-ე მუხლის პირველი პუნქტი, ტ) „ხ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეროვნული სასწავლო გეგმის 81-ე მუხლის პირველი პუნქტი; უ) „ჯ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეროვნული სასწავლო გეგმის 82-ე მუხლის პირველი პუნქტი; ფ) „ჰ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეროვნული სასწავლო გეგმის 83-ე მუხლის პირველი პუნქტი; ქ) „ჰ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეროვნული სასწავლო გეგმის 84-ე მუხლის პირველი პუნქტი, ღ) „ჰ2“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეროვნული სასწავლო გეგმის 85-ე მუხლის პირველი პუნქტი, ყ) „ჰ3“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეროვნული სასწავლო გეგმის 86-ე მუხლის პირველი პუნქტი, შ) „ჰ4“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეროვნული სასწავლო გეგმის 87-ე მუხლის პირველი პუნქტი, ჩ) „ჰ5“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეროვნული სასწავლო გეგმის 88-ე მუხლის პირველი პუნქტი, ც) „ჰ6“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეროვნული სასწავლო გეგმის 89-ე მუხლის პირველი პუნქტი, ძ) „ჰ7“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეროვნული სასწავლო გეგმის 90-ე მუხლის პირველი პუნქტი, წ) „ჰ8“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეროვნული სასწავლო გეგმის 91-ე მუხლის პირველი პუნქტი. 2. მე-2 პუნქტი. |
მუხლი 3 |
2019 წლის 15 სექტემბრიდან ამოქმედდეს ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტის:
ა) „ო“ ქვეპუნქტის: ა.ა) „ო.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეროვნული სასწავლო გეგმის 56-ე მუხლის 21 პუნქტი; ა.ბ) „ო.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეროვნული სასწავლო გეგმის 56-ე მუხლის 31 პუნქტი; ა.გ) „ო.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეროვნული სასწავლო გეგმის 56-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი; ა.დ) „ო.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეროვნული სასწავლო გეგმის 56-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი; ბ) „პ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეროვნული სასწავლო გეგმის 58-ე მუხლის მე-3 პუნქტი; გ) „ჟ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეროვნული სასწავლო გეგმის 59-ე მუხლის მე-3 პუნქტი; დ) „რ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეროვნული სასწავლო გეგმის 62-ე მუხლის მე-2 პუნქტი; ე) „ს“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეროვნული სასწავლო გეგმის 64-ე მუხლის მე-2 პუნქტი; ვ) „ტ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეროვნული სასწავლო გეგმის 65-ე მუხლის მე-2 პუნქტი; ზ) „უ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეროვნული სასწავლო გეგმის 66-ე მუხლის მე-2 პუნქტი; თ) „ფ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეროვნული სასწავლო გეგმის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტი; ი) „ქ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეროვნული სასწავლო გეგმის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტი; კ) „ღ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეროვნული სასწავლო გეგმის 71-ე მუხლის მე-2 პუნქტი; ლ) „ჩ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეროვნული სასწავლო გეგმის 74-ე მუხლის მე-2 პუნქტი; მ) „ძ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეროვნული სასწავლო გეგმის 76-ე მუხლის მე-2 პუნქტი, ნ) „წ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეროვნული სასწავლო გეგმის 78-ე მუხლის მე-2 პუნქტი; ო) „ჭ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეროვნული სასწავლო გეგმის 79-ე მუხლის მე-2 პუნქტი; პ) „ხ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეროვნული სასწავლო გეგმის 81-ე მუხლის მე-2 პუნქტი; ჟ) „ჯ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეროვნული სასწავლო გეგმის 82-ე მუხლის მე-2 პუნქტი; რ) „ჰ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეროვნული სასწავლო გეგმის 83-ე მუხლის მე-2 პუნქტი; ს) „ჰ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეროვნული სასწავლო გეგმის 84-ე მუხლის მე-2 პუნქტი; ტ) „ჰ2“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეროვნული სასწავლო გეგმის 85-ე მუხლის მე-2 პუნქტი; უ) „ჰ3“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეროვნული სასწავლო გეგმის 86-ე მუხლის მე-2 პუნქტი; ფ) „ჰ4“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეროვნული სასწავლო გეგმის 87-ე მუხლის მე-2 პუნქტი; ქ) „ჰ5“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეროვნული სასწავლო გეგმის 88-ე მუხლის მე-2 პუნქტი; ღ) „ჰ6“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეროვნული სასწავლო გეგმის 89-ე მუხლის მე-2 პუნქტი; ყ) „ჰ7“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეროვნული სასწავლო გეგმის 90-ე მუხლის მე-2 პუნქტი; შ) „ჰ8“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეროვნული სასწავლო გეგმის 91-ე მუხლის მე-2 პუნქტი; ჩ) „ჰ9“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეროვნული სასწავლო გეგმის თავი XXVII; ც) „ჰ10“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეროვნული სასწავლო გეგმის თავი XXVIII. |
|
დოკუმენტის კომენტარები