დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 3 მაისის №63/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 165/ნ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი |
მიღების თარიღი | 08/08/2019 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/08/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 430210000.22.022.017788 |
|
„ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 3 მაისის №63/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2018 წლის 5 ივლისის №3024-რს საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი და მე-8 პუნქტებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
მუხლი 1 |
„ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 3 მაისის №63/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 11/05/2017, სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.017522) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და:
1. ბრძანების: ა) პირველი მუხლის პირველი პუნქტის: ა.ა) „ო.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული 56-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტის შენიშვნის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს; ა.ბ) „ქ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული 69-ე მუხლის (დანართი 8) მე-2 პუნქტის („მეორე უცხოური ენა საბაზო საფეხურზე“) შესავლის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) დანართები – გრამატიკა (ფრანგული, გერმანული, რუსული, იტალიური).“; ბ) მე-3 მუხლის „ა“ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 2. ბრძანებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 მუხლი: „მუხლი 4 ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტის: ა) „ო.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეროვნული სასწავლო გეგმის 56-ე მუხლის 21 პუნქტი ამოქმედდეს: ა.ა) VII კლასისთვის 2019-2020 სასწავლო წლის 15 სექტემბრიდან, გარდა ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა; ა.ბ) VIII კლასისთვის და VII კლასის საგნისთვის – ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები 2020-2021 სასწავლო წლის 15 სექტემბრიდან; ა.გ) IX კლასისთვის – 2021-2022 სასწავლო წლის 15 სექტემბრიდან; ბ) „ო.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეროვნული სასწავლო გეგმის 56-ე მუხლის 31 პუნქტი ამოქმედდეს: ბ.ა) VII კლასისათვის – 2020-2021 სასწავლო წლის 15 სექტემბრიდან; ბ.ბ) VIII კლასისათვის – 2021-2022 სასწავლო წლის 15 სექტემბრიდან; ბ.გ) IX კლასისათვის – 2022-2023 სასწავლო წლის 15 სექტემბრიდან. გ) „ო.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეროვნული სასწავლო გეგმის 56-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს: გ.ა) ქართულენოვანი სკოლების VII კლასისთვის 2019-2020 სასწავლო წლის 15 სექტემბრიდან (გარდა ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა), ხოლო არაქართულენოვანი სკოლების VII კლასისთვის – 2020-2021 სასწავლო წლის 15 სექტემბრიდან; გ.ბ) ქართულენოვანი სკოლების VIII კლასისათვის – 2020-2021 სასწავლო წლის 15 სექტემბრიდან, ხოლო არაქართულენოვანი სკოლების VIII კლასისათვის – 2021-2022 სასწავლო წლის 15 სექტემბრიდან; გ.გ) ქართულენოვანი სკოლების IX კლასისათვის – 2021-2022 სასწავლო წლის 15 სექტემბრიდან, ხოლო არაქართულენოვანი სკოლების IX კლასისათვის – 2022-2023 სასწავლო წლის 15 სექტემბრიდან; დ) „ო.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეროვნული სასწავლო გეგმის 56-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის: დ.ა) „ბ.ა“ ქვეპუნქტი ქართულენოვანი სკოლების VII კლასისთვის ამოქმედდეს 2019-2020 სასწავლო წლის 15 სექტემბრიდან (გარდა ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა), ხოლო არაქართულენოვანი სკოლებისათვის – 2020-2021 სასწავლო წლის 15 სექტემბრიდან; დ.ბ) „ბ.ბ“ ქვეპუნქტი მხოლოდ ქართულენოვანი სკოლების VIII კლასისთვის ამოქმედდეს 2020-2021 სასწავლო წლის 15 სექტემბრიდან, ხოლო არაქართულენოვანი სკოლებისათვის – 2021-2022 სასწავლო წლის 15 სექტემბრიდან; დ.გ) „ბ.გ“ ქვეპუნქტი მხოლოდ ქართულენოვანი სკოლების IX კლასისთვის ამოქმედდეს 2021-2022 სასწავლო წლის 15 სექტემბრიდან, ხოლო არაქართულენოვანი სკოლებისათვის – 2022-2023 სასწავლო წლის 15 სექტემბრიდან.“.
|
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები