დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტიდან გათვალისწინებული სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების განხორციელების წესის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 57 |
| დოკუმენტის მიმღები | წალენჯიხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 29/12/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/01/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.104.016352 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
57
29/12/2017
ვებგვერდი, 08/01/2018
010260020.35.104.016352
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტიდან გათვალისწინებული სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების განხორციელების წესის შესახებ
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (08/01/2018 - 31/01/2018)
|
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტიდან გათვალისწინებული სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების განხორციელების წესის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი" მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, 61-ე მუხლის 1-ლი პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქრთველოს კანონის მე-20 და 25-ე მუხლების შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს თანდართული „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტიდან სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების განხორციელების წესი“.
|
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 თებერვლის №4 დადგენილება.
|
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი
|
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების განხორციელების წესი
|
ეს წესი განსაზღვრავს 2018 წლის ბიუჯეტის „მოსახლეობის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის“ მუხლში გათვალისწინებული სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების განხორციელების პრინციპებს, სოციალური დახმარების დანიშვნასა და გაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, მათ სახეებს, მათი დანიშვნისა და გაცემის ადმინისტრირებას, მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხას და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობას.
|
თავი I
ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამების სახეები, ბენეფიციართა კატეგორიები და პროგრამაში ჩასართავად საჭირო დოკუმენტაცია:
|
მუხლი 1.
მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული სოციალური და ჯანდაცვის პროგრამები:
|
1.
მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტით განსაზღვრულია შემდეგი სოციალური პროგრამები: |
ა)
მოქალაქეთა ერთჯერადი ფულადი დახმარების პროგრამა; |
ბ)
ახალშობილთა ერთჯერადი ფულადი დახმარების პროგრამა; |
გ)
საზეიმო და ღირსშესანიშნავ დღეებთან დაკავშირებით ფულადი და/ან არაფულადი (მატერიალური) დახმარების პროგრამა; |
დ)
მრავალშვილიანი ოჯახების ყოველთვიური ფულადი დახმარების პროგრამა; |
ე)
შშმ პირთა და მოვლის საჭიროების მქონე ავადმყოფთა ფინანსური მხარდაჭერის პროგრამა; |
ვ)
დედ-მამით ობოლ ბავშვთა ყოველთვიური ფულადი დახმარების პროგრამა; |
ზ)
საომარი მოქმედებებისა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულთა ოჯახების ფულადი დახმარების პროგრამა; |
თ)
სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების ფინანსური მხარდაჭერის პროგრამა; |
ი)
სარიტუალო მომსახურების პროგრამა. |
2.
მუნიციპალიტეტში 2018 წლის ბიუჯეტით განსაზღვრულია ჯანდაცვის შემდეგი პროგრამები: |
ა)
ჯანმრთელობის ცვლილებით გამოწვეული საყოველთაო დაზღვევით დაფინანსებული პაციენტების სტაციონარული მომსახურების ნაწილობრივი თანადაფინანსების პროგრამა; |
ბ)
ფსიქიკურ ავადმყოფთა ფსიქოტროპული მედიკამენტებით უზრუნველყოფის დაფინანსების პროგრამა; |
გ)
თირკმლის დიალიზზე მყოფი პაციენტების ტრანსპორტირების ფინანსური უზრუნველყოფის პროგრამა; |
დ)
მუდმივად ან /და სისტემატურად მკურნალობის საჭიროების მქონე იშვიათი დაავადებებით შეპყრობილ პირთა ფინანსური მხარდაჭერის პროგრამა; |
ე)
აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის მხარდაჭერის პროგრამა. |
3.
მუნიციპალური პროგრამებით მოსარგებლე შეიძლება იყოს პირი, რომელიც რეგისტრირებულია წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ან ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი, პომელიც რეგისტრირებულია და ფაქტობრივად ცხოვრობს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში. |
4.
პროგრამაში, მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შექმნილი „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების მართვისა და ადმინისტრირების კომისიის“ (შემდგომში სოციალური კომისია) გადაწყვეტილებით შეიძლება ჩაერთოს პირი, რომელიც ფაქტობრივად ცხოვრობს, მაგრამ არ არის რეგისტრირებული წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, თუ ეს ფაქტი წერილობით დადასტურებული იქნება შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის მერის წარმომადგენლის მიერ. |
მუხლი 2.
მოქალაქეთა ერთჯერადი ფულადი დახმარების პროგრამა |
1.
პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტში მცხოვრები იმ მოქალაქეებისათვის ერთჯერადი ფულადი დახმარების გაწევას, რომლებიც მძიმე მატერიალური მდგომარეობის გამო საჭიროებენ დახმარებას. |
2.
ერთჯერადი ფულადი დახმარება შეიძლება გაიცეს კონკრეტულ პირზე წელიწადში ერთხელ არაუმეტეს 500 ლარისა. |
3.
განმცხადებელმა დახმარების მისაღებად უნდა წარმოადგინოს: |
ა)
წერილობითი განცხადება; |
ბ)
პირადობის მოწმობის ასლი; |
გ)
იმ ადმინისტრაციული ერთულის მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა, სადაც ცხოვრობს განმცხადებელი; |
დ)
მოქალაქის პირადი საბანკო ანგარიში. |
4.
თანხის ოდენობას განსაზღვრავს და დახმარების გაწევაზე გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის მერი. |
მუხლი 3.
ახალშობილთა ოჯახების ერთჯერადი ფულადი დახმარება |
1.
პროგრამა ითვალისწინებს ბიოლოგიური დედის რიგით პირველ და მეორე ცოცხლად შობილ შვილზე ერთჯერად ფულად დახმარებას 200 ლარის ოდენობით (ტყუპების შეძენისას თანხის გაორმაგებით და ა.შ.). |
2.
ბენეფიციარმა დახმარების თაობაზე უნდა მიმართოს მერიას ბავშვის დაბადებიდან არაუგვიანეს ექვსი თვისა; |
3.
დაფინასება განხორციელდება უნდაღდო ანგარიშსწორებით ბენეფიციარის პირად ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით; |
4.
პროგრამაში ჩასართვად წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტაცია: |
ა)
წერილობითი განცხადება; |
ბ)
ახალშობილის დაბადების მოწმობის ასლი; |
გ)
ერთ-ერთი მშობლის პირადობის მოწმობის ასლი; |
დ)
განმცხადებლის საბანკო ანგარიშის ნომერი. |
მუხლი 4.
საზეიმო და ღირსშესანიშნავ დღეებთან დაკავშირებით გარკვეული სოციალური ჯგუფების დახმარების პროგრამა |
1.
პროგრამით მოსარგებლენი არიან საზოგადოების ღვაწლმოსილი და დამსახურებული ადამიანები (ომისა და შრომის ვეტერანები, პენსიონერები, 100 წელს გადაცილებული პირები და ა.შ.); |
2.
სოციალური ჯგუფების შერჩევა და ბენეფიციარზე გასაცემი თანხის ოდენობა და / ან მატერიალური დახმარების ჩამონათვალი განისაზღვრება მუნიციპალიტეტის მერის მიერ. |
3.
ბენეფიციართა სიები მიიღება სოციალური მომსახურების სააგენტოდან და / ან ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებიდან. |
4.
წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის საფუძველზე დახმარების გაცემაზე გადაწყვეტილებას იღებს სოციალური კომისია. |
მუხლი 5.
მრავალშვილიანი ოჯახების ყოველთვიური ფულადი დახმარების პროგრამა |
1.
პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ მრავალშვილიან ოჯახებს, რომელთაც ჰყავთ ოთხი ან მეტი შვილი. |
2.
პროგრამის ფარგლებში მრავალშვილიანი ოჯახის თითოეულ არასრულწლოვან შვილზე ყოველთვიურად გაიცემა დახმარება 50 ლარის ოდენობით; |
3.
პროგრამით სარგებლობის მსურველმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს: |
ა)
წერილობითი განცხადება; |
ბ)
შვილების დაბადების მოწმობების ასლები; |
გ)
განმცხადებელი მშობლის ან ორივე მშობლის პირადობის მოწმობების ასლები; |
დ)
განმცხადებლის პირადი საბანკო ანგარიში. |
4.
წარმოდგენილის დოკუმენტაციის განხილვის საფუძველზე დახმარების დანიშვნაზე გადაწყვეტილებას იღებს კომისია. |
მუხლი 6.
შშმ პირთა და მოვლის საჭიროების მქონე ავადმყოფთა ფინანსური მხარდაჭერა. |
1.
პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 100000 -ზე დაბალი სარეიტინგო ქულით დარეგისტრირებულ პირებს , რომლებიც არ არიან ასაკით პენსიონერები და წარმოადგენენ სსე ( სამედიცინო სოციალური ექსპერტიზა ) შემოწმების აქტის ამონაწერს სტატუსით- მკვეთრად გამოხატული ( I ჯგუფი ) და არიან სახლს (ეტლით მოსარგებლე ) ან საწოლს მიჯაჭვული და საჭიროებენ მუდმივ მომვლელს. |
2.
პროგრამა ითვალისწინებს თითოეულ ბენეფიციარზე ან ოჯახის წევრზე/ უფლებამოსილ პირზე ყოველთვიურად 100 ლარის ჩარიცხვას. |
3.
პროგრამაში ჩასართავად წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგი დოკუმენტაცია: |
ა)
განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; |
ბ)
განმცხადებლისა და ბენეფიციარის (ულებამოსილი პირის) ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი; |
გ)
სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის (სსე) შემოწმების აქტის ამონაწერის ასლი, სადაც მითითებულია სტატუსი-„მკვეთრად გამოხატული“; |
დ)
ჯანმრთელობის ცნობა ფორმა N 100 მუდმივად მოვლის საჭიროების მითითებით; |
ე)
ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში არსებობისა და მინიჭებული ქულის თაობაზე; |
ვ)
პირადი საბანკო ანგარიში. |
მუხლი 7.
დედ-მამით ობოლ ბავშვთა ყოველთვიური ფულადი დახმარება |
1.
პროგრამის ბენეფიციარები არიან 18 წლამდე დედ-მამით ობოლი ბავშვები; |
2.
პროგრამა ითვალისწინებს დედ-მამით ობოლ თითოეულ ბავშვზე ყოველთვიურ დახმარებას 100 ლარის ოდენობით; |
3.
დედ-მამით ობოლი ბავშვის მეურვემ უნდა წარმოადგინოს: |
ა)
სოციალური მომსახურების სააგენტოდან სტასუსის დამადასტურებელი დოკუმენტი; |
ბ)
ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი; |
გ)
ბავშვზე მეურვეობის დამადასტურებელ დოკუმენტი; |
დ)
მეურვის პირადობის მოწმობის ასლი; |
ე)
პირადი საბანკო ანგარიში. |
4.
აღნიშნული დოკუმენტების განხილვის შემდეგ დახმარების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სოციალური კომისია. |
მუხლი 8.
საომარი მოქმედებებისა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულთა ოჯახების ფულადი დახმარება |
1.
პროგრამა მოიცავს საომარი მოქმედებებისა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს (ძალოვან სტრუქტურებში)დაღუპულთა ოჯახებზე დახმარების გაწევას საზეიმო და ღირსშესანიშნავ დღეებთან დაკავშირებით. |
2.
დახმარება გაიცემა საომარი მოქმედებებისა და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს (ძალოვან სტრუქტურებში)დაღუპულთა ოჯახის წევრებზე ( შრომისუუნარო მშობლები, მეუღლე, რომელიც მეორედ არ დაქორწინებულა, არასრულწლოვანი (18 წლამდე) შვილები და ოჯახის სხვა შრომისუუნარო წევრი), რომლებიც იმყოფებოდნენ დაღუპული (გარდაცვლილი) პირის კმაყოფაზე და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად იღებდნენ მარჩენალდაკარგულის პენსიას; |
3.
პროგრამით მოსარგებლე ოჯახებზე დახმარების გაწევის დროსა და გასაცემი თანხის ოდენობაზე გადაწყვეტილებას ღებულობს მუნიციპალიტეტის მერი; |
4.
ბენეფიციართა მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციას განიხილავის შემდეგ დახმარების თაობაზე გადაწყვეტილებას ღებულობს სოციალური კომისია; |
5.
განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს: |
ა)
სოციალური მომსახურების სააგენტოდან წარმოდგენილი საომარი მოქმედებებისა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულთა ოჯახების სტატუსის დამადასტურებელ დოკუმენტი; |
ბ)
განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; |
გ)
პირადი საბანკო ანგარიში; |
დ)
ადმინისტრაციულ ერთეულებში მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა. |
მუხლი 9.
სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების ფინანსური მხარდაჭერის პროგრამა |
1.
პროგრამა ითვალისწინებს სტიქიური მოვლენების (ხანძარი,მეწყერი,ქარბუქი,ღვარცოფი და სხვა) შედეგად დაზარალებული ოჯახების ფულად დახმარებას. |
2.
პროგრამით სარგებლობისათვის სტიიქიით დაზარალებულმა პირმა უნდა წარმოადგინოს: |
ა)
ხანძრით დაზიანების შემთხვევაში: |
ა.ა)
სახანძრო- სამაშველო სამსახურის დასკვნა; |
ა.ბ)
სტიქიის ამსახველი ფოტო მასალა; |
ა.გ)
შესაბამისი ადმინისტრიციული ერთეულის წარმომადგენლის შუალდგომლობა; |
ა.დ)
განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი და პირადი საბანკო ანგარიში. |
ბ)
ხანძრის გარდა სხვა სტიქიური მოვლენის შედეგად დაზიანების შემთხვევაში: |
ბ.ა)
სათანადო საექსპერტო ან/და გეოლოგიური დასკვნა საცხოვრებელი სახლის მდგომარეობის შესახებ; |
ბ.ბ)
სტიქიის ამსახველი ფოტომასალა; |
ბ.გ)
შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა; |
ბ.დ)
განმცხადებლის პირის პირადობის მოწმობის ასლი და პირადი საბანკო ანგარიში. |
3.
აღნიშნული დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ სოციალური კომისია იღებს გადაწყვეტილებას დაზარალებულ ოჯახზე ფულადი დახმარების გაცემაზე არაუმეტეს 3000 ლარისა; |
4.
პროგრამაში ჩაერთვება მხოლოდ ის ოჯახები, რომლებიც დაზარალდნენ მიმდინარე საბიუჯეტო წელს. |
მუხლი 10.
სარიტუალო მომსახურებაის პროგრამა |
1.
პროგრამა ითვალისწინებს გარდაცვლილი დიდი სამამულო ომის მონაწილეების, მასთან გათანაბრებული პირების, ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლ ვეტერანთა და იძულებით გაადადგილებულ პირთა სარიტუალო ხარჯების ნაწილობრივ დაფინანსებას; |
2.
გარდაცვლილი იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახებზე ამ პროგრამის ფარგლებში გაიცემა თანხა 100 ლარის ოდენობით, ხოლო პროგრამით მოსარგებლე სხვა კატეგორიის ოჯახებზე-250 ლარის ოდენობით; |
3.
ბენეფიციარმა მუნიციპალიტეტის მერიაში სოციალურ კომისიაზე განსახილველად უნდა წარმოადგინოს: |
ა)
წერილობითი განცხადება; |
ბ)
გარდაცვლილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; |
გ)
პირის გარდაცვალების მოწმობა; |
დ)
განმცხადებლისა და გარდაცვლილთან ნათესაური კავშირის (მეუღლე, შვილი, და, ძმა, მშობელი) დამადასტურებელი დოკუმენტი; |
ე)
განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი და საბანკო ანგარიშის ნომერი. |
4.
დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ დახმარების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სოციალური კომისია. |
მუხლი 11.
ჯანმრთელობის ცვლილებით გამოწვეული საყოველთაო დაზღვევით დაფინანსებული პაციანტების სტაციონარული მომსახურების ნაწილობრივი თანადაფინანსება |
1.
პროგრამა ითვალისწინებს საყოველთაო დაზღვევით დაფინანსებულ პაციენტთა სტაციონარული მომსახურების ფარგლებში (როგორც ძირითადი, ასევე მინიმალური პაკეტით მოსარგებლე) ბენეფიციარის მიერ ასანაზღაურებელი თანხის ნაწილობრივ თანადაფინანსებას. |
2.
პროგრამით გათვალისწინებული დაფინანსება ანგარიშდება მომსახურების მიმწოდებლის ტარიფის არეალის ზედა ზღვარზე დაფიქსირებული ღირებულებიდან. ხშირ შემთხვევავაში აღნიშნული ტარიფი აჭარბებს ტარიფის არეალის ლიმიტს, შესაბამისად პაციენტის თანაგადახდა ხშირად მეტია საყოველთაო დაზღვევით დაფინანსებულ თანხაზე . |
3.
პროგრამა ითვალისწინებს პაციენტის თანაგადახდაში თანამონაწილეობას, თუ საყოველთაო დაზღვევით დაფინანსებული თანხა მთლიანი ღირებულების 70%-ზე მეტია,დაფინანსდება პაციენტის გადასახდელი თანხის ნახევარი, ხოლო თუ 70%-ზე ნაკლებია - დაფინანსდება საყოველთაო დაზღვევით დაფარული თანხის 25%. პროგრამით დაფინანსებას ექვემდებარება გამოთვლილი თანხა არანაკლებ 100 ლარისა და არა უმეტეს 500 ლარი. საყოველთაო დაზღვევით 100%-ით დაფინანსების შემთხვევებში მერია ტანადაფინანსებას არ ახორციელებს; |
4.
ბენეფიციარზე გაიცემა საგარანტიო წერილი ,რომლის საფუძველზეც მომსახურეობაზე წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემდეგ, განხორციელდება თანხის სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლის ანგარიშზე ჩარიცხვა. გამონაკლის შემთხვევაში, სოციალური კომისიის გადაწყვეტილებით, თანხის ჩარიცხვა შეიძლება განხორციელდეს განმცხადებლის ან მისი ოჯახის წევრის პირად საბანკო ანგარიშზე, თუ მან კომისიას თანხის ანაზღაურების თხოვნით მიმართა სამედიცინო მომსახურეობის გაწევიდან არაუგვიანეს 3 თვისა; |
5.
განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს: |
ა)
განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; |
ბ)
პროგრამაში ჩასართავი პირის პირადობის მოწმობა და მისი და განმცხადებლის ნათესაურის კავშირის (მეუღლე, შვილი, და, ძმა, მშობელი) დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; |
გ)
გასაწევი სამედიცინო მომსახურეობის დამადასტურებელი ფორმა N100 და მიმწოდებლის მიერ გაწეული/გასაწევი მომსახურების ხარჯთაღრიცხვა; |
დ)
საყოველთაო დაზღვევის საგარანტიო წერილის ასლი ან მისი ძალის მქონე სხვა დოკუმენტი. |
მუხლი 12.
ფსიქიკურ ავადმყოფთა ფსიქოტროპული მედიკამენტებით უზრუნველყოფის დაფინანსების პროგრამა |
1.
პროგრამის ბენეფიციარები არიან ფსიქიკური აშლილობით შეპყრობილი ადამიანები, რომლებიც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ფსიქოტროპული მედიკამენტებით უზრუნველყოფის გარდა დამატებით საჭიროებენ სხვა ძვირადღირებული მედიკამენტებით მკურნალობას. |
2.
პროგრამა გათვალისწინებულია 40 ბენეფიციარზე, რომელთა შერჩევა ხდება სოციალური კომისიის მიერ ფსიქონარკოლოგიური დისპანსერიდან ყოველ კვარტალურად მოწოდებული მონაცემების გათვალისწინებით . |
3.
პროგრამა ითვალისწინებს თითოეულ ბენეფიციარზე ან მეურვეზე ყოველთვიურად უნაღდო ანგარიშსწორებით პირად ანგარიშზე 50 ლარის ჩარიცხვას; |
4.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია: |
ა)
პირადობის მოწმობის ასლი; |
ბ)
სამედიცინო ფ N 100; |
გ)
ბენეფიციარისა და განმცხადებლის ნათესაური კავშირის (მშობელი, მეუღლე, შვილი, და, ძმა) დამადასტურებელი დოკუმეტი; |
დ)
პირადი საბანკო ანგარიში. |
მუხლი 13.
თირკმლის დიალიზზე მყოფი პაციენტების ტრანსპრტირების ფინანსური უზრუნვრელყოფის პროგრამა |
1.
პროგრამის ბენეფიციარები არიან პაციენტები, რომლებიც ჩართული არიან თირკმლის დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში და სისტემატიურად უწევთ გადაადგილება სხვა ქალაქში.; |
2.
პროგრამა ითვალისწინებს თითოეულ ბენეფიციარზე ყოველთვიურად უნაღდო ანგარიშსწორებით პირად ანგარიშზე 100 ლარის ჩარიცხვას. |
3.
პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ პაციენტებს, რომლებიც წარმოადგენენ: |
ა)
განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; |
ბ)
სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის დამადასტურებელი ფN 100; |
გ)
პირადი საბანკო ანგარიში. |
4.
დოკუმენტაციას განიხილავს და შესაბამის გადაწყვეტილებას ღებულობს სოციალური კომისია |
მუხლი 14.
მუდმივად ან სისტემატურად მკურნალობის საჭიროების მქონე იშვიათი დაავადებებით შეპყრობილ პირთა ფინანსური მხარდაჭერის პროგრამა |
1.
პროგრამის ბენეფიციარები არიან პაციენტები, რომლებიც დაავადებული არიან იშვიათი დაავადებებით (გაფანტული სკლეროზი , სირინგომიელია,მოტონეირონთა დაავადება, კუნთთა პროგრესული დისტროფია , პარკისონის დაავადება) და მუდმივად ან სისტემატურად საჭიროებენ ძვირადღირებული მედიკამენტების მიღებას; |
2.
პროგრამა ითვალისწინებს თითოეულ ბენეფიციარზე ყოველთვიურად უნაღდო ანგარიშსწორებით პირად ანგარიშზე 50 ლარის ჩარიცხვას . |
3.
ბენეფიციარმა უნდა წარმოადგინოს: |
ა)
შესაბამისი დაავადების დამადასტურებელი მიმდინარეან წინა წლის ფ N 100 ,საჭირო მედიკამენტის მუდმივად, ან სისტემატურად საჭიროების მითითებით; |
ბ)
პირადობის მოწმობის ასლი; |
გ)
პირადი საბანკო ანგარიში. |
4.
დოკუმენტაციას განიხილავს და შესაბამის გადაწყვეტილებას ღებულობს სოციალური კომისია. |
მუხლი 15.
აუტისტური სპექტრის აშლილობის (ასა) მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის მხარდაჭერის პროგრამა |
1.
პროგრამის ბენეფიციარები არიან ასა-ს მქონე 2 დან 15 წლამდე ასაკის ბავშვები, რომლთა მშობლები წარმოადგენენ ნეიროგანვითარების ცენტრის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის „ბავშვთა განვითარების ინსტიტუტის“ , რეგისტრირებული კავშირი „საქართველოს ბავშვები“ , მენტალური ჯანმრთელობის ცენტრისა და სხვა დაწესებულებების ჩასატარებელი ღონისძიებების შესაბამის ხარჯთაღრიცხვას, დიაგნოზის დამადასტურებელ ფ N 100 , ბენეფიციარის დაბადების მოწმობის ასლს და ერთ ერთი მშობლის პირადობის ასლს. |
2.
დოკუმენტების სოციალური კომისიის მიერ განხილვის საფუ|ძველზე წელიწადში ერთხელ (ფინანსური შესაძლებლობის შემთხვევაში ორჯერ) მუნიციპალიტეტის მერის მიერ გაიცემა საგარანტიო წერილი ჩასატარებელი ღონისძიებების ღირებულების 70%- ის ოდენობის დაფინანსებაზე, მაგრამ არაუმეტეს 1000 ლარისა, რომელიც დაფინანსდება მომსახურების მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებაზე წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემდეგ. |
თავი II
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების განხორციელების წესი და ადმინისტრირება |
მუხლი 16.
სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების განხორციელებასა და ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი ორგანო |
1.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების განხორციელებასა და ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შექმნილი „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების მართვისა და ადმინისტრირების კომისია“ (შემდგომში – კომისია); |
2.
კომისია პასუხისმგებელია მუნიციპალური პროგრამებით მოსარგებლეთა სიების კომპიუტერულ დამუშავებასა და ინფორმაციის დაცვაზე. |
3.
კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება მერის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. |
მუხლი 17.
ბენეფიციართა განცხადებებისა და დახმარების მისაღებად საჭირო დოკუმენტაციის წარდგენის წესი. |
1.
განცხადებასა და შესაბამის დოკუმენტაციას მოქალაქე წარადგენს მუნიციპალიტეტის მერის სახელზე. |
2.
მერის ადმინისტრაციული სამსახურის მოქალაქეთა მომსახურების ბიურო დადგენილი წესით არეგისტრირებს განცხადებას თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად. |
3.
ბიურო არასრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში მოქალაქეს აძლევს ინფორმაციას და განუსაზღვრავს ვადას ხარვეზის აღმოსაფხვრელად. ხარვეზის დადგენილ ვადაში აღმოუფხვრელობის შემთხვევაში კომისია განცხადებას არ განიხილავს. |
მუხლი 18.
გადაწყვეტილების მომზადება |
1.
კომისიამ საკითხის განხილვისას ხელმძღვანელობს საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ VI თავით გათვალისწინებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. |
2.
საკითხის განხილვა და გადაწყვეტა ხდება ინდივიდუალურად ყოველი კონკრეტული შემთხვევის არსებითად და ყოველმხრივ შესწავლის საფუძველზე. |
3.
კომისია უზრუნველყოფს პროგრამებით მოსარგებლეთა სისტემატურ შემოწმებას და ახდენს შესაბამის ცვლილებებს (დახმარებების დანიშვნა, შეწყვეტა, აღდგენა) ბენეფიციართა საქმეებში. |
4.
კომისია თვის განმავლობაში სოციალური დახმარებების გაცემის, დანიშვნისა და შეწყვეტის შესახებ ინფორმაციას მომდევნო თვის არაუგვიანეს 10 რიცხვისა უგზავნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს. |
მუხლი 19.
ჯანდაცვისა და სოციალური დახმარებების დანიშვნის ან/და გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება |
1.
პროგრამებში ჩართვის , სოციალური დახმარებების დანიშვნა ან/და გაცემის შესახებ კომისიის დასკვნის საფუძველზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის მერი. |
2.
გადაუდებელ შემთხვევაში, როცა დაყოვნებამ შესაძლოა გამოიწვიოს მძიმე შედეგი დახმარება შეიძლება გაიცეს კომისიის დასკვნის გარეშე, მერის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით. |
3.
სამედიცინო დაწესებულებიდან წარმოდგენილი ანგარიშფაქტურისა და კომისიის თავმჯდომარის მომართვის საფუძველზე , მერი უფლებამოსილია გასცეს საგარანტიო წერილი. სამედიცინო დაწესებულებაში თანხის ჩარიცხვა მოხდება შესრულებული სამუშაოს ანგარიშფაქტურის წარმოდგენის შემდეგ. |
6.
28/12/2018 -
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება -
44 -
ვებგვერდი, 08/01/2019
5.
27/08/2018 -
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება -
37 -
ვებგვერდი, 30/08/2018
4.
31/05/2018 -
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება -
24 -
ვებგვერდი, 08/06/2018
3.
30/03/2018 -
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება -
15 -
ვებგვერდი, 11/04/2018
2.
28/02/2018 -
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება -
13 -
ვებგვერდი, 09/03/2018
1.
31/01/2018 -
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება -
6 -
ვებგვერდი, 07/02/2018
დოკუმენტის ცვლილებები
6
მიღების თარიღი : 28/12/2018
გამოქ. თარიღი : 08/01/2019
დოკუმენტის ნომერი : 44
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან სოციალური პროგრამებით გათვალისწინებული დახმარებების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
5
მიღების თარიღი : 27/08/2018
გამოქ. თარიღი : 30/08/2018
დოკუმენტის ნომერი : 37
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტიდან გათვალისწინებული სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების განხორციელების წესის შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 დეკემბრის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
4
მიღების თარიღი : 31/05/2018
გამოქ. თარიღი : 08/06/2018
დოკუმენტის ნომერი : 24
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტიდან გათვალისწინებული სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების განხორციელების წესის შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 დეკემბრის N57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
3
მიღების თარიღი : 30/03/2018
გამოქ. თარიღი : 11/04/2018
დოკუმენტის ნომერი : 15
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე
2
მიღების თარიღი : 28/02/2018
გამოქ. თარიღი : 09/03/2018
დოკუმენტის ნომერი : 13
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტიდან გათვალიწინებული სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების განხორციელების წესის შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 დეკემბრის N57 დადგენილებაში
1
მიღების თარიღი : 31/01/2018
გამოქ. თარიღი : 07/02/2018
დოკუმენტის ნომერი : 6
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტიდან გათვალისწინებული სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების განხორციელების წესის შესახებ“ 2017 წლის 29 დეკემბრის №57-ე დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები