„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტიდან გათვალისწინებული სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების განხორციელების წესის შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 დეკემბრის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 37
დოკუმენტის მიმღები წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/08/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/08/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2019
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.104.016389
37
27/08/2018
ვებგვერდი, 30/08/2018
010260020.35.104.016389
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტიდან გათვალისწინებული სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების განხორციელების წესის შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 დეკემბრის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
 
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №37

2018 წლის 27 აგვისტო

ქ. წალენჯიხა

„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტიდან გათვალისწინებული სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების განხორციელების წესის შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 დეკემბრის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტიდან გათვალისწინებული სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების განხორციელების წესის შესახებ“  წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 დეკემბრის №57 დადგენილებაში  (www.matsne.gov.ge, 08/01/2018, სარეგ. კოდი: 010260020.35.104.016352) და მისი 71 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 71 . საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ხელშეწყობის პროგრამა

1. პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული შენობა-ნაგებობებიდან (რომელსაც უტარდება კაპიტალური რემონტი მუნიციპალიტეტის ან/და დონორი ორგანიზაციების მიერ ან ობიექტზე განთავსებული დაწესებულების ნორმალურად ფუნქციონირებისათვის აუცილებელია შენობის სრულად ათვისება) გამოსახლებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების ხელშეწყობას სახელმწიფო  ბიუჯეტიდან დროებითი საცხოვრებლის ქირის თანხით უზრუნველყოფამდე ან გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფამდე;

2. პროგრამის ფარგლებში ხორციელდება ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ობიექტებიდან გამოსახლებული ოჯახებისთვის ყოველთვიური დახმარება 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, რომელიც ერიცხება ოჯახის ერთ-ერთ წევრს პირად ანგარიშზე.

3. პროგრამაში ჩასართავად ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) ოჯახის ერთ-ერთი წევრის განცხადება;

ბ) იძულებით გადაადგილებულ პირთა მოწმობების ასლები პირადობის მოწმობებთნ ერთად;

გ) განმცხადებლის პირადი საბანკო ანგარიში.

4. თითოეულ ოჯახზე თანხის გაცემის საკითხს განიხილავს მერიის სოციალური კომისია და მასზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის მერი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთემურ ღვინჯილია