„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტიდან გათვალისწინებული სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების განხორციელების წესის შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 დეკემბრის N57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტიდან გათვალისწინებული სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების განხორციელების წესის შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 დეკემბრის N57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 24
დოკუმენტის მიმღები წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/05/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/06/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2019
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.104.016376
24
31/05/2018
ვებგვერდი, 08/06/2018
010260020.35.104.016376
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტიდან გათვალისწინებული სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების განხორციელების წესის შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 დეკემბრის N57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №24

2018 წლის 31 მაისი

ქ. წალენჯიხა

 

„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტიდან გათვალისწინებული სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების განხორციელების წესის შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 დეკემბრის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტიდან გათვალისწინებული სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების განხორციელების წესის შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 დეკემბრის №57 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge  08/01/2018, სარეგ.კოდი 010260020.35.104.016352):
დადგენილებით დამტკიცებულ წესს დაემატოს 71 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

71  მუხლი. მუნიციპალიტეტის  ბალანსზე არსებული შენობა-ნაგებობებიდან მიზნობრივად გამოსახლებული, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის პროგრამა

1. პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული შენობა-ნაგებობებიდან (რომელიც მუნიციპალიტეტის გადაუდებელი ინტერესების შემცველია) გამოსახლებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფას, რაც ხდება კერძო სექტორში მათთვის საცხოვრებელი ფართების დაქირავებით.

2. პროგრამის ფარგლებში ამ მუხლის 1-ლი პუნქტში აღნიშნული პირობებით გამოსახლებული ოჯახებისთვის ხორციელდება ყოველთვიურად საცხოვრებელი ფართის  ქირის საფასურის გადახდა არა უმეტეს 250 (ორას ორმოცდაათი)  ლარის ოდენობით, რომლის ჩარიცხვა განხორციელდება იძულებით გადაადგილებული პირის პირად ანგარიშზე.

3. პროგრამაში ჩასართავად ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) ოჯახის ერთ-ერთი წევრის განცხადება;

ბ) იძულებით გადაადგილებულ პირთა მოწმობების ასლები პირადობის მოწმობებთან ერთად;

გ) განმცხადებლის პირადი საბანკო ანგარიში.

4. თითოეულ ოჯახზე გასაცემი თანხის ოდენობა განიხილება მერიის სოციალური კომისიის მიერ და მასზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის მერი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთემურ ღვინჯილია