დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტიდან გათვალისწინებული სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების განხორციელების წესის შესახებ“ 2017 წლის 29 დეკემბრის №57-ე დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 6 |
| დოკუმენტის მიმღები | წალენჯიხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 31/01/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/02/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.104.016358 |
|
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტიდან გათვალისწინებული სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების განხორციელების წესის შესახებ“ 2017 წლის 29 დეკემბრის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტიდან გათვალისწინებული სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების განხორციელების წესის შესახებ“ 2017 წლის 29 დეკემბრის №57 დადგენილებაში (www.matsne.cov.ge, 08/01/2018, სარეგ. კოდი 010260020.35.104.016352) : |
ა)
დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლიდან ამოღებულ იქნეს მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; |
ბ)
მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. აღნიშნული დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ სოციალური კომისია იღებს გადაწყვეტილებას: ა) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაზარალებულ ოჯახებზე ფულადი დახმარების გაწევაზე არაუმეტეს 3000 (სამი ათასი) ლარისა; ბ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში დაზარალებულ ოჯახებზე ფულადი დახმარების გაწევაზე 1000 (ათასი)-დან 10000 (ათი ათასი) ლარამდე.“. |
გ)
დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-14 მუხლს დაემატოს 11 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. პროგრამის ფარგლებში შეიძლება ასევე დაფინანსდეს ქრონიკული ლეიკემიით დაავადებული პირები, რომლებიც საჭიროებენ სისტემატიურ მკურნალობას;“. |
დ)
დადგენილებით დამტკიცებული წესის II თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების განხორციელების წესი და ადმინისტრირება“. |
ე)
დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-16 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით;
„1. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების განხორციელებასა და ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შექმნილი „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების მართვისა და ადმინისტრირების კომისია“ (შემდგომში – კომისია);“. |
| მუხლი 2 |
ამ დადგენილების: |
ა)
1-ლი მუხლის „ა“ , „ბ“, „დ“, „ე“ ქვეპუნქტი ძალაშია გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2018 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე; |
ბ)
1-ლი მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2018 წლის 1 თებერვლიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები