შინაპატიმრობის აღსრულების წესის დამტკიცების შესახებ

შინაპატიმრობის აღსრულების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 146
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
მიღების თარიღი 28/12/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/12/2017
სარეგისტრაციო კოდი 100110000.22.038.016904
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
146
28/12/2017
ვებგვერდი, 29/12/2017
100110000.22.038.016904
შინაპატიმრობის აღსრულების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (29/12/2017 - 21/03/2018)

 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №146

2017 წლის 28 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

შინაპატიმრობის აღსრულების წესის დამტკიცების შესახებ

 


„არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის 448 მუხლის მე-12 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

 


მუხლი 1
დამტკიცდეს შინაპატიმრობის აღსრულების თანდართული წესი.
მუხლი 2
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ ამ ბრძანებით დამტკიცებული წესით გათვალისწინებული ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების დაზღვევის უზრუნველყოფა განხორციელოს არაუგვიანეს 2018 წლის 1 თებერვლისა.
მუხლი 3
1. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ ბრძანების პირველი მუხლი ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიკახა კახიშვილი



შინაპატიმრობის აღსრულების წესი

 


თავი I
ზოგადი დებულებები

 


მუხლი 1
ეს წესი განსაზღვრავს „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში -კანონი) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 73-ე მუხლის 31 ნაწილით დადგენილი წესით მიღებული გადაწყვეტილების:

ა) აღსრულების წესსა და პირობებს;

ბ) ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების გამოყენების წესს;

გ) ელექტრონული ზედამხედველობის საშუალებით აღსრულების საფასურის ოდენობას, გადახდის წესსა და პირობებს;

დ)დეპოზიტზე თანხის განთავსების წესსა და პირობებს.

მუხლი 2
ამ წესის მოქმედება ვრცელდება, როგორც არასრულწლოვან (არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით დადგენილი სპეციფიკის გათვალისწინებით), ისე სრულწლოვან მსჯავრდებულთა მიმართ.

 


თავი II
შინაპატიმრობის აღსრულების წესი და პირობები

 


მუხლი 3
1. სასჯელის სახით დანიშნული/შეცვლილი შინაპატიმრობის შესახებ სამართლებრივი აქტის, კანონის შესაბამისად, წარმოებაში მიღებისთანავე, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) ტერიტორიული ორგანოს - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს (შემდგომში-ბიურო) შესაბამისი პრობაციის ოფიცერი(შემდგომში - ოფიცერი), დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, იწყებს სამართლებრივი აქტის აღსრულებას, რის შესახებაც აცნობებს სააგენტოს ელექტრონული ზედამხედველობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამმართველოს (შემდგომში - სამმართველო).

2. ოფიცერი შინაპატიმრობის შესახებ სამართლებრივი აქტის წარმოებაში მიღებიდან სამი სამუშაო დღის ვადაში, სამმართველოს უფლებამოსილ თანამშრომელთან ერთად, ადგენს მსჯავრდებულის მიმართ შინაპატიმრობის (ელექტრონული ზედამხედველობის გამოყენებით ან მის გარეშე) აღსრულების ფორმას, მსჯავრდებულს, ხოლო არასრულწლოვანი მსჯავრდებულის შემთხვევაში მის კანონიერ წარმომადგენელს წერილობით აცნობს და განუმარტავს მსჯავრდებულის უფლება-მოვალეობებსა და პასუხისმგებლობის ფარგლებს, გადასცემს მას სათანადო საინფორმაციო ფურცელს, რაც აისახება მსჯავრდებულის უფლება-მოვალეობების გაცნობის შესახებ ოქმში.

3. შინაპატიმრობა, როგორც წესი, აღსრულდება ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების გამოყენებით ან კანონის 448 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არსებობის შემთხვევაში, სააგენტოს უფროსის გადაწყვეტილებით, ოფიცრის პერიოდული საკონტროლო ვიზიტების საშუალებით, რაც გულისხმობს მსჯავრდებულთან შინაპატიმრობის მოქმედების საათებში, სასჯელის აღსრულების ადგილზე თვეში არანაკლებ ექვსი, გაუფრთხილებელი ვიზიტის განხორციელებას.

მუხლი 4
1. შინაპატიმრობის აღსრულების რეჟიმი (შემდგომში-რეჟიმი) გულისხმობს  სამართლებრივი აქტით დადგენილ, დღე-ღამის შესაბამის პერიოდში, მსჯავრდებულის საცხოვრებელ ადგილზე მის უწყვეტად ყოფნის ვალდებულებას.

2. კანონის 121 მუხლით დადგენილი საპატიო გარემოების გამო, რეჟიმის მოსალოდნელი დარღვევის შემთხვევაში, მსჯავრდებული, ხოლო არასრულწლოვანი მსჯავრდებულის შემთხვევაში მისი კანონიერი წარმომადგენელი, ვალდებულია დაუყოვნებლივ ან ამგვარი გარემოების წარმოშობიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, წერილობით,  წინმსწრებად აცნობოს ბიუროს და წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული რეჟიმის მოსალოდნელი დარღვევის საპატიოდ ჩათვლის დამადასტურებელი დოკუმენტის მიღებიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, ბიუროს უფროსი, სააგენტოს უფროსთან წერილობითი შეთანხმებით, კანონის 448 მუხლის მე-9 პუნქტით დადგენილი წესით, გასცემს მსჯავრდებულის საცხოვრებლიდან დროებით გასვლის ნებართვას (დანართი №1).

4. რეჟიმის დარღვევის საპატიო გარემოების არსებობის შესახებ, მსჯავრდებულის, ხოლო არასრულწლოვანი მსჯავრდებულის შემთხვევაში მისი კანონიერი წარმომადგენლის მიერ წინმსწრებად ობიექტური მიზეზით, ბიუროს ინფორმირების შეუძლებლობის შემთხვევაში მსჯავრდებული/კანონიერი წარმომადგენელი ვალდებულია, რეჟიმის დარღვევიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, ბიუროს წერილობით მიაწოდოს ინფორმაცია დარღვევის საპატიო გარემოების არსებობის შესახებ და წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი. მსჯავრდებულის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ, დარღვევის საპატიოდ ჩათვლის შესახებ, ბიუროსათვის მიწოდებული წერილობით  ინფორმაცია უნდა იყოს დასაბუთებული.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, წარმოდგენილ დოკუმენტაციას 5 სამუშაო დღის ვადაში იხილავს და დარღვევის საპატიოდ ჩათვლის საკითხს წყვეტს ბიუროს უფროსი, სააგენტოს უფროსთან წერილობითი შეთანხმებით.

მუხლი 5
1. მსჯავრდებულის მიერ რეჟიმის არასაპატიო მიზეზით დარღვევა, რაც გამოიხატა ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების არაუმეტეს ერთი საათის ვადით დარღვევაში, გამოიწვევს მსჯავრდებულის გაფრთხილებას (დანართი №2).

2. კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წარდგინებით სასამართლოსათვის მიმართვის საფუძველია:

ა) ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამი გაფრთხილების მიღება;

ბ) მსჯავრდებულის მიერ რეჟიმის არასაპატიო მიზეზით დარღვევა, რაც გამოიხატა ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების ერთ საათზე მეტი ვადით დარღვევაში;

გ) მსჯავრდებულის მიერ ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების დაკარგვა ან მისი ბრალეული ქმედებით დაზიანება;

დ) მსჯავრდებულის მიერ ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების დამაგრებაზე უარის თქმა ან ამისთვის სხვაგვარად თავის არიდება;

ე) მსჯავრდებულის მიერ შინაპატიმრობის ელექტრონული ზედამხედველობის საშუალებით აღსრულებისათვის ამ წესით დადგენილი პირობებით შინაპატიმრობის ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების დაზიანებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების გარანტიის გამოუყენებლობა.

3. მსჯავრდებულის მიერ შინაპატიმრობის ელექტრონული ზედამხედველობის საშუალებით აღსრულებისათვის ამ წესით დადგენილი საფასურის გადახდაზე წინასწარ უარის თქმა, დადგენილი პერიოდულობით გადაუხდელობა, დაგვიანებით გადახდა ან/და ნაწილობრივ გადახდა, შეიძლება გახდეს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წარდგინებით სასამართლოსათვის მიმართვის საფუძველი.


თავი III
შინაპატიმრობის აღსრულებისას ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების გამოყენების წესი

 


მუხლი 6
1. ელექტრონული ზედამხედველობის საშუალება (შემდგომში - აპარატურა) შედგება გადამცემის და მიმღებისაგან. გადამცემს წარმოადგენს ელექტრონული სამაჯური, რომელიც დანიშნული სასჯელის ვადის განმავლობაში დამაგრებულია, როგორც წესი, მსჯავრდებულის ქვემოკიდურზე იმგვარად, რომ დაზიანების გარეშე შეუძლებელია მისი მოშორება. მიმღები განთავსებულია მსჯავრდებულის საცხოვრებელ ადგილას, რომელიც მუდმივად მიერთებულია დენის წყაროსთან.

2. იმ შემთხვევაში თუ, ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე, გადამცემის დამაგრება მსჯავრდებულის ქვემოკიდურზე შეუძლებელია, გადამცემი მაგრდება მსჯავრდებულის ზემო კიდურზე.

3. მიმღების საშუალებით მსჯავრდებულისათვის განისაზღვრება ინდივიდუალური პერიმეტრი საცხოვრებელი ფართის მიხევდით. მსჯავრდებულის მიერ, მისთვის განსაზღვრული პერიმეტრიდან გასვლის შემთხვევაში, მსჯავრდებულის სხეულზე დამაგრებული გადამცემი მიმღებს გადასცემს შესაბამის სიგნალს.

4. მიმღებსა და გადამცემზე ნებისმიერი ფორმით ზემოქმედება, აგრეთვე მსჯავრდებულის მიერ, მისთვის განსაზღვრული პერიმეტრის დატოვება, შეტყობინების სახით დაუყოვნებლივ აისახება ელექტრონული ზედამხედველობის სისტემაში.

5. ელექტრონული ზედამხედველობის სისტემაში, შეტყობინების სახით, ასევე აისახება მიმღებსა და გადამცემზე შემდეგი სახის ზემოქმედებები:

ა) 6 საათის განმავლობაში გადამცემის უმოქმედო მდგომარეობა;

ბ) გადამცემზე ტემპერატურის ცვალებადობა;

გ) გადამცემის/მიმღების დაზიანება;

დ) მიმღების გადაადგილება;

ე) მიმღების ელექტროენერგიის წყაროდან გათიშვა;

ვ) ორი გადამცემის ერთმანეთთან მიახლოება;

ზ) სხვა გარემოებები.

6. ელექტრონული ზედამხედველობის სისტემაში ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული შეტყობინების ასახვისას, სამმართველოს უფლებამოსილი თანამშრომელი, ვალდებულია გადაამოწმოს ზემოქმედების გამომწვევი მიზეზი მიმღებზე სატელეფონო ზარის დაუყოვნებლივ განხორციელების მეშვეობით.

7. მიმღებისა და გადამცემს გააჩნია სპეციალური საიდენტიფიკაციო კოდი.

8. სააგენტოს ეკონომიკური სამმართველო აპარატურას მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე გადასცემს ბიუროს უფროსს.

9. საქმისმწარმოებელ ოფიცერს/სამმართველოს უფლებამოსილ თანამშრომელს ელექტრონულ აპარატურას გადასცემს შესაბამისი ბიუროს უფროსი, რომელიც გადაცემას არეგისტრირებს ელექტრონული აპარატურის აღრიცხვის ჟურნალში (დანართი №3), რაც დასტურდება ბიუროს უფროსისა და მიმღები პირის ხელმოწერით. ამ წესით დადგენილ შემთხვევებში, მსჯავრდებულისათვის აპარატურის მოხსნის შემდეგ ოფიცერი/სამმართველოს უფლებამოსილი თანამშრომელი მოხსნილ აპარატურას აბარებს ბიუროს უფროსს, რაც ასევე ბიუროს უფროსის მიერ რეგისტრირდება ელექტრონული აპარატურის აღრიცხვის ჟურნალში. აპარატურის აღრიცხვის ჟურნალი უნდა იყოს დანომრილი, აკინძული და ბიუროს უფროსის ბეჭდით დამოწმებული.

მუხლი 7
1. სამმართველოს უფლებამოსილი თანამშრომელი/ოფიცერი ვალდებულია მსჯავრდებულს/კანონიერ წარმომადგენელს გააცნოს  აპარატურის გამოყენების ინსტრუქცია.

2. შინაპატიმრობის აღსრულების ადგილის სპეციფიკის გათვალისწინებით, იმ შემთხვევაში, თუ ტექნიკურად შეუძლებელია ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების გამოყენებით სასჯელის აღსრულება, ოფიცერი/სამმართველოს უფლებამოსილი თანამშრომელი აღნიშნულის შესახებ, ადგენს შესაბამის ოქმს (დანართი №4), რომელიც დაუყოვნებლივ ეგზავნება შესაბამის  ბიუროს უფროსს.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ოქმის მიღებიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, ბიუროს უფროსი ვალდებულია, მსჯავრდებულის მიმართ შინაპატიმრობის აღსრულებისას ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების გამოუყენებლობის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად, მიმართოს სააგენტოს უფროსს. სააგენტოს უფროსი, გადაწყვეტილებას იღებს ბიუროს უფროსის მომართვიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა.

4. თუ არსებობს სხვა ისეთი გარემოება, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, რომელიც შეიძლება გახდეს მსჯავრდებულის მიმართ შინაპატიმრობის აღსრულებისას ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების გამოუყენებლობის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების საფუძველი, ბიუროს უფროსი, მსჯავრდებულის მიმართ შინაპატიმრობის ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების გამოყენების გარეშე აღსრულების შუამდგომლობით, შესაბამისი დასაბუთებით მიმართავს სააგენტოს უფროსს. სააგენტოს უფროსი გადაწყვეტილებას იღებს ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ ვადაში.

5. შინაპატიმრობის ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების გარეშე აღსრულების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შინაპატიმრობის აღსრულება ხორციელდება  კანონის 448 მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილი წესით.

მუხლი 8
1. ელექტრონული ზედამხედველობის სისტემაში აღინიშნება:

ა) მსჯავრდებულის/კანონიერი წარმომადგენლისა და მსჯავრდებულთან მუდმივად მცხოვრები პირების სახელი და გვარი, პირადი ნომერი, საკონტაქტო ინფორმაცია;

ბ) შინაპატიმრობის აღსრულების ადგილი;

გ) აპარატურაში დამონტაჟებული სიმბარათის (ტელეფონის) ნომერი;

დ) აპარატურის საიდენტიფიკაციო კოდი;

ე) ოფიცრის სახელი და გვარი;

ვ) აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის სხვა რეკვიზიტები.

2. ელექტრონული ზედამხედველობის სისტემაში ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების ასახვას უზრუნველყოფს სამმართველოს უფლებამოსილი თანამშრომელი.

3. აპარატურის დამონტაჟებისას სამმართველოს უფლებამოსილი თანამშრომელი/ოფიცერი ათვალიერებს/ამოწმებს შინაპატიმრობის აღსრულების ადგილს დაარსებული პირობების გათვალისწინებით, მიმღებს განათავსებს გარე ზემოქმედებისაგან უსაფრთხო ადგილას, ისე რომ შესაძლებელი იყოს მიმღების მიერთება დენის წყაროსთან, ასევე განსაზღვრავს მსჯავრდებულის გადაადგილების პერიმეტრს.

4. მიმღების დამაგრების შემდგომ ოფიცერი/სამმართველოს უფლებამოსილი თანამშრომელი გადამცემს ამაგრებს მსჯავრდებულის შესაბამის კიდურზე იმგვარად, რომ შეუძლებელი იყოს მისი მოხსნა დაზიანების გარეშე. მიმღებისა და გადამცემის დამაგრების შემდეგ, სამმართველოს უფლებამოსილი თანამშრომელი ამოწმებს აპარატურის მუშაობის გამართულობას ელექტრონული ზედამხედველობის მართვის ცენტრთან დაკავშირებით. აპარატურის გამართულად მუშაობის დადასტურების მიღებისთანავე, ოფიცერი/სამმართველოს უფლებამოსილი თანამშრომელი ადგენს აპარატურის დამაგრების ოქმს (დანართი №5).

5. მსჯავრდებული ვალდებულია ოფიცერს/სამმართველოს უფლებამოსილ თანამშრომელს მიაწოდოს იმ პირის შესახებ საკონტაქტო ინფორმაცია, რომელსაც შეიძლება დაუკავშირდნენ იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებულთან დაკავშირება ვერ ხერხდება. აღნიშნული ინფორმაცია აღინიშნება ოქმში (დანართი №5).

6. მსჯავრდებულს, ხოლო არასრულწლოვანი მსჯავრდებულის შემთხვევაში მის კანონიერ წარმომადგენელს, ოფიცერი წერილობით აფრთხილებს (დანართი №6) მსჯავრდებულის მიერ, აპარატურის დაკარგვის ან მსჯავრდებულის ბრალეული ქმედებით აპარატურის დაზიანების შემთხვევაში, ზიანის ანაზღაურების ვალდებულების შესახებ. გაფრთხილება დასტურდება მსჯავრდებულის/კანონიერი წარმომადგენლის ხელმოწერით. თუ მსჯავრდებული/ კანონიერი წარმომადგენელი უარს აცხადებს გაფრთხილების ხელმოწერაზე, დგება ოქმი ხელმოწერაზე უარის თქმის თაობაზე. მსჯავრდებულის/კანონიერი წარმომადგენლის უარი ხელმოწერაზე არ ათავისუფლებს მას ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან.

7. შინაპატიმრობის მოხდის დამთავრების დღეს (სასჯელის მოხდის დამთავრების ბოლო დღის 24 საათამდე) ოფიცერი/სამმართველოს უფლებამოსილი თანამშრომელი  ვალდებულია უზრუნველყოს დამაგრებული აპარატურის მოხსნა, რის თაობაზეც დგება ოქმი აპარატურის მოხსნის შესახებ (დანართი №7).

8. თუ შინაპატიმრობის მოხდის დამთავრების დღე ემთხვევა საქართველოს შრომის კოდექსით გათვალისწინებულ უქმე ან დასვენების დღეს, ოფიცერი/სამმართველოს უფლებამოსილი თანამშრომელი აპარატურას ამ მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი წესით მოხსნის სასჯელის მოხდის დამთავრების დღის წინა სამუშაო დღეს.

მუხლი 9
1. ამ წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში,  ოფიცერს/სამმართველოს უფლებამოსილ თანამშრომელს, ბიუროს უფროსთან შეთანხმებით, შეუძლია მსჯავრდებულს დროებით მოხსნას გადამცემი, რის თაობაზეც დგება გადამცემის დროებით მოხსნის შესახებ ოქმი (დანართი№8).

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ოქმში აღინიშნება გადამცემის მოხსნის დრო და ვადა. ოქმში მითითებული ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა ოფიცერი/სამმართველოს უფლებამოსილი თანამშრომელი ვალდებულია უზრუნველყოს მსჯავრდებულისათვის გადამცემის დამაგრება.

მუხლი 10
1. ელექტრონული ზედამხედველობის მართვის სისტემა და აპარატურა განთავსებულია სააგენტოში მდებარე ელექტრონული ზედამხედველობის მართვის ცენტრში (შემდგომში – ცენტრი), რომელიც არის სათანადო წესით დაცული ოთახი და ექვემდებარება სამმართველოს.

2. ცენტრიდან ელექტრონული ზედამხედველობა ხორციელდება სამმართველოს უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ 24-საათიან უწყვეტ რეჟიმში.

3. რეჟიმის დარღვევის შესახებ ელექტრონული ზედამხედველობის სისტემაში ასახული შეტყობინება, მისი დაფიქსირებიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, გადაეცემა ოფიცერს.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების გამომწვევი მიზეზის გადამოწმება ხორციელდება სამმართველოს შესაბამისი თანამშრომლის/ოფიცრის მიერ სატელეფონო კონტაქტით მსჯავრდებულთან, ხოლო წარუმატებლად განხორციელების შემთხვევაში, მსჯავრდებულის მისამართზე სამმართველოს უფლებამოსილი თანამშრომლის/ოფიცრის გასვლით, პირველივე შესაძლებლობისთანავე. შემოწმების შედეგები აისახება ოქმში (დანართი №9).

5. თუ შემოწმების შედეგად გამოირკვა, რომ ადგილი აქვს მსჯავრდებულის მიერ შინაპატიმრობის რეჟიმის დარღვევას ან/და ელექტრონული აპარატურის დაზიანებას/დაკარგვას, მსჯავრდებულის მიმართ ხორციელდება კანონით, ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

6. ამ წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საჭიროების მიხედვით, სააგენტოს უფროსი, ბიუროს უფროსის მიმართვის საფუძველზე, იღებს გადაწყვეტილებას სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წარდგინების განხილვის განმავლობაში, შინაპატიმრობის აღსრულების ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების გამოყენების გარეშე გაგრძელების თაობაზე.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შინაპატიმრობის აღსრულება გრძელდება კანონის 44მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილი წესით.


თავი IV
შინაპატიმრობის ელექტრონული ზედამხედველობის საშუალებით აღსრულების საფასური, გადახდის წესი და პირობები

 


მუხლი 11
1. შინაპატიმრობის ელექტრონული ზედამხედველობის საშუალებით აღსრულებისათვის კანონის 448 მუხლის მე-10 პუნქტის საფუძველზე, წესდება საფასური (შემდგომში – საფასური), რომელიც წარმოადგენს მსჯავრდებულისათვის ამ თავით დადგენილი წესით და ოდენობით, შინაპატიმრობის ვადის განმავლობაში, ყოველთვიურ, სავალდებულო გადასახდელს.

2. საფასურის ოდენობა შეადგენს თვეში 100 ლარს, რომელსაც მსჯავრდებული იხდის სააგენტოს შესაბამის ანგარიშზე შეტანით, ყოველი მომდევნო თვის პირველ რიცხვამდე.

3. საფასურის პირველი გადახდა უნდა განხორციელდეს შინაპატიმრობის ელექტრონული საშუალების დამაგრებიდან 7 დღის ვადაში, რომლის ათვლა იწყება აპარატურის დამაგრების მომდევნო დღიდან.

4. საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი დაუყოვნებლივ, საფასურის გადახდიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, წარედგინება ბიუროს.

5. მსჯავრდებულს შეუძლია საფასური გადაიხადოს წინმსწრებად. მსჯავრდებულისათვის სასჯელის სახის შეცვლის ან შინაპატიმრობის გაუქმების შემთხვევაში, წინმსწრებად გადახდილი საფასურის შესაბამისი ნაწილი (თვიური გაანგარიშებით) უბრუნდება მსჯავრდებულს.

6. საფასურის გადახდისაგან თავისუფლდება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით გათვალისწინებული მსჯავრდებული, რომელსაც სასჯელის სახედ შეეფარდა შინაპატიმრობა ან დანიშნული სასჯელი შეეცვალა შინაპატიმრობით, ასევე მსჯავრდებული, რომელიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და რომლის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი საარსებო შემწეობის მისაღებად საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვრულ ქულას არ აღემატება.

7. ოფიცერი, ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების დამაგრებამდე, განუმარტავს მსჯავრდებულს საფასურის გადახდის ამ თავით დადგენილ წესსა და პირობებს, აცნობს მას სააგენტოს შესაბამის საბანკო რეკვიზიტებს და საფასურის გადახდის თაობაზე მსჯავრდებულისაგან წერილობითი თანხმობის (დანართი№10) მიღების შემთხვევაში, ამაგრებს აპარატურას.

8. საფასური სააგენტოს სპეციალურ ანგარიშზე ირიცხება და მისი მიზნების განხორციელებასა და ფუნქციების შესრულებას ხმარდება.


თავი V
შინაპატიმრობის ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების დაზიანებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების გარანტიები

 


მუხლი 12
1. აპარატურა წარმოადგენს უცხოური წარმოების, სპეციფიკურ, ძვირადღირებულ აპარატურას, რომლის დაზიანებამაც შეიძლება გამოიწვიოს მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი, რაც კანონის 448 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, ექვემდებარება მსჯავრდებულის, ხოლო არასრულწლოვანი მსჯავრდებულის შემთხვევაში, მისი კანონიერი წარმომადგენლის მიერ სრულად ანაზღაურებას.

2. აპარატურის დაზიანებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების გარანტიას წარმოადგენს:

ა) აპარატურის სრული ღირებულების ოდენობით ფულადი თანხის - 5000 ლარის განთავსება სააგენტოს სპეციალურ სადეპოზიტო ანგარიშზე აპარატურის დამაგრებიდან 7 დღის განმავლობაში;

ბ) აპარატურის დაზღვევის შესახებ შესაბამისი სადაზღვევო პოლისის წარმოდგენა ბიუროში, ლიცენზირებული სადაზღვეო კომპანიიდან (სადაზღვევო პირობებით  აპარატურის ნებისმიერი სახის დაზიანებისას უზრუნველყოფილი უნდა იყოს დამდგარი ზიანის სრული ოდენობით ანაზღაურება) აპარატურის დამაგრებიდან 7 დღის განმავლობაში;

გ) ლიცენზირებული საბანკო ან სადაზღვევო დაწესებულებიდან აპარატურის ღირებულების ოდენობაზე გაცემული საბანკო გარანტიის წარმოდგენა აპარატურის დამაგრებიდან 7 დღის განმავლობაში.

3. მსჯავრდებული, ხოლო არასრულწლოვანი მსჯავრდებულის შემთხვევაში მისი კანონიერი წარმომადგენელი ვალდებულია თავისი სურვილისამებრ, გამოიყენოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ზიანის ანაზღაურების ერთ-ერთი გარანტია.

4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 73-ე მუხლის 31 ნაწილით დადგენილი წესით გადაწყვეტილების მიღებამდე, მსჯავრდებული, ხოლო არასრულწლოვანი მსჯავრდებულის შემთხვევაში მისი კანონიერი წარმომადგენელი  ვალდებულია  სამინისტროს ადგილობრივ საბჭოს წარუდგინოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ერთ-ერთი გარანტია. 

5. აპარატურის დამაგრებამდე, ოფიცერი განუმარტავს მსჯავრდებულს, ხოლო არასრულწლოვანი მსჯავრდებულის შემთხვევაში მის კანონიერ წარმომადგენელს, ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი გარანტიების თითოეული სახის შინაარსს, მათი გამოყენების საშუალებებს, აცნობს მას დეპოზიტზე განსათავსებელი თანხის ოდენობას, სთავაზობს მას ერთ-ერთი გარანტიის არჩევას და მსჯავრდებულისაგან  შესაბამისი  წერილობითი თანხმობის (დანართი №11) მიღების შემთხვევაში, მსჯავრდებულს უმაგრებს აპარატურას.

6. აპარატურის დაზიანების გარეშე, შინაპატიმრობის მოხდის ან შინაპატიმრობის აღსრულების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, შინაპატიმრობის აღსრულების დასრულებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, მსჯავრდებულს, ხოლო არასრულწლოვანი მსჯავრდებულის შემთხვევაში მის კანონიერ წარმომადგენელს სრულად უბრუნდება ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააგენტოს დეპოზიტზე განთავსებული თანხა.

7. აპარატურის დაზიანების შემთხვევაში, სააგენტოს ეკონომიკური სამმართველო, ბიუროს დასაბუთებული შეტყობინების საფუძველზე, უზრუნველყოფს დაზიანებით მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააგენტოს დეპოზიტზე მსჯავრდებულის, ხოლო არასრულწლოვანი მსჯავრდებულის შემთხვევაში მისი კანონიერი წარმომადგენლის მიერ განთავსებული თანხის ან მისი ნაწილის მიქცევას, მიყენებული ზიანის ოდენობის პროპორციული ოდენობით. სააგენტოს დეპოზიტზე მსჯავრდებულის, ხოლო არასრულწლოვანი მსჯავრდებულის შემთხვევაში მისი კანონიერი წარმომადგენლის მიერ განთავსებული თანხის ან მისი ნაწილის, დაზიანებით მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად მიქცევიდან ერთი თვის ვადაში, სააგენტოს მიერ წერილობით ეცნობება მსჯავრდებულს, ხოლო არასრულწლოვანი მსჯავრდებულის შემთხვევაში მის კანონიერ წარმომადგენელს.

8. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარანტიების გამოყენების შემთხვევაში,  ბიუროს დასაბუთებული შეტყობინების საფუძველზე, სააგენტო მიმართავს შესაბამისი სადაზღვეო პოლისის ან საბანკო გარანტიის გამცემ დაწესებულებას, აპარატურის  დაზიანებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.

9. აპარატურის დაზიანებით მიყენებული ზიანის ანაზღაურებისათვის სააგენტოს მიერ განხორციელებული ქმედებები, მსჯავრდებულს, ხოლო არასრულწლოვანი მსჯავრდებულის შემთხვევაში მის კანონიერ წარმომადგენელს შეუძლია გაასაჩივროს სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამისი გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის განმავლობაში.

10. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გარანტიის წარმოდგენისაგან თავისუფლდება მსჯავრდებული, რომელიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და რომლის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი საარსებო შემწეობის მისაღებად საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვრულ ქულას არ აღემატება.

11. ამ მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრული მსჯავრდებულების მიმართ შინაპატიმრობის აღსრულების შემთხვევაში, აპარატურის დაზღვევას უზრუნველყოფს სააგენტო საკუთარი შემოსავლებიდან.