„შინაპატიმრობის აღსრულების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 28 დეკემბრის №146 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„შინაპატიმრობის აღსრულების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 28 დეკემბრის №146 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 834
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 02/06/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/06/2022
სარეგისტრაციო კოდი 100110000.22.027.017325
834
02/06/2022
ვებგვერდი, 02/06/2022
100110000.22.027.017325
„შინაპატიმრობის აღსრულების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 28 დეკემბრის №146 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №834

2022 წლის 2 ივნისი

ქ. თბილისი

 

„შინაპატიმრობის აღსრულების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 28 დეკემბრის №146 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და  „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის №3130 კანონის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„შინაპატიმრობის აღსრულების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 28 დეკემბრის №146 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 29/12/2017, სარეგისტრაციო კოდი: 100110000.22.038.016904) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს ცვლილება:

1. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული არანაკლებ სამი გაფრთხილების მიღება;“.

2. მე-10 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 მუხლი:

მუხლი 101

1. საღამოს 18:00 საათიდან დილის 09:00 საათამდე პერიოდში, მსჯავრდებულის მიერ შინაპატიმრობის რეჟიმის 1 საათზე მეტი ვადით დარღვევის ან/და მიმღებ მოწყობილობაზე კომუნიკაციის  განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, სააგენტოს ორგანიზაციული მხარდაჭერის დეპარტამენტის სწრაფი რეაგირების ჯგუფი (შემდგომ − ჯგუფი) გონივრულ ვადაში უზრუნველყოფს შინაპატიმრობის აღსრულების ადგილზე გასვლას/გადამოწმებას.

2. განსაკუთრებულ შემთხვევაში, ჯგუფი უფლებამოსილია, მოახდინოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეაგირება შინაპატიმრობის რეჟიმის დარღვევიდან 1 საათის გასვლამდეც.

3. თუ მსჯავრდებული ჯგუფს შინაპატიმრობის აღსრულების ადგილზე დახვდება, ჯგუფი ადგენს ხარვეზის მიზეზს და უზრუნველყოფს მის აღმოფხვრას, ხოლო ჯგუფის შესაბამისი თანამშრომელი − შემოწმების შედეგების შესახებ ოქმის შედგენას (დანართი №9), რომელიც ეგზავნება შესაბამისი ბიუროს უფროსს.

4. თუ მსჯავრდებული ჯგუფს შინაპატიმრობის აღსრულების ადგილზე არ დახვდება, ჯგუფის შესაბამისი თანამშრომელი უზრუნველყოფს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ოქმის შედგენასა და აღნიშნული ფაქტის შესახებ შესაბამისი ბიუროს უფროსისათვის შეტყობინებას.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრირატი ბრეგაძე