„შინაპატიმრობის აღსრულების წესის დამტკიცების შესახებ “ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 28 დეკემბრის №146 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„შინაპატიმრობის აღსრულების წესის დამტკიცების შესახებ “ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 28 დეკემბრის №146 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 73
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
მიღების თარიღი 21/03/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/03/2018
სარეგისტრაციო კოდი 100110000.22.038.016979
73
21/03/2018
ვებგვერდი, 21/03/2018
100110000.22.038.016979
„შინაპატიმრობის აღსრულების წესის დამტკიცების შესახებ “ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 28 დეკემბრის №146 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №73

2018 წლის 21 მარტი

ქ. თბილისი

 

„შინაპატიმრობის აღსრულების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 28 დეკემბრის №146 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„შინაპატიმრობის აღსრულების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის  მინისტრის 2017 წლის 28 დეკემბრის №146 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, (www.matsne.gov.ge) 29/12/2017, 100110000.22.038.016904) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-12 მუხლის:

) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. აპარატურის დაზიანების გარეშე, შინაპატიმრობის მოხდის ან შინაპატიმრობის აღსრულების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, შინაპატიმრობის მოხდის/შინაპატიმრობის აღსრულების ვადამდე შეწყვეტის შემდეგ, თანხის შემომტან პირს, წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, სრულად უბრუნდება ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააგენტოს დეპოზიტზე განთავსებული თანხა, სააგენტოში წერილობითი მოთხოვნის წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, მის მიერ მითითებულ საბანკო რეკვიზიტებზე. წერილობით განცხადებას უნდა დაერთოს თანხის შემომტანი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის და სააგენტოს დეპოზიტზე თანხის განთავსების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები.“;

) მე-6 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61- 63 პუნქტები:

„61. აპარატურის დაზიანების შემთხვევაში, შინაპატიმრობის მოხდის ან შინაპატიმრობის აღსრულების ვადამდე შეწყვეტისას, დეპოზიტზე განთავსებულ თანხას გამოაკლდება მიყენებული ზიანის პროპორციული თანხის ოდენობა და დარჩენილი თანხა დაუბრუნდება თანხის შემომტან პირს ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წესით.

62. ელექტრონული ზედამხედველობის გარეშე შინაპატიმრობის აღსრულების გაგრძელების შემთხვევაში, სააგენტოს დეპოზიტზე განთავსებული თანხა შემომტან პირს დაუბრუნდება ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესით.

63. იმ შემთხვევაში, თუ სამინისტროს ადგილობრივ საბჭოს გადაწყვეტილების მიღებამდე წარედგინა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარანტია და სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს მიერ არ დაკმაყოფილდა შუამდგომლობა სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით – შინაპატიმრობით შეცვლის თაობაზე, სააგენტოს დეპოზიტზე განთავსებული თანხა, შესაბამისი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, სრულად უბრუნდება თანხის შემომტან პირს, სააგენტოში წერილობითი მოთხოვნის წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, მის მიერ მითითებულ საბანკო რეკვიზიტებზე. წერილობით მოთხოვნას თან უნდა დაერთოს სააგენტოს დეპოზიტზე თანხის განთავსების დამადასტურებელი დოკუმენტი და თანხის შემომტანი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.“;

) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. აპარატურის დაზიანების შემთხვევაში სააგენტოს ეკონომიკური სამმართველო, ბიუროს დასაბუთებული შეტყობინების საფუძველზე, უზრუნველყოფს დაზიანებით მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააგენტოს დეპოზიტზე განთავსებული სრული თანხის ან მისი ნაწილის მიქცევას, მიყენებული ზიანის ოდენობის პროპორციული ოდენობით. სააგენტოს დეპოზიტზე განთავსებული თანხის ან მისი ნაწილის, დაზიანებით მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად მიქცევიდან ერთი თვის ვადაში, სააგენტოს მიერ აღნიშნულის შესახებ წერილობით ეცნობება მსჯავრდებულს, ხოლო არასრულწლოვანი მსჯავრდებულის შემთხვევაში მის კანონიერ წარმომადგენელს.“.

2. დანართი №11 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიკახა კახიშვილი




დანართი №11

შინაპატიმრობის ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების დაზიანებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების გარანტიის ფორმის არჩევა და მსჯავრდებულის/კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა

________________________                                                                      ______________________

 შედგენის ადგილი                                                                                               შედგენის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი)

მსჯავრდებულის:

სახელი და გვარი_____________________________________

პირადი ნომერი ______________________________________

არასრულწლოვანი მსჯავრდებულის კანონიერი წარმომადგენლის:

სახელი და გვარი_____________________________________

პირადი ნომერი ______________________________________

შინაპატიმრობის ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების სრული ღირებულების ოდენობით ფულადი თანხის განთავსება სააგენტოს სპეციალურ სადეპოზიტო ანგარიშზე შინაპატიმრობის ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების დამაგრებიდან 7 დღის განმავლობაში;

□  შინაპატიმრობის ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების დაზღვევის შესახებ შესაბამისი სადაზღვევო პოლისის წარმოდგენა ბიუროში, ნებისმიერი ლიცენზირებული სადაზღვეო კომპანიიდან შინაპატიმრობის ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების დამაგრებიდან 7 დღის განმავლობაში;

 □   ლიცენზირებული საბანკო ან სადაზღვეო დაწესებულებიდან სათანადო საბანკო გარანტიის წარმოდგენა შინაპატიმრობის ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების დამაგრებიდან 7 დღის განმავლობაში.

ზემოჩამოთვლილთაგან შევარჩიე შინაპატიმრობის ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების დაზიანებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების ჩემთვის მისაღები გარანტიის ფორმა და თანახმა ვარ განვახორციელო შესაბამისი ღონისძიება, რასაც ვადასტურებ ხელმოწერით.

მსჯავრდებულის/კანონიერი წარმომადგენლის ხელმოწერა:

_____________________________________________________________________________________

(თუ მსჯავრდებული/კანონიერი წარმომადგენელი უარს აცხადებს თანხმობაზე ან თანხმობის შესახებ ხელმოწერაზე, კეთდება ჩანაწერი უარის თქმის მიზეზის მითითებით)

_____________________________________________________________________________________

_____________________________________________________________________________________

_____________________________________________________________________________________

 

პრობაციის ოფიცრის სახელი და გვარი: ____________________________________

პრობაციის ოფიცრის ხელმოწერა: ___________________________________________.