დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 48 |
| დოკუმენტის მიმღები | ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 22/12/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/12/2017 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 05/02/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.167.016339 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (28/12/2017 - 31/08/2020)
|
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 5 თებერვლიდან. |
|
დანართი
|
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის დებულება
|
მუხლი 1. მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური
1. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის (შემდგომში – სამსახური’) არის ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივ დონეზე სოციალური პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტების ჩამოყალიბებას, ადგილობრივი სოციალური პოლიტიკის დაგეგმვის და განხორციელების ორგანიზებას; ერთიანი კომპიუტერული ბაზის ფორმირებას, მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამების მომზადებასა და მის შესრულებას; 2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 3. სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება მერიის საშტატო ნუსხით. 4. სამსახურს აქვს ბლანკი სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით.. მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სამსახურის საჯარო მოსამსახურეებისაგან. 2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება მერიის დებულების მე-9 მუხლით. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობების განხორციელება შეიძლება დაევალოს მერიის ერთ-ერთ თანამდებობის პირს/საჯარო მოხელეს. 3. სამსახურის საჯარო მოსამსახურეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულების მე-18 მუხლით. სამსახურის საჯარო მოსამსახურეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით. 4. სამსახურის მოსამსახურეების მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლების, მათ შორის, დაწინაურების, გადაყვანისა და ა.შ. წესები განისაზღვრება მერიის დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური უზრუნველყოფს: ა) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სოციალური პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტების ჩამოყალიბება, ადგილობრივი სოციალური პოლიტიკის დაგეგმვის და განხორციელების ორგანიზება; ერთიანი კომპიუტერული ბაზის ფორმირება, მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამების მომზადება; ბ) ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებებში მონაწილეობის ორგანიზებას ადგილობრივი თვითმმართველობისათვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში; გ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ვეტერანებისა და იძულებით გადაადგილებული (დევნილი) პირების აღრიცხვა, სოციალური დახმარების პროგრამაში მათი ინტერესების გათვალისწინება და კანონით დადგენილი უფლებების რეალიზაცია; დ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახებისათვის დახმარების გაწევის ორგანიზება; ე) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე სოციალური დაცვის, დასაქმებისა და დემოგრაფიის ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარების ხელშეწყობა; ვ) დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში გასატარებელ ღონისძიებათა შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია; ზ) მუნიციპალიტეტში მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნის მიზნით ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება; ჯანმრთელობის დაცვისა და სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მუნიციპალური პროგრამების მომზადებისა და განხორციელების მონიტორინგი; თ) სოციალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამის შემუშავება; ი) სახელმწიფო სტრუქტურებთან და საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; კ) ყოველწლიურად „მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამის“ პროექტის შემუშავება და მისი აღსრულება.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები