„ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 31
დოკუმენტის მიმღები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/12/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/12/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.167.016586
31
26/12/2023
ვებგვერდი, 27/12/2023
010260020.35.167.016586
„ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
 

 ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №31

2023 წლის 26 დეკემბერი

ქ. ლაგოდეხი

 

„ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 20-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: 

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №48  დადგენილებაში. (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე www.matsne.gov.ge, 28/12/2017, 010260020.35.167.016339;).
მუხლი 2
ამ დადგენილებით დამტკიცებულ „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის დებულებაში“ განხორციელებულ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დებულების მე-2 მუხლის  11 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ“ ქვეპუნქტი:

„ბ) ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების განყოფილება.“.

2. დებულების მე-4 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 მუხლი:

მუხლი 5. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების განყოფილების ფუნქციები

ა) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სოციალური პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტების ჩამოყალიბება, ადგილობრივი სოციალური პოლიტიკის დაგეგმვის და განხორციელების ორგანიზება; ერთიანი კომპიუტერული ბაზის ფორმირება, მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამების მომზადება;

ბ) ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებებში მონაწილეობის ორგანიზებას ადგილობრივი თვითმმართველობისათვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში;

გ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ვეტერანებისა და იძულებით გადაადგილებული (დევნილი) პირების აღრიცხვა, სოციალური დახმარების პროგრამაში მათი ინტერესების გათვალისწინება და კანონით დადგენილი უფლებების რეალიზაცია;

დ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახებისათვის დახმარების გაწევის ორგანიზება;

ე) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე სოციალური დაცვის, დასაქმებისა და  დემოგრაფიის ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარების ხელშეწყობა;

ვ) დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში გასატარებელ ღონისძიებათა შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია;

ზ) მუნიციპალიტეტში მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნის მიზნით ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება; ჯანმრთელობის დაცვისა და სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მუნიციპალური პროგრამების მომზადებისა და განხორციელების მონიტორინგი;

თ) სოციალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამის შემუშავება;

ი) სახელმწიფო სტრუქტურებთან და საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;

კ) ყოველწლიურად „მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამის“ პროექტის შემუშავება და მისი აღსრულება;

ლ) „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლით გათვალისწინებული სოციალური სამუშაოს ჩატარებას მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების ფარგლებში;

მ) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულების მიზნით ამზადებს სამართლებრივ აქტებს.

ნ) საქართველოს კანონმდებლობითა და საკუთარი დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;“.

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკარლო ჯამბურია