„ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 10
დოკუმენტის მიმღები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 02/07/2021
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/07/2021
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.167.016506
10
02/07/2021
ვებგვერდი, 03/07/2021
010260020.35.167.016506
„ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
 

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №10

2021 წლის 2 ივლისი

ქ. ლაგოდეხი

 

„ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 20-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №48  დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, 28/12/2017, 010260020.35.167.016339).
მუხლი 2
ამ დადგენილებით დამტკიცებულ „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის დებულებაში“ განხორციელებული იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფის – განყოფილებისგან.“.

2. დებულების მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „1 1“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11.სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფია:

ა) ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება.“.

3. დებულების მე-2 მუხლის მეორე პუნქტს  დაემატოს შემდეგი შინაარსის „2 1“ და „2 2“ ქვეპუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„21. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების საჯარო მოსამსახურეებისაგან.

22. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულების  მე-15 მუხლით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობები შეიძლება დაევალოს მერიის ერთ-ერთ საჯარო მოხელს.“.

4. დებულების მე-2 მუხლიდან ამოღებული იქნეს მე-5 პუნქტი.

5. დებულების მე-3 მუხლიდან ამოღებული იქნეს „მ-ს“პუნქტები.

6. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4. ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების ფუნქციები

1.  ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება უზრუნველყოფს:

ა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის განმახორციელებელი სოციალური მუშაკების ქსელის შექმნას და მათი სამოქმედო უბნების განსაზღვრას;

ბ) ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამების განსახორციელებლად შესაბამის დაწესებულებებთან კოორდინირებული მუშაობას;

გ) არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ განსახორციელებელი ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამების განხორციელების კოორდინაციას;

დ) სახელმწიფო დაწესებულებებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობას როგორც ქვეყანაში, ისე მისი ფარგლების გარეთ;

ე) ბავშვის უფლებების დაცვის მუნიციპალური პროგრამების განხორციელების მიზნით შესაბამისი კერძო სამართლის იურიდიული პირების შერჩევის, რეგისტრაციისა და სახელშეკრულებო პირობების განსაზღვრის პროცესის უზრუნველყოფას;

ვ) დამტკიცებული ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის დამტკიცებული პროგრამების შესაბამისად სტატისტიკური ინფორმაციის წარმოებას;

ზ) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის  მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნას და წარმოებას;

თ) ბავშვთა უფლებათა კოდექსითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენას, შესაბამისი ოქმების შედგენას, სახდელის შეფარდებას ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვაზე უფლებამოსილი ორგანოსათვის გადაგზავნას;

ი) საქართველოს კანონის „ბავშვთა უფლებათა კოდექსი“ გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას;

კ) საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებითა და  ბავშვისა და ოჯახის მხარდა ჭერის ღონისძიების განხორციელების შესახებ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის მიერ დამტკიცებული ინსტრუქციით, ასევე ახორციელებს  სხვა უფლებამოსილებებს.“.

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკარლო ჯამბურია