,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 22
დოკუმენტის მიმღები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 03/07/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/07/2026
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.167.016675
22
03/07/2026
ვებგვერდი, 06/07/2026
010260020.35.167.016675
,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
 

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №22

2026 წლის 3 ივლისი

ქ. ლაგოდეხი

,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება  ,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“  ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017  წლის  22 დეკემბრის  №48 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 28/12/2017 010260020.35.167.016339).
მუხლი 2
1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“.

2. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1

დამტკიცდეს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის  დებულება, დანართის შესაბამისად.“.

3. დადგენილების დანართის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის  დებულება“.

4.  დადგენილების დანართით დამტკიცებული დებულების:

ა) პირველი მუხლის სათაური და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახური

1. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივ დონეზე სოციალური პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტების ჩამოყალიბებას, ადგილობრივი სოციალური პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების ორგანიზებას; სოციალურად  დაუცველი  კონტინგენტის ერთიანი კომპიუტერული ბაზის ფორმირება, მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამების  მომზადებასა და  მის შესრულება, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ვეტერანებისა  და იძულებით  გადაადგილებული  (დევნილი)  პირების  აღრიცხვა,  სოციალური დახმარების პროგრამაში მათი  ინტერესების  გათვალისწინებას  და  კანონით დადგენილი  უფლებების  რეალიზაციას, „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელებას, საქართველოს კანონით „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის  ღონისძიებების განხორციელებას, ასევე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსი“ 465, 466, 1728 და 1729 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის იდენტიფიცირებასა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვას, დამრღვევის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენასა და სახდელის შეფარდებას.“.

5.მე-2 მუხლის 11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სოციალური უზრუნველყოფისა და ჯანმრთელობის დაცვის განყოფილება;“.

6. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები

მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახური უზრუნველყოფს:

ა) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სოციალური პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტების ჩამოყალიბებას, ადგილობრივი სოციალური პოლიტიკის დაგეგმვის და განხორციელების ორგანიზებას; ერთიანი კომპიუტერული ბაზის ფორმირება, მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამების მომზადებას;

ბ) ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებებში მონაწილეობის ორგანიზებას ადგილობრივი თვითმმართველობისათვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში,  მათ შორის, მოწყვლადი ოჯახებისთვის კვების საჭიროების განსაზღვრას, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას და კონტროლს;

გ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ვეტერანებისა და იძულებით გადაადგილებული (დევნილი) პირების აღრიცხვას, სოციალური დახმარების პროგრამაში მათი ინტერესების გათვალისწინებასა და კანონით დადგენილი უფლებების რეალიზაციას;

დ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახებისათვის დახმარების გაწევის ორგანიზებას;

ე) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე სოციალური დაცვის, დასაქმებისა და  დემოგრაფიის ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარების ხელშეწყობას;

ვ) დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში გასატარებელ ღონისძიებათა შემუშავებასა და მათი განხორციელების კოორდინაციას;

ზ) მუნიციპალიტეტში მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნის მიზნით ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას; ჯანმრთელობის დაცვისა და სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მუნიციპალური პროგრამების მომზადებისა და განხორციელების მონიტორინგს;

თ) სოციალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამის შემუშავებას;

ი) სახელმწიფო სტრუქტურებთან და საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობას;

კ) ყოველწლიურად „მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამის“ პროექტის შემუშავებასა და მისი აღსრულებას;

ლ) ბავშვის უფლებების დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას, მათი განხორციელების კოორდინაციას, განხორციელების პროცესის მონიტორინგსა და შეფასებას;

მ) საქართველოს კანონით „ბავშვთა უფლებათა კოდექსი“ გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება, მათ შორის, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსის“ 46​​5, 46​​6, 1728​​ და 172​​9 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის იდენტიფიცირებისას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვაა, დამრღვევის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენასა და სახდელის შეფარდებაა;

ნ) „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლით გათვალისწინებული სოციალური სამუშაოს ჩატარებას მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების ფარგლებში;

ო) საქართველოს კანონმდებლობითა და საკუთარი დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას;

პ) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულების მიზნით სამართლებრივი აქტების მომზადებას.“.

7. მე-5 მუხლის სათაური ჩამოუალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5. სოციალური უზრუნველყოფისა და ჯანმრთელობის დაცვის განყოფილების ფუნქციები“.

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

         


ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკარლო ჯამბურია