გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების და ადმინისტრირების წესის განსაზღვრის შესახებ

გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების და ადმინისტრირების წესის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 54
დოკუმენტის მიმღები გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 21/12/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/12/2017
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.148.016440
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
54
21/12/2017
ვებგვერდი, 26/12/2017
210020010.35.148.016440
გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების და ადმინისტრირების წესის განსაზღვრის შესახებ
გორის მუნიციპალიტეტი
ყურადღება! მიმდინარეობს დოკუმენტის კონსოლიდაცია. ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას.

პირველადი სახე (26/12/2017 - 11/01/2019)

 

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №54

2017 წლის 21 დეკემბერი

ქ. გორი

 

გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების და ადმინისტრირების წესის განსაზღვრის შესახებ

საქართველოს   ორგანული  კანონის  „ადგილობრივი  თვითმმართველობის   კოდექსი“  მე-16  მუხლის  მე-2 პუნქტის  „დ“  ქვეპუნქტის,  24-ე  მუხლის  1-ლი  პუნქტის  „დ.ბ.“  ქვეპუნქტის, 61-ე  მუხლის  1-ლი  და  მე-2 პუნქტის, საქართველოს  კანონის „ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“ მე-3 მუხლის 1-ლი და მე-5  პუნქტების, საქართველოს კანონის „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“, საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“   25-ე მუხლის  1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 


მუხლი 1

გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოღებულ იქნეს შემდეგი სახის  ადგილობრივი მოსაკრებლები:

ა)  მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის:

ბ) მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა ) ნებართვისათვის;

გ) მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა)  სანებართვო  პირობების  შესრულების  დადასტურების  (ექსპლუატაციაში  მიღების)  თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებელი;

დ) სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი.

მუხლი 2
დამტკიცდეს   გორის  მუნიციპალიტეტის  დასახლებული  ტერიტორიის  დასუფთავების, მშენებლობის ნებართვის,  მშენებლობის  სანებართვო  პირობების  შესრულების დადასტურების  (ექსპლუატაციაში  მიღება) თაობაზე აქტის გამოცემის  (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების  და სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის  განაკვეთი  და  ადმინისტრირების    წესი  დანართი  1-ის  შესაბამისად.
მუხლი 3
დამტკიცდეს დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადახდის ქვითრის ტიპური ფორმა დანართი №2-ის შესაბამისად (დანართი №2 თან ერთვის 1 ფურცლად) .
მუხლი 4
დამტკიცდეს მოსაკრებელის რაოდენობა იურიდიული პირებისათვის დანართი №3-ის შესაბამისად (დანართი №3 თან ერთვის 3 ფურცლად).
მუხლი 5
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების და გადახდის წესის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 თებერვლის №18 დადგენილება  (www.matsne.gov.ge 05/03/2015, 210020010.35.174.016060) და „გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, გადახდის ინსტრუქციის, გადახდის ქვითრის ტიპური ფორმის და დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის ხელშეკრულების ფორმის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 13  თებერვლის №4 დადგენილება (www.matsne.gov.ge  19/02/2015, 210020010.35.148.016251).
მუხლი 6
დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით რაზმაძე



დანართი 1
გორის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების, მშენებლობის ნებართვის, მშენებლობის სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღება) თაობაზე აქტის გამოცემის  (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების  და სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთი და ადმინისტრირების  წესი

თავი I
ზოგადი ნაწილი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

ეს  წესი  აწესრიგებს  გორის   მუნიციპალიტეტის  ადმინისტრაციულ    საზღვრებში  დასახლებული ტერიტორიის  დასუფთავების,  მშენებლობის  ნებართვის, მშენებლობის სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღება) თაობაზე აქტის გამოცემის  (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების   და სათამაშო  ბიზნესის  მოსაკრებლის  გადახდასთან დაკავშირებულ     ურთიერთობებს,     განსაზღვრავს     მოსაკრებლის     განაკვეთების,     გადახდის     წესსა    და მოსაკრებლის გადამხდელთა უფლება-მოვალეობებს.

 


მუხლი 2. მოსაკრებლის ცნება
ადგილობრივი მოსაკრებელი არის აუცილებელი გადასახდელი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში,  რომელსაც  ფიზიკური  და  იურიდიული  პირები  იხდიან  ადგილობრივი  თვითმმართველობის ორგანოს     მიერ    განსაზღვრული     ვადით    ან    უამისოდ,     კანონით    გათვალისწინებული     საქმიანობის განხორციელების  ან/და სარგებლობის       უფლების       მინიჭებისათვის,  აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გარკვეული მომსახურების გაწევისათვის.

მუხლი 3. პასუხისმგებლობა მოსაკრებლის გადახდევინებისათვის
მოსაკრებლების   გადახდევინებისათვის   პასუხისმგებლობა   ეკისრება  გორის მუნიციპალიტეტის   მერიის პირველად სტრუქტურულ ერთეულს ზედამხედველობის სამსახურს. მოსაკრებლების გადახდევინება შესაბამისი სამართლებრივი დოკუმენტის საფუძველზე შესაძლებელია განახორციელოს საამისოდ უფლებამოსილმა იურიდიულმა პირმა.

თავი II

                            მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის


მუხლი 4. მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის
მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის  წარმოადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებას და ტერიტორიაზე წარმოქმნილი ნარჩენების საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ შესაბამისად მართვისთის გაწეული მომსახურებისათვის  გათვალისწინებულ აუცილებელ გადასახდელს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში.

მუხლი 5. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებელის გადამხდელი
მოსაკრებლის  გადამხდელია    ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, ორგანიზაცია, დაწესებულება, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე წარმოქმნის ნარჩენებს.

მუხლი 6. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებელის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი
1. მოსაკრებლის განაკვეთი წესდება გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ  გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავებისათვის კალენდარული წლისათვის საჭირო ხარჯების შესაბამისად.  

2. მოსაკრებელი  გაიანგარიშება  მოსახლეობისათვის-სულადობის მიხედვით  (სსიპ - სამოქალაქო სერვისების განვითრების    სააგენტოს   მიერ მოწოდებული მისამართებზე რეგისტრირებულ პირთა რაოდენობის რეესტრის ან   შესაბამის   ადმინისტრაციულ    ერთეულში   მერის   წარმომადგენლის    მიერ გაცემული  ცნობის  შესაბამისად) . ორგანიზაციების,   დაწესებულებებისა   და  იურიდიული  პირებისათვის  -დაგროვებული  ნარჩენების წონის, მოცულობის ან/და ნარჩენების დაგროვების ნორმის, ნარჩენების სახეობის მიხედვით, აგრეთვე, ნარჩენების წარმომქმნელის   შემოსავლის,    ქონების,    დაკავებული    ფართობის,    დასაქმებული    პერსონალის     მომსახურების (ღირებულების)   და   ა.შ.   მიხედვით.   მოსაკრებლის   ოდენობის   დადგენისას   შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ამ სიდიდეების კომბინაციებიც.

3.გორის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის გაწული მომსახურების  დასუფთავების  მოსაკრებლის  თანხა განისაზღვრება  იმ  უძრავი ქონების მესაკუთრეზე (შემდეგში - მესაკუთრე), რომლის საკუთრებაშიც წამოიქმნება საყოფაცხოვრებო ნარჩენები.

4. გორის მუნიციპალიტეტში მოსახლე პირი დასუფთავების გადასახადს იხდის მხოლოდ ერთი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

5. ამხანაგობის შემთხვევაში ამხანაგობის წევრთა საერთო კრების გადაწყვეტილებით შესაძლებელია მოსაკრებლის გადახდის ქვითარი გამოიწეროს ამხანაგობის სახელზე. ამ შემთხვევაში ამხანაგობა წერილობით მიმართავს მოსაკრებლის გადახდევინებისათვის  პასუხისმგებელ სამსახურს და წარუდგენს ყველა მესაკუთრის თანხმობის დამადასტურებელ საბუთს.

6. მოსაკრებლის გადახდის ქვითარი ორგანიზაციების, იურიდიული პირებისა და დაწესებულებებისათვის გამოიწერება იმ ორგანიზაციის,    დაწესებულებისა    და   იურიდიული    პირის   სახელზე,   რომლის    საქმიანობის   შედეგად წარმოიქმნა ნარჩენი.

7.  ქვითრის დაკარგვისას, მის აღდგენას დაინტერესებული  პირის განცხადების საფუძველზე ახდენს გორის მუნიციპალიტეტის მერიის  შესაბამისი სამსახური.

8. მესაკუთრე  ფიზიკური  პირი  (გარდა  მეწარმე  ფიზიკური  პირისა),  რომლის  საკუთრებაშიც  წარმოიქმნება ნარჩენი  ვალდებულია,  წარმომქმნელთა  რაოდენობის  ცვლილების  შესახებ 30 დღის განმავლობაში  აცნობოს მოსაკრებლების  გადახდევინებისათვის  პასუხისმგებელ  სამსახურს.

9. მესაკუთრის შეცვლის შემთხვევაში ყოფილმა მესაკუთრემ მოსაკრებლის მიმდინარე დავალიანება უნდა დაფაროს იმ თვის ბოლომდე, რომელშიც მოხდა საკუთრების გადაცემა.

10. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო მოსაკრებლის ახალი განაკვეთის ძალაში შესვლისას უფრო მცირეა, ვიდრე გადახდის  დღის დადგომის შემდეგ, სხვაობა უნდა დაიფაროს განაკვეთის ძალაში  შესვლიდან ერთი თვის ვადაში. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო ახალი განაკვეთის ძალაში შესვლამდე, აღემატება ახალამოქმედებულ განაკვეთს, სხვაობა ახალი განაკვეთის ამოქმედების შემდეგ უნდა გამოაკლდეს ახალი განაკვეთი თანხას.


მუხლი 7. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის განაკვეთი

1. გორის   მუნიციპალიტეტის   მოსახლეობისათის   დასუფთავების   მოსაკრებლის განაკვეთი   თვეში განისაზღვროს ერთ სულზე 0,5 ლარით, მაგრამ ოჯახზე არაუმეტეს 2 ლარისა.

2.   1   მ3    ნარჩენების   შეგროვება-ტრანსპორტირების    მომსახურების   ღირებულება   განისაზღვროს   6 (ექვსი) ლარით.


მუხლი 8. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის გადახდის ვალდებულების წარმოქმნა, შეცვლა და მისგან განთავისუფლება
1. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წარმოიქმნება მოსახლეობისათვის მომსახურების მიღებიდან ერთი თვის  განმავლობაში მომსახურების მიღების შემთხვევაში, ხოლო  იურიდიული პირებისათვის მომსახურების მიღებიდან.

2. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან  გათავისუფლებულია  ფიზიკური პირი, რომელიც ცხოვრობს სასტუმროს ტიპის საცხოვრებელში,  იმ შემთხვევაში, თუ ეს უკანასკნელი თვითონ სარგებლობს ოპერატორის მომსახურებით.

3. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის  გადახდის  ვალდებულება  წყდება ნარჩენების წარმომქმნელთა  მიერ ნარჩენების წარმოქმნის შეწყვეტის შემდეგ თვის დასრულებასთან ერთად.

4.   არ   დაერიცხება   დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის  მოსაკრებელი   საწარმოო   ობიექტებისა   და   ორგანიზაციების   შენობა- ნაგებობების ფართს ან მათ ნაწილს, ღია ტერიტორიების ფართს ან მათ ნაწილს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო არ ფუნქციონირებს, გამოუყენებელია და არ წარმოიქმნება ნარჩენი. სპეციალიზებულ, სახელოვნებო,  საგანმანათლებლო  დაწესებულებებში,  სადაც სწავლების  პროცესი მიმდინარეობს  გრაფიკით, მოსწავლეთა ან/და სტუდენტთა  ყოველდღიური  რაოდენობა  იანგარიშება  საერთო სიითი რაოდენობიდან  გრაფიკის მიხედვით, საშუალო დასწრებაზე ყოველდღიურად.

5.   გორის   მუნიციპალიტეტის   მიერ   მომსახურების   ერთ   თვეზე   მეტი   ხნით   შეწყვეტის   შემთხვევაში, დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადამხდელის მოთხოვნით გადასახდელი თანხა შესაძლებელია შემცირდეს ამ პერიოდში გადასახდელი მოსაკრებლის ოდენობით.

6. გორის მუნიციპალიტეტის მიერ გაწეული მომსახურების შეფერხების, შეზღუდვის, დაგვიანების, მაგრამ არაუმეტეს 10 დღის შეწყვეტის შემთხვევაში (ფორსმაჟორული  გარემოებებიდან გამომდინარე) დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადამხდელს არ აქვს უფლება მოითხოვოს მოსაკრებლის განაკვეთის გადახდისაგან განთავისუფლება ან მისი განაკვეთის შემცირება.

  7. ორგანიზაციები, დაწესებულებები და იურიდიული პირები, რომლებსაც ნარჩენების შეგროვება, გატანა/ტრანსპორტირებისათვის  გაფორმებული აქვთ ხელშეკრულება იურიდიულ პირებთან, თავისუფლდებიან გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოსგან დადგენილი სავალდებულო  ტერიტორიის დასუფთავების გადასახადის გადახდისგან.

8. ნარჩენების წარმომქმნელის  მიერ გორის მუნიციპალიტეტში  ნარჩენების წარმოქმნის  ადგილის შეცვლის შემთხვევაში მოსაკრებელი გადაიხდება ნარჩენების წარმოქმნის იმ ადგილის მიხედვით, სადაც მიიღო მომსახურების 50 პროცენტზე მეტი.

9. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებელისგან თავისუფლდებიან:

 ა) პირველი ჯგუფის ინვალიდები;

ბ)   საქართველოს    ტერიტორიული    მთლიანობისთვის    დაღუპულთა    და   უგზო-უკვლოდ    დაკარგულთა ოჯახები;

გ) სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული 35 000 და ნაკლები ქულის მქონე ოჯახი.

დ) მრავალშვილიანი ( ოთხი და მეტი) ოჯახები;

ე) მიუსაფარ მოხუცთა და ბავშვთა სახლები;


მუხლი 9. მოსაკრებლის გადახდის პერიოდულობა და ვადები
1.  დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის  გადახდა  წარმოებს  გორის  მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტის  შესაბამის  ანგარიშზე როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშწორების წესით  სააბონენტო ქვითრის ან ელექტრონული ანგარიშსწორების საფუძველზე.

2. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებელი  გადაიხდევინება  თვეში ერთხელ, თვის ბოლო კალენდარული დღის მეორე დღიდან 25 დღის განმავლობაში აბონენტის ნომრის მიხედვით.

3. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადამხდელს შეუძლია დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებელი გადაიხადოს წინასწარ.

4. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებელი სრულად ირიცხება გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.


მუხლი 10. პასუხისმგებლობა მოსაკრებლის გადაუხდელობისათვის.
 

დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებელთან დაკავშირებულ სადავო საკითხებს წყვეტს სასამართლო, ,,ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის შესაბამისად.

 


თავი III
მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის 

მუხლი 11. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის გადამხდელი.
მშენებლობის (გარდა  განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული  ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა)    ნებართვის    მოსაკრებლის     გადამხდელია ნებართვის მაძიებელი   მშენებარე   ობიექტის მესაკუთრე ფიზიკური ან/და იურიდიული პირი.

მუხლი 12. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის  მოსაკრებლის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი
1.  მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებელი   გადაიხდევინება ახლად ასაშენებელი  ობიექტის  პროექტით  გათვალისწინებული განაშენიანების ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის ერთი ლარის ოდენობით.

2. მშენებლობის  სანებართვო  პირობების  შესრულების  დადასტურების  (ექსპლუატაციაში  მიღება)  თაობაზე აქტის გამოცემის  (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებელი განისაზღვროს:

ა)  ფიზიკურ პირებზე  500  (ხუთასი) ლარი;

ბ)  იურიდიულ პირებზე 2000 (ორი ათასი) ლარი.


თავი IV

სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი

 


მუხლი 13. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადამხდელი
სათამაშო  ბიზნესის  გადამხდელი  არიან პირები, რომლებიც  ეწევიან სამეწარმეო  საქმიანობას  ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობებით და ასეთი საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება    ნებართვით   რეგულირებას.    აგრეთვე   ლატარიის   მომწყობი   პირები   (ორგანიზატორები), რომლებიც  ეწევიან  სამეწარმეო  საქმიანობას  ,,ლატარიების,  აზარტული  და  სხვა  მომგებიანი  თამაშობების მოწყობის   შესახებ’’   საქართველოს   კანონით   გათვალისწინებული   ეროვნული   ლატარიის   ფონდის   მიერ ორგანიზებულ ტენდერში გამარჯვებული პირის გამოვლენამდე.

მუხლი 14. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთები
1. სათამაშო   ბიზნესის   მოსაკრებლის   განაკვეთების   დიფერენცირება   ხდება   სათამაშო   ბიზნესის   სახეობის მიხედვით და განისაზღვრება:

ა) თითოეულ სამორინეს მაგიდაზე  - კვარტალში 28000,00 (ოცდარვა ათასი) ლარი;

ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე - 2700,00 (ორი ათას შვიდასი) ლარი;

გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე - საპრიზო ფონდის 10%;

დ) სისტემურ-ელექტრონული  ფორმით მოწყობილ თამაშობაზე - კვარტალში  250 000  (ორას ორმოცდაათი ათასი) ლარი;

ე)  ლატარიების მოწყობაზე-ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების 10%;

ვ)  აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული,  სისტემურ-ელექტრონული  ფორმით  მოწყობილი  აზარტული   ან/და მომგებიანი  თამაშობის თითოეულ სალაროზე- კვარტალში 2000,00 (ორი ათასი) ლარი.

ზ) თითოეულ კლუბის მაგიდაზე - კვარტალში 5000,00 (ხუთი ათასი) ლარი.



      დანართი 2
დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადახდის ქვითრის ტიპური ფორმა

გორის მუნიციპალიტეტის   მერია

მოსაკრებელი დასახლებული

ტერიტორიის  დასუფთავებისათვის

სახაზინო კოდი

 

ქვითარი N

 

      აბონენტის N ----,   სახელი გვარი -------

 

   მისამართი :

   საიდენტიფიკაციო კოდი:

ზომის ერთეული

ტარიფი

რაოდენობა

0.00

0.00

თარიღი

ოპერაციის ტიპი

თანხა

 

დარიცხვა

0.00

დებეტი

0.00

გადახდილია

0.00

გადასახდელია

0.00

  გთხოვთ  არაუგვიანეს  25 რიცხვისა გადაიხადოთ მოსაკრებელი.  გადაუხდელობის   შემთხვევაში  გატარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები

 


დანართი 3
მოსაკრებელის რაოდენობა იურიდიული პირებისათვის

 

 

 

 

მოსაკრებლის გადამხდელი

 

 

ზომის ერთეული

ნარჩენების წლიური დაგროვების ნორმა მ3

მოსაკრებლის

 

განაკვეთი თვეში (ლარი)

 

 

 

1.

 

ოფისები,სააგენტოები,პროფესიული და სახელმწიფო ორგანიზაციები, /ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება/

საერთო ფართის ერთი კვ.მ

 

 

0.219

 

 

0.11

 

 

 

2.

 

პოლიკლინიკები, სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრები, ექიმებისა და სტომატოლოგიური კაბინეტები

/ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება/

საერთო ფართის ერთი კვ.მ

 

 

0.219

 

 

0.11

 

 

 

3.

 

საავადმყოფოოები /ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება/

 

 

ერთი საწოლი

 

 

0.619

 

 

0.31

 

 

 

4.

 

სასტუმროოები /ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება/

 

 

ერთი საწოლი

 

 

1.2

 

 

0.60

 

 

 

5.

 

 

 

სასურსათო მაღაზიები /სავაჭრო დარბაზი/

საერთო ფართის ერთი კვ.მ

 

 

0.402

 

 

0.21

 

 

 

6.

სამრეწველო  მაღაზიები

 

/სავაჭრო  დარბაზი/

საერთო ფართის ერთი კვ.მ

 

 

0.199

 

 

0.10

 

 

 

7.

 

რესტორნები, სასადილოები, კაფეები, ბარები, და სხვ. საზ.კვების ობიექტები

 

ერთი დასაჯდომი ადგილი

 

 

1.299

 

 

0.65

 

 

 

8.

 

 

 

აბანოები, საუნები

საერთო ფართის ერთი კვ.მ

 

 

0.3

 

 

0.15

 

 

 

9.

 

სკოლები, კოლეჯები, ინსტიტუტები, საბავშვო ბაღები, საგანმანათლებლო დაწესებულებები/ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება/

 

 

ერთი მოსწავლე

 

 

0.099

 

 

0.05

 

 

 

10.

 

 

თეატრები და კინოთეატრები

 

 

ერთი სავარძელი

 

 

0.018

 

 

0.09

 

 

დისკოტეკები, ღამის კლუბები, კაზინოები, ტოტალიზატორები,

 

საერთო ფართის

 

 

0.3

 

 

0.15

 

11.

სათამაშო კლუბები

ერთი კვ.მ

 

 

 

 

 

 

 

12.

 

 

 

 

ვაგზლები, საავტომობილო და რკინიგზის სადგურები

 

ღია ფართის ერთი კვ.მ

 

 

0.039

0.02

დახურული ფართის ერთი კვ.მ

 

0.219

 

0.11

 

 

 

13.

 

ღია ტიპის დასვენებისა და გასართობი თავშეყრის ადგილები, საკვები, ბაღები, ატრაქციონები

საერთო ფართის ერთი კვ.მ

 

 

0.039

 

 

 

0.02

 

 

 

14.

 

მუზეუმები, ბიბლიოთეკები, არქივები /ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება/

საერთო ფართის ერთი კვ.მ

 

 

0.019

 

 

0.01

 

 

 

15.

 

 

საცხობები

 

საერთო  ფართის ერთი კვ.მ

 

 

0.3

 

 

0.15

 

 

 

16.

 

 

აგრარული ბაზრები

საერთო ფართის ერთი კვ.მ

 

 

0.3

 

 

0.15

 

 

 

17.

 

 

შერეული საქონლის ბაზრები და სავაჭრო დარბაზები

საერთო ფართის ერთი კვ.მ

 

 

0.139

 

 

0.07

 

 

 

18.

 

სამხედრო ნაწილები /ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება/

 

ერთი სამხედრო მოსამსახურე

 

 

0.999

 

 

0.50

 

 

 

 

19.

 

 

ა/მანქანების სარემონტო სადგურები, ტექ. მომსახურების ადგილები

ღია ფართის ერთი კვ.მ

 

0.019

 

0.01

დახურული ფართის ერთი კვ.მ

 

0.219

 

0.11

 

 

 

20.

 

 

სადალაქოები და სილამაზის სალონები

საერთო ფართის ერთი კვ.მ

 

 

0.219

 

 

0.11

 

 

 

21.

 

 

სადღეღამისო ავტოსადგომები

საერთო ფართის ერთი კვ.მ

 

 

0.099

 

 

0.05

 

 

 

22.

 

 

ბენზინგასამართი და გაზგასამართი სადგურები

საერთო ფართის ერთი კვ.მ

 

 

0.199

 

 

0.10

 

 

 

23.

 

საწარმოო ობიექტების ღია ტერიტორიები, სადაც მიმდინარეობს საწარმოო პროცესი

საერთო ფართის ერთი კვ.მ

 

 

0.019

 

 

0.01

 

 

სერიული პროდუქციის საწარმოების შენობა-

საერთო ფართის

 

 

0.099

 

 

0.05

 

24.

ნაგებობები/საწარმოო ნარჩენების გარდა/

ერთი კვ.მ

 

 

 

 

 

25.

 

მცირე სამეწამეო საქმიანობის შენობის შიგნით მიმდინარე წარმოების  საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტები

საერთო ფართის ერთი კვ.მ

 

 

0.399

 

 

0.20

 

 

 

 

26.

 

 

სტადიონები, სპორტული გამაჯანსაღებელი ტერიტორიები და მანეჟები/სატურნირო და სავარჯიშო ობიექტების გარდა/

ღია ფართის ერთი კვ.მ

 

0.019

 

0.01

დახურული ფართის ერთიკვ.მ

 

0.099

 

0.05

 

27

 

სასაწყობო ფართები, (მაცივრები)

ღია ფართის ერთი კვ.მ

 

0,099

 

0,05

    დახურული ფართის ერთი კვ.მ

 

0.219

 

0,11

28

სწრაფი გადახდის (ჩარიცხვის) აპარატი

ერთი ერთეული

3.0

1.5

 

29

 

ბანკები, საკრედიტო  და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები და ლომბარდები

საერთო ფართის ერთი კვ.მ

 

0.6

 

0.30

 

30

 

აფთიაქები

საერთო ფართის ერთი კვ.მ

 

0.3

 

0.15

 

 

 

31

 

 

ავტოსატრანსპორტო მექანიკური საშუალებების საჩვენებელი სადგომი

ღია ფართის ერთი კვ.მ

 

0.06

 

0.03

 


ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.