„გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების და ადმინისტრირების წესის განსაზღვრის შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის №54 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 9
დოკუმენტის მიმღები გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 13/05/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/05/2024
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.148.016794
9
13/05/2024
ვებგვერდი, 13/05/2024
210020010.35.148.016794
„გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების და ადმინისტრირების წესის განსაზღვრის შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის №54 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
გორის მუნიციპალიტეტი
 
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №9

2024 წლის 13 მაისი

ქ. გორი

„გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების და ადმინისტრირების წესის განსაზღვრის შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის №54 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების და ადმინისტრირების წესის განსაზღვრის შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის №54 დადგენილებაში  (www.matsne.gov.ge, 26/12/2017; 210020010.35.148.016440) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 13. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადამხდელი

1. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადამხდელები არიან პირები, რომლებიც ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას ლატარიებით, აზარტული და მომგებიანი თამაშობებით და ასეთი საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება ნებართვით რეგულირებას (გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების ნებართვის ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების ნებართვის მფლობელებისა, თუ ასეთი ნებართვა მიღებული არ არის სამორინის მოწყობის ნებართვის ან/და სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის საფუძველზე). 

2. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადამხდელია აგრეთვე „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ლატარიის მომწყობი (ორგანიზატორი).“.

ბ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-14 მუხლის 1-ლი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ თამაშობებზე:

დ.ა)  სამორინის თამაშობებზე −  კვარტალში  250 000  (ორას ორმოცდაათი ათასი) ლარი;

დ.ბ) სათამაშო აპარატების თამაშობებზე − კვარტალში 250 000  (ორას ორმოცდაათი ათასი) ლარი;

დ.გ) ტოტალიზატორის თამაშობებზე − კვარტალში 250 000  (ორას ორმოცდაათი ათასი) ლარი;“.

გ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-14 მუხლის 1-ლი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ლატარიების მოწყობაზე − ლატარიის რეალიზებული ბილეთების ჯამურ ღირებულებასა და საპრიზო ფონდს შორის სხვაობის 10%;“.

მუხლი 2
1. დადგენილების 1-ლი მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მე-13 მუხლის 1-ლი პუნქტი და დადგენილების 1-ლი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივნისიდან.

2. დადგენილება, გარდა დადგენილების 1-ლი მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მე-13 მუხლის 1-ლი პუნქტისა და დადგენილების 1-ლი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტისა ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე''.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით რაზმაძე