დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების და ადმინისტრირების წესის განსაზღვრის შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის №54 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 26 |
| დოკუმენტის მიმღები | გორის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 13/12/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/12/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210020010.35.148.016811 |
|
„გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების და ადმინისტრირების წესის განსაზღვრის შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის №54 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
,,გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების და ადმინისტრირების წესის განსაზღვრის შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის №54 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 26/12/2017; 210020010.35.148.016440) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: ა) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის: ა.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მოსაკრებელი გაიანგარიშება მოსახლეობისათვის სულადობის მიხედვით (სსიპ – სამოქალაქო სერვისების განვითრების სააგენტოს მიერ მოწოდებული მისამართებზე რეგისტრირებულ პირთა რაოდენობის რეესტრის ან შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობის შესაბამისად). დაწესებულებებისათვის, ორგანიზაციებისათვის, ინდივიდუალური მეწარმეების, იურიდიული პირებისათვის და ახალი მშენებლობის ნებართვის მიმღები ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის – დაგროვებული ნარჩენების წონის, მოცულობის ან/და ნარჩენების დაგროვების ნორმის, ნარჩენების სახეობის მიხედვით, აგრეთვე, ნარჩენების წარმომქმნელის შემოსავლის, ქონების, დაკავებული ფართობის, დასაქმებული პერსონალის მომსახურების (ღირებულების) და ა.შ. მიხედვით. მოსაკრებლის ოდენობის დადგენისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ამ სიდიდეების კომბინაციებიც.“; ა.ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. მოსაკრებლის გადახდის ქვითარი დაწესებულებებისათვის, ორგანიზაციებისათვის, ინდივიდუალური მეწარმეების, იურიდიული პირებისათვის და ახალი მშენებლობის ნებართვის მიმღები ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის გამოიწერება იმ დაწესებულებების, ორგანიზაციების, ინდივიდუალური მეწარმეების, იურიდიული პირების და ახალი მშენებლობის ნებართვის მიმღები ფიზიკური და იურიდიული პირების სახელზე, რომლის საქმიანობის შედეგად წარმოიქმნა ნარჩენი.“; ბ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. 1მ 3 ნარჩენების შეგროვება-ტრანსპორტირების მომსახურების ღირებულება დაწესებულებებისათვის, ორგანიზაციებისათვის, ინდივიდუალური მეწარმეების, იურიდიული პირებისათვის და ახალი მშენებლობის ნებართვის მიმღები ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის განისაზღვროს 15.34 (თხუთმეტი ლარი და ოცდათოთხმეტი თეთრი) ლარის ოდენობით.“; გ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-8 მუხლის: გ.ა) 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წარმოიქმნება მოსახლეობისათვის მომსახურების მიღებიდან ერთი თვის განმავლობაში მომსახურების მიღების შემთხვევაში, ხოლო დაწესებულებებისათვის, ორგანიზაციებისათვის, ინდივიდუალური მეწარმეების, იურიდიული პირებისათვის და ახალი მშენებლობის ნებართვის მიმღები ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის – მომსახურების მიღებიდან.“; გ.ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. დაწესებულებები, ორგანიზაციები, ინდივიდუალური მეწარმეები, იურიდიული პირები და ახალი მშენებლობის ნებართვის მიმღები ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებსაც ნარჩენების შეგროვება, გატანა/ტრანსპორტირებისათვის გაფორმებული აქვთ ხელშეკრულება იურიდიულ პირებთან, თავისუფლდებიან გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოსგან დადგენილი სავალდებულო ტერიტორიის დასუფთავების გადასახადის გადახდისგან.“; დ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №2 შეიცვალოს ახალი დანართი №2-ით. ე) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №3-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მოსაკრებელის რაოდენობა დაწესებულებებისათვის, ორგანიზაციებისათვის, ინდივიდუალური მეწარმეების, იურიდიული პირებისათვის და ახალი მშენებლობის ნებართვის მიმღები ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი 2 |
დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადახდის ქვითრის ტიპური ფორმა
|
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები