დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ადიგენის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 90 |
დოკუმენტის მიმღები | ადიგენის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 22/12/2017 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/12/2017 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2018 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.137.016347 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
პირველადი სახე (28/12/2017 - 10/01/2018)
|
ადიგენის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ.ა“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ 78-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
დამტკიცდეს ადიგენის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტი დანართის შესაბამისად. |
მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ადიგენის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 23 დეკემბრის №37 დადგენილება (www.matsne.gov.ge 29.12.2016, 190020020.35.137.016257). |
მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის პირველი იანვრიდან. |
|
დანართი
|
თავი I
ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი მუხლი 1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
მუხლი 2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები და გადასახდელები თანდართული რედაქციით:
მუხლი 3. ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 4 007,5 ათასი ლარის ოდენობით:
მუხლი 4. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები განისაზღვროს ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 330,0 ათასი ლარის ოდენობით:
მუხლი 5. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 3 377,5 ათასი ლარის ოდენობით:
მუხლი 6. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 300,0 ათასი ლარის ოდენობით:
მუხლი 7. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 3 321.1 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
მუხლი 8. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 686,4 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ა) განისაზღვროს ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 686,4 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ბ) განისაზღვროს ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 0.0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
მუხლი 9. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს ადიგენი, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
მუხლი 10. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო 0.0 ათასი ლარის ოდენობით. მუხლი 11. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება 1. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება 0.0 ათასი ლარის ოდენობით. 2. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 0.0 ათასი ლარის ოდენობით. მუხლი 12. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება 1. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება 0.0 ლარის ოდენობით. მუხლი 13. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 80,0 ათასი ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებების შესაბამისად. მუხლი 14. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი 1. დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი, 137,0 ათასი ლარი მიიმართოს: ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 71,7 ათასი ლარი; ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 60.9 ათასი ლარი; გ) „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 2.8 ათასი ლარი; დ) „იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 1.6 ათასი ლარი. ე) „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“-ს 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება. მუხლი 15. მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
თავი II ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები 2018-2021 წლებში მუხლი 16. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები 1. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია, მუნიციპალიტეტში არსებულ დაბებში საცხოვრებელ უბნებში ეზოების მოასფალტება და განათება, დასასვენებელი პარკების კეთილმოწყობა საასმელი წყლის სისტემების მოწყობა. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები.
1.1 საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება გზების რეაბილიტაცია, დაზიანებული გზების და ხიდების შეკეთება, ქუჩების, ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მოვლა ზამთრის სეზონზე. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
1.2 კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია გარე განათების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია, დასუფთავების ღონისძიებები, საკანალიზაციის სისტემების რეაბილიტაცია-ექსპლოატაცია, სანიაღვრე არხების და კოლექტორების მოწყობა-მოვლა, წყლის სისტემის რეაბილიტაცია, სარწყავი სისტემების მოწყობა-რეაბილიტაცია, ინფრასტრუქტურული პროექტების თანადაფინანსება. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
1.2.1 წყლის სისტემების რეაბილიტაცია-ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 01) აღნიშნული პროგრამის ფარგლებში განხორციელდება და მოწესრიგდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სოფლებისა და დაბების მომსახურეობაში მყოფი სასმელი წყლის არსებული ბასეინებისა და ქსელების რეაბილიტაცია. 1.2.2 საკანალიზაციო სისტემების რეაბილიტრაცია (პროგრამული კოდი 03 02 02) აღნიშნული პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საკანალიზაციო ქელების რეაბილიტაცია. 1.2.3 დასუფთავების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 03) მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს სანიტარიული ნორმების დაცვა. ამ მიზნით გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტისათვის ურნების შესყიდვა, რაც გააუმჯობესებს დასახლებული პუნქტების სანიტარიულ და ეკოლოგიურ მდგომარეობას. 1.2.4 გარე განათების რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 04) უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს ადიგენის მუნიციპალიტეტის განათება. რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება განათების არსებული ქსელის ექსპლოატაცია აგრეთვე განათების ახალი ქსელის გაყვანა დამონტაჟება. 1.2.5 სარწყავი ახრების ნაპირსამაგრი ნაგებობების და საგუბრების მშენებლობა რეაბილიტაცია, (პროგრამული კოდი 03 02 05) აღნიშნული პროგრამის მიზანია გაზაფხულზე ადიდებული მდინარეებისაგან მოსახლეობის კერძო მფლობელობაში არსებული ნაკვეთების დატბორვისა და წალეკვისაგან დაცვა, აგრეთვე რწყვის სეზონისათვის არსებული სარწყავი არხების მზადყოფნაში მოყვანა-რეაბილიტაცია. 1.2.6 შენობა-ნაგებობების გამრიცხველიანება (პროგრამული კოდი 03 02 08) აღნიშნული ქვეპორგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული შენობების გამრიცხველიანება რომლებიც საჭიროებენ მრიცხველის დამონტაჟებას. 1.2.7 ა(ა)იპ ადიგენის დასუფთავების სამსახური (პროგრამული კოდი 03 02 09) პროგრამის ფარგლებში ხორციელდება მუნიციპალიტეტის დაბებში დაგვა-დასუფთავება, რაც აუმჯობესებს სანიტარიულ-ჰიგიენურ მდგომარეობას, აგრეთვე შეგროვებული საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა. 1.2.8 ა(ა)იპ – ადიგენის წყალმომარაგება (პროგრამული კოდი 03 02 10) პროგრამის ფარგლებში ხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სასმელი წყლის ქსელის კომპლექსური მომსახურება; არსებული წყლის სისტემის ფუნქციონირებისათვის სარემონტო სამუშაოების შესრულება, აგრეთვე სოფლებში სარწყავის სისტემების მოწერიგება-მოვლა. 1. მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 03) პროგრამის ფარგლებში ხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა, შეკეტება, რეაბილიტაცია. რაც აუმჯობესებს ინფრასტრუქტურულ მდგომარეობას მუნიციპალიტეტში. 1.3.1 საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების შეკეთება გამაგრება (პროგრამული კოდი 03 03 01) პროგრამის ფარგლებში ხორციელდება საცხოვრებელი მრავალბინიანი კორპუსების შეკეთება, აგრეთვე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სხვა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების რეაბილიტაცია, მათ შორის საბავშვო ბაღები, სოფლებში ადმინისტრაციული შენობები და ა.შ. 1.3.2 საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციისა და საკადასტრო აზომვითი ნახაზების შედგენის, საექსპერტო მომსახურების და საპროექტო დოკუმენტაციის და სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის ხარჯი (პროგრამული კოდი 03 03 02) მუნიციპალიტეტი იღებს ხარჯებს სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოთა, გათვალისწინებული სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისათვის, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში გეოლოგიური კვლევის წარმოების ხარჯებს, ასევე ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობა და შესრულებულ სამუშაოზე შესაბამისი ექსპერტიზის ჩატარება. 1.3.3 მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 03 03) პროგრამის ფარგლებში ხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცირე ინფრასტრუქტურული ღონისძიებები, მ.შ. პარკების და სკვერების რეაბილიტაცია. 2. წარმომადგენლობით და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსება პროგრამის ფარგლებში ხორციელდება ადიგენის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსება, სარეზერვო ფონდისა და წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფინანსება.
3. განათლება (პროგრამული კოდი 04 00) მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, მათი რეაბილიტაცია, ინვენტარით უზრუნველყოფა.
3.1 ააიპ – ადიგენის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 04 01) მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს 9 საბავშო ბაღი. აღნიშნული ქვეპროგრამით მუნიციპალიტეტი ხელს უწყობს დასაქმებულთა სტაბილურ შრომის ანაზღაურებას, კვების და მატერიალური ბაზის გაუმჯობესებას. ასევე ხდება ბაღების რეაბილიტაცია და ინვენტარით უზრუნველყოფა. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
4. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი (პროგრამული კოდი 05 00) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელურად აუცილებელია კულტურული ტრადიციების დაცვა და ღირსეული გაგრძელება. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება.
4. სპორტის განვითარების ხელშეწყობა
პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ადიგენის კომპლექსური სასპორტო სკოლის (ფეხბურთის, ჭიდაობის, და რაგბის ასაკობრივი ჯგუფებით) ფუნქციონირების ხელშეწყობა მომავალი სპორტული თაობის აღსაზრდელად. ასევე განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერა რათა მათ ქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება. მოხდება სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებების დაფინანსება სასპორტო სკოლის მეშვეობით, რომელიც უზრუნველყოფს სპორტული შეჯიბრებების ორგანიზებას. ასევე ამ ამ პროგრამის ფარგლებში ხდება სპორტული შენობა-ნაგებობების აშენება-რეაბილიტაცია და ინვენტარიზაცია და სხვადასხვა რაიონული სპორტული ღონისძიებების დაფინანსება. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
4.1.1 ააიპ – ადიგენის კომპლექსური სასპორტო სკოლის დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 01) 2018 წლის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები:
4.1.2 სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01 02) აღნიშნული ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სარაგბო კლუბი, რომლის მიზანია რაგბის როგორც სპორტის პოპულარიზაცია და მისი განვითარების ხელშეწყობა სამცხე-ჯავახეთის მხარეში, პროფესიული რაგბის დამკვიდრება და განვითარება. 4.2 კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის, სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი პროგრამები. 2018 წლის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება: ააიპ ადიგენის მთავარი ბიბლიოთეკა, ააიპ – ადიგენის სამუსიკო სკოლა, ააიპ ადიგენის კულტურის ცენტრი. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
4.2.1 ააიპ – ადიგენის მთავარი ბიბლიოთეკა (პროგრამული კოდი 05 02 01) ზემოაღნიშნული ქვეპროგრამა ეხმარება ადიგენის მუნიციპალიტეტის მკითხველ მოსახლეობას გაეცნოს მისთვის საინტერესო როგორც ძველ ისე თანამედროვე ლიტერატურას. ხდება სხვადასხვა ლიტერატურული ღონისძიებების ჩატარება; ასევე აღნიშნული ქვეპროგრამის ფარგლებში იგეგმება ბიბლიოთეკების ინვენტარიზაცია და ახალი წიგნების შეძენა, ასევე მათი ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება. 4.2.2 ააიპ – ადიგენის სამუსიკო სკოლა (პროგრამული კოდი 05 02 02) პროგრამის მიზნობრივი მიმართულებაა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსწავლეთა მუსიკის შესწავლა. ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ 4 სახელოვნებო(მუსიკალურ) სკოლაში ამჟამად საერთო კურირებას უწევს ააიპ „ადიგენის მუსიკალური სკოლა“. გარდა მუსიკალური განათლების მიღებისა, მათი მიზანია ჩაატარონ სხვადასხვა სახის ღონისძიებები, კერძოდ: საახალწლო და საგაზაფხულო კონცერტები, ასევე პიესების კონკურსი. 1. ააიპ – ადიგენის კულტურის ცენტრი (პროგრამული კოდი 05 02 03) ა.ი.პ „კულტურის ცენტრი“ ახორციელებს კონცერტების, სხვა კულტურული ღონისძიებების (წელიწადში დაახლოებით 15), სადღესასწაულო შეხვედრების, საზეიმო ღონისძიებების ორგანიზებას. კულტურის ობიექტები გარდა რაიონული ცენტრისა მოქმედებს 6 ტერიტორიულ ორგანოში. ადგილზე მოქმედებს ხალხური ნაწარმისა და რეწვის ცენტრი, 2 ქორეოგრაფიული სტუდია. მუნიციპალიტეტი აფინანსებს მისი ფუნქციონირებისათვის და ინვენტარის შეძენისათვის საჭირო ხარჯებს. 4.3 ახალგაზრდული ორგანიზაციების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 03) პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მომავალი თაობის ფიზიკური გაჯანსაღების მიზნით ტურისტული ლაშქრობების და ალპინიადების მოწყობა; ასევე ახალგაზრდა თაობის ჩართვა მუნიციპალიტეტის ყოველდღიულ საქმიანობაში; ახალგაზრდების ინიციატივებით სხვადასხვა პროექტების განხორციელება.
ახალგაზრდების საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართვა.
პროექტებში ჩართული ახალგაზრდების რაოდენობა. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სხვადასხვა ღონისძიებები, რომელიც ხელს შეუწყობის ახალგაზრდა თაობის მეტ ჩართულობას მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობაში. ასევე დაფინანსდება შემდეგი ღონისძიებები:
5. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან.
5.1 საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება (პროგრამული კოდი 06 01) პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების და ღონისძიებების დაფინანსებას, კერძოდ:
მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
5.2 სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02) პროგრამის ფარგლებში ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული მომსახურების ხარჯების ანაზღაურება (იძულებით გადაადგილებულ პირთა და სამშობლოსათვის ბრძოლაში დაღუპულ პირთა ოჯახებისათვის დახმარების გაწევა და ომის მონაწილეთა სარიტუალო ხარჯები) ასევე სხვა ქვემოთ ჩამოთვლილ სოციალური ღონისძიებები, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. 5.2.1 ავადმყოფთა, ორსულთა, მშობიარეთა, ჩვილ ბავშვთა ოპერაციების ნაწილობრივი დაფინანსება (პროგრამული კოდი 06 02 01) პროგრამის მიზნობრივი მიმართულებაა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ქირურგიული ოპერაციების, მკურნალობის ღირებულების ნაწილობრივი თანადაფინასება. ასევე ფინანსდება მედიკამენტური მკურნალობა. 5.2.2 ახალშობილთა ოჯახების დახმარება (პროგრამული მკოდი 06 02 02) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახელეობის – ახალშობილის ოჯახს გაეწევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 100 ლარის ოდენობით, პროგრამის ფარგლებში. 5.2.3 ომის მონაწილეთა დახმარებები 9 მაისისთვის (პროგრამული კოდი 06 02 03) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ამჟამად ცხვრობს 3 ომის მონაწილე, რომელთა პატივსაცემად მუნიციპალიტეტის მერია ყოველწლიურად 9 მაისს მართავს საზეიმო შეხვედრას ამ მოქალაქეებთან, უწყობს მათ სადილს და ასაჩუქრებს თითოეულს 300 ლარის ოდენობით. 5.2.4 ომის მონაწილეთა დაკრძალევის ხარჯები (პროგრამული კოდი 06 02 04) ქვეპროგრამის მიზნობრივი მიმართულებაა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები „ვეტერანის“ სტატუსის მქონე გარდაცვლილი მოქალაქეების ოჯახების თანადგომა სარიტუალო თანხის დაფარვაში, თითოეულ ბენეფიციარზე 250 (ორას ორმოცდაათი) ლარი. 5.2.5 ლტოლვილთა და იძლებით გადაადგილებულ პირთა ერთჯერადი დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 06) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ლტოლვილის სტატუსით ცხოვრობს 8 ოჯახი. საახალწლო, სააღდგომო და სხვა რელიგიური თუ ეროვნული დრესასწაულების მათდამი მილოცვის მიზნით, მუნიციპალიტეტი ეხმარება ამ ოჯახებს ფულადი დახმარების სახით. 5.2.6 სოფელ არალის უნარშეზღუდულ და მენტალობადაქვეითებულ ბავშვთა საინტეგრაციო ცენტრი (პროგრამული კოდი 06 02 06) 5.2.7 მოსახლეობის ერთჯერადი დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 07) უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახებზე გაიცემა ერთჯერადი დახმარება ცალკეული კადეგორიების მიხედვით. 5.2.8 მრავალშვილიანი ოჯახების ერთჯერადი დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 08) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მრავალშილიანი ოჯახებები იღებენ ერთჯერად დახმარებას ოთხი ან მეტი მცირეწლოვანი შვილის ყოლის შემთხვევაში პროგრამის ფარგლებში 200 ლარის ოდენობით. ქვეპროგრამის მიზანია რაიონის ტერიტორიაზე მცხოვრები მენტალობადაქვეითებულ და უნარშეზღუდულ ბავშვთა საზოგადოებაში ინტეგრირების ხელშეწყობა. ჯერჯერობით ასეთი ცენტრი მოქმედებს სოფელ არლში, რომელიც მომსახურეობას უწევს 8-დან 10-მდე ასეთ ბავშვს. სამომავლოდ დაგეგმილია ამ პროგრამის მომცველობის გაზრდა. აღნიშნულ პროგრამის ფარგლებში ხდება ბენეფიციართა კვებისა და სწავლების ხარჯების ანაზღაურება. 5.2.9 აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომში დაღუპულთა ოჯახების ერთჯერადი დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 09) აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომებში ადიგენის მუნიციპალიტეტიდან დაღუპულია 15 ახალგაზრდა. მათი ოჯახების მხარდაჭერის მიზნით ხდება დღესასწაულებზე ამ ოჯახებისადმი საჩუქრების და ტკბილეულის გადაცემა. 6. ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 02 02) შეიარაღებული ძალების თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მიზნით ხორციელდება მოსწავლეთა პირველადი აღრიცხვა, წვევამდელთა გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირება და სამედიცინო შემოწმება. ასევე სარეზერვო ძალების მობილიზება.
მოსალოდნელი საბოლოო შედეგები: თავდაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებული გეგმის მაქსიმალური შესრულება. შედეგების შეფასების ინდიკატორები: გაწვეულთა რაოდენობა.
ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები მუხლი 17. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით, თანდართული რედაქციით:
|
დოკუმენტის კომენტარები