დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
არასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო კომისიის სხდომებზე დასწრების და კომისიის სხდომების გადაღების მიზნით პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა აკრედიტაციის წესის განსაზღვრის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 27/2017 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია |
მიღების თარიღი | 08/08/2017 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/08/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 010190020.15.008.016341 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (09/08/2017 - 15/01/2018)
|
არასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო კომისიის სხდომებზე დასწრების და კომისიის სხდომების გადაღების მიზნით პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა აკრედიტაციის წესის განსაზღვრის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 44-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: |
მუხლი 1 |
განისაზღვროს არასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო კომისიის სხდომებზე დასწრების და კომისიის სხდომების გადაღების მიზნით პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა აკრედიტაციის წესი დანართის შესაბამისად. |
მუხლი 2 |
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. |
მუხლი 3 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
არასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო კომისიის სხდომებზე დასწრების და კომისიის სხდომების გადაღების მიზნით პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა აკრედიტაციის წესი
|
მუხლი 1.
რეგულირების სფერო |
1. ამ წესის მიზანს წარმოადგენს არასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო კომისიის სხდომებზე დასწრების და კომისიის სხდომების გადაღების მიზნით პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა (შემდგომში – „მედიასაშუალებები“) აკრედიტაცია.
2. აკრედიტაციის მოსაპოვებლად, განაცხადების მიღება შესაბამის საარჩევნო კომისიებში წარმოებს ყოველი წლის 20 ნოემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით. 3. აკრედიტაციის დაწყების შესახებ, ცესკოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი, აკრედიტაციის დაწყებამდე 1 თვით ადრე, აქვეყნებს ინფორმაციას ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე. |
მუხლი 2.
ტერმინთა განმარტება |
ამ დადგენილებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) არასაარჩევნო პერიოდი – კალენდარული წელი, გარდა საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” განსაზღვრული საარჩევნო პერიოდისა; ბ) საარჩევნო კომისია – ცესკო და საოლქო საარჩევნო კომისიები. |
მუხლი 3.
აკრედიტაცია |
ა) მედიასაშუალების სრული დასახელება; ბ) მედიასაშუალების წარმომადგენელთა სია (სახელი, გვარი, თანამდებობა); გ) მედიასაშუალების საფოსტო მისამართი და ინდექსი, საკონტაქტო ტელეფონი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და ვებგვერდის დასახელება (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
ა) განაცხადში დასახელებული მედიასაშუალების წარმომადგენელთა საკონტაქტო ინფორმაცია სამსახურებრივი და პირადი ტელეფონის ნომრების, ელ. ფოსტის მისამართის მითითებით; ბ) მედიასაშუალების წარმომადგენელთა პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლები; გ) მედიასაშუალების წარმომადგენელთა სამსახურებრივი მოწმობის ასლები; დ) მედიასაშუალების წარმომადგენლების ფოტოსურათების ელექტრონული ვერსია, ზომით 3x4.
|
მუხლი 4.
აკრედიტაციის დამადასტურებელი მოწმობის გაცემის პირობები |
აკრედიტაციის მოწმობების გაცემას ცესკოში უზრუნველყოფს სარეგისტრაციო და ადმინისტრაციული დეპარტამენტი, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიაში, შესაბამისი კომისიის მდივანი. |
მუხლი 5.
აკრედიტაციის დამადასტურებელი მოწმობის ვადა |
|
მუხლი 6.
აკრედიტაციის დამადასტურებელი მოწმობის ფორმა |
|
მუხლი 7.
წარმომადგენლების შეცვლა/დამატება |
აკრედიტებული მედიასაშუალებების მიერ, წარმომადგენლების შეცვლა/დამატება, შესაძლებელია ამ აკრედიტებული მედიასაშუალების მიერ წარდგენილი წერილობითი განცხადების საფუძველზე, ამ წესით განსაზღვრული პროცედურების გათვალისწინებით. |
მუხლი 8.
აკრედიტებული მედიასაშუალებისთვის აკრედიტაციის გაუქმება |
1. აკრედიტებული მედიასაშუალების წარმომადგენლის ცვლილების შემთხვევაში, მედიასაშუალება ვალდებულია აცნობოს შესაბამის საარჩევნო კომისიას, რის თაობაზეც კომისიის მდივანი გამოსცემს აქტს, ამ პირის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.
2. მედიასაშუალებამ, აკრედიტაციის გაუქმების შემთხვევაში, უნდა მიმართოს იმ კომისიის მდივანს, რომელმაც მოახდინა ამ ორგანიზაციის აკრედიტაცია. აკრედიტაციის გაუქმების საკითხის განხილვაზე მოქმედებს იგივე ვადები, რაც განსაზღვრულია აკრედიტაციისთვის. |
დოკუმენტის კომენტარები