„არასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო კომისიის სხდომებზე დასწრების და კომისიის სხდომების გადაღების მიზნით პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა აკრედიტაციის წესის განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 8 აგვისტოს №27/2017 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 3/2018
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 15/01/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 010190020.15.008.016378
3/2018
15/01/2018
ვებგვერდი, 15/01/2018
010190020.15.008.016378
„არასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო კომისიის სხდომებზე დასწრების და კომისიის სხდომების გადაღების მიზნით პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა აკრედიტაციის წესის განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 8 აგვისტოს №27/2017 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
„არასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო კომისიის სხდომებზე დასწრების და კომისიის სხდომების გადაღების მიზნით პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა აკრედიტაციის წესის განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 8 აგვისტოს №27/2017 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
 
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №3/2018

2018 წლის 15 იანვარი

ქ. თბილისი

„არასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო კომისიის სხდომებზე დასწრების და კომისიის სხდომების გადაღების მიზნით პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა აკრედიტაციის წესის განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 8 აგვისტოს №27/2017 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 77-ე მუხლის  მე-5 პუნქტისა და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
„არასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო კომისიის სხდომებზე დასწრების და კომისიის სხდომების გადაღების მიზნით პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა აკრედიტაციის წესის განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 8 აგვისტოს №27/2017 დადგენილებით (სსმ, ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, 09/08/2017, 010190020.15.008.016341) დამტკიცებულ აკრედიტაციის წესში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

1. პირველი მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. არასაარჩევნო პეროდში განაცხადების წარდგენა აკრედიტაციის მოსაპოვებლად, შესაბამის საარჩევნო კომისიებში, შესაძლებელია სამუშაო დღის 18:00 საათამდე.”;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. აკრედიტაციის მოსაპოვებლად შესაბამისი ინფორმაცია და საჭირო დოკუმენტაციის ჩამონათვალი, აგრეთვე განაცხადის წარდგენის წესი ქვეყნდება ცესკოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მიერ, ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე.”.

2. მე-3 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ცესკოს ან/და იმავდროულად ერთი ან ერთზე მეტი საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე დასწრების და კომისიის სხდომების გადაღების მიზნით მედიასაშუალებების წარმომადგენლების აკრედიტაციას ახორციელებს ცესკოს მდივანი, ხოლო ერთი საოლქო საარჩევნო კომისიის შემთხვევაში – შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი.”;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. შესაბამისი საარჩევნო კომისიის მდივანი, განცხადებას აკრედიტაციის გაცემის თაობაზე განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი განაცხადის კომისიაში შემოსვლიდან არაუადრეს 7 და არაუგვიანეს 14 სამუშაო დღისა, რომელიც ფორმდება შესაბამისი კომისიის მდივნის განკარგულებით.”;

გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. განცხადებას უნდა დაერთოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, ცესკოში/საოლქო საარჩევნო კომისიაში განცხადების წარდგენამდე, ბოლო 10 დღის ვადაში გაცემული ამონაწერი მედიასაშუალების სააგენტოში რეგისტრაციის შესახებ, ხოლო, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო ქონების საფუძველზე ტელერადიომაუწყებლობისათვის შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირების შემთხვევაში განცხადებას უნდა დაერთოს განცხადების ხელმომწერი პირის წარმომადგენლობაზე/ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.”;

დ) მე-6 პუნქტის „ბ” და „გ” ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მედიასაშუალების წარმომადგენელთა სია (სახელი, გვარი, პირადი ნომერი);

გ) მედიასაშუალების საფოსტო მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი, ასევე ელექტრონული ფოსტის მისამართი და ვებგვერდის დასახელება (ასეთის არსებობის შემთხვევაში).”;

ე) მე-7 პუნქტის:

ე.ა) „ა” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ე.ბ) „ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მედიასაშუალების წარმომადგენელთა პირადობის მოწმობის/პასპორტის ფოტოასლები;”;

ე.გ) „გ” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ვ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი განცხადება ან/და ამ მუხლის მე-4-მე-7 პუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტაცია არ შეესაბამება ამ დადგენილებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მედიასაშუალებას/მედიასაშუალების შესაბამის წარმომადგენელს უარი ეთქმება აკრედიტაციის მიღებაზე.”.

3. მე-5 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აკრედიტაციის დამადასტურებელი მოწმობის ვადაა აკრედიტაციის მოწმობის გაცემიდან 1 წელი.”;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საარჩევნო პერიოდში მედიასაშუალებების ამ წესით დადგენილი აკრედიტაციის მოქმედება ჩერდება და მათი მოქმედება განახლდება საარჩევნო პერიოდის დასრულებიდან აკრედიტაციის დამადასტურებელი მოწმობის მოქმედების ვადით.”;

გ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. ამ დადგენილებით განსაზღვრული წესით მიღებული აკრედიტაციის მოქმედება ასევე შეჩერდება შუალედური არჩევნების/მერის რიგგარეშე არჩევნების დროს, იმ საარჩევნო ოლქში/ოლქებში, სადაც ასეთი არჩევნები იმართება და განახლდება შესაბამისი საარჩევნო პერიოდის დასრულებიდან აკრედიტაციის დამადასტურებელი მოწმობის მოქმედების ვადით.”.

4. მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აკრედიტაციის დამადასტურებელი მოწმობის ფორმა მტკიცდება ცესკოს განკარგულებით და ძალაშია მედიასაშუალების წარმომადგენლის პირადობის მოწმობასთან/პასპორტთან ერთად.”.

მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანია
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი