დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „არასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო კომისიის სხდომებზე დასწრების და კომისიის სხდომების გადაღების მიზნით პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა აკრედიტაციის წესის განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 8 აგვისტოს №27/2017 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 6/2024 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 18/03/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/03/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010190020.15.008.016720 |
|
„არასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო კომისიის სხდომებზე დასწრების და კომისიის სხდომების გადაღების მიზნით პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა აკრედიტაციის წესის განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 8 აგვისტოს №27/2017 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: |
| მუხლი 1 |
„არასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო კომისიის სხდომებზე დასწრების და კომისიის სხდომების გადაღების მიზნით პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა აკრედიტაციის წესის განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 8 აგვისტოს №27/2017 დადგენილებით (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, ვებგვერდი – www.matsne.gov.ge, 09/08/2017, 010190020.15.008.016341) განსაზღვრული აკრედიტაციის წესის:
1. მეორე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი: „გ) კალენდარული წელი – დროის მონაკვეთი აკრედიტაციის თარიღიდან იმავე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.“. 2. მე-3 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. შესაბამის საარჩევნო კომისიაში აკრედიტაციის მისაღებად, მედიასაშუალების ხელმძღვანელმა პირმა განცხადება უნდა წარადგინოს ამ მუხლით განსაზღვრული შესაბამისი საარჩევნო კომისიის მდივნის სახელზე.“; ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. განცხადებას უნდა დაერთოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, ცესკოში/საოლქო საარჩევნო კომისიაში განცხადების წარდგენამდე, ბოლო 10 დღის ვადაში გაცემული ამონაწერი მედიასაშუალების სააგენტოში რეგისტრაციის შესახებ, ხოლო, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს შემთხვევაში განცხადებას უნდა დაერთოს განცხადების ხელმომწერი პირის წარმომადგენლობაზე/ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. ამ პუნქტში აღნიშნული ამონაწერი აკრედიტაციისათვის არ ესაჭიროებათ უცხოურ პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებს, საზოგადოებრივ მაუწყებელს და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს.“; გ) მე-6 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ადგილობრივი მედიასაშუალების წარმომადგენელთა სია (სახელი, გვარი, საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი), ხოლო უცხოური მედიასაშუალების შემთხვევაში – უცხოური მედიასაშუალების წარმომადგენელთა სია (სახელი, გვარი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის/პასპორტის ნომერი);“. დ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. განაცხადის ფორმას უნდა ერთოდეს მედიასაშუალების წარმომადგენელთა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის/პასპორტის ფოტოასლები/საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლები.“. 3. მე-5 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. აკრედიტაციის დამადასტურებელი მოწმობის ვადაა აკრედიტაციის მოწმობის გაცემიდან ერთი კალენდარული წელი.”; ბ) 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „21. ამ დადგენილებით განსაზღვრული წესით მიღებული აკრედიტაციის მოქმედება ასევე შეჩერდება საკრებულოს შუალედური არჩევნების/მერის/საკრებულოს რიგგარეშე არჩევნების დროს, მხოლოდ ცესკოსა და იმ საარჩევნო ოლქში/ოლქებში, სადაც ასეთი არჩევნები იმართება და განახლდება შესაბამისი საარჩევნო პერიოდის დასრულებიდან აკრედიტაციის დამადასტურებელი მოწმობის მოქმედების ვადით.“. 4. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7. წარმომადგენლების შეცვლა/დამატება/უფლებამოსილების შეწყვეტა აკრედიტებული მედიასაშუალებების მიერ, წარმომადგენლების შეცვლა/დამატება/უფლებამოსილების შეწყვეტა შესაძლებელია ნებისმიერ დროს ამ აკრედიტებული მედიასაშუალების მიერ წარდგენილი წერილობითი განცხადებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე.“. 5. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. აკრედიტებული მედიასაშუალებისთვის აკრედიტაციის გაუქმება მედიასაშუალებამ, აკრედიტაციის გაუქმების შემთხვევაში, უნდა მიმართოს იმ კომისიის მდივანს, რომელმაც მოახდინა ამ ორგანიზაციის აკრედიტაცია. აკრედიტაციის გაუქმების საკითხის განხილვაზე მოქმედებს იგივე ვადები, რაც განსაზღვრულია აკრედიტაციისთვის.“. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. |
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები