არასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო კომისიის სხდომებზე დასწრების და კომისიის სხდომების გადაღების მიზნით პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა აკრედიტაციის წესის განსაზღვრის თაობაზე

არასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო კომისიის სხდომებზე დასწრების და კომისიის სხდომების გადაღების მიზნით პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა აკრედიტაციის წესის განსაზღვრის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 27/2017
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 08/08/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/08/2017
სარეგისტრაციო კოდი 010190020.15.008.016341
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
27/2017
08/08/2017
ვებგვერდი, 09/08/2017
010190020.15.008.016341
არასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო კომისიის სხდომებზე დასწრების და კომისიის სხდომების გადაღების მიზნით პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა აკრედიტაციის წესის განსაზღვრის თაობაზე
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (09/08/2017 - 15/01/2018)

 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №27/2017

2017 წლის 8 აგვისტო

ქ. თბილისი

 

არასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო კომისიის სხდომებზე დასწრების და კომისიის სხდომების გადაღების მიზნით პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა აკრედიტაციის წესის განსაზღვრის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 44-ე მუხლის  მე-6 პუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
განისაზღვროს არასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო კომისიის სხდომებზე დასწრების და კომისიის სხდომების გადაღების მიზნით პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა აკრედიტაციის წესი დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანია
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი



დანართი
არასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო კომისიის სხდომებზე დასწრების და კომისიის სხდომების გადაღების მიზნით პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა აკრედიტაციის წესი

მუხლი 1. რეგულირების სფერო
1. ამ წესის მიზანს წარმოადგენს არასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო კომისიის სხდომებზე დასწრების და კომისიის სხდომების გადაღების მიზნით პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა (შემდგომში – „მედიასაშუალებები“) აკრედიტაცია.

2. აკრედიტაციის მოსაპოვებლად, განაცხადების მიღება შესაბამის საარჩევნო კომისიებში წარმოებს ყოველი წლის 20 ნოემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით.

3. აკრედიტაციის დაწყების შესახებ, ცესკოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი, აკრედიტაციის დაწყებამდე 1 თვით ადრე, აქვეყნებს ინფორმაციას ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე.


მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
ამ დადგენილებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) არასაარჩევნო პერიოდი – კალენდარული წელი, გარდა საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” განსაზღვრული საარჩევნო პერიოდისა;

ბ) საარჩევნო კომისია – ცესკო და საოლქო საარჩევნო კომისიები.


მუხლი 3. აკრედიტაცია
  1. ცესკოს სხდომაზე დასწრების და კომისიის სხდომების გადაღების მიზნით მედიასაშუალებების წარმომადგენლების აკრედიტაციას ახორციელებს ცესკოს მდივანი, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიის შემთხვევაში – შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი.
  2. საარჩევნო კომისიაში აკრედიტაციის მისაღებად, მედიასაშუალების ხელმძღვანელმა პირმა ორგანიზაციის სატიტულო ფურცელზე შესრულებული განცხადება უნდა წარადგინოს ამ მუხლით განსაზღვრული შესაბამისი საარჩევნო კომისიის მდივნის სახელზე.
  3. შესაბამისი საარჩევნო კომისიის მდივანი, განცხადებას აკრედიტაციის გაცემის თაობაზე განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს 7 სამუშაო დღის ვადაში, რომელიც ფორმდება შესაბამისი კომისიის მდივნის განკარგულებით.
  4. ერთ მედიასაშუალებას საარჩევნო კომისიის სხდომაზე დასწრებისა და კომისიის სხდომაზე გადაღების მიზნით შეუძლია აკრედიტაციისათვის წარადგინოს მედიასაშუალების წარმომადგენელთა სია, რომელთაგან ერთდროულად არაუმეტეს 3 წარმომადგენლისა ესწრება კომისიის სხდომას.
  5. განცხადებას უნდა დაერთოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, ცესკოში/საოლქო საარჩევნო კომისიაში განცხადების წარდგენამდე, ბოლო 10 დღის ვადაში გაცემული ამონაწერი მედიასაშუალების სააგენტოში რეგისტრაციის შესახებ.
  6. განცხადებაში აღნიშნული უნდა იყოს:

ა) მედიასაშუალების სრული დასახელება;

ბ) მედიასაშუალების წარმომადგენელთა სია (სახელი, გვარი, თანამდებობა);

გ) მედიასაშუალების საფოსტო მისამართი და ინდექსი, საკონტაქტო ტელეფონი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და ვებგვერდის დასახელება (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

  1. განაცხადის ფორმას უნდა ერთოდეს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განაცხადში დასახელებული მედიასაშუალების წარმომადგენელთა საკონტაქტო ინფორმაცია სამსახურებრივი და პირადი ტელეფონის ნომრების, ელ. ფოსტის მისამართის მითითებით;

ბ) მედიასაშუალების წარმომადგენელთა პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლები;

გ) მედიასაშუალების წარმომადგენელთა სამსახურებრივი მოწმობის ასლები;

დ) მედიასაშუალების წარმომადგენლების ფოტოსურათების ელექტრონული ვერსია, ზომით 3x4.

  1. იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი განცხადება და ამ მუხლის მე-4-მე-6 პუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტაცია არ შეესაბამება ამ დადგენილებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მედიასაშუალებას უარი ეთქმევა აკრედიტაციის მიღებაზე.
  2. აკრედიტაციაზე უარის თქმის შემთხვევაში შესაბამისი საარჩევნო კომისიის მდივანი გადაწყვეტილების მიღებიდან 1 დღის ვადაში მედიასაშუალებას, მისი მოთხოვნის შემთხვევაში გადასცემს სათანადო განკარგულებას.

მუხლი 4. აკრედიტაციის დამადასტურებელი მოწმობის გაცემის პირობები
აკრედიტაციის მოწმობების გაცემას ცესკოში უზრუნველყოფს სარეგისტრაციო და ადმინისტრაციული დეპარტამენტი, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიაში, შესაბამისი კომისიის მდივანი.

მუხლი 5. აკრედიტაციის დამადასტურებელი მოწმობის ვადა
  1. აკრედიტაციის დამადასტურებელი მოწმობის ვადა იწურება აკრედიტაციის წლის ბოლო კალენდარულ დღეს.
  2. საარჩევნო პერიოდში მედიასაშუალებების ამ წესით დადგენილი აკრედიტაციის მოქმედება ჩერდება და მათი მოქმედება განახლდება საარჩევნო პერიოდის დასრულებიდან შესაბამისი კალენდარული წლის ბოლო დღის ვადით.
  3. მედიასაშუალებების აკრედიტაცია საარჩევნო პერიოდში განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 44-ე მუხლის შესაბამისად.

მუხლი 6. აკრედიტაციის დამადასტურებელი მოწმობის ფორმა
  1. აკრედიტაციის დამადასტურებელი მოწმობის ფორმა მტკიცდება ცესკოს განკარგულებით და აღნიშნული მუხლის შესაბამისად გაცემული აკრედიტაციის მოქმედება შეჩერდება საარჩევნო პერიოდის განმავლობაში.
  2. სააკრედიტაციო მოწმობის დაკარგვის შემთხვევაში, მედიასაშუალების ხელმძღვანელი, ვალდებულია ამის შესახებ აცნობოს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას/შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას. ახალი მოწმობის გაცემის საკითხი განიხილება 14 სამუშაო დღის განმავლობაში.

მუხლი 7. წარმომადგენლების შეცვლა/დამატება
აკრედიტებული მედიასაშუალებების მიერ, წარმომადგენლების შეცვლა/დამატება, შესაძლებელია ამ აკრედიტებული მედიასაშუალების მიერ წარდგენილი წერილობითი განცხადების საფუძველზე, ამ წესით განსაზღვრული პროცედურების გათვალისწინებით.

მუხლი 8. აკრედიტებული მედიასაშუალებისთვის აკრედიტაციის გაუქმება
1. აკრედიტებული მედიასაშუალების წარმომადგენლის ცვლილების შემთხვევაში, მედიასაშუალება ვალდებულია აცნობოს შესაბამის საარჩევნო კომისიას, რის თაობაზეც კომისიის მდივანი გამოსცემს აქტს, ამ პირის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.

2. მედიასაშუალებამ, აკრედიტაციის გაუქმების შემთხვევაში, უნდა მიმართოს იმ კომისიის მდივანს, რომელმაც მოახდინა ამ ორგანიზაციის აკრედიტაცია. აკრედიტაციის გაუქმების საკითხის განხილვაზე მოქმედებს იგივე ვადები, რაც განსაზღვრულია აკრედიტაციისთვის.