საქართველოს პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭოს შესახებ

  • Word
საქართველოს პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭოს შესახებ
დოკუმენტის ნომერი 778
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 30/06/1995
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პარლამენტის უწყებები, 27-30, 30/06/1995
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2013
სარეგისტრაციო კოდი 00000.00.00.000000
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
778
30/06/1995
საქართველოს პარლამენტის უწყებები, 27-30, 30/06/1995
00000.00.00.000000
საქართველოს პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭოს შესახებ
საქართველოს პარლამენტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (30/06/1995 - 21/03/1996)

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

საქართველოს პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭოს შესახებ

„აუდიტორული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონით გათვალისწინებული საქართველოს პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭოს დებულების დამტკიცებისა და ამ საბჭოს ფუნქციონირებისათვის საჭირო საკითხების გადაწყვეტის მიზნით, საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. დამტკიცდეს საქართველოს პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭოს დებულება (თან ერთვის).

2. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტმა უზრუნველყოს აუდიტორული საქმიანობის საბჭოს აპარატის მუშაკთა შენახვისა და სხვა ხარჯებისასთვის სახსრების გამოყოფა საქართველოს პარლამენტის კოლეგიასთან შეთანხმებული ხარჯთაღრიცხვის ფარგლებში.

3. საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის საფინანასო-საბიუჯეტო კომისიამ საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციისა და ფინანსთა სამინისტროებთან, საგადასახადო ინსპექციასთან, ეროვნულ ბანკთან და აუდიტორული საქმიანობის საბჭოსთან ერთად განახორციელოს აუდიტორული საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების კონკრეტული ღონისძიებები, რომლებიც უზრუნველყოფენ სავალდებულო აუდიტორულ შემოწმებათა (რევიზიების) ჩატარებას და აუდიტორული დასკვნების მომზადებას ყველა იმ სამეურნეო სუბიექტში, სადაც ეს მოქმედი კანონმდებლობით არის გათვალისწინებული.

4. აუდიტორული მომსახურების შეწყვეტის თავიდან აცილების მიზნით, ნება დაერთოთ დღემდე რეგისტრირებულ ინდივიდუალურ აუდიტორებს და აუდიტორულ ორგანიზაციებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად განაგრძონ აუდიტორული საქმიანობ ფინანსთა სამინისტროს დროებითი ნებართვების საფუძველზე, სანამ აუდიტორული საბჭო აუდიტორული საქმიანობის ლიცენზირების დებულებას დაამტკიცებს.

საქართველოს პარლამენტის

სპიკერი ვ. გოგუაძე

თბილისი ,

1995 წლის 30 ივნისი.

77 8-11ს

დანართი 1

საქართველოს პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭოს დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭო (შემდგომ – აუდიტრული საბჭო), რომელიც შექმნილია „აუდიტორული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1995 წლის 7 თებერვლის კანონის შესაბამისად, საქართველოს რესპუბლიკაში აუდიტორული საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების ორგანოა.

2. აუდიტორულ საბჭოს – სახელმწიფო მმართელობის ორგანოს აქვს იურიდიული პირის სტატუსი, მრგვალი ბეჭედი საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო გერბის და თავის სახელწოდების აღნიშვნით, ანგარიშსწორების ანგარიში და სხვა ანგარიშები ბანკში.

3. აუდიტორული საბჭო თავის კომპეტენციის ფარგლებში იღებს დადგენილებებსა და განკარგულებებს.

4. აუდიტორული საბჭოს გადაწყვეტილებებს, მითითებებსა და რეკომენდაციებს იყენებ ყველა აუდიტორი და აუდიტორული ორგანიზაცია, აგრეთვე ის იურიდიული და ფიზიკური პირები, რომლებიც კანონმდებლობით გათვალისწინებულ ურთიერთობას ამყარებ აუდიტორებთან.

5. აუდიტორული საბჭო ანგარიშვალდებულია საქართველოს პარლამენტის წინაშე. მისი უფლება-მოვალეობანი განისაზღვრება „აუდიტორული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონისა და ამ დებულების საფუძველზე.

    მუხლი 2. აუდიტორული საბჭოს კომპეტენცია და ფუნქციები

1. აუდიტრული საბჭოს კომპეტენცია და ფუნქციები განსაზღვრულია „აუდიტორული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონით, ამ დებულებით, სხვა კანონებითა და ნორმატიული აქტებით, რომლებიც აწესრიგებენ აუდიტორულ საქმიანობასთან დაკავშირებულ ურთიერთობას.

2. აუდიტორული საბჭოს კომპეტენციას განეკუთვნება:

) აუდიტის ჩატარების სტანდარტებისა და მეთოდიკური რეკომენდაციების შემუშავება;

) აუდიტორთა ატესტაციისათვის საკვალიფიკაციო მოთხოვნების შემუშავება და დამტკიცება, ატესტაციის ჩატარების დებულების დამტკიცება;

) აუდიტორული საქმიანობის ლიცენზირების დებულების შემუშავება და დამტკიცება;

) აუდიტორთა კადრების მომზადებისა და გადამზადების (კვალიფიკაციის ამაღლების) სისტემის შექმნა, აუდიტორთა ატესტაცია, აუდიტორული საქმიანობის ლიცენზირება;

) აუდიტორთა და აუდიტორული ფრმების ერთიანი სახელმწიფო რეესტრის წარმოება;

) აუდიტორულ საქმიანობაზე სხვა სახელმწიფოთა მიერ გაცემული დოკუმენტების ლეგალიზაცია საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე;

) აუდიტორული საქმიანობის სახელმწიფო რეგულირებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების გადაწყვეტა.

3. დაკისრებული ამოცანების პრაქტიკული რეალიზაციის მიზნით აუდიტორული საბჭო:

) შეიმუშავებს აუდიტორული საქმიანობის მარეგულირებელი საკანონმდებლო და სხვა ნრმატიული აქტების პროექტებს, შეიმუშავებს და ამტკიცებს აუდიტორული საქმიანობის სტანდარტებს, დებულებებს, მეთოდიკურ რეკომენდაციებს;

) ადგენს აუდიტორთა საატესტაციო მოთხოვნებს, აუდიტორული საქმიანობის განხორციელების ლიცენზირების წესებს;

) ორგანიზაციას უწევს აუდიტორთა კადრების მომზადება-გადამზადებას (კვალიფიკაციის ამაღლებას);

) აწყობს აუდიტორთა ატესტირებას, გასცემს აუდიტორთა სერტიფიკატებს და სააუდიტორო საქმიანობის ლიცენზიებს;

) საჭიროების შემთხვევაში აჩერებს მის მიერ გაცემული ლიცენზიების მოქმედებას ან შესაბამის სუბიექტებს ჩამოართმევს სერტიფიკატებს და ლიცენზიებს;

) მეთვალყურეობს აუდიტორული საქმიანობის მოქმედი კანონმდებლობის დაცვას;

) შესაბამისი ორგანოების წინაშე აღძრავს იმ სუბიექტების საქმინობის შეჩერების საკითხს, რომლებიც აუდიტორული საქმიანობისას არღვევენ მოქმედ კანონმდებლობას.

) მჭიდროდ თანამშრომლობს აუდიტორთა საზოგადოებრივ გაერთიანებებთან, სხვა სახელმწიფოების ანალოგიურ სამსახურებთან, ქვეყნისა და უცხოეთის სამეცნიერო და სასწავლო დაწესებულებეთან.

4. აუდიტორთა ატესტაციის მიზნით აუდიტორული საბჭო აყალიბებს შემდეგ მუდმივმოქმედ საატესტაციო კომისიებს:

) საბანკო აუდიტისა;

) სადაზღვევო ორგანიზაციათა აუდიტისა;

) საბირჟო, არასაბიუჯეტო ფონდებისა და საინვესტიციო ინსტიტუტების აუდიტისა;

) ზოგადი (სხვა ეკონომიკური სუბიექტების) აუდიტისა.

5. აუდიტორული საბჭო ლიცენზიებს აძლევს იმ ფიზიკურ პირებს, რომლებმაც გაიარეს ატესტაცია, მიიღეს შესაბამისი სერტიფიკატი და აკმაყოფილებენ კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, აგრეთვე სახელმწიფო რეგისტრაციაგავლილ იმ აუდიტორულ ორგანიზაციას (ფირმას), რომელშიც, სულ ცოტა, ერთი ლიცენზირებული აუდიტორი მაინც მუშაობს.

6. ფიზიკურ პირებსა და ორგანიზაციებს სერტიფიკატები და ლიცენზიები ეძლევა შესაბამის საფასურად, რომლის ოდენობას განსაზღვრავს აუდიტორული საბჭო საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომისიასთან შეთანხმებით. 

    მუხლი 3. აუდიტორული საბჭოს მართვა და ორგანიზაციული სტრუქტურა

1. აუდიტორული საბჭოს მართვის უმაღლესი ორგანოა აუდიტორული საბჭოს კოლეგია. კოლეგიის წევრებს ამტკცებს საქართველოს პარლამენტის სპიკერი საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუეტო კომისიის წარდგენით. კოლეგიის თავმდომარე იმავდროულად არის აუდიტორული საბჭოს თავმჯდომარე.

2. აუდიტორული საბჭოს საქმიანობას ოპერატიულად მართავს აუდიტორული საბჭოს თავმჯდომარე ან, მისი არყოფნისას, თავმჯდომარის მოადგილე.

3. აუდიტორული საბჭოს თავმჯდომარეს და მის მოადგილეს საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომისიიის წარდგინებით ნიშნავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე _  სახელმწიფოს მეთაური.

    მუხლი 4. აუდიტორული საბჭოს კოლეგია

1. აუდიტორული საბჭოს კოლეგია განიხილავს და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს ყველა იმ საკითხზე, რომლიც განეკუთვნება აუდიტორული საბჭოს კომპეტენციას და რომლის მიზანია აუდიტორული საბჭოს წინაშე დაყენებული ამოცანების გადაჭრა, კერძოდ:

) ამტკიცებს აუდიტორული საბჭოს წლიურ ანგარიშს და წარუდგენს მას საქართველოს პარლამენტს;

) ამტკიცებს აუდიტის ჩატარების სტანდარტებს, წინადადებებს და რეკომენდაციებს, აუდიტორთა ატესტაციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, სერტიფიკატის და აუდიტორული საქმიანობის ლიცენზირების გაცემის დებულებებს;

) გასცემს აუდიტორთა სერტიფიკატებს და საუდიტორო საქმიანობის ლიცენზიებს;

) განიხილავს და ამტკიცებს საატესტაციო კომისიების გადაწყვეტილებებს, ისმენს მათ ინფორმაციებს;

) განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებებს იმ აუდიტორული ფრმებისა და აუდიტორებისათვის სერტიფიკატების ჩამორთმევის და აუდიტორული საქმიანობის ლიცენზიების შეჩერების ან ჩამორთმევის საკითხზე, რომლეიც ჩაიდენენ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას;

) აწარმოებს აუდიტორულ საქმიანობაზე სხვა სახელმწიფოს მიერ გაცემული დოკუმენტების ლეგალიზაციას;

ზ) იხილავს საკითხებს აუდიტორთა თვითმმართველობის საზოგადოებრივი გაერთიანებებისათვის მის კომპეტენციაში არსებული ზოგიერთი საკითხის დელეგირების შესახებ;

თ) ამტკიცებს აუდიტორული საბჭოს წლიურ ხარჯთაღრიცხვას;

ი) ამტკიცებს მუდმივმოქმედი აუდიტორული საატესტაციო კომისიების პერსონალურ შემადგენლობას და განსაზღვრავს მათი შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

2. აუდიტორული საბჭოს კოლეგიის სხდომები იმართება საჭიროებისამებრ, მაგრამ, სულ ცოტა, თვეში ერთხელ მაინც. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კოლეგიის წევრთა ნახევარზე მეტი. კოლეგიის სხდომაზე გადაწყვეტილებები მიიღება კოლეგიის წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა.

3. კოლეგიის გადაწყვეტილება ფორმდება საბჭოს თავმჯდომარის მიერ ხელმოწერილი კოლეგიის სხდომის ოქმით, რომელსაც აწარმოებს, უგზავნის სათანადო ადრესატებს და ინახავს კოლეგიის მდივანი.

    მუხლი 5. აუდიტორული საბჭოს თავმჯდომარე

1. აუდიტორულ საბჭოს ზოგადად ხელმძღვანელობს აუდიტორული საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც  აუდიტორულ საბჭოს წარმოადგენს ყველა ორგანოში, პასუხს აგებს საბჭოს საქმიანობის შედეგებისათვის, აგრეთვე თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

) ამტკიცებს საბჭოს მუშაობის რეგლამენტს;

)იღებს გადაწყვეტილებებს პირთა სამუშაოზე დანიშვნისა და სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ;

) ხელმძღვანელობს აუდიტორული საბჭოს კოლეგიის საქმიანობას.

    მუხლი 6. აუდიტორული საბჭოს შენახვის ხარჯები და შემოსავალი

1. აუდიტრული საბჭოს დაფინანსების წყაროებია საქართველოს რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტი და საკუთარი საქმიანობით მიღებული შემოსავალი.

2. აუდიტორული საბჭოს საკუთარი საქმიანობით მიღებულ შემოსავალს განეკუთვნება:

) აუდიტორთა ტესტირებით და ლიცენზირებით მიღებული შემოსავალი;

) აუდიტორთა კადრების მომზადება-გადამზადებით მიღებული შემოსავალი;

) აუდიტორული საქმიანობის მარეგულირებელი საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების, მეთოდიკური დოკუმენტებისა და სახელმძღვანელოების გამოცემა-რეალიზაციით მიღებული შემოსავალი.

3. აუდიტორულ საბჭოს ეკრძალება თავისი სახსრების გამოყენება კომერციული საქმიანობის მიზნით.

4. აუდიტორული საბჭოს საფინანსო-სამეურნეო საქმიანობას ამოწმებს საქართველოს რესპუბლიკის კონტროლის პალატა.

    მუხლი 7. აუდიტორული საბჭოს ანგარიშგება, რეორგანიზაცია (ლიკვიდაცია)

1. აუდიტორული საბჭო გაწეული საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს საქართველოს პარლამენტს.

2. აუდიტორული საბჭოს საქმიანობის რეორგანიზაციის (ლიკვიდაციის) თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პარლამენტი.